1996 წლის შემდეგ პირველად! “ბარსელონა” “რეალის” ფეხბურთელს იმატებს

მადრიდის “რეალის” 27 წლის შემტევი მარკო ასენსიო, დიდი შანსია, “ბარსელონაში” გადავიდეს.

“ბარსასა” და ასენსიოს შორის კონტაქტი რამდენიმე თვის წინ დამყარდა. თავიდან მარკო “რეალიდან” წასვლაზე უარს იყო, მაგრამ ახლა არც “ბლაუგრანას” ვარიანტს გამორიცხავს და საკმაოდ სერიოზულად განიხილავს.

“რეალიდან” “ბარსელონაში” ფეხბურთელი (ლუის ენრიკე) ბოლოს 1996 წელს გადავიდა.

 

ზურიკო დავითაშვილი: “ბორდოს” ვარიანტი მამუკა ჯუღელმა შემომთავაზა”

საქართველოს ნაკრებისა და “ბორდოს” ნახევარმცველმა ზურიკო დავითაშვილმა სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა.

“მოგესალმებით, ბოლო პერიოდში ჩემს ბორდოში ტრანსფერთან დაკავშირებით ბევრი სხვადასხვაგვარი ინფორმაცია და პოზიცია გაჟღერდა, რასთან დაკავშირებითაც მიწევს კომენტარის გაკეთება, მეტი კონკრეტულობისთვის და ცრუ ვერსიების უარსაყოფად.

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა ჩემთვის ემოციებით სავსე იყო. ძალიან ახლოს ვიყავი ლორიენში გადასვლასთან, მე და მამუკა ვესაუბრეთ გუნდის ხელმძღვანელებს, ვილი სანიოლმაც დაურეკა მათ და 20 დღე ველოდეთ პასუხს, თუმცა მას შემდეგ, რაც არ გამოვიდა, მამუკა ჯუღელმა დაიწყო ახალი გუნდის ძებნა და ბორდოს ვარიანტი შემომთავაზა. ბორდოს გარდა, მამუკას რამდენიმე ვარიანტი ჰქონდა, ერთად გადავწყვიტეთ, რომ წამოვსულიყავით აქ, რადგან ეს ჩემთვის, როგორც ახალგაზრდა ფეხბურთელის პერსპექტივისთვის, ყველაზე მომხიბვლელი ვარიანტი იყო.

რთული ზაფხული იყო ნამდვილად, რადგან ბევრი ფიქრის და საბოლოოდ ერთი გადაწყვეტილების მიღება მოგვიწია, რა მომენტშიც ჩემი ოჯახი, მამუკა და ახლობლები მეხმარებოდნენ. დიდი როლი ითამაშა ჩემმა აგენტმა, მამუკა ჯუღელის აზრი ჩემთვის მნიშვნელოვანია, რადგან ჩემი კარიერის ბევრი წარმატებული ეტაპი სწორედ მისი დამსახურებაა”, – დაწერა ზურიკომ.

თეთრი ბარათი ფეხბურთის ისტორიაში პირველად გამოიყენეს (ვიდეო)

ქალთა ფეხბურთში, “სპორტინგისა” და “ბენფიკას” მატჩის დროს მსაჯმა თეთრი ბარათი პირველად გამოიყენა.

რეფერიმ თეთრი ბარათი ექიმს უჩვენა, რომელმაც სათადარიგო სკამზე მყოფ ერთ-ერთ შეუძლოდ მყოფ პიროვნებას დახმარება გაუწია.

შესაბამისად, განსხვავებით ყვითელი და წითელი ბარათისა, თეთრი ბარათი დაჯილდოებისთვის არის განკუთვნილი და მსაჯი მისი გადაწყვეტილებით, უჩვენებს მას, ვინც შექებას დაიმსახურებს.

აღსანიშნავია, რომ გუნდების შეხვედრას 15 ათასზე მეტი გულშემატკივარი დაესწრო, რაც პორტუგალიურ ქალთა ფეხბურთში სარეკორდო მაჩვენებელია.

გვარდიოლა კვარაცხელიას გრილიშის შემცვლელად განიხილავს

CalcioMerato-ს ინფორმაციით, “მანჩესტერ სიტი” ხვიჩა კვარაცხელიას დამატების მსურველთა რიგში დიდი ხანია ჩაეწერა და მას დიდი ყურადღებით აკვირდება.

