“ტორპედომ” მორიგი ტრანსფერი განახორციელა

ქუთაისის “ტორპედომ” 25 წლის ნახევარმცველი არდიტ ტოლი დაიმატა.

ტოლი ბოლოს “ვორსკლაში” თამაშობდა და “ვორკსლამ” “ტირანას” მის სანაცვლოდ 120 ათასი ევრო გადაუხადა. როგორც ჩანს, უკრაინული კლუბს გარკვეულ თანხას “ტორპედოც” გადაუხდის.

აღსანიშნავია, რომ ბოლო 6 თვეში ფეხბურთელის ღირებულება 150 ათასი ევროთი გაიზარდა და 500 ათას ევრომდე ავიდა.

ტოლი “ოლიმპიაკოსის” აღზრდილია.

ეს არის ნაპოლი და ასეთი გიჟი პრეზიდენტი ჰყავს კვარას! (ვიდეო)

“რომასთან” გამარჯვების შემდეგ “ნაპოლის” პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი სტადიონის დატოვებას ცდილობდა, რა დროსაც ფანები მის წინ აღმოჩდნენ და აურელიომაც თავის სტილში პასუხი დაუბრუნა.

ლაურენტისი ერთ-ერთ ყველაზე არაორდინალურ ხელმძღვანელად ითვლება იტალიაში.

ამ მეკარეს 160-ზე მეტი IQ აქვს! – როგორ შეუშალა ხელი მეტოქეს (ვიდეო)

სოციალურ ქსელში აქტიურად ვრცელება “ტვენტე” – “ფეიენოორდის” მატჩიდან მომენტი. მეკარემ დასწრებაზე ითამაშა, ბურთი აუტზე გადააგდო და მეტოქეს ხელი აუტის ჩამოწოდებაში ასე ჭკვიანურად შეუშალა. ბოლოს, ყვითელიც დაიმსახურა.

“სიტყვები საჭირო არაა” – რა ფოტო გამოაქვეყნა კვარამ მატჩის შემდეგ?

“ნაპოლიმ” “რომა” 2-1 დაამარცხა. ხვიჩა კვარაცხელიამ ასისტი შეასრულა და სპალეტიმ 69-ე წუთზე გაიყვანა.

მატჩის შემდეგ სოციალურ ქსელში კვარამ ფოტო გამოაქვეყნა და ასე დააწერა: “სიტყვები საჭირო არაა”

ხვიჩას ბებია გარდაეცვალა…

“კარიერა ძალით დაამთავრებინესო… ვინ გააგდო საქართველოდან?” – ჟურნალისტი გედევანიშვილზე

სპორტული ჟურნალისტი ზაზა ბურდილაძე ელენე გედევანიშვილს ინტერვიუს გამოეხმაურა, რომელიც “რუსთავი 2”-ზე გავიდა. ელენემ აღნიშნა, რომ წლების წინ ის უბრალოდ “მოიშორეს”.

“ვინ არის ლეგენდარული? ღირსების ორდენს, რომ მისცემ 15 წლის ასაკში (ასეთ ასაკში საქართველოს ისტორიაში არცერთ სპორტმენს არ მიუღია ჩელენჯერი ” კარლ შეფერის” მემორიალზე გამარჯვებისთვის). 19 წლის ასაკში ისევ თინეიჯერი, რომ გახდები (2009 წელს ), იუნიორების მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობას, რომ მიიღებ. 4 წლის შემდეგ 15 – 16 გოგონებში სამარცხვინოდ, რომ გამოხვალ (ათეულში ვერ მოხვდები ) ვინ გააგდო საქართველოდან?

“საქართველოდან გააგდეს ჩემთვის უკვე ლეგენდა, ნაცემი, დასისხლიანებული ზურაბ დათუნაშვილი, რომელიც 2022 წელს სერბეთის წლის საუკეთესო საუკეთესო სპორტსმენი გახდა. მსოფლიოს ლეგენდას, ჩოგბურთელ ნოვაკ ჯოკოვიჩს აჯობა. საქართველო ზედ გადაყვა ელენე გედევანიშვილს. მილიონობით თანხა გამოვყავით მის დასაფინანსებლად. მსოფლიოს საუკეთესო აკადემიებში. საუკეთესო მწვრთნელებთან წავიყვანეთ. საშა კოენის მწვრთნელთან რობინ ვაგნერთან ამერიკაში. კანადაში ბრაიან ორსერთან. რაც კი ფინანსური გააჩნდა საქართველოს ფედერაციას, “ერთადერთს და განუმეორებელს” მოვახმარეთ. ვანკუვერის ოლიმპიადის მეორე ლიცენზიაზე უარი ვთქვით, სხვა ქვეყანას გადავეცით “უნიკუმს” ხელი რომ არ შეშლოდა.

