ჯანლუკა ვიალი პენალტების სერიას ვერ უყურებდა (ვიდეო)

11 ივლისს, ევროპის ჩემპიონატის ფინალში იტალიის ნაკრებმა ინგლისი დაამარცხა. მატჩის ძირითადი დრო ფრედ 1:1 დასრულდა, გამარჯვებული კი პენალტების სერიაში გამოვლინდა, სადაც დარტყმები უკეთესად იტალიელებმა შეასრულეს.

იტალიურმა ტელევიზიამ RAI გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ “სკუადრა აძურას” მთავარი მწვრთნელის ასისტენტი, ჯანლუკა ვიალი პენალტების სერიას ვერ უყურებდა და ის გოლის გატანასა და ვერგატანას სტადიონზე შეკრებილი ადამიანების საშუალებით იგებდა.

იხილეთ ვიდეო

მარკო ვერატიმ ევროპის ჩემპიონატის მოგების შემდეგ იქორწინ

იტალიის ნაკრებისა და “პარი სენ-ჟერმენის” ნახევარმცველმა, მარკო ვერატიმ ევროპის ჩემპიონატის მოგების შემდეგ მეგობარ გოგონა ჯესიკა აიდიზე იქორწინა.

პიანიჩს იტალიური გრანდები იწვევენ, მირალემს ხელფასის დაკლება არ სურს

კატალონიის “ბარსელონას” ბოსნიელი ნახევარმცველის მირალემ პიანიჩის ტრანსფერით იტალიური გრანდები ინტერესდებიან. “ბლაუგრანას” პიანიჩის გაყიდვა სურს, თუმცა თავად ფეხბურთელი ხელფასის დაკლებას არ აპირებს.

როგორც იცით, “ბლაუგრანა” დიდი ფინანსური პრობლემების წინაშე დგას და ფეხბურთელების გაყიდვის ხარჯზე გეგმავს ვალების გასტუმრებას. შესაბამისად, კლუბი პიანიჩს ულტიმატუმს უყენებს და წასვლისკენ მოუწოდებს.

“ბარსელონამ” ბოსნიელის ტრანსფერის თაობაზე სამი წინადადება მიიღო. სამივე შეთავაზების ავტორები იტალიური კლუბები არიან – “იუვენტუსი”, “ინტერი” და “რომა”. ინფორმაციას Diario Sport ადასტურებს.

“მანჩესტერ იუნაიტედმა” ვარანთან კონტრაქტი შეათანხმა

მადრიდის “რეალი”, შესაძლოა, კიდევ ერთმა ცენტრალურმა მცველმა დატოვოს. რაფაელ ვარანი ძალიან ახლოს არის კარიერის “მანჩესტერ იუნაიტედში” გაგრძელებასთან. ინფორმაციას ჟურნალისტი მოჰამედ ბუჰაფსი ადასტურებს.

რამდენადაც ჩვენთვის ცნობილი ხდება, 28 წლის ფეხბურთელმა უკვე შეათანხმა კონტრაქტი ინგლისურ გრანდთან. თუმცა კლუბებს შორის მოლაპარაკებები გადამწყვეტ ფაზაში ჯერ არ შესულა.

შეგახსენებთ, რომ “ბლანკოსი” უკვე დატოვა გუნდის ლიდერმა, სერხიო რამოსმა. ის თავისუფალი აგენტის სტატუსით “პარი სენ-ჟერმენში” გადაბარგდა.

რაფაელ ვარანმა მიმდინარე სეზონში ლა ლიგის 31 მატჩში მიიღო მონაწილეობა და თავი ორი გატანილი გოლით გამოიჩინა.

“ლივერპული” ბარელას სანაცვლოდ 70 მილიონ ევროს იხდის

მილანის “ინტერის” ნახევარმცველის, ნიკოლო ბარელას, ტრანსფერით “ლივერპულია” დაინტერესებული. ამ ინფორმაციას გავლენიანი გამოცემა La Repubblica ადასტურებს.

