საქართველოს ნაკრები ბულგარეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები მიმდინარე წლის სექტემბერში ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. ვილი სანიოლის გუნდი სტუმრად ბულგარეთის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება. მატჩი დედაქალაქ სოფიაში, ვასილ ლევსკის სახელობის ეროვნულ სტადიონზე 8 სექტემბერს თბილისის დროით 20:30 საათზე გაიმართება.

ამხანაგური თამაშის შესახებ კომენტარი სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა გააკეთა:

ალექსანდრე იაშვილი: „ჩვენთის ყველა სანაკრებო პაუზის გამოყენება მნიშვნელოვანია, იმისთვის, რომ ეროვნულმა ნაკრებმა რაც შეიძლება მეტი შეხვედრა ჩაატაროს და მწვრთნელმა ბევრ მოთამაშეს მისცეს თამაშის შანსი.

მოგეხსენებათ, რომ ბულგარეთის წინააღმდეგ გასამართ შეხვედრამდე ჩვენი გუნდი ორ ოფიციალურ მატჩს გამართავს. ამხანაგურ თამაშს კი, მთავარი მწვრთნელი იმ ფეხბურთელების სანახავად გამოიყენებს რომლებსაც ოფიციალურ მატჩებში ნაკლები დრო მიეცემათ.“

საქართველოს ეროვნული ნაკრები სექტემბერში ორ ოფიციალურ შეხვედრას გამართავს. ვილი სანიოლის გუნდი 2 სექტემბერს ბათუმის სტადიონზე კოსოვოს ნაკრებს უმასპინძლებს, 5 სექტემბერს კი, სტუმრად ესპანეთს დაუპირისპირდება.

GFF.GE

ვინ იქნება ხვალ – 28 ივლისი ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე

ხვალ, 28 ივლისს, ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს დელეგაციის ორი წევრი იასპარეზებს. მედლის მოპოვების შანსი ექნება ლაშა ბექაურს, ხოლო ნიკოლოზ ბასილაშვილი მეოთხედფინალში გასასვლელად ითამაშებს.

ლაშა ბექაური (ძიუდო, -90კგ)

ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ძიუდოს სატურნირო დღე, ტრადიციულად, დილის 06:00 საათზე დაიწყება. ლაშა ბექაური ასპარეზობას მეორე წრიდან დაიწყებს და მისი მეტოქე პოლონელი პიოტრ კუჩერა იქნება.

ნიკოლოზ ბასილაშვილი (ჩოგბურთი)

ქართველი ჩოგბურთელი ტოკიოს ოლიმპიური თამაშების მერვედფინალში მსოფლიოს მე-5 ჩოგანს, გერმანიის წარმომადგენელ ალექსანდრ ზვერევს დაუპირისპირდება. ეს შეხვედრა 09:00 საათზეა ჩანიშნული, მაგრამ დიდი ალბათობით, მისი დაწყების დრო გადაიწევს.


იმისათვის, რომ არ გამოგრჩეთ არცერთი სიახლე ქართველი ოლიმპიელების გამოსვლებზე, თვალი ადევნეთ:

• ფეისბუქ გვერდს საქართველო ოლიმპიურ თამაშებზე
Fanebi.Com-ის ვებ-გვერდს
ფეისბუქ გვერდს FANEBI.COM


“გამოცდილება დაგვაკლდა” – ლაშა გუჯეჯიანი ტატო გრიგალაშვილის შესახებ

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლაშა გუჯეჯიანმა ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ტატო გრიგალაშვილის ასპარეზობის შესახებ კომენტარი გააკეთა.

როგორც იცით, ტატო -81 კგ წონითი კატეგორიის მეოთხედფინალში საეიდ მოლაეისთან დამარცხდა, რის შემდეგაც რეპეშაჟში გამარჯვება მოიპოვა, ხოლო ბრინჯაოს მედლისათვის დაპირისპირება ბელგიელ მატიას კასესთან დათმო.

