ჰარი კეინი: “საქმე ჯერ არ დაგვისრულებია”

ინგლისის ნაკრების თავდამსხმელმა, ჰარი კეინმა ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში უკრაინასთან გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა.

“შესანიშნავად ვითამაშეთ. ფავორიტები ვიყავით და ჩვენზე დიდი ზეწოლა იყო. კარი მშრალად კიდევ ერთხელ შევინახეთ, ოთხი გოლი გავიტანეთ. დაცვაში კარგად თამაში მატჩებისა და ტურნირების მოსაგებად ერთ-ერთი მთავარი იარაღია.

ოთხშაბათს წინ კიდევ ერთი ნაბიჯი უნდა გადავდგათ. ახლა უფრო მეტად გამოცდილები ვართ, ვიდრე 2018 წელს მსოფლიო ჩემპიონატზე ვიყავით. მზად ვართ დიდი მატჩების ჩასატარებლად. საქმე ჯერ არ დაგვისრულებია”, – ციტირებს კეინის სიტყვებს “ბიბისი”.

შეგახსენებთ, რომ ინგლისის ნაკრები ევრო 2020-ის ნახევარფინალში დანიას შეხვდება.

“დინამო” “ნეფთჩის” წინ კიდევ უფრო დასუსტდა – ცხადაძის განაცხადი

“დინამო თბილისი” 7 ივლისს ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე აზერბაიჯანულ “ნეფთჩის” უმასპინძლებს. უეფას ოფიციალურ გვერდზე “დინამოს” განაცხადი გამოქვეყნდა, სადაც რამდენიმე ცვლილებას ვხედავთ, განსაკუთრებით, დაცვაში.

ცხადაძემ განაცხადში მარჯვენა მცველი თორნიკე მორჩილაძე, საბა ხვადაგიანი და ვიქტორ მონხილი არ შეიყვანა. უცნობია, რატომ ვერ მოხვდა ესპანელი მცველი. მათ ნაცვლად მე-2 გუნდიდან ალექსანდრე კალანდაძე და ფირუზ გაბიტაშვილი იქნებიან.

ნახევარდაცვაში ლუკა გაგნიძეს ვერ ვხედავთ, მაგრამ არის ნოდარ ლომინაძე და უცხოეთიდან ახლახანს დაბრუნებული გიორგი ომარაშვილი, რომელსაც თამაში თავდასხმაშიც შეუძლია და უნგრულ “დიოშდიორში” იყო განათხოვრებული.

მეკარეები: როინ კვასხვაძე, ომარ მიგინეიშვილი

მცველები: კობოური, კალანდაძე, ხარაბაძე, ბენიო, სპორსკლედე, იაშვილი, გაბიტაშვილი

ნახევარმცველები: ქარდავა, რადინი, პაპავა, კუცია, მექვაბიშვილი, ომარაშვილი, ლომინაძე, ქავთარაძე

თავდამსხმელები: გაბედავა, მარუშიჩი, ახვლედიანი

ისტორიაში პირველად – ინგლისის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე რეკორდი დაამყარა

ინგლისის ეროვნულმა ნაკრებმა ევრო 2020-ის მეოთხედფინალში უკრაინა დამაჯერებლად, ანგარიშით 4:0 დაამარცხა.

ინგლისელებმა მეტოქის კარი სამჯერ თავური დარტმით აიღეს, რაც სარეკორდო მაჩვენებელია. ინგლისის ნაკრები ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში პირველი გუნდი გახდა, რომელმაც ერთ მატჩში თავური დარტყმით სამი გოლის გატანა შეძლო.

გარეთ საუთგეიტის გუნდი ნახევარფინალში ჩეხეთს დაუპირისპირდება.

კოუტინიო, შესაძლოა, მილანში აღმოჩნდეს

იტალიურ პრესაში გავრცელებულ უახლეს ცნობებს თუ დავეყრდნობით, ფილიპე კოუტინიო, შესაძლოა, იტალიის სერია A-ში დაბრუნდეს. “როსონერი” მზადაა, “ბარსელონას” ოფიციალური შეთავაზებით ამ დღეებში მიმართოს.

როგორც იცით, “მილანი” რამდენიმე დღის წინ ჰაკან ჩალჰანოღლუმ დატოვა. თურქი ფეხბურთელი თავისუფალი აგენტის სტატუსით “ინტერში” გადაბარგდა. გამომდინარე იქიდან, რომ “შავ-წითლები” მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებენ, მათ გუნდის გაძლიერება სურთ.

თავის მხრივ, “ბარსელონას” ფინანსური პრობლემების გადაჭრა სურს, რისთვისაც სახელფასო ხარჯების შემცირება სურს. შესაბამისად, ძალიან დიდია იმის შანსი, რომ “ბლაუგრანამ” კოუტინიო მილანში იჯარის წესით გაუშვას.

ინგლისური გრანდები რენატუ სანჩესს იწვევენ

პორტუგალიის საფეხბურთო ნაკრებისა და “ლილის” ნახევარმცველი, რენატუ სანჩესი, შესაძლოა, ინგლისის პრემიერ ლიგის კლუბში ვიხილოთ. მის მიმართ დაინტერესებას “არსენალისა” და “ლივერპულის” ხელმძღვანელები იჩენენ.

სანჩესმა ზემოხსენებული კლუბების ყურადღება ევროპის ჩემპიონატზე კარგი ასპარეზობით მიიპყრო. აღსანიშნავია ისიც, რომ გასული სეზონი რენატუსთვის ძალიან შედეგიანი იყო “ლილის” ლიგებში. საფრანგეთის ჩემპიონ გუნდში სანჩესმა 29 მატჩში მიიღო მონაწილეობა, გაიტანა ერთი გოლი და გააკეთა 4 საგოლე გადაცემა.

