რონალდუმ კარიერის ყველაზე მძიმე მომენტი გაიხსენა

ტურინის “იუვენტუსის” სუპერვარსკვლავმა, კრიშტიანუ რონალდუმ, პრესასთან საუბრისას ის მომენტი გაიხსენა, როდესაც პირველად მოუწია მშობლიური ქალაქის დატოვება [1997 წელს].

“ოჯახს ჩემთან გამომშვიდობება უწევდა. ყველას სათვალეები ეკეთა, თუმცა მაინც ვხედავდი ცრემლებს მათ თვალებზე. ეს სურათი ჩემ თვალწინ იდგა მაშინაც, როდესაც თვითმფრინავში ავდიოდი.

ეს ყველაზე მძიმე მომენტი იყო ჩემს კარიერაში. რა თქმა უნდა, ცრემლები ვერც მე შევიკავე.

სწორედ იქ დაიწყო ჩვენი მოგზაურობა. ყველაზე რთული რამ იყო ჩემთვის ჩემი ოჯახის მადეირაში დატოვება და სხვაგან ცხოვრების გაგრძელება,” – განაცხადა რონალდუმ.

ალჯამეინ სტერლინგმა თბილისში სვანური ცეკვა შეასრულა (ვიდეო)

UFC-ის ქართველი მებრძოლი, მერაბ დვალიშვილი რამდენიმე დღის წინ საქართველოში მეგობრებთან და ხსენებული ორგანიზაციის გამორჩეულ სპორტსმენებთან – ალ იაკინტასთან და ალჯამეინ სტერლინგთან ერთად ჩამოვიდა.

ალჯამეინ სტერლინგმა, რომელიც UFC-ის ქამრის მფლობელია, ქართველ მებრძოლ გენადი ჟორჟოლიანთან ერთად სვანური ცეკვა შეასრულა.

იხილეთ ვიდეო

“ინტერს” ახალი სატიტულო სპონსორი ჰყავს

წლების შემდეგ მილანის “ინტერმა” სატიტულო სპონსორი შეიცვალა. ამიერიდან “ნერაძურის” პარტნიორი Socios.com, კრიპტოვალუტების შექმნაზე მზრუნავი ორგანიზაცია იქნება.

Sky Sport Italia-ს ინფორმაციით, მილანური კლუბი ახალი სატიტულო სპონსორისგან წელიწადში დაახლოებით 20 მილიონ ევროს მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ “ინტერის” სატიტულო სპონსორი ბოლო 26 წლის მანძილე Pirelli გახლდათ, თუმცა მხარეებს შორის ახალი შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა.

ეტო: “მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში კამერუნისა და კატარის ნაკრებების ხილვა მსურს”

“ბარსელონასა” და კამერუნის საფეხბურთო ნაკრების ყოფილმა ვარსკვლავმა, სამუელ ეტომ, პრესასთან საუბრისას მომავალ მსოფლიო ჩემპიონატთან დაკავშირებით საკმაოდ საინტერესო კომენტარი გააკეთა.

“ეჭვიც არ მეპარება, რომ ეს ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მსოფლიო ჩემპიონატი იქნება. მუნდიალის ფინალში კამერუნისა და კატარის ნაკრებების ხილვა მსურს. ეს უნიკალური შემთხვევა იქნება.

ყველა გულშემატკივარს ვიწვევ კატარში, რათა ამ შესანიშნავ ტურნირს დაესწროს. ჩვენ გვაქვს ყველაფერი, რაც გულშემატკივრებს სურს. ამის შესახებ ფანები თავიანთ შვილიშვილებს მოუყვებიან დეკემბერში კატარში ტემპერატური 20 გრადუსი იქნება, რაც იდეალურია ფეხბურთელებისა და ფანებისთვის,” – აცხადებს ეტო.

შეგახსენებთ, რომ კატარში 2022 წლის მსოფლიო ჩმპიონატი ზამთარში გაიმართება.

“დინამო თბილისი” “მაქაბისთან” დამარცხდა

“დინამო თბილისმა” უეფას კონფერენს ლიგაზე პირველი მატჩი გამართა და ისრაელის “მაქაბი ჰაიფასთან” 1-2 დამარცხდა.

“დინამოს” საუკეთესო ლეგიონერს, ზორან მარუშიჩს რეალური საგოლე მომენტი ჰქონდა, რომელიც ვერ გამოიყენა და მალევე “მაქაბიმ” ანგარიში მე-8 წუთზე გახსნა. გოლი ომერ ატცილის ანგარიშზეა.

“დინამოს” მომენტების შექმნა უჭირდა და პირველი ტაიმი 0-1 დასრულდა. მე-2 ნახევარში ომერის ნაცვლად მოედანზე დავიდი გამოვიდა და ზუსტად 2 წუთში ბურთიც შეაგდო.

