24 ივლისს, ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე უკრაინის ძიუდოისტთა ნაკრების წევრმა, -48 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე დარია ბილოდიდმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
დარია ნახევარფინალში იაპონელ ტონაკისთან დამარცხდა, რის შემდეგაც ბრინჯაოსთვის შეხვედრაში ებრაელი რიშონი დაამარცხა.
ბილოდიდმა, ბრინჯაოს მედლის მოპოვების შემდეგ, ცრემლები ვერ შეიკავა, მოგვიანებით კი, ინტერვიუში თქვა, რომ ტოკიოში ჩემპიონობისთვის იყო ჩასული.
“ჩემთვის ბრინჯაოს მედალი ისე არ ფასობს, როგორც ოქროსი. ჩემი ცრემლები მთელს ბავშვობას ნიშნავს, ოლიმპიურ თამაშებზე ოქროს მედლის მოპოვება ჩემი ოცნება იყო. თუმცა, უმედლოდ დარჩენას ბრინჯაო ჯობს. ფიზიკურად და მენტალურად, კარგად ვიყავი მომზადებული და არ ვიცი, ეს რატომ მოხდა, რატომ დავმარცხდი. ვფიქრობ, ტონაკისთან მთელი შეხვედრის განმავლობაში ვდომინირებდი. ამ დაპირისპირებას განვიხილავ და გავარკვევ, რა მოხდა. ოლიმპიადის დასრულების შემდეგ, ერთი თვე დავისვენებ, არ ვივარჯიშებ. 2024 პარიზის ოლიმპიურ თამაშებამდე დიდი დროა, მაგრამ ვეცდები ოცნება იქ ავიხდინო”, – განაცხადა ბილოდიდმა.