ნეიმარმა სოციალურ ქსელში მესის ტრანსფერი დაადასტურა (ფოტო)

“პარი სენ-ჟერმენში” ლეო მესის ტრანსფერი უახლოეს მომავალში უნდა გაოფიციალურდეს. მესის პარიზში გადაბარგება უკვე დაადასტურა ნეიმარ ჟუნიორმა, რომელმაც სოციალურ ქსელში ფოტო განათავსა წარწერით – “ისევ ერთად”.

შეთანხმება მიღწეული – რა ნომრით ითამაშებს ლიონელ მესი “პარი სენ-ჟერმენში”?

ლიონელ მესის “პარი სენ-ჟერმენში” ტრანსფერი გადაწყვეტილია. ამ ინფორმაციას ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

არგენტინელი ფეხბურთელი პარიზულ კლუბთან ორწლიან კონტრაქტს გააფორმებს და წინასწარი შეთანხმებით, მათ შესაძლებლობა ექნებათ, ხელშეკრულება 2024 წლის ჩათვლით გაახანძლივონ.

მესის ხელფასი, ყოველწლიურად, დაახლოებით, 35 მილიონი ევრო იქნება, რასაც ბონუსებიც დაემატება. ასევე, ცნობილი გახდა, რომ ის ახალ გუნდში 30-ნომრიან მაისურს აიღებს.

34 წლის სუპერვარსკვლავს პარიზში უახლოეს საათებში ელიან.

ლაშა ტალახაძე: “ჩემთვის უკეთესია, რომ ძლიერი კონკურენტი მყავდეს”

ოლიმპიური თამაშების ორგზის გამარჯვებულმა, ლაშა ტალახაძემ ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემაში “სპორტის საათი” საინტერესო განცხადება გააკეთა.

ტალახაძის თქმით, ის იქნება სპორტსმენი, რომელიც ძალოსნობის ისტორიაში საუკეთესო შედეგს დააფიქსირებს.

“შესაძლოა, სხვისი დანახული თვალით ადვილი ჩანდეს, მაგრამ ძალიან ბევრს ვშრომობთ იმისთვის, რომ თითო კილოთი გავზარდოთ შედეგი. შეიძლება სპორტსმენმა დარბაზში ბევრად მეტი აწიოს, მაგრამ შეჯიბრზე მიახლოებული წონაც კი ვერ დააფიქსიროს. გვირჩევნია, ნელ-ნელა მოვუმატოთ წონა. მე ვეთანხმები და ვუჯერებ მწვრთნელს. გვინდა, რომ ეს 500 კილო სისრულეში მოვიყვანოთ. საბოლოო ჯამში, მე ვიქნები ის სპორტსმენი, რომელიც ძალოსნობის ისტორიაში საუკეთესო შედეგს დააფიქსირებს.

ჩემთვის უკეთესია, რომ კონკურენტი მყავდეს, რათა უფრო მობილიზებული ვიყო. როცა ძლიერი კონკურენტი გყავს, სპორტსმენს მოდუნების საშუალება არ გეძლევა. მე აღვნიშვნავ იმასაც, რომ ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებზე უფრო ძლიერი კონკურენტები მყავდა, ვიდრე ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე. ვინც არ უნდა ყოფილიყო, მე მინდოდა დამემტკიცებინა, რომ მეტი შემიძლია.

ვერ ვიტყვი, რომ იოლად ვწევ სიმძიმეებს. შეიძლება, ჩემი მოძრაობებიდან და ტექნიკიდან გამომდინარე, სხვის თვალში ამ წონების აწევა იოლი ჩანს. როდესაც პროფესიონალი სპორტსმენი მიყურებს, შესაძლოა, ის ხვდება, რომ დიდი წონების აწევისას შეცდომებს ვუშვებ. ბევრჯერ მიმიღია ჯანსაღი კრიტიკა, რაც ჩემთვის სასრგებლოა”, – განაცხადა ტალახაძემ.

შესაძლოა, 2024 წლის პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ძალოსნობა აღარ იყოს

უცხოურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ძალიან დიდი შანსია იმისა, რომ 2024 წლის პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ძალოსნობა აღარ იყოს.