2010 წელს ტალინში ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოდან საპარლამენტო, სამთავრობო დელეგაცია ორი თვითმფრინავით ჩავიდა პრეზიდენტის მეთაურობით, რომ დასწრებოდა ელენეს “ტრიუმფს”და “ბენეფისს”. (კიდევ კარგი ბრინჯაო მაინც მოვიპოვეთ და არ შევრცხვით). მხოლოდ ერთ სპორტსმენში, ფედერაციის მიერ ამხელა თანხების ჩადება (თითქმის მთლიანად რაც კი ფინანსური რესურსი გააჩნდათ ) იყო ძალიან დიდი შეცდომა. სწორედ ამ “ერთადერთის”გამო ვერ გამოიძებნა სხვა დამატებითი თანხა. ვერ ავაშენეთ ახალი ყინულის მოედანი. ვერ დავაფინანსეთ სათანადოდ სხვა პერსპექტიული სპორტსმენები. (ვერც გადმოვიყვანეთ, ლიცენზია რომ არ დაგვეკარგა ) ვინ დაგიშალათ “ერთწლიანი დასვენება? ფლორიდაში დასვენების პარალელურად რატომ უნდა ეხადა საქართველოს ბიუჯეტს კანადაში ყინულის მოედნის იჯარა? კლუბის გადასახადი? მწვრთნელების და ქორეოგრაფის ხელფასები? კარიერა “ძალით დამამთავრებინესო” როცა კვალიფიკაციებს ვერ ლახავ ძირითად პროგრამაში რომ იასპარეზო, სანატრელი რომ გვაქვს ოცეულში მოხვედრა” – დაწერა ზაზა ბურდილაძემ.

ბათუმის “დინამო” 1 თვის წინ დამატებულმა ლეგიონერმა დატოვა

“შტურმის” წინააღმდეგ ბათუმის “დინამომ” 2-2 ითამაშა, თუმცა მარცხენა ფლანგზე სერბი ლეგიონერი, სტეფან ჰაიდინი არ ყოფილა.

ჰაიდინი გუნდთან ერთად თურქულ შეკრებაზე წავიდა, მაგრამ როგორც ცნობილია, “დინამო” უკვე დატოვა.

მას სერბეთის გარდა არსად უთამაშია და ახალ გარემოს ვერ შეეწყო.

შესაბამისად, “დინამოს” ახლა ყველაზე მეტად სჭირდება ახალი მარცხენა მცველის დამატება.

ელენე გედევანიშვილი: “მომიშორეს… რუსეთის სახელით მთხოვეს გამოსვლა, მაგრამ ამას არ გავაკეთებდი”

“რუსთავი 2”-მა ელენე გედევანიშვილთან ამერიკაში ინტერვიუ ჩაწერა. გედევანიშვილი ახლა ამერიკაში ცხოვრობს და ბავშვებს ფიგურულ ციგურაობას ასწავლის. ის პირველი ქართველი მოციგურავეა, რომელმაც ევროპაზე მედლები მოიპოვა.

“ახლა ვამზადებ ძალიან ბევრ ბავშვს, ძალიან პერსპექტიული ბავშვები მყავს, რომლებიც ამერიკაში არიან თითქმის პირველები არიან, ჯერ მხოლოდ 10 წლისები, მაგრამ მაინც. ვზრდი მომავალ თაობას”

“ორი ბრინჯაოს მაქვს აღებული ევროპის ჩემპიონატზე. შესული ვარ ათეულში ოლიმპიურ თამაშებზე, მსოფლიო თამაშებზე. რუსეთის სახელითაც მთხოვეს გამოსვლა, მაგრამ შანსი არ იყო ჩვენ ეს გაგვეკეთებინა. არც ჩემ მშობლებს”

“ბოლოს ვერ დავისვენე. ძალიან გადამწვარი ვიყავი. გულგატეხილი ვიყავი რაღაც-რაღაცებზე, მართლაც ესე მომიშორეს”

“ტაილანდში ჩამოგაკითხავთ” – დვალიშვილს რუსი მებრძოლი 50 ათას დოლარს არ ურიცხავს

UFC-ის ქართველმა მებრძოლმა მერაბ დვალიშვილმა პიოტრ იანის მეგობარს, ONE FC-ის ჩემპიონს, ანატალოლი მალიხინს 50 ათასი დოლარი 2022 წლის აპრილში მოუგო, თუმცა თანხა ჯერ კიდევ არ მიუღია.