ცხადაძემ 5-ვე ცვლილება განახორციელა და თბილისელებმა 85-ე წუთიდან მოყოლებული მატჩის სადავეები ხელთ იგდეს და 88-ე წუთზე კუთხურიდან ჩამოწოდებულს ბენიო გამოხმაეურა, პაპავამ კი ბურთს დაუხვდა და სხვაობა შეამცირა.

განმეორეობითი მატჩი 1 კვირაში ისრაელში გაიმართება.

დინამო 1-2 მაქაბი

გოლები: ომერი 8, დავიდი 66 – პაპავა 88

დინამო: მიგინეიშვილი – სპორსკლედე, ხვადაგიანი (კობოური 70), ბენიო, პაპავა, ხარაბაძე – რადინი (მორჩილაძე 78), ქარდავა (მექვაბიშვილი 46) – კუცია (ქავთარაძე 70), მარუშიჩი, გაბედავა (ოსეი 46)

მთავარი მწვრთნელი: კახა ცხადაძე

მაქაბი: კოენი – მერსონი, ჯერსონი, პლანიჩი, მენახემი – აბუ ფანი, როდრიგესი, შერი – ომერი, დონიო, ჰაზიზა

მთავარი მწვრთნელი: ბახარი

საქართველოს ბანკი Fanebi.Com-ის პარტნიორია!

Fanebi.Com მოხარულია გაცნობოთ, რომ 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიური და პარალიმპური თამაშების მიმდინარეობისას ჩვენი პარტნიორი საქართველოს ბანკი იქნება.

ტოკიოს ოლიმპიადა 23 ივლისს დაიწყება და 8 აგვისტოს დასრულდება, პარალიმპური თამაშები კი სტარტს 24 აგვისტოს დაიწყებს და ის 5 სექტემბრამდე გაგრძელდება. სწორედ ამ ღონისძიებებზე Fanebi.Com და საქართველოს ბანკი შემოგთავაზებთ ბევრ საინტერესო სიახლეს, ფოტო და ვიდეო მასალას ქართველ ოლიმპიელებზე, მათ გამოსვლებსა და წარმატებებზე.

ოლიმპიური და პარალიმპური თამაშების მიმდინარეობისას გულშემატკივრებს საშუალება აქვთ სიახლეებს გაეცნონ Fanebi.Com-ის ვებ-გვედზე, ფეისბუქ გვერდზე საქართველო ოლიმპიურ თამაშებზე, საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის ოფიციალურ საიტსა და საქართველოს ბანკის ოფიციალურ გვერდზე.

აჩი არველაძე: “არანაირ მერობას არ ვაპირებ”

მას შემდეგ, რაც ძმები არველაძეები ლიხაურში, მოცვის პლანტაციებში ყოფილ პრემიერთან, გიორგი გახარიასთან ერთად გამოჩნდნენ, გავრცელდა ინფორმაციები, რომ არველაძეები პოლიტიკაში წავიდოდნენ.

შოთამ და აჩიმ ეს ყველაფერი უარყვეს, შემდეგ კი გახარიას პარტიის პრეზენტაციაზე გამოჩნდნენ, თუმცა, მათი განცხადებით, მხოლოდ სტუმრის სტატუსით.

გახარიას პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, კახა ქემოკლიძემ აჩი არველაძესთან კონსულტაციების გავლაზეც ისაუბრა, თუმცა თვითონ აჩი კვლავ უარყოფს.

“არანაირ მერობას არ ვაპირებ. არ ვიცი, რატომ თქვეს, არავისთან არ ვაწარმოებ კონსულტაციებს”.

თბილისის მერობის ერთადერთი კანდიდატი კვლავ მოქმედი მერი კახა კალაძეა, რომელიც საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანია და ჩემპიონთა ლიგა 2-ჯერ აქვს მოგებული.

ჟინიაკმა მექსიკის ნაკრების კარში გატანილი გოლის შემდეგ ბოდიში მოიხადა

22 ივლისს, ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე, A ჯგუფში, მექსიკის ნაკრებმა საფრანგეთი 4:1 დაამარცხა.

ფრანგების მხრიდან ერთადერთი გოლი 69-ე წუთზე ანდრე-პიერ ჟინიაკმა გაიტანა, რომელმაც ანგარიში 2:1 გახადა. 35 წლის თავდამსხმელმა გატანილი გოლი არ აღნიშნა და საერთოდაც, ამისთვის ბოდიში მოიხადა.

შეგახსენებთ, რომ ჟინიაკი მექსიკური “ტიგრესის” ღირსებას იცავს და ამ კლუბის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია.

