მოურინიომ “ბეტისთან” ამხანაგურ მატჩში წითელი ბარათი მიიღო (ვიდეო)

ლეგენდარულმა პორტუგალიელმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ, “ბეტისთან” გამართულ ამხანაგურ მატჩში თავისი ფიცხი ხასიათი კვლავ გამოავლინა. ყველაფერი მოედნიდან მისი გაძევებით დასრულდა.

“ესტადიო ბენიტო ვილამარინზე” ალექს მორენომ “ბეტისის” დაწინაურება (3-2) ხელით გატანილი გოლის ხარჯზე შეძლო, რის გამოც მოურინიო მსაჯს განურისხდა და მოედანზე შევარდა.

რიჩარლისონი პლატინის: “მომდევნო წელს კატარში იქნება, მელოტო”

ბრაზილიის საფეხბურთო ნაკრებმა ოლიმპიადის ფინალში ესპანეთის ნაკრები მეორე დამატებით ტაიმში გატანილი გოლის ხარჯზე დაამარცხა. “სელესაომ” ოლიმპიადის ოქროს მედალი ზედიზედ მეორედ მოიგო.

როგორც იცით, მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატი კატარში ტარდება და რიჩარლისონს მუნდიალზეც ოქროს მედლის მოპოვების იმედი აქვს.დაჯილდოვების ცერემონიალის მიმდინარეობისას კამერება დააფიქსირეს, თუ როგორ მიმართა რიჩარლისონმა ჯანი ინფანტინოს: “მომდევნო წელს კატარში იქნება, მელოტო”.

“გასაკვირი არ არის აზარის ტრავმიანობა” – “რეალი” ინტენსიური ვარჯიშის ვიდეოს აქვეყნებს

მადრიდის “რეალმა” სოციალურ ქსელში ინტენსიური ვარჯიშის ვიდეომასალა გამოაქვეყნა, რამაც გულშემატკივრებში დიდი შეშფოთება გამოიწვია.

2020/21 წლების სეზონი უტიტულოდ დაასრულა, რაც მეტწილად ტრავმიანობის რეკორდული მაჩვენებლით გახლდათ განპირობებული. ფანების აზრით, სწორედ ასეთი ინტენსიური ვარჯიშები იწვევდა ფეხბურთელებში ტრავმიანობას.

“რატომ ვარჯიშობენ ასე? საიდუმლო აღარ არის, თუ რატომ ყავთ ამდენი ტრავმირებული ფეხბურთელი ყოველწლიურად”

აგუერო თავს მოტყუებულად გრძნობს და “ბარსელონაში” დარჩენა არ სურს

“ბარსელონაში” გადასვლიდან 37 დღის შემდეგ, სერხიო კუნ აგუერო ამ გადაწყვეტილებას უკვე ნანობს. ეს ყველაფერკი კი პირდაპირ კავშირში გახლავთ გუნდიდან ლეო მესის წასვლასთან.

როგორც იცით, “მანჩსტერ სიტის” ლეგენდა “ბლაუგრანაში” ივლისის თვეში გადაბარგდა თავისუფალი აგენტის სტატუსით იმ იმედით, რომ მისი ტრანსფერი ლეო მესის დარჩენას გამოიწვევდა.

La Porteria-ს ცნობით, 33 წლის აგუერო თავს მოტყუებულად გრძნობს და ახლო გარემოცვას უკვე ამცნო, რომ კლუბში დარჩენა აღარ სურს.

აქე შეგახსენებთ, რომ “ბარსელონაში” გადასვლის შემდეგ აგუერო აქცენტს სწორედ მესის მხარდამხარ თამაშზე აკეთებდა – “რა თქმა უნდა, იმედი მაქვს, რომ მესისთან ერთად ვითამაშებ. მე მას ძალიან კარგად ვიცნობ, ჩვენ კარგი მეგობრები ვართ.

კონტრაქტთან დაკავშირებით ყველაფერი კლუბმა და ლეომ უნდა გადაწყვიტოს. ძალიან ბედნიერი ვიქნები მასთან თამაშის საშუალება თუ მომეცემა, ეს ჩემთვის საამაყო რამ იქნება,” – აცხადებდა აგუერო ივლისის თვეში.

შესაძლოა, რიბერი “ბაიერნში” დაბრუნდეს

ფრანგული გამოცემა “ლეკიპი” იუწყება, რომ შესაძლოა, ფრანკ რიბერი მიუნხენის “ბაიერნში” დაბრუნდეს.

წყაროს თანახმად, 38 წლის ნახევარმცველი ინდივიდუალური პროგრამით მიუნხენში ვარჯიშობს და კარიერის გაგრძელების სხვადასხვა ვარიანტებს განიხილავს. გუნდში რიბერის დაბრუნება კლუბის თავმჯდომარეს ოლივერ კანსა და საპატიო პრეზიდენტ ული ჰიონესს სურთ.