მიუხედავად იმისაც, რომ 23 წლის ფეხბურთელს გასული სეზონის განმავლობაში მცირე ტრავმები აწუხებდა, ინგლისური კლუბები მზად არიან “ლილს” მისი ტრანსფერის თაობაზე ოფიციალური წინადადებით მიმართოს.

ფრანგული გამოცემა L’Equipe ირწმუნება, რომ “ლილს” ფინანსური პრობლემები აქვს და შესაფერისი შეთავაზების მიღების შემთხვევაში, მზადაა პორტუგალიელს შეელიოს.

კროოსმა კარიერის დასრულების გეგმაზე ისაუბრა

მადრიდის “რეალის” ნახევარმცველმა, ტონი კროოსმა, რომელმაც რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ გერმანიის ნაკრებში თამაშს აღარ აპირებდა, სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

“ვფიქრობ, 2023 წელი შესაფერისი დრო იქნება. მაშინ მე 33 წლის ვიქნები.

ჯერ კიდევ არ მაქვს გადაწყვეტილი, ერთი წლით გავახანგრძლივებ კონტრაქტს “რეალთან” თუ ორით. თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ კარიერას სწორედ ამ კლუბში დავასრულებ.

არ მინდა ყველაფერი გერმანიას დავაბრალო, იქ ძალიან ბევრი გულშემატკივარი მყავს. თუმცა სულ მაქვს ისეთი გრძნობა, თითქოს 11 წლის მანძილზე ისინი სათანადოდ არ მაფასებდნენ. ესპანეთში ყველაფერი სხვაგვარადაა, პირველივე დღიდან ვგრძნობ სიყვარულსა და დაფასებას,” – აცხადებს კროოსი.

ბაქოში დანიელ ფანებს ცისარტყელას ფერებიანი დროშა ჩამოართვეს (ფოტო)

ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში ერთმანეთს ჩეხეთისა და დანიის ნაკრებები უპირისპირდებიან. მატჩი ბაქოს ოლიმპიურ სტადიონზე მიმდინარეობს.

ტრიბუნაზე მყოფმა რამდენიმე დანიელმა ფანმა ცისარტყელას ფერებიანი დროშა გამოფინა. მალევე მათთან სტიუარდები მივიდნენ და ის ჩამოართვეს.

როგორც ცნობილია, ევრო 2020-ის ერთ-ერთმა მთავარმა პარტნიორმა ფოლკსვაგენმა უეფას სთხოვა, რომ ტურნირის ორ მეოთხედფინალურ მატჩში, სანკტ-პეტერბურგსა და ბაქოში გასამართ შეხვედრებზე ცისარტყელას ფერებიანი დროშის გამოყენება აეკრძალა.

“ღმერთო ჩემო, ბავშვები ფეხბურთზე უნდა შევიყვანო” – აიზეია ტომასი მესის ხელფასზე

30 ინივსს, ლიონელ მესის “ბარსელონასთან” კონტრაქტი ამოეწურა, რაც იმას ნიშნავს, რომ ის თავისუფალი აგენტი გახდა.

“მუნდო დეპორტივოს” ცნობით, მესიმ ბოლო ოთხ წელში “ბარსელონასგან” 555 237 619 ევრო მიიღო.

არგენტინელ ფეხბურთელსა და კატალონიურ კლუბს შორის ხელშეკრულების დასრულებას ამერიკული პრესაც გამოეხმაურა. ერთ-ერთმა პორტალმა დაწერა, რომ ბოლო ოთხ წელში მესიმ 674 მილიონი დოლარი მიიღო.

მესის ხელფასზე საინტერესო რეაქცია ჰქონდა NBA-ს ვარსკვლავ აიზეია ტომასს, რომელმაც Twitter-ში დაწერა: “ღმერთო ჩემო. ჩემი შვილები ფეხბურთზე უნდა შევიყვანო.”

‘იმედი მაქვს, ქართველმა მორაგბეებმა იამაყეს’ – სამხრეთ აფრიკელი მომღერლის პოსტი

2 ივლისს საქართველოს მორაგბეთა ნაკრები სტუმრად სამხრეთ აფრიკას დაუპირისპირდა და 40:9 დამარცხდა.

მატჩის დაწყების წინ საქართველოს ჰიმნი სამხრეთ აფრიკელმა მომღერალმა მერიეჩან ლუიტერსმა შეასრულა, რამაც საქართველოში დიდი მოწონება დაიმსახურა.

ლუიტერსმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ მისთვის ქართველი მოთამაშეებისათვის მშობლიურ ენაზე სიმღერა დიდი პატივი იყო.

“სანამ საქართველოს ნაკრების ჰიმნს, “თავისუფლებას” ცოცხლად შევასრულებდი, რამდენიმე ფოტო გადავიღე. დიდი პატივი იყო, სამხრეთ აფრიკაში ჩამოსული მოთამაშეებისათვის მშობლიურ ენაზე მემღერა. იმედი მაქვს, რომ მათ იამაყეს”, – წერს მერიეჩან ლუიტერსი.

View this post on Instagram

A post shared by MARIECHAN (@mariechanl)

იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ბელგიასთან მატჩის შემდეგ (ფოტო)

2 ივლისს, ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის მეოთხედფინალში იტალიის ნაკრებმა ბელგია 2:1 დაამარცხა.

მატჩის დასრულების შემდეგ, რამდენიმე იტალიელმა ფეხბურთელმა საკუთარი შორტი ტრიბუნაზე მყოფ ფანებს აჩუქა.

გაბრიელ ჟესუსის წითელი ბარათი ჩილესთან მატჩში (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო