რა თანხა გამოიმუშავა ლაშა ტალახაძემ ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე გამოსვლით?

4 აგვისტოს ლაშა ტალახაძემ ტოკიოს ოლიმპიური თამაშები მოიგო და პირველი სპორტსმენი გახდა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, რომელმაც ქვეყანას ოლიმპიურ თამაშებზე ოქროს მედალი ორჯერ მოუპოვა.

ლაშა ტალახაძემ ტოკიოში ოლიმპიური და მსოფლიო რეკორდები დაამყარა ატაცში (223), აკვრასა (265) და ორჭიდის ჯამში (488).

27 წლის ძალოსანი ოლიმპიური თამაშების მოგებისათვის, სახელმწიფოსაგან 1 000 000 ლარს მიიღებს. ასევე, ლაშას, სახელმწიფოსაგან ორჭიდში დამყარებული ოლიმპიური რეკორდისათვის 300 000 ლარი, ხოლო მსოფლიო რეკორდისათვის 200 000 ლარი გადაეცემა. საერთო ჯამში, მან ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე გამოსვლით 1 500 000 ლარი გამოიმუშავა.

Breaking: გიორგი მამარდაშვილი “მილანის” წინააღმდეგ ძირითადშია!

20 წლის ქართველი მეკარე გიორგი მამარდაშვილი “ვალენსიას” ძირითად შემადგენლობაშია და “მილანის” წინააღმდეგ ითამაშებს.

შეხვედრა 22:30 წუთზე დაიწყება და მამარდაშვილს ძალიან დიდი გამოცდა ელის.

საზაფხულო ტურნეს დროს ქართველი უმეტესად ძირითადშია და საკმაოდ დამაჯერებლად თამაშობს.

ვინ იქნება ხვალ – 5 აგვისტო ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე

ხვალ ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ორი წევრი იასპარეზებს. ორივე მათგანი წინასარი ეტაპის შეხვედრებს ჩაატარებს.

ავთო კენჭაძე (74კგ)

კენჭაძის მეტოქე პირველივე შეხვედრაში, 1/8-ფინალურ ეტაპზე რიოს ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედალოსანი, მსოფლიოს ორგზის და ევროპის ოთგზის ჩემპიონი, იტალიის სახელით მოასპარეზე კუბელი ფრანკ ჩამისო იქნება. კენჭაძე, გამარჯვების შემთხვევაში, აზერბაიჯანელ ბაირამოვსა და უკრაინელ მიხაილოვს შორის გამარჯვებულს შეხვდება. მერვერდინალური ეტაპი 06:30 საათზე დაიწყება.

გენო პეტრიაშვილი (125კგ)

გენო პეტრიაშვილი 1/8-ფინალში, 06:30 საათზე, ეგვიპტელ დიაალდინ აბდელმოტალებს შეხვდება. გამარჯვების შემთხვევაში, გენოს მეტოქე მეოთხედფინალურ ეტაპზე რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენელ სერგეი კოზირევსა და ჩინელ ჟივეი დენგს შორის მოგებული იქნება.


იმისათვის, რომ არ გამოგრჩეთ არცერთი სიახლე ქართველი ოლიმპიელების გამოსვლებზე, თვალი ადევნეთ:

• ფეისბუქ გვერდს საქართველო ოლიმპიურ თამაშებზე
Fanebi.Com-ის ვებ-გვერდს
ფეისბუქ გვერდს FANEBI.COM


რას წერენ უცხოელი გულშემატკივრები ლაშა ტალახაძეზე?

4 აგვისტოს ლაშა ტალახაძე კარიერაში მეორედ ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. ქართველმა ძალოსანმა ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე შესანიშნავად იასპარეზა ახალი მსოფლიო და ოლიმპიური რეკორდები დაამყარა.

ლაშა ტალახაძის გამოსვლას სოციალურ ქსელ Twitter-ში უცხოელი გულშემატკივრები გამოეხმაურნენ.


ლაშა ტალახაძემ 215 კილოგრამი ისე აწია, როგორც მე ცარიელ ღერძს ვწევ. სიგიჟე.”

ლაშა ტალახაძემ 223 კგ გაანადგურა. ეს არის ახალი მსოფლიო და ოლიმპიური რეკორდი. მას უფრო მეტის აწევაც მარტივად შეეძლო.”

“ლაშა ტალახაძე ნამდვილი მანქანაა. მისი პირველი აწევა ოლიმპიური რეკორდი იყო, ბოლო აწევა – მსოფლიო.”

“ტალახაძე ცხოველია, თვალებს ვერ ვუჯერებ. მსოფლიო რეკორდი ატაცში, 223კგ!”

“ქართველმა ლაშა ტალახაძემ 223 კგ აწია. რას მიირთმევს ეს ადამიანი?”

“ყველაზე დომინანტი სპორტსმენი პლანეტა დედამიწაზე. ლაშა ტალახაძე.”

“მსოფლიო რეკორდი ატაცში, მსოფლიო რეკორდი აკვრაში, მსოფლიო რეკორდი ორჭიდში. ლაშა ტალახაძე ნამდვილი ცხოველია.”

“ლაშა ტალახაძე ყველა მისვლაზე ახალ რეკორდს ამყარებს.”

“ლაშა ტალახაძე პლანეტის ყველაზე ძლიერი კაცია.”

“ქართველი ლაშა ტალახაძე მეცნიერებმა უნდა შეისწავლონ. ის ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა და საერთო ჯამში, 488 კგ აწია. ახალი მსოფლიო რეკორდი +109 კგ წონით კატეგორიაში. მან 47 კილოგრამით მეტი აწია, ვიდრე ირანელმა ალი დავუდიმ.”