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა რამდენიმე დღის წინ სესია გამართა. სესიაზე მიიღეს ახალი დებულება, რომლის თანახმადაც სოკ-ს მეტი ძალაუფლება ექნება და შეეძლება კონკრეტული სპორტის სახეობები ოლიმპიური თამაშებიდან დამოუკიდებლად მოკვეთოს.

როგორც ირკვევა, საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს დიდი ხანია უთანხმოება აქვს ძალოსნობისა და კრივის საერთაშორისო ფედერაციებთან და მათ მოუწოდებს, რომ დოპინგის საკითხის კონტროლი უფრო მაღალ დონეზე აიყვანონ.

სწორედ ახალი დებულების მიღების მიხედვით, დოპინგის მიღების გახშირებული რაოდენობის გამო, სოკ-ი აპირებს, რომ 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ძალოსნობა აღარ დაუშვას. სპორტის ეს სახეობა ოლიმპიურ თამაშებზე 2028 წელს, ლოს ანჯელესში დაბრუნდება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ძალოსანთა ნაკრებმა ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ერთი ოქროსა და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ფლორენცი “მილანში” ითამაშებს

“რომას” მცველი ალესანდრო ფლორენცი კარიერას “მილანში” გააგრძელებს. მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში 30 წლის ფეხბურთელი “როსონერის” იჯარის წესით შეუერთდება, სეზონის ბოლოს კი მილანელებს მისი კონტრაქტის გამოსყიდვის უფლება მიეცემათ.

შეგახსენებთ, რომ ალესანდრო ფლორენცი გასულ სეზონში “პარი სენ-ჟერმენში” იყო განათხოვრებული. მან პარიზულ გუნდში 36 მატჩი ჩაატარა, ორი გოლი გაიტანა და ერთი შედეგიანი გადაცემა მიითვალა. ფლორენციმ პარიზულ გუნდთან ერთად ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალამდე გააღწია. ის იტალიის ნაკრების შემადგენლობაში ევრო-2020-ის გამარჯვებული გახდა.

“ლევან მაისაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა”

საქართველოს პრეზიდენტმა სოციალურ ქსელ ფეისბუქში პოსტი გამოაქვეყნა. სალომე ზურაბიშვილი საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ლევან მაისაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ წერს.

“საქართველოს რაგბის ნაკრების მწვრთნელის – ლევან მაისაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. ბოლო ორი დღეა დამატებით გართულებები არ ჰქონია, თუმცა მანამდე ყველა შესაძლო გართულება ჰქონდა. ექიმები პროგნოზს ვერ აკეთებენ.

ერთ-ერთ საუკეთესო კერძო კლინიკაშია იოჰანესბურგში – Milpark hospitals. ადგილზე არის მაღალტექნოლოგიური მკურნალობის სრული შესაძლებლობა, ამიტომ ოჯახმა სადმე გადაყვანის გადაწყვეტილება არ მიიღო.

ჩართულია ჩვენი ელჩი ბექა დვალი, ძალიან ეხმარება. იქ ადგილზე ქართველი ექიმია, ვახტანგ რეხვიაშვილი, ძალიან წარმატებული და ავტორიტეტული ექიმია და მისი კონტაქტებითაც მაქსიმალური ყურადღება აქვს. მოკლედ, რაც შესაძლებელია ყველაფერს უკეთებენ. ვუსურვოთ გამოჯანმრთელება”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

ლევან მაისაშვილი სამხრეთ აფრიკის ერთ-ერთ კლინიკაში უკვე ერთ თვეზე მეტია მკურნალობს.

ბათუმის “დინამომ” გუგა ფალავანდიშვილი დაიმატა

ბათუმის “დინამომ” 27 წლის შემტევი ნახევარმცველი გუგა ფალავანდიშვილი დაიმატა და მასთან 2.5 წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ფალავანდიშვილი ბოლოს ბერძნულ “ლამიაში” თამაშობდა, სადაც 14 მატჩში გოლის გატანა ვერ შეძლო. მანამდე ლატვიაში, პოლონეთში და მოლდოვაში ასპარეზობდა.