დვალიშვილიმა ალჯამეინ სტერლინგზე დადო, სალიხინმა იანზე და გამარჯვება მერაბი-ალჯოს დუეტს დარჩა. როგორც აღმოჩნდა, აპრილში რუსმა დვალიშვილს საბანკო ანგარიშის ნომერი გამოართვა, მაგრამ ჯერ სანქციების მიზეზით, არ გაუგზავნა თანხა, შემდეგ ისევ გამოართვა ამერიკული და ქართული ანგარიშები, თუმცა კვლავ არაფერი.

“იმედი მაქვს, პიოტრი კაცივით მოიქცევა და 11 მარტის ბრძოლაზე გამოცხადდება. ანატოლი და პიოტრი საუკეთესო მეგობრები არიან. ერთმა 50 ათასი დოლარი უნდა მომცეს, მეორე კი აუცილებლად უნდა მებრძოლოს მარტში. სხვა შემთხვევაში, ტაილანდში ჩავაკითხავ” – თქვა მერაბმა.

ამ ბიჭს “ნაპოლიში” ელოდებიან! – კვერნაძე ზუსტად კვარას სტილში (ვიდეო)

ბათუმის “დინამომ” ამხანაგურ მატჩში გრაცის “შტურმთან” 2-2 ითამაშა. “დინამოდან” მე-2 გოლი გიორგი კვერნაძემ გაიტანა. კვერნაძემ კვარას სტილში მარჯვნიდან ბურთი ცენტრისკენ წამოიღო და მეკარეს ძალიან მაგარი შეუგდო.

აღსანიშნავია, რომ გიორგის “ნაპოლის” წარმომადგენლები აქტიურად აკვირდებიან და მისი “თელავიდან” ბათუმში გადასვლა სწორედ შემდგომში ნეაპოლში წასვლის ვარიანტს უკავშირდება.

“დაანებეთ ჯერ კიდევ ჩემ ცოლს თავი” – მაურო იკარდი ყოფილ თანაგუნდელს მიმართავს

მაურო იკარდისა და ვანდა ნარას სკანდალური თემები კვლავ არ წყდება.

გავრცელებული ინფორმაციით, ვანდა ნარა ამჯერად იკარდის ყოფილ თანაგუნდელთან, კეიტა ბალდესთან ერთად დუბაიში გაემგზავრა. ბალდე ახლა მოსკოვის “სპარტაკში” გამოდის, “სპარტაკი” შეკრებაზე დუბაში წავიდა, ხოლო, იმავე სასტუმროში ნომერი ვანდამაც დაიქირავა.

ეს ყველაფერი იკარდიმ ნარას საკრედიტო ბარათების გამოყენებით დაადგინა. შედეგად, მაურო ძალიან გაბრაზდა და სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ბალდეს იმ ფოტოებისა და ვიდეოების გამოქვეყნებით დაემუქრა, რაც ვანდას ინსტაგრამზე გაუგზავნა. რაც მთავარია, პოსტზე კეიტას ცოლიც მონიშნა, რომელთანაც სენეგალელს 2 შვილი ჰყავს და 2017 წლიდან ხვდება.

მოგვიანებით ეს პოსტი იკარდიმ წაშალა, შვილს დაბადების დღე მიულოცა, რასაც კომენტარებში ვანდა ნარას გულიც მოჰყვა.

საინტერესოა, ბალდეს მიმართვისას იკარდიმ აღნიშნა, რომ ის და ვანდა ჯერ კიდევ არ განქორწინებულან. ასე რომ – “დაანებეთ ჯერ კიდევ ჩემ ცოლს თავიო”.

ჩაკვე ნამდვილად დაბრუნდა! ეს ბიჭი მალე გაისვრის (ვიდეო)

ამხანაგურ მატჩში გიორგი ჩაკვეტაძემ ძალიან მაგარი გარბენისა და პასის გარდა, შესანიშნავი მატჩი ჩაატარა. გავრცელებული ინფორმაციით, ჩაკვე “სლოვანში” ზაფხულამდე დარჩება და შემდეგ გაცილებით უკეთეს ჩემპიონატში გადავა.

იმედია, 28 მარტისთვის, ნორვეგიასთან მატჩისთვის გიორგი მაგარ ფორმაში ჩამოვა.

@teamchakve #friendly #match #stpolten #vs #slovanbratislava #giorgichakvetadze #chakvetadze #chakve #10 #assist #highlits #moments #foryou #fyp #foryoupage ♬ Ocean Waves Beach Coast Environmental Sounds of Seagulls 21 – Rapid Fire