“ქართულმა ოცნებამ” ცაგერში მერობის კანდიდატად საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი და “დინამო თბილისის” ყოფილი მწვრთნელი, გიორგი ნემსაძე დაასახელა.
ნემსაძე ბოლოს “დინამოში” სპორტულ დირექტორად მუშაობდა.
“ოცნების” გორის მერობის კანდიდატი მსოფლიო და ოლიმპიური ჩემპიონი თავისუფალ ჭიდაობაში, ლადო ხინჩეგაშვილი იქნება. თბილისის მერობაზე ნაკრების ყოფილი კაპიტანი, კახა კალაძე იბრძოლებს.
გახარიას პარტიის მხრიდან თბილისში, შესაძლოა, არჩილ თალაკვაძე დასახელდეს.