დონარუმა: “ვერ მივხვდი, რომ გავიმარჯვეთ, ამიტომ არ ვიზეიმე”

11 ივლისს, ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის ფინალში იტალიის ნაკრებმა ინგლისი დაამარცხა. მატჩის ძირითადი დრო ფრედ 1:1 დასრულდა, გამარჯვებული პენალტების სერიაში გამოვლინდა, სადაც უკეთესები იტალიელები აღმოჩნდნენ.

მას შემდეგ, რაც იტალიელთა მეკარე ჯანლუიჯი დონარუმამ საკას გადამწყვეტი თერთმეტმეტრიანი მოიგერია, ის ჩვეულებრივ ფეხზე წამოდგა და ზეიმი არ დაუწყია. გუშინ, Sky Italia-სთან ინტერვიუში 22 წლის კარის დარაჯმა ამ მომენტის შესახებ კომენტარი გააკეთა.

“ვერ მივხვდი, რომ გავიმარჯვეთ, ზეიმი ამიტომ არ დავიწყე”, – თქვა დონარუმამ.

კინი ინგლისელებზე გაბრაზდა: “მორცხვ 19 წლის ბავშვს პენალტი არ უნდა შეასრულებინო”

11 ივლისს ინგლისის ნაკრები ევრო-2020-ის ფინალში იტალიასთან დამარცხდა. ფინალის ბედი პენალტების სერიამ გადაწყვიტა, რომელშიც ბუკაიო საკამ და შეცვლაზე შემოსულმა ორმა ფეხბურთელმა, სტერლინგმა და სანჩომ, დონარუმას კარის აღება ვერ შეძლეს. როი კინი მატჩის შემდეგ საუბრისას საჯაროდ აკრიტიკებდა გრილიშსა და სტერლინგს.

“როდესაც სტერლინგი ან გრილიში ხარ, მშვიდად არ უნდა იჯდე და შენ ნაცვლად პატარა ბავშვმა არ უნდა შეასრულოს თერთმეტმეტრიანი, ასე არ შეიძლება. არ მაინტერესებს სხვა რას იტყვის, ასე არ შეიძლება.

მორცხვ 19 წლის ბავშვს პენალტი შენზე ადრე არ უნდა დაარტყმევინო. მათ ხომ გაცილებით უფრო დიდი გამოცდილება აქვთ, სტერლინგს ტიტულებიც აქვს მოგებული.

არ ვამბობ, რომ ისინი საერთოდ არ აპირებდნენ პენალტის შესრულებას. შესაძლოა, გარეთის სიაში მეექვსე ან მეშვიდე იყვნენ. მაგრამ ვთვლი, რომ როდესაც ახალგაზრდა ბავშვი შენზე წინ ასრულებს ასეთ მნიშვნელოვან დარტყმას, უნდა წამოდგე და პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო,” – აცხადებს კინი.

საუთგეიტი პენალტებზე: “არჩევანი მე გავაკეთე, ამიტომაც პასუხისმგებლობას ჩემ თავზე ვიღებ”

ინგლისის საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, გარეთ საუთგეიტმა, იტალიის ნაკრებთან განცდილი მარცხის შემდეგ პრესასთან კომენტარი გააკეთა. შეგახსენებთ, რომ ინგლისელები იტალიელებთან ევრო-2020-ის ფინალში პენალტების სერიაში დამარცხდნენ.

თერთმეტმეტრიანების სერიის დაწყების წინ საუთგეიტმა მოედანზე მარკუს რეშფორდი და ჯეიდონ სანჩო შმოიყვანა ჯორან ჰენდერსონისა და კაილ უოკერის ნაცვლად. რეშფორდის დარტყმული ძელს მოხვდა, სანჩოს კი პენალტი დონარუმამ აიღო.

“არჩევანი მე გავაკეთე, ამიტომაც პასუხისმგებლობას ჩემ თავზე ვიღებ. პენალტის შემსრულებლები ვარჯიშების მიხედვით ავარჩიე. ჩვენ ფინალამდე ერთ გუნდად შეკრულები მოვედით და ამ მარცხის ტვირთიც ერთად უნდა ვატაროთ. პენალტებზე კი მე ვარ პასუხისმგებელი.

ფინალისთვის კარგად ვიყავით მომზადებულები და მატჩიც მაღალ დონეზე დავიწყეთ. სამწუხაროდ, მომენტების რეალიზება ვერ მოვახერხეთ,” – აცხადებს საუთგეიტი.

პედრი ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დასახელდა

ესპანეთის საფეხბურთო ნაკრებისა და “ბარსელონას” წევრი, პედრი, ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დასახელდა.

უეფას ტექნიკური დაკვირვების გუნდს არჩევანის გაკეთება არ გასჭირვებია, რამდენადაც 18 წლის პედრი საოცრად გამოიყურებოდა. მან ევრო-2020-ზე 629 წუთი ითამაშა, 76.1 კილომეტრი დაფარა და მისი გადაცემების 92% ზუსტი გახლდათ.

აქვე შეგახსენებთ, რომ ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად ისტორიაში პირველად დასახელდა მეკარე ჯანლუიჯი დონარუმას სახით. ოქროს ბუცის მფლობელი კი კრიშტიანუ რონალდუ გახდა. 2016 წელს ზემოხსენებული ტიტული რენატუ სანჩეშმა მიიღო.

იტალიელებს მსოფლიო რეკორდამდე ერთი მატჩი აშორებთ

11 ივლისს იტალიის საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის ფინალში ინგლისი დაამარცხა. შეხვედრის ძირითადი დრო ფრედ, ანგარიშით 1:1 დამთავრდა, პენალტების სერიაში კი იღბალი იტალიელების მხარეს აღმოჩნდა (3:2).

