ბათუმის “დინამო” თურქული “სივასპორი” მიიღო და 1-2 წააგი. ანგარიში 54-ე წუთზე ლადო მამუჩაშვილმა გახსნა, ჯეიმსმა კი 75-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა. “დინამო” გარკვეულ მომენტებში ფლობდა უპირატესობას, მეტოქეზე აშკარად უკეთესი იყო, მაგრამ “სივასი” ძალიან გამოცდილი გუნდია, როგორც ყოველთვის, აჭარლები მოდუდნენ და 95-ე წუთზე კაიოდეს დარტყმულს კაიოდემე დაამატა და “სივასს” გამარჯვება მოუტანა.
დარჩენილ 1 წუთში ნიქაბაძეს ბურთი საჯარიმოში მიუვიდა, დაარტყა, თუმცა მეკარემ მოიგერია. განმეორებითი თამაში 1 კვირაში გაიმართება.
დინამო ბთ 1-2 სივასპორი
გოლები: მამუჩაშვილი 54 – ჯეიმსი 75, კაიოდე 95
დინამო: კუპატაძე – ჩაბრაძე, კობახიძე, აზაცკი, აზაროვი – ტეიდი, ალთუნაშვილი – მანჯგალაძე (ფანცულაია 46), მამუჩაშვილი (შინდაგორიძე 80), ჯიღაური – ჯოვინო (გაგოშიძე 79)
მთავარი მწვრთნელი: გია გეგუჩაძე
სივასპორი: ვურალი – ალტინაი, ოსმანფაშა, გუტასი, ჩიფჩი – არსლანი, აზუბუიკე, ფაჯრი – ილმაზი, იატაბარე (ჯეიმსი 75), კაიოდე
მთავარი მწვრთნელი: კალიმბაი