საქართველოში ქუთაისის “ტორპედოში”, “დილაში”, “გაგრაში” და “დინამო თბილისის” მე-2 გუნდში ირიცხებოდა.

ფალავანდიშვილი ერთგვარად ვამარა სანოგოს შემცვლელად მიიჩნევა, რომელმაც კლუბი 1 კვირის წინ დატოვა.

მამუკა ჯუღელი: “ტოტენჰემი” და “იუვენტუსი” – 85-90%-ით”

ხვიჩა კვარაცხელიას აგენტის, მამუკა ჯუღელის განცხადებით, ხვიჩა ყაზანის “რუბინს” დატოვებს და კარიერას, დიდი ალბათობით, ინგლისში ან “იუვენტუსში” გააგრძელებს.

“მალე ყაზანის “რუბინის” პრეზიდენტთან შეხვედრა მიწევს და 85-90%-იანი ალბათობით, კვარაცხელია გუნდს შეიცვლის და ევროპაში ძალიან მაღალ დონეზე ითამაშებს. შემიძლია დავადასტურო, რომ სერიოზული ინტერესია “ტოტენჰემიდან”. ვერაფერს ვიტყვი “ლიდსზე”, მაგრამ იქვე არის “იუვენტუსიც”, – განაცხადა ჯუღელმა.

ხვიჩას სატრანსფერო 20-30 მილიონი ევროა. მის მიმართ ინტერესს “მილანი” და ბუნდესლიგის გუნდებიც გამოხატავდნენ.

ლაშა ტალახაძეს საჩუქრად ავტომობილი გადაეცა (ფოტო)

ორგზის ოლიმპიურ ჩემპიონს, ლაშა ტალახაძეს ტოკიოს ოლიმპიადის დასრულების შემდეგ საჩუქრად ავტომობილი ფორდ მუსტანგი გადასცეს. ქართველმა ძლოსანმა საჩუქრისათვის მადლობა კომპანია კრისტალბეთს გადაუხადა.

რამაზ ზოიძე: “ძალიან ცოტა დამაკლდა, რომ თქვენთვის ოლიმპიური მედალი მეჩუქებინა”

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრმა, რამაზ ზოიძემ ტოკიოს ოლიმპიური თამაშების დასრულების შემდეგ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა.

“არ ვიცი საიდან დავიწყო და როგორ გადაგიხადოთ მადლობა. მთელი ამ ოლიმპიური თამაშების მანძილზე ვგრძნობდი თქვენს მხარდაჭერას და გვერდში დგომას.

სამწუხაროდ, ძალიან ცოტა დამაკლდა, რომ თქვენთვის ოლიმპიური მედალი მეჩუქებინა და ცარიელი ხელებით არ დავბრუნებულიყავი საქართველოში.

განსაკუთრებულად მინდა მადლობა გადავუხადო მწვრთნელებს, რომლებიც მთელი ამ დროის მანძილზე თავდაუზოგავად მუშაობდნენ. დღეს რაც ვარ, ეს ყველაფერი მათი დამსახურებაა.

ამით ყველაფერი არ დასრულებულა, წინ კიდევ ერთად ძალიან დიდი გზა გვაქვს გასავლელი”, – აცხადებს ზოიძე.

შეგახსენებთ, რომ 25 წლის ქართველი მოჭიდავე ბრინჯაოს მედლისათვის შეხვედრაში გერმანელ ფრანკ შტებლეთან დამარცხდა.

მარათონის მორბენალმა მაგიდიდან წყლის ბოთლები გადაყარა (ვიდეო)

ჰოლანდმა მატჩის მიმდინარეობისას აზიდვების კეთება დაიწყო (ვიდეო)

21 წლის ერლინგ ჰოლანდმა სეზონი მაჟორულ ნოტაზე დაიწყო. გერმანიის თასის 1/32-ფინალურ მატჩში ნორვეგიელმა ტალანტმა ჰეთ-ტრიკი გაიფორმა და თავის გუნდს გამარჯვება მოუტანა.

გუშინდელ მატჩში კამერებმა საინტერესო კადრი დააფიქსირეს – შეხვედრის მიმდინარეობისასს ერლინგ ჰოლანდმა აზიდვების კეთება დაიწყო.