7 ივლისს ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის ნახევარფინალში ინგლისის ნაკრებმა დანია დამატებით ტაიმში დაამარცხა. არსენ ვენგერის მსგავსად, ჟოზე მოურინიომ საჯაროდ განაცხადა, რომ ამ მატჩში გადამწყვეტი პენალტი არ უნდა დანიშნულიყო.
“გასაოცარი თამაში იყო, თუმცა არ მგონია, რომ ჩემი მოსაზრების მოსმენ გინდოდეთ. რასაც ვხედავ, იმას ვამბობ. შესაძლოა, ამჯერად ჩემი აზრი არ მოგეწონოთ.
არ უარვყოფ, რომ საუკეთესო გუნდმა მოიგო. ინგლისი ფინალში გასვლას იმსახურებდა, განტასტიკური გუნდი ჰყავთ. თუმცა პენალტი არ უნდა დანიშნულიყო.
დანიამ ისე ითამაშა, როგორც ველოდი, მათ თავიანთ ლიმიტს მიაღწიეს. ინგლისი კი ძალიან, ძალიან კარგი იყო და გამარჯვებასაც იმსახურებდა. მაგრამ ასეთი დონის მატჩში ამაზე პენალტი არ უნდა დანიშნულიყო. არ მესმის, რატომ მიიღო მსაჯმა ასეთი გადაწყვეტილება. იმედგაცრუებული ვარ,” – აცხადებს მოურინიო.