რამდენადაც ჩვენთვის ცნობილი ხდება, ევროპის ჩემპიონატზე ნიკოლო ბარელას კარგმა თამაშმა იურგენ კლოპის ყურადღება მიიპყრო. ბარელა გერმანელი სპეციალისტის სამიზნეთა სიაში პირველ ადგილს იკავებს.

იტალიური გამოცემის მიერ მოპოვებული ცნობების მიხედვით, ინგლისელები “ნერაძურის” 70 მილიონ ევროს სთავაზობენ, თუმცა იტალიელებს ბარელას ენარჩუნება სურთ.

მიმდინარე სეზონში ბარელამ სერია A-ს 36 მატჩში მიიღო მონაწილეობა და თავი შვიდი საგოლე გადაცემით გამოიჩინა. ევროპის ჩემპიონატზე მან 6 მატჩი ჩაატარა და თავი ყველაზე მეტად ბელგიასთან მატჩში გამოიჩინა – მის ანგარიშზე გოლი და საგოლე გადაცემა გახლდათ.

კასანო: “თუ დონარუმა საუკეთესოა, რატომ არ მიიწვიეს “რეალში”, “ბარსელონასა” და “ბაიერნში”?”

იტალიის საფეხბურთო ნაკრების ყოფილმა წევრმა, ანტონიო კასანომ, ჯანლუიჯი ფონარუმას შესახებ ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ “პარი სენ-ჟერმენში” უფასოდ გადასული მეკარე ევრო-2020-ის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

“თუ დონარუმა მსოფლიოს საუკეთესო მეკარეა, რატომ არ მიიწვიეს “რეალში”, “ბარსელონასა” და “ბაიერნში”? რატომ არ ცდილობდნენ ეს კლუბები მის გადაბირებას?

ნოიერი ახლა უკვე 36 წლის არის. თუ დონარუმა საუკეთესო მეკარეა, მას აუცილებლად შესთვაზებდნენ ადგილს ისეთ გუნდებშიც კი, სადაც მეკარედ კურტუა და ტერ შტეგენი ჰყავთ.

ნაცვლად ამისა, დონარუმა “პარი სენ-ჟერმენმა” დაიმატა,” – აცხადებს კასანო Bobo TV-ს ეთერში საუბრისას.

Со статистикой выступлений 22-летнего футболиста можно ознакомиться здесь.

საქართველოს რაგბის კავშირმა ლევან მაისაშვილის ჯანმრთელობის შესახებ განცხადება გააკეთა

საქართველოს რაგბის კავშირმა “ბორჯღალოსნების” მთავარი მწვრთნელის, ლევან მაისაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ განცხადება გაავრცელა.

“ძვირფასო გულშემატკივრებო, გვინდა დავადასტუროთ დღეს გავრცელებული ინფორმაცია ბორჯღალოსნების მთავარი მწვრთნელის, ლევან მაისაშვილის ჯანმრთელობის შესახებ. მას სამხრეთ აფრიკაში კოვიდ 19 დაუდგინდა, რის გამოც იგი ნაკრებთან ერთად არ დაბრუნდა საქართველოში.

იგი ამ ეტაპზე იმყოფება სავაადმყოფოში და მისი მდგომარეობა სტაბილურია. ადგილობრივი ექიმების გარდა, ლევან მაისაშვილთან იმყოფებიან ბორჯღალოსნების სამედიცინო შტაბის წევრები.

გაცნობებთ, რომ ჩვენ ამ ინფორმაციას ლევან მაისაშვილის ოჯახის ინტერესებიდან გამომდინარე, არ ვავრცელებდით.

ვუსურვებთ ლევანს მალე გამოჯანმრთელებას და სიახლეებს მისი მდგომარეობის შესახებ რეგულარულად მოგაწვდით”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

Fanebi.Com ლევან მაისაშვილს მალე გამოჯანმრთელებას უსურვებს!

ტოკიოში ჩასული უგანდელი ძალოსანი გაუჩინარდა

უგანდის ოლიმპიური ნაკრების წევრი, ძალოსანი ჯულიუს სეკიტოლეკო იაპონიაში გაუჩინარდა. 20 წლის სპორტსმენი საკუთარი ქვეყნის დელეგაციასთან ერთად ოსაკის პრეფექტურაში იმყოფებოდა, სადაც ოლიმპიურ თამაშებზე გამოსასვლელად ემზადებოდა.

პარასკევს სეკიტოლეკოს კორონავირუსის ტესტის ჩასატარარებლად საკუთარ ნომერში მიაკითხეს, თუმცა ის იქ არ იმყოფებოდა. ახალგაზრდა ძალოსანი ბოლო 12 საათის განმავლობაში არავის უნახავს.

კოვიდ 19-ის რეგულაციებიდან გამომდინარე, ოლიმპიურ თამაშებზე ჩასულ დელეგაციის წევრებს არ აქვთ უფლება, რომ მათთვის გამოყოფილი ტერიტორია დატოვონ და ადგილობრივ მოსახლეობასთან კონტაქტი ჰქონდეთ.

უგანდის ოლიმპიური ნაკრების ცხრა წევრი ტოკიოში 19 ივნისს ჩავიდა, მათ შორის იყო სეკიტოლეკო. იაპონიაში ჩასვლისას მას ოლიმპიადაზე საასპარეზოდ საჭირო ლიცენზია მოპოვებული არ ჰქონდა და ელოდნენ, რომ ის ამას შეძლებდა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, 20 წლის ძალოსანმა ლიცენზია ვერ მოიპოვა და სამშობლოში 20 ივლისს უნდა გამგზავრებულიყო.

ზურიკო დავითაშვილი ტულის “არსენალში” ითამაშებს

ზურიკო დავითაშვილსა და ყაზანის”რუბინს” შორის შრომითი ხელშეკრულება ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გაწყდა. 20 წლის ნახევარმცველი კარიერას ტულის “არსენალში” გააგრძელებს.

ქართველმა ფეხბურთელმა “რუბინის” შემადგენლობაში ჩატარებულ 28 მატჩში ორი გოლი გაიტანა. ის გასულ სეზონში ვოლგოგრადის”როტორში” იყო განათხოვრებული.

ლევან მაისაშვილი საავადმყოფოში გადაიყვანეს

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ლევან მაისაშვილი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

Netwerk 24-ის ცნობით, მაისაშვილის მდგომარეობა დამძიმდა, რის გამოც მისი იოჰანესბურგის ერთ-ერთ ჰოსპიტალში გადაყვანა გახდა საჭირო. როგორც ირკვევა, საქართველოს ნაკრების თავკაცს ფილტვები აქვს დაზიანებული და ის ახლა სიცოცხლისათვის იბრძვის.

როგორც იცით, 2 ივლისს, საქართველოს ნაკრები სტუმრად სამხრეთ აფრიკას დაუპირისპირდა და 9:40 დამარცხდა. ამ მატჩის შემდეგ ორივე გუნდის რიგებში კორონავირუსის რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა. გაუქმდა სამხრეთ აფრიკასთან გასამართი მეორე შეხვედრა და ასევე, 17 ივლისს თბილისში ჩასატარებელი მატჩი შოტლანდიის წინააღმდეგ.

ნეიმარის ახალი იმიჯი (ფოტო)

“პარი სენ-ჟერმენისა” და ბრაზილიის ნაკრების ფეხბურთელმა ნეიმარმა კოპა ამერიკის დასრულების შემდეგ იმიჯი შეიცვალა.

გთავაზობთ ფოტოს, რომელიც ინტერტნეტსივრცეში გავრცელდა.

“ნამდვილი პსჟ” – ზლატან იბრაჰიმოვიჩის ფოტო სოციალურ ქსელში

“მილანის” თავდამსხმელმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა სოციალურ ქსელში ყოფილ თანაგუნდელებთან ერთად გადაღებული ფოტო განათავსა და მას საინტერესო წარწერა გაუკეთა.

“ნამდვილი პსჟ” – წერს ზლატანი ფოტოზე, რომელზეც ის ეზეკიელ ლავეცისთან, მარკო ვერატისთან, სალვატორე სირიგუსთან და ხავიერ პასტორესთან ერთად ჩანს. სწორედ ამ ფეხბურთელბთან ერთად თამაშობდა ის “პარი სენ-ჟერმენში” რამდენიმე სეზონის განმავლობაში.