ცნობილი პორტუგალიელი ექსფეხბურთელი მანუელ რუი კოშტა ლისაბონის “ბენფიკას” პრეზიდენტი გახდა.
კლუბის ყოფილი პირველი პირის პოსტი ვაკანტური რამდენიმე დღის წინ გახდა. ფილიპე ვიეირა ფინანსურ მაქინაციებში იყო ეჭვმიტანილი და იძულებული გახდა, თანამდებობა დაეტოვებინა, რის შემდეგაც “ბენფიკას” პრეზიდენტი გახდა რუი კოშტა, რომელიც მანამდე ვიცეპრეზიდენტის ფუნქციებს ასრულებდა.
მანუელ რუი კოშტას მოთამაშის რანგში “ბენფიკას”, “მილანისა” და “ფიორენტინას” რიგებში უთამაშია. მას პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებში ჩატარებულ 94 შეხვედრაში 26 ბურთი აქვს გატანილი.
“ბენფიკამ” პორტუგალიის ჩემპიონატის გასული გათამაშება მესამე ადგილზე დაასრულა.