ლაშა შავდათუაშვილი – არტურ მარგელიდონი (კანადა)
ლაშა შავდათუაშვილი ტოკიოს ოლიმპიური თამაშების 1/4-ფინალში გავიდა! (ვიდეო)
ლაშა შავდათუაშვილი – ადენ-ალექსანდრ ჰუსეინი (ჯიბუტი)
ლაშა შავდათუაშვილი – არტურ მარგელიდონი (კანადა)
ლაშა შავდათუაშვილი – ადენ-ალექსანდრ ჰუსეინი (ჯიბუტი)
ეთერ ლიპარტელიანი – ტერეზა სტოლი (გერმანია)
ეთერ ლიპარტელიანი – დიასონემა მუკუნგუი (ანგოლა)
მადრიდის “ატლეტიკოსა” და ესპანეთის საფეხბურთო ნაკრების ყოფილმა ვარსკვლავმა, ფერნანდო ტორესმა, სამწვრთნელო კარიერა წამოიწყო. ინფორმაციას მადრიდული კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი ადასტურებს.
რამდენადაც ჩვენთვის ცნობილი ხდება, ფერნანდო ტორესი სამწვრთნელო კარიერის პირველ ნაბიჯებს “როხიბლანკოს” 19-წლამდელთ გუნდში გადადგამს.
“ელ ნინიო” ბრწყინვალედ იცნობს ჩვენ კლუბსა და ღირებულებებს, იცის თუ როგორ მუშაობს ჩვენი აკადემია. კეთილი იყოს შენი მობრძანება სახლში, ფერნანდო!” – ვკითხულობთ “ატლეტიკოს” განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ 37 წლის ფერნანდო ტორესს ჩემპიონთა ლიგა და ეროპა ლიგა, ევროპის ჩემპიონატი (ორჯერ) და მსოფლიო ჩემპიონატი აქვს მოგებული.
კატალონიის “ბარსელონას” ყოფილმა ვარსკვლავმა, რონალდინიომ, მესის მომავალთან დაკავშირებით გააკეთა კომენტარი. როგორც იცით, ლეოს კატალონიურ გრანდთან კონტრაქტი უკვე ამოიწურა და ამ დროისთვის თავისუფალი აგენტი გახლავთ.
– “ბარსელონას” არაერთი პრობლემა აქვს…
– იმედი მაქვს, რომ ახლო მომავალში კლუბი ყველა პრობლემას გადაჭრის.
– რას ფიქრობ მესისთან დაკავშირებით?
– მესი კლუბში უნდა დარჩეს. ის “ბარსელონას” ისტორიაა.
ბოლო დროს გავრცელებული ცნობების მიხედვით, არგენტინელი სუპერვარსკვლავი მზად არის “ბლაუგრანას” განახევრებულ ხელფასზეც დათანხმდეს და ახალი კონტრაქტი უახლოეს მომავალში გაფორმდება.
ყაზანის “რუბინმა” სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა და ხვიჩა კვარაცხელიას შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებულ ამბებს გამოეხმაურა.
ფოტოზე ჩანს ხვიჩა და წარწერა: “გეყოფათ იმის წერა, რომ სადმე მივდივარ.”
შეგახსენებთ, რომ კვარაცხელიას ბოლო დღეების განმავლობაში აქტიურად უკავშირებენ “მილანს”.
— «Рубин» Казань (@fcrk) July 25, 2021
ქართველმა ტყვიის მსროლელმა, ნინო სალუქვაძემ კარიერის დასრულების გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ მან პირველ არხს განუცხადა.
“ვასრულებ კარიერას. თუ მომდევნო ოლიმპიადაზე მიხილავთ, მხოლოდ მწვრთნელის რანგში”, – ციტირებს ლეგენდარული სპორტსმენის სიტყვებს 1TV.GE.
შეგახსენებთ, რომ ნინო სალუქვაძე ოლიმპიური, მსოფლიოს 6-გზის და ევროპის სამგზის ჩემპიონია.
52 წლის ტყვიის მსროლელმა ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე 10 მეტრიდან პნევმატური პისტოლეტით სროლაში კვალიფიკაცია ვერ გადალახა. მას 25 მეტრიან დისტანციაზეც მოუწევს გამოსვლა.
*ფოტო: საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი
25 ივლისს, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრმა, ვაჟა მარგველაშვილმა ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.
-66კგ წონით კატეგორიაში, ვაჟა ფინალში ისე გავიდა, რომ ერთი გდებაც კი არ გაუშვია, ფინალურ შეხვედრაში კი მასპინძელი ქვეყნის წარმომადგენელ ფიჰუმი აბესთან ვაზარით დამარცხდა.
საქართველოს მთავრობის დადგენილება №39-ის მიხედვით, ვაჟა მარგველაშვილი ოლიმპიურ თამაშებზე ვერცხლის მედლის მოპოვებისათვის სახელმწიფოსაგან 102 800 ლარს მიიღებს.
შეგახსენებთ, რომ ვაჟა პირველი ქართველი სპორტსმენია, რომელმაც საქართველოს დელეგაციას ტოკიოში მედალი მოუპოვა.
“პაოკმა” ამხანაგურ მატჩში როტერდამის “ფეიენოორდი” 1-2 დაამარცხა. “პაოკის” მწვრთნელმა მატჩში 22 ფეხბურთელი ათამაშა, მაგრამ, მათ შორის, ნიკა ნინუა არ გახლდათ.
ერთადერთი ლეგიონერი, რომელიც მოედანზე არ შესულა, სწორედ ჩვენებურია. ნინუამ ძალიან მცირე დრო მიიღო 9 ივლისიდან ჩატარებულ 5 ამხანაგურ შეხვედრაში, დაახლოებით, მხოლოდ 1 ტაიმი გამოუვა.
ნიკა “პაოკში” “დინამო თბილისიდან” 2020 წლის აგვისტოში გადავიდა და ბერძნებმა მასში 850 ათასო ევრო გადაიხადეს. სამწუხაროდ, ნინუა სათამაშო პრაქტიკას ვერ იღებს და დროა, იჯარით ახალ გუნდში გადავიდეს.