გამოცემის თანახმად, გვარდიოლა კვარას ჯეკ გრილიშის შემცვლელად განიხილავს, რომელიც “სიტის” ბოლომდე ვერ მოერგო და ზაფხულში გუნდის დატოვებასაც ფიქრობს.

ბოლო დროს ქართველს სხვადასხვა გრანდს მიაწერენ და ეს კვარაცხელიას კარიერაში უკვე ჩვეულებრივი მოვლენაა. განსხვავება ის იქნება, რომ “ნაპოლისთვის” ახლა გაცილებით დიდი თანხის გადახდა მოუწევთ, ვიდრე 10 მილიონია.

აღსანიშნავია ისიც, რომ მამუკა ჯუღელის განცხადებით, ხვიჩა ახლა მხოლოდ “ნაპოლიზე” ფიქრობს და დიდი შანსია, თებერვალში “ქართველმა” ახალი გაუმჯობესებული კონტრაქტი გააფორმოს.

“კვარას ერთ დღეს მადრიდის “რეალში” ვიხილავთ”

ხვიჩა კვარაცხელიას ყოფილი მთავარი მწვრთნელი, იური სიომინი ქართველზე საუბრობს.

“ახლა ხვიჩა ყველაფერს აკეთებს მისი სურვილის ასასრულებლად. ვფიქრობ, ერთ დღეს მას მადრიდის “რეალში” ვიხილავთ. “ნაპოლიში” გოლები გააქვს, ასისტებს აკეთებს და რაც მთავარია – მწვრთელი ენდობა” – განაცხადა სიომინმა.

“რუსთავიდან” კვარა რუსეთში პირველად მოსკოვის “ლოკომოტივში” წავიდა, თუმცა სხვადასხვა მიზეზის გამო, “რუბინში” გადაბარგდა. მისი შენარჩუნების მთავარი მომხრე სწორედ სიომინი იყო, თუმცა ხელმძღვანელობამ არ მოუსმინა.

ყველაზე იღბლიანი პენალტი – ებრალიძეს საოცრად გაუმართლა (ვიდეო)

“ანორთოსისისმა” კვიპროსის თასის 1/8 ფინალში “პარალიმნისი” პენალტების სერიაში დაამარცხა. ლორიამ ერთი პენალტი აიღო, რაც გადამწყვეტი აღმოჩნდა, ხოლო, ებრალიძემ გაიტანა, მაგრამ ძალიან გაუმართლა.

Breaking: “იუვენტუსს” 15 ქულა ჩამოაკლეს

ტურინის “იუვენტუსს” იტალიის ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, 15 ქულა ჩამოაკლეს.

საქმე ეხება იტალიის პროკურატურის გამოძიებას, რომელიც “იუვენტუსს” კვლავ ფინანსურ დარღვევებში ადანაშაულებს. ცოტა ხნით ადრე გუნდიდან ანიელი და მისი გუნდი წავიდნენ.

უკიდურეს შემთხვევაში, შესაძლებელია, “იუვე” სერია ბ-ში გადაუშვან.

აღსანიშნავია, რომ 2006 წელს მსგავსი რამ უკვე მოხდა და “ბებერი ქალბატონი” სერია ბ-ში აღმოჩნდა.

როგორც იქნა – რამდენი მილიონი ექნება ხვიჩას ხელფასი “ნაპოლიში”?

“ნაპოლი” ხვიჩა კვარაცხელიას შენარჩუნებას მაქსიმალურად ცდილობს და აგენტთან, მამუკა ჯუღელთან შეთანხმებას მიაღწიეს. შეთანხმების მიხედვით, ქართველს ხელფასი 3 მილიონ ევრომდე გაეზრდება.

იტალიური პრესის ინფორმაციით, ხელშეკრულება თებერვალში უნდა გაფორმდეს.

ხვიჩას ხელფასი ახლა 1.5 მილიონ ევროს შეადგენს და მისი დონის ფეხბურთელისთვის, ეს უკვე ნამდვილად დაბალია.

ნეაპოლელები ახლა ყველაზე მეტად ჩვენებურსა და ოსიმენს აფასებენ.