“მსოფლიოს ყველაზე ძლიერი მამაკაცი, უდავოდ, ლაშა ტალახაძეა. თუ არ იცით ვინ არის, Youtube-ში ნახეთ.”

გიორგი ასანიძე: “საქართველოს გაუმარჯოს! ჯერ სადა ვართ…”

გიორგი ჭინჭარაულის ვიდეო დაჯილდოვების ცერემონიალიდან

“არც შენ ხარ ნორმალური” – ბექაური ლაშა ტალახაძეს (ფოტო)

4 აგვისტოს, ლაშა ტალახაძემ კარიერაში მეორედ გახდა ოლიმპიური თამაშების გამარჯვებული. 27 წლის ძალოსანმა ტოკიოს ოლიმპიადა მოიგო.

ტალახაძის გამარჯვებას გამოეხმაურა ტოკიოს ოლიმპიური თამაშების კიდევ ერთი ოქროს მედალოსანი ლაშა ბექაური, რომელმაც სოციალურ ქსელში დაწერა: “არც შენ ხარ ნორმალური.”


შეგახსენებთ, რომ მაშინ, როცა ბექაურმა ოლიმპიური თამაშები მოიგო, ტალახაძემ დაწერა: “ეს თუ ჭკვიანი იყოს. გიჟი ხარ, ძმაო.”

ტოკიოში საქართველოს ჰიმნი მეორედ აჟღერდა – ტალახაძე ორგზის ოლიმპიური ჩემპიონია! (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო

ლაშა ტალახაძის ფენომენალური გამოსვლა ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო

როგორ გამოიყურებიან წყალში მხტომელები ჩახტომამდე რამდენიმე წამით ადრე (გალერეა)

სოციალურ ქსელში ოლიმპიელი წყალში მხტომელების ძალიან სახალისო ფოტოები გავრცელდა, რომელიც წყალში ჩახტომამდე რამდენიმე წამით ადრე გახლავთ გადაღებული.

ვლადიმერ ხინჩეგაშვილი: “ცხოვრებაში არის მომენტები, როცა ცვლილებების დროა”

ოლიმპიურმა ჩემპიონმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა სოციალურ ქსელში კარიერის დასრულების შესახებ განცხადება გამოაქვეყნა.

“მადლობა უფალს ყველაფრისთვის, რაც მომცა!

დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს მშობლებს, პირად და ნაკრების მწვრთნელებს, ექიმებს, ჭიდაობის ფედერაციას, იმ სპორტსმენებს, ვისთან ერთადაც ერთი დღე მაინც მივარჯიშია და ყველას, ვისაც ჩემს წარმატებაში მცირედი წვლილი მაინც მიუძღვის.

რა თქმა უნდა, დიდ მადლობას ვუხდი ყველა ჩემს გულშემატკივარს, რომლებიც მთელი კარიერის განმავლობაში უდიდეს მოტივაციას მაძლევდნენ. ჩემი უმთავრესი მიზანი ყოველთვის იყო ჩემი ქვეყნის და ხალხისთვის სიხარულის მოტანა. მოხარული ვარ, რომ მიზანს გარკვეულწილად მივაღწიე და არაერთხელ მომეცა შანსი ამაყად მომესმინა უდიდეს სპორტულ ღონისძიებებზე გაჟღერებული საქართველოს ჰიმნი.

ჭიდაობამ შექმნა ის, ვინც ვარ დღეს და მე ამის ყოველთვის მადლიერი ვიქნები.

რა თქმა უნდა, ძალიან რთული იყო ამ გადაწყვეტილების მიღება. იმედი მქონდა, რომ ტოკიოდან კიდევ ერთხელ გაგახარებდით, მაგრამ, სამწუხაროდ, არ მომეცა ამის საშუალება. ცხოვრებაში არის მომენტები, როცა ცვლილებების დროა და ჩემს ცხოვრებაშიც დადგა ეს მომენტი.

და ბოლოს, ბევრი ახსნის გარეშე, უდიდესი მადლობა დედაჩემს, რომლის უპირობო გვერდში დგომის გარეშე ვერაფერს შევძლებდი”, – განაცხადა 30 წლის ხინჩეგაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ლადო რიოს ოლიმპიური თამაშების გამარჯვებული, მსოფლიო ჩემპიონი და ევროპის სამგზის ჩემპიონია.

ხინჩეგაშვილი პარტია “ქართული ოცნების” გორის მერობის კანდიდატი იქნება.

რამდენი ათასი ლარი მიიღო “დინამო ბათუმმა” 10 ათასი ბილეთის გაყიდვით?

საქართველოში ყველაზე მეტი გულშემატკივარი ბათუმის “დინამოს” მატჩებს ესწრება და ახალ სტადიონზე 20 000 ადამიანი ეტევა. რეგულაციებიდან გამომდინარე, მხოლოდ 50%, ანუ 10 ათასი ბილეთი იყო გასაყიდად გამოტანილი, რომელიც სულ რაღაც 4 საათში სრულად შეივსო.

ფანებს 5 და 25 ლარიანი ბილეთების შეძენა შეეძლოთ, რის გამოც, რამდენიმე საათიანი რიგის გავლაც მოუწიათ. სამხრეთ და ჩრდილოეთ სექტორებზე 5-ლარიანი ბილეთები, დასავლეთ და აღმოსავლეთზე კი 25 ლარიანი ბილეთებია. ჯამში “დინამომ” დაახლოებით ბილეთების გაყიდვიდან 210 ათასი ლარის შემოსავალი მიიღო. 100%-იანი დასწრების შემთხვევაში, ეს თანხა თითქმის 400-500 ათასი ლარი იქნებოდა.

გარდა ამისა, “სივასპორთან” გამარჯვების შემთხვევაში “დინამოს” საკმაოდ სოლიდურ თანხას Uefa-ც ჩაურიცხავს.