იტალიის ნაკრების ფეხბურთელებმა სპინაცოლა გაამხნევეს (ვიდეო)

2 ივლისს, ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის მეოთხედფინალში იტალიის ნაკრებმა ბელგია 2:1 დაამარცხა.

მატჩის მიმდინარეობისას, იტალიელთა ერთ-ერთმა გამორჩეულმა ფეხბურთელმა ლეონარდო სპინაცოლამ აქილევსის მყესი გაიწყვიტა. მარცხენა მცველმა თამაში ვეღარ გააგრძელა და ის მე-80 წუთზე შეცვალეს.

სპინაცოლას ამ რთული ტრავმის გამო რამდენიმე თვე გაუცდება და ევრო 2020-ის დარჩენილ ნაწილშიც ვეღარ მიიღებს მონაწილეობას.

მატჩის შემდეგ, თვითმფრინავით მგზავრობისას იტალიის ნაკრების ფეხბურთელებმა სპინაცოლა შეძახილებით გაამხნევეს.

იხილეთ ვიდეო

დიდი უიღბლობა – ლეონარდო სპინაცოლამ აქილევსის მყესი გაიწყვიტა

იტალიის ეროვნული ნაკრების მარცხენა მცველმა, ლეონარდო სპინაცოლმა ბელგიასთან მატჩის მიმდინარეობისას ტრავმა მიიღო და თამაში ვეღარ გააგრძელა.

Sky Sport-ის ცნობით, 28 წლის ფეხბურთელმა აქილევსის მყესი გაიწყვიტა, რის გამოც მას დიდი ხნით უქმობა მოუწევს. ბუნებრივია, ის ევროპის ჩემპიონატის დარჩენილ ნაწილს გამოტოვებს.

სპინაცოლა ევრო 2020-ის ერთ-ერთი გამორჩეული მოთმაშეა და ის იტალიის ნაკრებისათვის დიდი დანაკლისი იქნება.

მანჩინი: “იტალიის ნაკრებმა ბელგიასთან გამარჯვება დაიმსახურა”

იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რობერტო მანჩინიმ განაცხადა, რომ მისმა გუნდმა ბელგიასთან გამარჯვება დაიმსახურა.

“გამარჯვება დავიმსახურეთ. ბიჭებმა არაჩვეულებრივად ითამაშეს. ბოლო 10 წუთში დაღლილობა შეგვეტყო, მაგრამ იქამდე უფრო მეტი გოლი უნდა გაგვეტანა. გახსნილი თამაში იყო, პრობლემა მხოლოდ ბოლო წუთებში შეგვექმნა. გვინდა, რომ ამ ტურნირზე ჩენი მაქსიმუმი გავაკეთოთ. ვნახოთ, რა მოხდება. ვულოცავ ბიჭებს გამარჯვებას”, – განაცხადა მანჩინიმ.

როგორ იცით, იტალიამ ბელგია 2:1 დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა, სადაც ესპანეთს დაუპირისპირდება.

დღის ვიდეო – ჩირო იმობილე იტალიის ნაკრების გოლმა “გამოაჯანმრთელა” (ვიდეო)

უნაი სიმონი: “მე ამ ჯილდოს ზომერს გადავცემდი”

2 ივლისს, ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში ერთმანეთს შვეიცარიისა და ესპანეთის ნაკრებები დაუპირისპირდნენ. შეხვედრის ძირითადი დრო ფრედ 1:1 დასრულდა, პენალტების სერიაში კი ესპანეთმა გაიმარჯვა.

მატჩის საუკეთესო მოთამაშისათვის განკუთვნილი ჯილდო ესპანელთა მეკარეს უნაის ისმონს გადასცეს. 24 წლის კარის დაჯარს, თავდაპირველად, გაუკვირდა, რომ ის დააჯილდოვეს და შემდეგ თქვა, რომ მისი ნება რომ იყოს, ამ პრიზს შვეიცარიის ნაკრების მეკარეს, უნაი სიმონს მისცემდა.

ისტორია მეორდება – “ტორპედო” “საბურთალოსთან” მხოლოდ ახალგაზრდებით!

2019 წლის 21 ოქტომბერი – ქუთაისის “ტორპედოში” ფინანსური კრიზისის გამო მთავარი გუნდის ფეხბურთელებმა თამაშზე უარი თქვეს და “საბურთალოსთან” მე-2 გუნდის ფეხბურთელები გავიდნენ.

2021 წლის 4 ივლისი – ქუთაისის “ტორპედოში” კვლავ ფინანსური კრიზისია და მთავარი გუნდი 4 ივლისს “საბურთალოს” წინააღმდეგ არ ითამაშებს. მათ ნაცვლად მე-2, 19-წლამდელები და 17-წლამდელები ითამაშებენ.

“ტორპედოს” მოთამაშეებსა და თანამშრომლებს მარტის შემდეგ ხელფასი არ აუღიათ. პირველი წასული სამუელ ინკუმია. თუ რამდენიმე დღეში სიტუაცია არ გამოსწორდა, სატრანსფერო ფანჯარა უკვე გახსნილია და ფეხბურთელები წასვლას აპირებენ.

იტალიელმა ინვესტორებმა ქუთაისი უკვე დატოვეს და “ტორპედო” ახალი ინვესტორის მოლოდინშია.

“ტორპედო” კრიზისის გამო პირველმა ფეხბურთელმა დატოვა

ქუთაისის “ტორპედო” ფინანსური კრიზისის გამო პირველმა ფეხბურთელმა დატოვა.

განელმა სამუელ ინკუმმა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე კონტრაქტი გაწყვიტა და სხვა გუნდში გააგრძელებს კარიერას.