უსეინ ბოლტს 10 მილიონიდან 10 ათასი დოლარი დაუტოვეს

ლეგენდარულ იამაიკელ სპრინტერს უსეინ ბოლტს რამდენიმე დღის წინ საინვესტიციო ანგარიშზე შესვლისას 10 მილიონი დოლარის ნაცვლად 10 ათასი დოლარი დახვდა.

ბოლტის საბანკო საქმიანობას ერთ-ერთი იამაიკული კომპანია აწარმოებდა, რომელმაც თაღლითობა გადაწყვიტა და უსეინის მსგავსად, სხვა კლიენტების თანხებიც მიითვისა.

ბოლტმა სოციალურ ქსელში მცირე განცხადებაც გამოაქვეყნა: “სიცრუის სამყაროში სად არის სიმართლე? დაფარული სამყარო. გამაყრუებელი სიჩუმე. ფული”.

სპრინტერი 2018 წელს 50 ყველაზე შემოსავლიან სპორტსმენებს შორის დაასახელეს.

უცნაური ამბავი – როგორ გამოიჭირა შაკირამ პიკე ღალატში?

ესპანური პრესის ინფორმაციით, შაკირამ პიკე ღალატში საკმაოდ უცნაურად გამოიჭირა.

მარწყვის მურაბა, რომელიც პიკესა და ბავშვებს არ უყვარდათ, შაკირას ძალიან ხშირად შეჭმული ხვდებოდა, როცა გასული იყო.

სწორედ ამაზე გაამახვილა ყურადღება მომღერალმა და შეჭმული მარწყვის მურაბით მიხვდა, რომ პიკე ღალატობდა.

შაკირამ ფეხბურთელზე რამდენიმე დღის წინ სიმღერა გამოაქვეყნა, რომელსაც 157 მილიონი ნახვა აქვს.

ანზორ კავაზაშვილი: “ჯიქიას “რეალში” გადასვლა შეუძლია”

საბჭოთა კავშირის ყოფილი მეკარე, ანზორ კავაზაშვილი მოსკოვის “სპარტაკის” კაპიტანზე, გიორგი ჯიქიაზე საუბრობს.

“ვფიქრობ, გიორგის შეუძლია ყველაზე არისტოკრატულ ესპანურ გუნდში ითამაშოს – “რეალში”. დარწმუნებული ვარ, გაუძლებს ამ დონეს და სასტარტოშიც მოხვდება. მატჩების დროს შეცდომებს არ უშვებს. “რეალში”, როგორც სახლში, ისე იქნება. ვფიქრობ, ტრანსფერი შესაძლებელია” – განაცხადა კავაზაშვილმა.

ჯიქიამ წლების წინ საქართველოს ნაკრებში თამაშზე უარი თქვა. ახლა შეუძლია რუსეთის ნაკრებთან ერთად რუსეთის ნაკრების მეორე გუნდს ეთამაშოს.

“ხვიჩას იმდენი ცნობს, გარეთ ვერ გადის” – კვარას მშობლები

ხვიჩა კვარაცხელიას მშობლები, ბადრი კვარაცხელია და მაკა ლუკავა “იმედის დღეში” თავიანთ შვილზე საუბრობენ.

“მაგრად მიხარია, რომ ქართველ ერს ესე უხარია და ამდენი ქართველი ჩამოვიდა. ქართულ დროშას რომ ვუყურებდი, ისეთი განცდა მქონდა, რომ საქართველოში ვიყავი. თან ხომ ვაცნობიერებდი, რომ ნეაპოლში ვარ, მარადონას სტადიონზე ზიხარ და ფეხბურთს უყურებ. ამაზე უფრო დიდი ბედნიერება არ არსებობს”

“27-ში ჩამოვედით, ახალ წელს მასთან ერთად შევხვდით. ყველანაირად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ. ამდენ დატვირთვას გაუძლოს სახლიდან ასე შორს, მერე ასეთ გუნდში. ისე მიხარია, რომ ხვიჩა იმ გუნდში თამაშობს, სადაც მარადონა” – ბადრი კვარაცხელია.

“ხვიჩამ იცოდა, რომ “იუვენტუსთან” მატჩს ბევრი ქართველი დაესწრებოდა და ძალიან მოტივირებული იყო. ქუჩაში ჩვეულებრივად ვერ გადაადგილდება. იმდენი ცნობს, გარეთ ვერ გადის” – მაკა ლუკავა.

ფოტო: იმედის დღე