“პარი სენ-ჟერმენი” სუპერთასის მატჩში მინიმალური ანგარიშით დამარცხდა “ლილთან”. ამ დროს კი ნეიმარ ჟუნიორი შვებულებაში იმყოფება. ბრაზილიელი ვარსკვლავი ლიგა 1-ის გახსნითი მატჩის გამოტოვებასაც გეგმავს.
სოციალურ ქსელში ნეიმარის ახალი ფოტოები გავრცელდა, სადაც ჩანს, რომ ეს უკანასკნელი ცუდ ფიზიკურ კონდინციებში იმყოფება. ფანებში ამ ფოტოებმა დიდი უკმაყოფილება გამოიწვია.
“ვერ ვიჯერებ, რომ ეს ნეიმარია 29 წლის ასაკში, მას ყველაფერი ჰქონდა, რომ ათწლეულის მეორე საუკეთესო ფეხბურთელი გამხდარიყო მესის შემდეგ, მაგრამ ყველაფერი გააფუჭა.”
“ნეიმარს მესის ჩრდილიდან გამოსვლა უნდოდა? შეხედეთ მას ახლა. მან თავი გაიფუჭა… “ბარსელონაში” რომ დარჩენილიყო, კიდევ 1-2 ჩემპიონთა ლიგას მოვიგებდით.”
“როგორც ჩანს, ნეიმარი რონალდინიოს გზას მიყვება. სამწუხარო სანახავია.”