ესპანური გამოცემის Dariogol-ის მიხედვით, მადრიდის “რეალის” მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი ხვიჩა კვარაცხელიას თამაშით განსაკუთრებით მოხიბლულია და ფლორენტინო პერესს მის ყიდვას სთხოვს.
ზაფხულისთვის პრაქტიკულად შეუძლებლად მოჩანს, რომ მბაპემ ან ჰალანდმა “პსჟ” და “სიტი” დატოვონ. ამიტომ, “რეალი” სხვა ფეხბურთელებზე აპირებს გადართვას. ხოლო, იმ შემთხვევაში თუ კარლო “რეალში” დარჩება, სატრანსფერო ფანჯრის დროს ქართველი “რეალის” მთავარი სამიზნე იქნება.
აღსანიშნავია, რომ ანჩელოტი ხვიჩას ჯერ კიდევ “ნაპოლიში” მუშაობის პერიოდიდან იცნობს. თვითონ კვარას ოცნება კი “რეალში” ასპარეზობაა.
მადრიდელებს კვარაცხელიას სანაცვლოდ 50 მილიონზე მეტის გადახდა მოუწევთ.