“სამწუხაროდ, ვერ შევძელით მედლის მოპოვება. რა თქმა უნდა, გრიგალაშვილი იყო ლიდერი და იგეგმებოდა უმაღლესი სინჯის მედალი, მაგრამ ეს ოლიმპიური თამაშებია. რაც დაგვაკლდა, იყო გამოცდილება – არ ვიცოდით, როგორ მოგვეგო ოლიმპიური თამაშები. ისწავლის, მიიღო ძალიან დიდი გამოცდილება და მე დარწმუნებული ვარ, ტატო გრიგალაშვილი აუცილებლად გახდება ოლიმპიური ჩემპიონი, მაგრამ ახლა ამაზე საუბარი ამ წუთას ზედმეტია. ძალიან იმედგაცრუებული ვარ, თუმცა მომავალი წინ არის, ახალგაზრდა ბიჭია. სხვა კონკრეტული ფაქტორი, რის გამოც ხელი შეგვეშალა, ამ წუთას, ჩემს გონებაში არ არსებობს. ერთადერთი გამოცდილებაა და ის ფსიქოლოგიური წნეხი, რომელშიც მოექცა და სამწუხაროდ, ვერ შევძელით აქედან გამოსვლა.

ხვალ, ზეგ, მაზეგ, კიდევ ჩვენი ძიუდოისტები მიიღებენ მონაწილეობას ოლიმპიურ თამაშებზე – ლაშა ბექაური, ვარლამ ლიპარტელიანი და გურამ თუშიშვილი. წარმატებებს ვუსურვებ მათ და დარწმუნებული ვარ, ჩვენ უმაღლესი სინჯის მედლებისათვის ვიბრძოლებთ”, – განაცხადა გუჯეჯიანმა სეოკ-ის პრესსამსახურთან ინტერვიუში.

*ფოტო: ლაშა კუპრაშვილი

“იუვენტუსს” რონალდუსთან კონტრაქტის გახანგრძლივება არ სურს

ტურინის “იუვენტუსის” ხელმძღვანელებს კრიშტიანუ რონალდუსთან ხელშეკრულების გახანგრძლივება არ სურს. ამ ინფორმაციას Sky Sports ადასტურებს.

როგორც ცნობილი ხდება, “ბიანკონერი” ფინანსური პრობლემების გადაჭრის მიზნით რონალდუს დიდი ხელფასის გადახდას აღარ აპირებს. თუმცა თავად პორტუგალიელ სუპერვარსკვლავს კლუბის დატოვება არ სურს.

სწორედ ამიტომაც, “იუვენტუსი” მისთვის ახალი კონტრაქტის შეთავაზებას არ გეგმავს. შეგახსენებთ, რომ რონალდუს ხელფასი წელიწადში 31 მილიონ ევროს შეადგენს.

ბოლო დროს კრიშტიანუ რონალდუს ტრანსფერთან აქტიურად აკავშირებენ “პარი სენ-ჟერმენს”.

საკამათო გადაწყვეტილება – ტატო გრიგალაშვილმა 1/4-ფინალში წააგო (ვიდეო)

ტატო გრიგალაშვილი – საეიდ მოლაეი (მონღოლეთი)

იხილეთ ვიდეო

გაკოტრებული “კიევო” მოყვარულთა ლიგაში დააქვეითეს

“კიევო ვერონა” 2021/22 წლების სეზონში იტალიის სერია B-ში ვერ იასპარეზებს. “მფრინავი ვირები” ფინანსური პრობლემების გამო იტალიის რიგით მეოთხე დივიზიონში დაქვეითდა.

იტალიაში სეზონის დაწყების წინ გულდასმით ამოწმებენ თითოეული კლუბის ფინანსურ მდგომარეობას, იქიდან გამომდინარე, რომ “კიევოს” ხელფასებიც კი გადაუხდელი ჰქონდა, კლუბი ბანკროტად გამოცხადა.

იტალიური კლუბის აპელაციები არ დაკმაყოფილდა. გეტყვით იმასაც, რომ “კიევოს” იტალიის სერია B-ში “კოზენცა” შეცვლის.

აქვე შეგახსენებთ, რომ “კიევოს” “მფრინავი ვირები” თანაქალაქელი “ჰელას ვერონას” ფანებმა შეარქვეს. ისინი ხუმრობდნენ – “ვირები ფრენას ისწავლიან, სანამ “კიევო” სერია A-ში აღზევდება”.

შესანიშნავი იპონი – ტატო გრიგალაშვილი 1/4-ფინალში გავიდა! (ვიდეო)

ტატო გრიგალაშვილი – სუნგჰო ლი (სამხრეთ კორეა)

იხილეთ ვიდეო

ტატო გრგიგალაშვილმა ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე პირველი გამარჯვება მოიპოვა (ვიდეო)

ტატო გრიგალაშვილი – აკდალ მუროდოვი (ტაჯიკეთი)

იხილეთ ვიდეო

რომელი გრანდებში გაუშვეს ხვიჩა კვარაცხელია? – ბაიერნი, მილანი…

საქართველოს ნაკრების და ყაზანის “რუბინის” შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია სხვადასხვა მედია საშუალებას ყოველდღე ახალ გუნდში გადაჰყავს. ჯერჯერობით კვარაცხელიას აგენტს, მამუკა ჯუღელს მხოლოდ “ტორინოს”, “სასუოლოს”, “გენტისა” და “ზალცბურგის” ინტერესი აქვს სატელევიზიო ინტერვიუთი დადასტურებული.

