ფრანკფურტის “აინტრახტის” ოფიციალური ვებ-გვერდი ადასტურებს ინფორმაციას ანდრე სილვას “ლაიფციგში” გადაბარგების შესახებ. 25 წლის პორტუგალიელმა ფეხბურთელმა “ლაიფციგთან” ხელშეკრულება 2026 წლამდე გააფორმა.
ამ დრომდე არ არის ცნობილი ტრანსფერის ფინანსური დეტალები, თუმცა ცნობილია, რომ “ფრანკფურტელები” ტრანსფერის სანაცვლოდ 23 მილიონ ევროს მიიღებენ. ბონუსების ხარჯზე “ლაიფციგს”, შესაძლოა, მეტოქისთვის კიდევ 12 მილიონის გადახდა მოუწიოს.
მიმდინარე სეზონში ანდრე სილვამ ბუნდესლიგის 32 მატჩში თავი 28 გატანილი გოლით გამოიჩინა. ახალ კლუბში ის ხელფასის სახით წელიწადში 4 მილიონ ევროს მიიღებს.
🚨 🚨 🚨 pic.twitter.com/OKZ0cJcRId
— Die Roten Bullen (@DieRotenBullen) July 2, 2021
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები სტუმრად სამხრეთ აფრიკას უპირისპირდება. მატჩის დაწყების წინ, საქართველოს ჰიმნი სამხრეთ აფრიკელმა მომღერალმა მერიეჩან ლუიტერსმა ცოცხლად შეასრულა.
2 ივლისს, აზიის ჩემპიონთა ლიგაზე “კაიამ” საკუთარ მოედანზე ვაკო ყაზაიშვილის “ულსანი” მიიღო და 0:3 დამარცხდა.
ქართველმა ფეხბურთელმა მატჩი შეუცვლელად ჩაატარა და ერთ-ერთი გამორჩეულიც იყო. ვაკომ მე-12 წუთზე თანაგუნდელ სე-ჰუნს საგოლე გადაცემა გაუკეთა, 48-ე წუთზე კი გოლი თავად გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
საგოლე გადაცემა
🎥12' Valeri Qazaishvili➡️Oh Sehun⚽️
✅BEST ASSIST
🇰🇷#蔚山現代 先制 ⚽️
🆚3-0 🇵🇭@KayaFC#ACL2021 グループF 第3節 #KAYvUHD pic.twitter.com/61Au62ktkT— AFCチャンピオンズリーグ公式 (@TheAFCCL_jp) July 2, 2021
პორტუგალიური სპორტული გაზეთ A BoLa-ს ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების 26 წლის ნახევარმცველი გიორგი აბურჯანია კარიერას “ჟილ ვისენტეში” გააგრძელებს.
აბურჯანია რამდენიმე შემოთავაზებაზე, მათ შორის, თურქეთიდან, ესპანეთიდან და გერმანიიდან უარი თქვა.
“ჟილ ვისენტემ” პორტუგალიის ჩემპიონატში გასულ სეზონში მე-11 ადგილი დაიკავა.
აბუ ბოლოს “კარტახენაში” თამაშობდა, სადაც 15 მატჩი გამართა და 1 გოლი გაიტანა.
მადრიდის “რეალის” ნახევარმცველმა, ტონი კროოსმა სანაკრებო კარიერა დაასრულა. 31 წლის ფეხბურთელმა ამის შესახებ საზოგადოებას სოციალური ქსელის საშუალებით აცნობა.
“გერმანიის ეროვნულ ნაკრებში 106-ჯერ ვითამაშე. ეს მეტჯერ აღარ მოხდება.
ყველაფერი გავაკეთე იმისათვის, რომ ეს რიცხვი 109 გამხდარიყო და დიდი სანაკრებო ტიტული, ევროპის ჩემპიონატი მოგვეგო.
დიდი ხნის წინ მივიღე გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ სანაკრებო კარიერა ამ ტურნირის შემდეგ დამესრულებინა. უკვე დიდი ხანია ვიცი, რომ 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ ვითამაშებ. ამის უმთავრესი მიზეზი ისაა, რომ მინდა მომდევნო წლებში მადრიდის “რეალში” დასახულ მიზნებზე გავაკეთო აქცენტი. რაც მთავარია, როგორც მეუღლე და მამა, მინდა, ჩემს მეუღლესთან და სამ შვილთან ერთად ვიყო.
ამ დიდი დროის განმავლობაში გერმანიის ნაკრების მაისურის ჩაცმა დიდი პატივი იყო. ამას სიამაყითა და მთელი გრძნობით ვაკეთებდი. მადლობას ვუხდი ყველა ფანს და მხარდამჭერს, რომლებიც ტაშს მიკრავდნენ და მამხნევებდნენ. მადლობა მათ, ვინც მაკრიტიკებდა და ამით მოტივაციას მაძლევდა.
ბოლოს, მინდა, მადლობა გადავუხადო იოაჰიმ ლიოვს. სწორედ მან გამომიძახა პირველად ნაკრებში და მსოფლიო ჩემპიონი გავხდი. მას ჩემი სჯეროდა. წარმატებებს ვუსურვებ ჰანსი ფლიკს”, – წერს კროოსი.
კროოსი ეროვნულ ნაკრებში პირველად 2010 წელს გამოიძახეს. მან 106 ჩატარებულ შეხვედრაში 17 გოლი გაიტანა, 2014 წელს კი მსოფლიო ჩემპიონი გახდა.
