@fcrk @xvichakvaracxelia 🌪🔝
@fcrk @xvichakvaracxelia 🌪🔝
კიევის “დინამო” ახალი სეზონისათვის ემზადება და შეკრებას შვეიცარიაში გადის. კიეველები ფრანგულ სამოყვარულო გუნდს “დივონს” დაუპირისპირდნენ და მეტოქე 5:0 დაამარცხეს.
“დინამოს” შემადგენლობაში შეუცვლელად ითამაშა გიორგი წიტაიშვილმა. ქართველი გარემარბი ერთ-ერთი საუკეთესო იყო და 68-ე წუთზე გოლის გატანაც მოახერხა.
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრმა, ლაშა ბექაურმა ტრავმის მიღების შემდეგ ტატამიზე პირველად დღეს, 5 ივლისს ივარჯიშა.
ბექაურის ვარჯიში ექიმები, რეაბილიტოლოგებისა და მწვრთნელების მეთვალყურეობით მიმდინარეობდა. ოლიმპიური ნაკრების მთავარი ექიმის, ზურაბ კახაბრიშვილის გადაწყვეტილებით, ლაშა საწყის ეტაპზე მსუბუქად დაიტვირთება.
“მედიკოსთა გუნდი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებს სრულ მზადყოფნაში შეხვდეს”, – ვკითხულობთ საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ლაშა ბექაური ტოკიოს ოლიმპიური თამაშებისათვის საქართველოს ნაკრების განაცხადშია. მან ტრავმა მსოფლიოს 2021 წლის ჩემპიონატზე გუნდურ შეჯიბრში მიიღო.
3 ივლისს, ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში ინგლისის ნაკრემა უკრაინა 4:0 დაამარცხა.
მატჩის მიმდინარეობისას, ერთ-ერთი ორთაბრძოლის დროს ჰარი მაგუაირი წაიქცა. მიუხედავად იმისა, რომ რომან იერემჩუკი მასზე გაბრაზებული იყო, წამოსაყენებლად ინგლისელ მცველს ხელი მაინც გაუწოდა, თუმცა საქმეში ჩაერია ანდრეი იარმოლენკო, რომელმაც თანაგუნდელს მაგუაირის წამოყენების საშუალება არ მისცა.
ლუკა გაგნიძე ამიერიდან მოსკოვის “დინამოს” ღირსებას დაიცავს. მოსკოვურმა კლუბმა თბილისის “დინამოს” 18 წლის ნახევარმცველის სანაცვლოდ 1.5 მილიონი ევრო გადაუხადა.
გაგნიძემ მოსკოვის “დინამოსთან” ხუჭლიანი ხელშეკრულება გააფორმა, რის შემდეგაც ის გულშემატკივრებს წარუდგინეს.
“რუსეთს კარგი ჩემპიონატი აქვს. თბილისის “დინამოში” საკუთარი შესაძლებლობები ბოლომდე არ გამომივლენია. ის ფაქტი, რომ ასეთ ასაკში მოსკოვის “დინამო” ჩემით დაინტერესდა, ვფიქრობ, ეს პროგრესისა და სწრაფად ზრდის საშუალებას მომცემს. როგორც კი მოსკოვიდან შემოთავაზება მივიღე, მაშინვე ყველა შესაძლო ინფორმაციის მოგროვება დავიწყე. აქ ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელია, მწვრთნელებს კი მათთის ნდობის გამოცხადების არ ეშინიათ. ეს იმას ნიშნავს, რომ შანსი მეც მომეცემა”, – განაცხადა გაგნიძემ.
თბილისის “დინამოს” სურს, რომ ახალგაზრდა ნახევარმცველმა მიმდინარე სეზონი იჯარით სწორედ მათ რიგებში ჩაამთავროს და ახლა ამასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
3 ივლისს, ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში ინგლისის ნაკრებმა უკრაინა 4:0 დაამარცხა.
მატჩის დაწყების წინ, რუსეთის პირველი არხი უკრაინისა და ინგლისის ჰიმნების დროს ქალაქ რომის ხედებს აჩვენებდა. ჰიმნების დასრულებისთანავე, მათ რეპორტაჟი სტადიონიდან გააგრძელეს და კომენტატორმაც საუბარი სწორედ მაშინ დაიწყო.
ევრო 2020-ის მიმდინარეობისას, უკრაინული საფეხბურთო არხები რუსეთის მიერ მათი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციას აპროტესტებდნენ და რუსეთის ჰიმნის დროს სხვადასხვა ქალაქის ხედებს აჩვენებდნენ. ასევე, რუსეთი-ფინეთის მატჩის დაწყების წინ, უკრაინულმა ტელევიზიამ რუსეთი ჰიმნის დროს რეკლამა გაუშვა.
3 ივლისს, U20 საერთაშორისო სერიის მეოთხე ტურის მატჩში საქართველოს ნაკრებმა ურუგვაი 20:8 დაამარცხა და სამხრეთ აფრიკულ ტურნირზე მესამე ადგილი დაიკავა.
მატჩის დასრულების შემდეგ, ახალგაზრდა ქართველმა და ურუგვაელმა მორაგბეებმა ქართული სიმღერა ერთად შეასრულეს.
თელავში საფეხბურთო კლუბ “თელავსა” და წყალტუბოს “სამგურალის” მიმდინარეობისას ტრიბუნაზე მჯდომი 70 წლის მამაკაცი გულის შეტევით გარდაიცვალა.
სასწრაფო დახმარების მისვლამდე დახმარება თვითმხილველებმა სცადეს, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს.
შეხვედრა 1-1 დასრულდა.
გერმანელმა მხატვარმა სებასტიან კლურმა საპირფარეშოს ქაღალდზე ევრო-2020-ის ჯგუფური ეტაპისა და პლეიოფის მატჩების მთავარი მოვლენები დახატა.
View this post on Instagram
View this post on Instagram