პრესამ კვარაცხელია ბოლო 6 თვის განმავლობაში შემდეგ გრანდებს დაუკავშირა: ლონდონის “ტოტენჰემი” და “ლიდსი”.

“ტოტენჰემის” ინტერესზე გუშინ Sky Italia-მ დაწერა, მას შემდეგ, რაც “მილანთან” დაკავშირებულმა ჟურნალისტმა იტალიელების მხრიდან მოლაპარაკება უარყო. “ლიდსში” მარსელო ბიელსაა, რომელიც თავისი განსაკუთრებული სამწვრთნელო თვისებებით გამოირჩევა და თითქოს ხვიჩა “ლიდსში” მცველადაც წარმოედგინა.

მიუნხენის “ბაიერნი”, “გლადბახი” და “დორტმუნდი”.

“ბაიერნის” შესახებ ცნობა ჯერ კიდევ მაშინ გავრცელდა, როცა გიორგი ჩაკვეტაძე საუცხოო ფორმაში იყო და კვარაცხელია ნაკლებად ჩანდა. ჯუღელის განმარტებით, 17 წლის ასაკში სალიჰამიჯიჩსაც შეხვდნენ, ბაზა დაათვალიერეს, თუმცა ბოლოს “ბაიერნმა” ქართველი არ აიყვანა. “დორტმუნდის” შესახებ განცხადება ყაზანის “რუბინის” გენერალურმა დირექტორმაც გააკეთა და რაიმე კონკრეტული შეთავაზება უარყო. “გლადბახი” რადარზე 2 კვირის წინ გამოჩნდა, მაგრამ მალევე გაქრა.

ტურინის “იუვენტუსი”, “მილანი” და “ნაპოლი”.

განსაკუთრებული რეზონანსი “მილანის” გამოჩენამ გამოიწვია. რუსულმა Metarating-ის თანახმად, საქმეში პირადად კახა კალაძეც იყო ჩართული. ჯერჯერობით, მილანური გუნდი უბრალოდ დაინტერესების ეტაპზეა. ასევე, კალაძის განცხადებით, გარდა პაოლო მალდინის ზარისა, “ნაპოლის” იმჟამინდელმა მთავარმა მწვრთნელმა, ჯენარო გატუზომ მას კვარაცხელიას შესახებ დაურეკა და აზრი ჰკითხა. გატუზომ შემდეგ “ნაპოლი” დატოვა. “იუვენტუსის” შესახებ ინტერესი მამამ, ბადრი კვარაცხელიამ დაადასტურა და განაცხადა, რომ ჯუღელი ტურინშიც ჩავიდა “იუვეს” ხელმძღვანელობასთან შესახვედრად.

“სევილია” და “გალათასარაი” 

“სევილიასა” და “გალას” შესახებ ესპანურმა და თურქულმა მედიამ დაწერეს, თუმცა მხოლოდ 1 დღით და მეტი არაფერი.

ჯერჯერობით, გვაქვს ბევრი ჭორი და ფაქტი, რომ ხვიჩ ჯერ კიდევ “რუბინის” წევრად ითვლება. სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე საკმაო დროა დარჩენილი.

რა თანხა გამოიმუშავეს ეთერ ლიპარტელიანმა და ლაშა შავდათუაშვილმა?

26 ივლისს, ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს დელეგაციას მეორე მედალი მოუპოვა ლაშა შავდათუაშვილმა. ქართველი ძიუდოისტი -73კგ წონითი კატეგორიის ფინალში იაპონელ შოჰეი ონოსთან დამარაცხდა და ვერცხლს დაეუფლა.

საქართველოს მთავრობის დადგენილება №39-ის მიხედვით, ლაშა შავდათუაშვილი სახელმწიფოსაგან 102 000 ლარს მიიღებს.

ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებს ბრინჯაოს მედლისათვის შეხვედრა დათმო ეთერ ლიპარტელიანმა. -57 კგ წონით კატეგორიაში მან მე-5 ადგილი დაიკავა, რაც იმას ნიშნავს, რომ ის სახელმწიფოსაგან 13 600 ლარს მიიღებს.

*ფოტო: ლაშა კუპრაშვილი