“ვალენსიას” მეკარეებმა, სილესენმა და ხაუმემ ტრავმები მიიღეს

20 წლის გიორგი მამარდაშვილმა “ვალენსიას” მთავარი გუნდის შემადგენლობაში გუშინ პირველი მატჩი გამართა და საკმაოდ კარგად ითამაშა. ბერძნულ “ატრომიტოსთან” “ვალენსიას” მთავარმა მწვრთნელმა მე-2 ტაიმში ქართველი შეიყვანა და მამარდაშვილმა 2 მაგარი სეივი გააკეთა.

დღეს ესპანურმა Marca-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ გუნდის პირველმა მეკარემ, ჰოლანდიელმა იასპერ სილესენმა ვარჯიშზე ტრავმა მიიღო და რამდენიმე კვირას გამოტოვებს. კლუბს გარკვეული დროით მე-2 გოლკიპერი ხაუმეც ვერ დაეხმარება. შესაბამისად, მამარდაშვილი და რივერო გაცილებით მეტ დროს მიიღებენ.

გიორგი, შესაძლოა, მომდევნო შეხვედრაში ძირითად შემადგენლობაშიც ვიხილოთ.

“ღამურებს” ლა ლიგაში პირველი მატჩი 13 აგვისტოს, “ხეტაფეს” წინააღმდეგ აქვთ.

იაპონელმა მამაკაცმა ქართველი სპორტმენების დანახვისას საქართველოს ჰიმნი შეასრულა (ვიდეო)

ტოკიოს ოლმპიურ სოფელში სახალისო რამ მოხდა. ქართველ სპორტსმენებს, ქუჩაში გადაადგილებისას, იაპონელი მამაკაცი შეხვდა, რომელმაც საქართველოს ჰიმნის შესრულება დაიწყო.

“შუა ოლიმპიურ სოფელში დაინახა ქართველები, გააჩერა და ხმამაღლა დაიწყო ჰიმნი. ბოლოში დაავიწყდა, მაგრამ გეუბნებით, ამდენი მაყურებელი შეიძლება ოლიმპიადას არ ყავდეს დარბაზში. მოგვიანებით მივადექი და ჯერ ყურებს არ დავუჯერე, მერე ამის მეტის ჩაწერა ვერ მოვახერხე. ჯიგარი იაპონელი”, – წერს ძალოსნობის ნაკრების ექიმი გიორგი ჭინჭარაული სოციალურ ქსელში.

იხილეთ ვიდეო

ტოკიოს ოლიმპიადაზე ნიკოლოზ ბასილაშვილის პირველი მეტოქე ცნობილია

22 ივლისს, ტოკიოში ოლიმპიური თამაშების ჩოგბურთის ტურნირის ერთეულთა თანრიგის წილისყრა გაიმართა. გაირკვა, რომ პირველ წრეში, 24 ივლისს, ნიკოლოზ ბასილაშვილი ესპანელ რობერტო კარბალიეს ბაენას შეხვდება.

ამჟამინდელი რეიტინგით, ბასილაშვილი მსოფლიოში 43-ეა, ხოლო კარბალიეს ბაენა 90-ე ადგილს იკავებს.

თუ ქართველი ჩოგბურთელი ესპანელი მეტოქის ბარიერს გადალახავს, მეორე რაუნდში იაპონელ ტარო დანიელსა და იტალიელ ლორენცო სონეგოს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

“მანჩესტერ სიტი” კიეზას ტრანსფერისთვის ბრძოლაში ჩაერთო

“მანჩსტერ სიტის” ხელმძღვანელები გუნდის შემტევი პოტენციალის გაძლიერებას ფედერიკო კიეზას ტრანსფერის ხარჯზე გეგმავენ. ამ ინფორმაციას იტალიური გამოცემა Calciomercato ავრცელებს.

რამდენადაც ჩვენთვის ცნობილი ხდება, “ქალაქელებთან” ერთად კიეზას გადაბირების სურვილს ლონდონის “ჩელსისა” და მიუნხენის “ბაიერნის” მესვეურები გამოთქვამენ.

ამ დროისთვის იტალიელი ფეხბურთელი ტურინის “იუვენტუსში” იმყოფება არენდის წესით, თუმცა 2022 წელს “ფიორენტინასგან” მის გამოსყიდვას გეგმავდნენ.

გასულ სეზონში ფედერიკო კიეზამ “იუვენტუსის” ღირსება 40 შეხვედრაში დაიცვა და თავი 14 შედეგიანი გასროლით დაგვამახსოვრა. ევროპის ჩემპიონატზე კი კიეზა იტალიის ნაკრების ერთ-ერთი საკვანძო ფეხბურთელი გახლდათ.