როგორც მოგეხსენებათ, ფრანკ რიბერიმ კარიერის უმეტესი ნაწილი სწორედ “ბაიერნში” გაატარა. ის უკანასკნელი ორი სეზონის განმავლობაში “ფიორენტინაში” თამაშობდა. მან სერია A-ს გასულ გათამაშებაში ჩატარებულ 29 მატჩში ორი გოლი და ექვსი შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

სტივსონი: ‘ყველა ამბობდა, რომ ოქროს მედალს გენო მოიპოვებდა, მაგრამ ეს მე შევძელი’

აშშ-ის თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრმა, გეიბლ სტივსონმა ტოკიოს ოლიმპიური თამაშების მოგების შემდეგ კომენტარი გააკეთა.

როგორც იცით, სტივსონმა 125კგ წონითი კატეგორიის ფინალში გენო პეტრიაშვილს გადამწყვეტი ქულები ბოლო წამებში აუღო და გამარჯვება ასე მოიპოვა.

“ახლა უფრო მეტი ადამიანი გამიცნობს. მინდა, ამ მომენტით ვისიამოვნო. ამ ოქროს მედალმა დიდი შესაძლებლობებისკენ გამიხსნა გზა, ახლა მთელი მსოფლიო გამიცნობს. აქ 21 წლის კაცი მოვედი და უმაღლეს დონეზე ვიჭიდავე. რას ვაპირებ? სახლში წასვლას, სტეიკის მირთმევას ან რაღაც მსგავსს.

როცა გენო პეტრიაშვილი წავაქციე, დავინახე, რომ შეხვედრის დასრულებამდე 10 წამი რჩებოდა. ამის შემდეგ მსაჯმა ჩასტვინა, გავიფიქრე, რომ ან რაღაც უნდა გამეკეთებინა ან მომკვდარიყავი. ვერც კი აღვწერ ემოციებს. ვიცოდი, რომ რაღაც სიგიჟე უნდა გამეკეთებინა. ყველა ამბობდა, რომ ოქროს მედალს ჩემი მეტოქე მოიპოვებდა, მაგრამ ეს მე მოვახერხე”, – ციტირებს სტივსონის სიტყვებს USA TODAY.

ლაშა ბექაურს საჩუქრად ავტომობილი გადაეცა (ფოტო)

ტოკიოს ოლიმპიური თამაშების გამარჯვებულ ლაშა ბექაურს კია საქართველოსგან საჩუქრად ავტომობილი გადაეცა. ამიერიდან 21 წლის ძიუდოისტი Kia Proceed GT-ის 2021 წლის მფლობელია.

ასევე, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდმა ოლიმპიურ ჩემპიონს გადასცა სანომრე ნიშანი წარწერით “BEKAURI1”.

მცხეთაში გამართულ ღონისძიებას ბიზნესის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რომლებმაც ბექაური ფულადი ჯილდოთიც დაასაჩუქრეს.

ფოტო: ალდაგი
ფოტო: ალდაგი

 

ბელარუსი ტანმოვარჯიშე ოლიმპიურ თამაშებზე ქართული სიმღერით გამოვიდა (ვიდეო)

6 აგვისტოს ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე დაიწყო შეჯიბრი მხატვრულ ტანვარჯიშში, რომელშიც მონაწილეობას სალომე ფაჟავაც იღებდა. სალომემ, საკვალიფიკაციო ეტაპზე, 26 მონაწილეს შორის მე-17 ადგილი დაიკავა და ფინალში გადასვლა ვერ შეძლო. მან ერთ-ერთი ვარჯიში რაჭული მუსიკის ფონზე შეასრულა.

სალომე ფაჟავა არ იყო ერთადერთი, ვინც ამ ოლიმპიურ თამაშებზე ქართული მელოდია გამოიყენა. ბელარუსმა ანასტასია სალოსმა საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველი ვარჯიში ქართული მუსიკალური ჯგუფის, მგზავრების “დამინას” ფონზე შეასრულა.

ანასტასია სალოსმა საკვალიფიკაციო ეტაპზე მე-5 ადგილი დაიკავა და ფინალში გადავიდა.

იხილეთ ვიდეო

ტაჰა აკგულმა ოლიმპიური თამაშების დასრულების შემდეგ განცხადება გააკეთა

თურქეთის თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრმა, ტაჰა აკგულმა ტოკიოს ოლიმპიური თამაშების დასრულების შემდეგ სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა.

როგორც იცით, აკგული 1/4-ფინალში ამერიკელ გეიბლ სტივსონთან დამარცხდა, ამის შემდეგ კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

“მოხარული ვარ, ოლიმპიურ თამაშებზე მესამე ადგილის დაკავებით. ღმერთის წყალობით, რომელმაც 2016 წელს ოქრო მომაგებინა, ახლა ბრინჯაოს მედალი მოიპოვე. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგად ვიყავი მომზადებული, კარიერაში პირველად წავაგე მეოთხედფინალური ეტაპის შეხვედრა, რაც ძალიან სამწუხაროა. ეს მედალი ჩემთვისაც და ჩემი ქვეყნისთვისაც მნიშვნელოვანი იყო”, – წერს აკგული.

