ბუსკეტსი: “იტალიას თითქმის ყველა ასპექტში ვაჯობეთ, ჩვენ უფრო ძლიერები ვართ”

ესპანეთის საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში იტალიასთან პენალტების სერიაში დამარცხდა (1:1, 2:4 პენალტების სერიაში). მატჩის შემდეგ სერხიო ბუსკეტსმა კომენტარი გააკეთა.

“ძალიან სამწუხაროა, ასე რომ დავმარცხდით. გვინდოდა, რომ ფინალში გვეთამაშა, მაგრამ ფეხბურთი ასეთია. გუნდმა კარგად ითამაშა, იტალიას თითქმის ყველა ასპექტში ვაჯობეთ. ვამაყობ ჩემი თანაგუნდელებით.

ყველა იტალიას მიიჩნევდა ფავორიტად, თუმცა ჩვენ ვაჩვენეთ, რომ უფრო ძლიერები ვართ. ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი გვყავს, რომლებმას დიდი გამოცდილება შეიძინეს.

ჩვენი გუნდი კვლავ დაბრუნდება. ახლა ისღა დაგვრჩენია, რომ იტალიას გამარჯვება მივულოცოთ და წარმატებები ვუსურვოთ,” – აცხადებს ბუსკეტსი.

ლუის ენრიკე პედრიზე: “ამ ასაკში ასე ინიესტაც კი ვერ თამაშობდა”

ესპანეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში იტალიასთან განცდილი მარცხის შემდეგ კომენტარი პედრიზე გააკეთა.

“ნახეთ, როგორი ტურნირი ჩაატარა პედრიმ? არასოდეს მინახავს 18 წლის ბავშვი ისე თამაშობდეს, როგორც პედრიმ ამ ტურნირზე ითამაშა… ანდრეს ინიესტაც კი. ეს სიგიჟეა”, – ციტირებს ენრიკეს სიტყვებს Goal.Com.

ფერდინანდი: “მნიშვნელობა არ ჰქონდა ფინალში იტალია გავიდოდა თუ ესპანეთი”

ვეტერანმა ინგლისელმა მცველმა და ამჟამად საფეხბურთო მიმომხილველმა, რიო ფერდინანდმა ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში იტალიისა და ესპანეთის მატჩის დასრულების შემდეგ საინტერესო კომენტარი გააკეთა.

“ჩემთვის, მნიშვნელობა არ ჰქონდა იტალია გავიდოდა ფინალში თუ ესპანეთი. დარწმუნებული ვარ ინგლისი ორივეს დამარცხებს. შეიძლება, ხალხი ფიქრობს, რომ ეს გადამეტებულია, მაგრამ არ მაინტერესებს. ჩემთვის, ინგლისი საუკეთესო გუნდია”, – განაცხადა ფერდინანდმა “ბიბისის” ეთერში.

შეგახსენებთ, რომ დღეს ინგლისსა და დანიას შორის გამარჯვებული ფინალში იტალიას შეხვდება.

კამერა მხოლოდ მესიზე მუშაობდა – ემოციები პენალტების სერიის დროს (ვიდეო)

7 ივლისს, კოპა ამერიკის ნახევარფინალში არგენტინის ნაკრები კოლუმბიას დაუპირისპირდა. მატჩის ძირითადი დრო ფრედ 1:1 დასრულდა, საქმე პენალტების სერიამდე მივიდა, სადაც არგენტინელებმა გაიმარჯვეს.

თერთმეტმეტრიანების დრსო, არგენტინული ტელევიზია TyC Sports-ის რამდენიმე კამერა მხოლოდ ლიონელ მესიზე მუშაობდა.

“მიდი, ახლა იცეკვე!” – ლიონელ მესი იერი მინას პენალტის შემდეგ (ვიდეო)

7 ივლისს, კოპა ამერიკის ნახევარფინალში ერთმანეთს არგენტინისა და კოლუმბიის ნაკრებები დაუპირისპირდნენ. მატჩის ძირითადი დრო ფრედ 1:1 დასრულდა, საქმე კი პენალტების სერიამდე მივიდა.

პენალტების სერიაში კოლუმბიელებმა სამი დარტყმა გააცუდეს. კოლუმბიის ნაკრების მცველს, იერი მინას თერთმეტმეტრიანი არ გაატანინა არგენტინელთა მეკარემ. მისი დარტყმის შემდეგ კადრში ლიონელ მესი გამოჩნდა, რომელიც მინას ასე მიმართავდა: “ახლა იცეკვე, ახლა იცეკვე. მიდი, ახლა იცეკვე!”

ცნობისთვის, იერი მინამ ტურნირის მეოთხედფინალში ურუგვაელთა კარში, თერთმეტმეტრიანების სერიის დრო გატანილი გოლის შემდეგ იცეკვა.

სტიუარდს ბონუჩი გულშემატკივარში აერია (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო

კიელინი და ალბა პენალტების სერიის დაწყების წინ (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო

მანჩინის კომენტარი ესპანეთთან გამარჯვების შემდეგ

იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რობერტო მანჩინიმ ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში ესპანეთთან გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა.

“ესპანეთი ძალიან რთული მეტოქეა. დღეს ისე ვერ ვითამაშეთ, როგორც ვთამაშობთ ხოლმე, თუმცა ბევრი ვიბრძოლეთ და ამისთვის მზად ვიყავით. მორატას სათადარიგოთა სკამზე დატოვება მოულოდნელობა იყო და ამით, პრობლემები შეგვიქმნეს. ვიცოდით, რომ ესპანეთი აქცენტს ბურთის ფლობაზე გააკეთებდა. ორივე გუნდს ჰქონდა გოლის გატანის შანსები. ახლა ფინალისთვის უნდა მოვემზადოთ”, – განაცხადა მანჩინიმ.

როგორ შეასრულა ჟორჟინიომ გადამაწყვეტი პენალტი ესპანეთის წინააღმდეგ (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო

კიეზას გოლი ესპანეთის ნაკრების კარში (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო

CHIESA WHAT A GOAL pic.twitter.com/OfRtZbxfPv

— Dillo (@dillofcb) July 6, 2021

ტიბო კურტუა ახალ მეგობარ გოგონასთან ერთად იბიცაზე ისვენებს (ფოტო)

მადრიდის “რეალისა” და ბელგიის ეროვნული ნაკრების მეკარე, ტიბო კურტუა ევროპის ჩემპიონატიდან გამოვარდნის შემდეგ დასვენების დღეებს იბიცაზე ახალ მეგობარ გოგონასთან, მიშელ გერციგთან ერთად ატარებს.

იხილეთ ფოტოები