“ტორპედო” კვლავ მძიმე კრიზისია და ფეხბურთელებს მარტის მერე ხელფასები არ აუღიათ. 4 ივლისის მატჩში “საბურთალოსთან” მთავარი გუნდის ფეხბურთელები არ გამოვლენ და მე-2, 19-წლამდეთა და 17-წლამდეთა წევრები ითამაშებენ.

გავრცელებული ცნობით, “ტორპედო” უკვე დატოვეს იტალიელმა ინვესტორებმა და კლუბი ახალი ინვესტორის მოლოდინშია.

ქუთაისის “ტორპედოს” ფეხბურთელებმა ვარჯიშზე უარი თქვეს

“საბურთალოსთან” მატჩამდე ორი დღით ადრე, ქუთაისის “ტორპედოს” ფეხბურთელებმა ვარჯიშზე უარი თქვეს.

როგორც ირკვევა, “ტორპედოს” ფეხბურთელებსა და კლუბში მომუშავე პერსონალს უკვე ოთხი თვეა ხელფასი არ აუღია. ფეხბურთელები უარს ამბობენ თამაშზეც.

“ტორპედო” 4 ივლისს, ეროვნული ლიგის 21-ე ტურში “საბურთალოს” უნდა დაუპირისპირდეს.

ხაბიბ ნურმაგომედოვი: “ჩემთვის ფეხბურთი რონალდოსთან ასოცირდებოდა”

მსუბუქ წონაში UFC-ის ყოფილმა ჩემპიონმა, ხაბიბ ნურმაგომედოვმა, ბრაზილიელ რონალდოს თავისი საყვარელი ფეხბურთელი უწოდა.

“როდესაც ის საფეხბურთო არენებს ბომბავდა, სულ რაღაც 9-10 წლის ვიყავი. ფეხბურთის ყურება ახალი დაწყებული მქონდა. მისი თამაში ძალიან კარგად მახსოვს, ის ყველასაგან განსხვავებული იყო.

კარგად მახსოვს, როგორ თამაშობდა “ბარსელონაში”, შემდეგ “ინტერში” გადავიდა. 2002 წელს ის მსოფლიო ჩმპიონატის მთავარი გმირი იყო, როგორც 1998 წელს, ფინალურ მატჩს თუ არ ჩავთვლით.

ბავშვობის ასაკიდან ბრწყინვალედ მახსოვს მისი “რეალში” გადასვლის მომენტში. იმ დროს ჩემთვის ფეხბურთი რონალდუსთან ასოცირდებოდა,” – განცხადა ნურმაგომედოვმა.

ინფანტინო სატრანსფერო ბაზარზე რეფორმების გატარებას გეგმავს

ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციების ასოციაციის პრეზიდენტმა, ჯანი ინფანტინომ, პრესასთან საუბრისას სატრანსფერო ბაზარზე გასატარებელ მნიშვნელოვან ცვლილებაზე ისაუბრა.

“თუ პანდემიის დაწყებამდე არსებულ სიტუაციას გავაანალიზებთ, მივიღებთ ასეთ შედეგს – ბოლო წელს 7 მილიარდი დოლარი დაიხარჯა საერთაშორისო სატრანსფერო მარკეტზე. ამ თანხიდან 700 მილიონი დოლარი პირდაპირ აგენტებმა მიიღეს და მხოლოდ 70 მილიონი იმ კლუბებმა, რომლებმაც ეს ფეხბურთლები განავითარეს.

ჩვენი მიზანი სატარნსფერო ფანჯარაზე რეფორმების გატარებაა, რადგანაც არასწორია, როდესაც ასეთი დიდი თანხა ყოველგვარი წესების გარეშე ბრუნავს. რეფორმების გატარების შემდეგ ის კლუბები, რომლებმაც ყველაზე მეტი გააკეთეს ფეხბურთელის ჩამოყალიბებაში, უფრო მეტ თანხას მიიღებენ.

ჩვენ წესებში უკვე არის პუნქტი, რომლის თანახმადაც სატრანსფერო თანხის 5 პროცენტი იმ კლუბმა უნდა მიიღოს, რომელმაც ფეხბურთელი აღზარდა, თუმცა ფაქტია, რომ კლუბებმა ამ გზით მხოლოდ 60-70 მილიონი მიიღეს.

რატომ ხდება ასე? იმიტომ, რომ საქმე პატარა კლუბებს ეხებათ, რომლებმაც არც კი იციან, რომ ეს ფული ეკუთვნით. ამას აუცილებლად გამოვასწორებთ,” – აცხადებს ინფანტინო.

“პსჟ” მესის გაუმჯობესებულ ხელფასსა და პირობებს სთავაზობს

“პარი სენ-ჟერმენის” ხელმძღვანელები ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე აქტიურობას არ წყვეტენ. ნასერ ალ-ხელაიფის კლუბი მაქსიმალურად ცდილობს ლეო მესის გადაბირებას.

As-ის მიერ მოპოვებული უახლესი ცნობების მიხედვით, “პსჟ” ლეო მესის “ბარსელონას” კონტრაქტთან შედარებით გაუმჯობესებულ ხელფასსა და უკეთეს პირობებს სთავაზობს.

როგორც იცით, 1 ივლისს ლეო მესის “ბარსელონასთან” ხელშეკრულება ამოეწურა და ამ დროისთვის თავისუფალი აგენტის სტატუსს ატარებს. ამჟამად ის კოპა ამერიკაზე ასპარეზობს და ფრანგები სწორედ ამ ტურნირის დასრულებას ელოდებიან.

შეგახსენებთ, რომ “პარი სენ-ჟერმენმა” უკვე გაიფორმა ჯორჯინიო ვეინალდუმი და ძალიან ახლოს არის აშრაფ ჰაკიმისა და სერხიო რამოსის ტრანსფერებთანც.