View this post on Instagram

A post shared by Taha Akgül (@tahakgul)

გვარდიოლა “ბარსელონადან” მესის წასვლას გამოეხმაურა

ლეო მესის ლეგენდარული კატალონიური კარიერა დასრულებულია. “ბარსელონამ” ოფიციალურად დაადასტურა, რომ არგენტინელ სუპერვარსკვლავთან კონტრაქტი ვერ გახანგრძლივდება. ამ ამბავს მესის ყოფილი მენტორი, პეპ გვარდიოლა, გამოეხმაურა.

“ჩემთვის, ისევე როგორც ყველა სხვა დანარჩენისთვის, ეს ძალიან მოულოდნელი სიახლე იყო. ლაპორტამ დღეს ამ გადაწყვეტილების მიზეზებზე საჯაროდ ისაუბრა.

როგორც “ბარსელონას” მოყვარულსა და გულშემატკივარს, ძალიან მინდოდა, რომ მას კარიერა ამ კლუბში დაესრულებინა. ის ყველაზე ექსტრაორდინარული ფეხბურთელია, ვინც კი ოდესმე მინახავს.

ჩვენ ჯეკ გრილიში გავიფორმეთ. 10-ნომრიანი მაისურით ის ითამაშებს, რადგანაც მისი გვჯერა და გვეგონა, რომ მესი “ბარსელონაში” დარჩებოდა. ჩვენ ახლა მის ტრანსფერზე არ ვფიქრობთ,” – აცხადებს გვარდიოლა.

ვარჯიშების გაცდენა? კეინმა პირველი კომენტარი გააკეთა

ლონდონის “ტოტენჰემის” თავდამსხმელმა, ჰარი კეინმა, პრესაში გავრცელებულ ბოლოდროინდელ ცნობებთან დაკავშირებით გააკეთა კომენტარი. როგორც ინგლისური ჟურნალ-გაზეთები იუწყებოდნენ, კეინი პრინციპულად არ აპირებდა “ტოტენჰემის” ვარჯიშზე გამოცხადებას.

“უკვე ათი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც “ტოტენჰემში” ჩემი დებიუტი შედგა. მთელი ამ დროის მანძილზე, ყოველ წელს, თქვენ – გულშემატკივრები- უდიდეს მხარდაჭერას მიცხადებდით და სიყვარულს მჩუქნიდით.

ამიტომაც იყო ჩემთვის განსაკუთრებულად რთული ბოლოდროინდელი ჭორების კითხვა. მათ ჩემ პროფესიონალიზმში შეჰქონდათ ეჭვი.

არ მინდა დეტალურად განვიხილო ეს თემა, თუმცა ერთ რამეს გეტყვით – “ტოტენჰემში” ვარჯიშზე უარი არასდროს მითქვამს. როგორც დაგეგმილი იყო, ვარჯიშს ხვალიდან განვაახლებ,” – აცხადებს კეინი.

არჩილ ბერიძე: “ღრმად მწამს, რომ ჩვენ ერთი ოჯახი ვართ”

ბათუმის “დინამოს” პრეზიდენტმა არჩილ ბერიძემ “სივასპორთან” 1-2 მარცხის შემდეგ გულშემატკივარს მიმართა.

“ძვირფასო გულშემატკივრებო, პირველ რიგში მადლობას გიხდით ჩვენი გუნდის მიმართ გამოჩენილი მხურვალე მხარდაჭერისთვის, დინამო ბათუმის ქომაგების გეოგრაფიული არეალი ბოლო პერიოდში საკმაოდ გაფართოვდა და ჩვენი რეგიონის ფარგლებს გასცდა, ეს ფაქტი ძალიან მახარებს და გულითად მადლობას ვუხდი თითოეულ თქვენგანს.

მინდა გითხრათ, რომ ბრძოლა გრძელდება და ჩვენი მიზნები უცვლელია. დარწმუნებული ვარ ჩვენი ბიჭები სივასპორთან გასვლით შეხვედრაშიც ბოლომდე დაიხარჯებიან და სასურველი შედეგის მისაღწევად თავს არ დაზოგავენ. ჩემთვის ამ პროექტის განხორციელების დაწყების დღიდან მთავარი გამოწვევა საქართველოს ჩემპიონობა იყო და იმედი მაქვს გულშემატკივართან ერთად ამ ოცნებასაც მალე ავიხდენთ.
ღრმად მწამს, რომ ჩვენ ერთი ოჯახი ვართ და დინამო ბათუმის ახალი ისტორიის წერას ერთად გავაგრძელებთ, პატივისცემით: არჩილ ბერიძე, დინამო ბათუმის პრეზიდენტი”.
“დინამომ” გუშინ პირველი გატანილი გოლის მიუხედავად, 2 ბურთი გაუშვა და თურქეთში მარცხით მიდის, მაგრამ ბათუმელები სტუმრად გაცილებით უკეთ თამაშობენ და ეს “ბატესთანაც” გამოჩნდა.