აღსანიშნავია, რომ “სკუადრა აძურასთვის” ეს ზედიზედ 34-ე წაუგებელი მატჩი იყო, რითიც პირადი რეკორდი გააუმჯობესეს. აქამდე იტალიის ნაკრების საუკეთესო წაუგებელი სერია 30 მატჩს მოიცავდა და ვიტორიო პოცოს ნაკრებს ეკუთვნოდა (1935-1939).

რობერტო მანჩინის გუნდს მსოფლიო რეკორდამდე ერთი წაუგებელი მატჩი აშორებთ, რითიც ესპანეთის ნაკრების მიერ 2007-09 წლებში და ბრაზილიელების მიერ 1993-96 წლებში დაფიქსირებულ შედეგს გაიმეორებენ.

ჯორჯო კიელინის პირველი კომენტარი ევროპის ჩემპიონატის მოგების შემდეგ

იტალიის ნაკრების კაპიტანმა, ჯორჯო კიელინიმ ევროპის ჩემპიონატის ფინალში ინგლისთან გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა.

“გამარჯვება დავიმსახურეთ. ჯერ კიდევ მაისში ვამბობდით, რომ რაღაც ჯადოსნურს ვგრძნობდით. ჩვენ, ყველამ ეს დავიმსახურეთ. მადლობა ყველას, ვინც ბოლო სამი წლის განმავლობაში ამ გუნდის ნაწილი იყო და ეს გამარჯვება მათაც ეძღვნება, ვინც დღეს ტელევიზორის საშუალებით გვიყურებდა.

ჩვენი წარმატების მთავარი საიდუმლო ფეხბურთის თამაში და ამით სიამოვნების მიღება იყო. გვინდოდა თამაში გვეკონტროლებინა. მიუხედავად იმისა, რომ მატჩის დასაწყისშივე გოლი გავუშვით, მთელი მატჩის განმავლობაში უპირატესობას გვქონდა”, – ციტირებს კიელინის სიტყვებს Football Italia.

მანჩინი: “ყველაზე მთავარი ისაა, რომ ბედნიერები ვართ”

იტალიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რობერტო მანჩინიმ ევროპის ჩემპიონატის მოგების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა.

“გოლი პირველივე წუთებში გავუშვით, მაგრამ მეტოქეს ვაჯობეთ და უპირატესობას ვფლობდით. ბიჭები შესანიშნავები იყვნენ, არ ვიცი, მეტი რა უნდა ვთქვა. ეს გამარჯვება ყველა ფანისთვის მნიშნელოვანია. ყველაზე მთავარი ისაა, რომ ახლა ბედნიერები ვართ”, – განაცხადა მანჩინიმ RAI Sport-თან ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ ევრო 2020-ის ფინალში ერთმანეთს იტალიისა და ინგლისის ნაკრებები დაუპირისპირდნენ. მატჩის ძირითადი დრო ფრედ 1:1 დასრულდა, პენალტების სერიაში კი იტალიელებმა გაიმარჯვეს.

ბონუჩი კამერებთან: “ის რომში მოდის!” (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო

ლეონარდო ბონუჩის გოლი ინგლისის კარში (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო

src=”https://streamable.com/e/q7qqxl” frameborder=”0″ width=”100%” height=”100%” allowfullscreen style=”width: 100%; height: 100%; position: absolute;”>

“დინამო თბილისმა” “დინამო ბათუმს” რამდენიმე მილიონი უფასოდ დაუთმო!

“დინამო თბილისის” 3 ახალგაზრდა და პერსპექტიული ფეხბურთელი მიმდინარე სეზონში ბათუმის “დინამოში” გადავიდა.

23 წლის ნახევარმცველი გიორგი ზარია, 19 წლის მარცხენა მცველი ირაკლი აზაროვი და 19 წლის თავდამსხმელი დავით ზურაბიანი პრაქტიკულად უფასოდ გადაბარგდნენ ბათუმში.

გიორგი ზარია ბოლო დროს “დინამოს” ძირითადის წევრად ჩამოყალიბდა, დავით ზურაბიანი “დინამო თბილისის” მე-2 გუნდში გოლების მანქანა იყო და ირაკლი აზაროვმა საოცარი გოლი თბილისელებს 1 კვირის წინ გაუტანა, მანამდე კი ნაკრებში დებიუტო ჰქონდა.

აჭარული კლუბის პრეზიდენტის, არჩილ ბერიძის ინფორმაციით, გუნდს უკვე დაუკავშირდნენ საზღვარგარეთიდან აზაროვის ტრანსფერის შესახებ. საუბარია, მილიონ ევროზე მეტზე.

ზარია დაახლოებით 200 ათას ევროდ არის შეფასებული, ხოლო, ზურაბიანი ერთ-ერთი ყველაზე იმედისმომცემი თავდამსხმელია, რომელსაც თბილისში შანსი არ მიეცა.

უახლოეს 1-2 წელიწადში “დინამო ბათუმს” ამ ფეხბურთელებით რამდენიმე მილიონის გამომუშავების საშუალება ექნება, “დინამო თბილისმა” კი ისინი პრაქტიკულად უფასოდ დათმო.

ლუკ შოუს გოლი იტალიის კარში (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო

Luke Shaw goal puts England up 1-0 vs Italy in the Euro Final pic.twitter.com/hylMP0CJCu

— Wayne’s Hairline (@rooneyHairline) July 11, 2021