28 ივნისს, ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის მერვედფინალში საფრანგთის ნაკრები შვეიცარიას დაუპირისპირდა. მატჩის ძირითადი დრო ფრედ 3:3 დასრულდა, საქმე პენალტების სერიამდე მივიდა, სადაც გამარჯვება შვეიცარიელებმა მოიპოვეს.
გამოცემა “მარკას” ინფორმაციით, 240 000-ზე მეტმა ფანმა ხელი მოაწერა პეტიციას, რომელიც საფრანგეთი-შვეიცარიის მატჩის თავიდან ჩატარებას ითხოვს.
ფრანგი ფანების ნაწილი აპროტესტებს იმას, რომ მბაპეს თერთმეტმეტრიანისას იან ზომერმა კარის ხაზი ნაადრევად დატოვა, რითაც თამაშის წესები დაარღვია. შვეიცარიელმა მეკარემ ფრანგ თავდამსხმელს პენალტი აუღო. სწორედ ამის გამო ითხოვენ ისინი შეხვედრის თავიდან გამართვას.
შეგახსენებთ, რომ შვეიცარიის ნაკრები დღეს ევრო 2020-ის მეოთხედფინალში ესპანეთს დაუპირისპირდება.
Great save form Sommer! Gotta feel sorry for Mbappé though, it’s a tough thing to miss a penalty! Congratulations to the Swiss team on beating France #EUROS2020 pic.twitter.com/KyrWchemu6
— MissDumbledory (@MissDumbledory) June 28, 2021
გიორგი კოხრეიძე საფეხბურთო კლუბ “საბურთალოდან” ფრანგულ “გრენობლში” ოფიციალურად გადავიდა. მხარეებს შორის სამწლიანი შრომითი ხელშეკრულება გაფორმდა. ის გუნდის ღირსებას 7-ნომრიანი მაისურით დაიცავს.
22 წლის ქართველმა ნახევარმცველმა “გრენობლში” გადასვლის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა:
“ძალზედ მოხარული ვარ, რომ საფრანგეთში გადმოვედი და კონტრაქტი “გრენობლთან” გავაფორმე. ვიცი, რომ გუნდმა გასული სეზონი ბრწყინვალედ ჩაატარა და ლიგა 1-ში გადმოსასვლელად პლეიოფიც ითამაშა. ფანების ვიდეოც ვნახე, გუნდს საკმაოდ გულმხურვალე ქომაგები ჰყავს და რამდენიმე მათგანი სოციალური ქსელის მეშვეობით შემეხმიანა კიდეც (იცინის). ახლა ჩემი მიზანია, მაქსიმალურად სწრაფად შევისწავლო ფრანგული ენა, რათა მალე შევეწყო გუნდს და მომდევნო სეზონისთვის მოვემზადო”.
შეგახსენებთ, რომ გიორგი კოხრეიძე “საბურთალოს” აკადემიის აღზრდილია და სხვა კლუბში არ უთამაშია.
შვეიცარიის ეროვნული ნაკრების მეკარეები – იან ზომერი, იონას ომლინი, გრეგორ კობელი და ივონ მვოგო ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის მიმდინარეობისას სპეციალური სათვალეებით ვარჯიშობენ.
სათვალეებს იაპონური კომპანია VisionUp ამზადებს და ისინი ელემენტების საშუალებით მუშაობს. სპეციალური სათვალე ბურთის მოძრაობის სისწრაფერს არეგულირებს, რაც ტვინს ეხმარება იმაში, რომ სხეულის სისწრაფე უფრო მეტად აკონტროლოს.
როგორც ცნობილია, სათვალეებს კადრის შენელების უნარი აქვთ და ისინი ვიზუალური ხედვის უნარებს აუმჯობესებს.
შეგახსენებთ, რომ დღეს შვეიცარიის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში ესპანეთს დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.
გუშინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ ჯეიდონ სანჩო “მანჩესტერ იუნაიტედში” ითამაშებს. მანჩესტერულმა კლუბმა 21 წლის ფეხბურთელში 73 მილიონი ფუნტ სტერლინგი (101 მილიონი დოლარი) გადაიხადა.
გავრცელებული ინფორმაციით, სანჩო “იუნაიტედის” ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი იქნება, მასზე მაღალი ხელფასს მხოლოდ დავიდ დე ხეა მიიღებს.
“მანჩესტერ იუნაიტედის” ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელები:
4-5) ედინსონ კავანი – 250 000 ფუნტი კვირაში
4-5) ანტონი მარსიალი – 250 000 ფუნტი კვირაში
3) პოლ პოგბა – 290 000 ფუნტი კვირაში
2) ჯეიდონ სანჩო – 350 000 ფუნტი კვირაში
1) დავიდ დე ხეა – 375 000 ფუნტი კვირაში
იტალიელი ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო წერს, რომ საფეხბურთო კლუბ “სალერნიტანას” სერია A-ს ლიცენზირებაზე უარი უკვე მეორედ ეთქვა.
“სალერნიტანას” მფლობელი კლაუდიო ლოტიტო გახლავთ, რომელიც რომის “ლაციოსაც” ფლობს. რეგულაციის მიხედვით, იტალიის ერთ ჩემპიონატში ორი კლუბის ფლობა დაუშვებელია. ლოტიტოსთვის გამონაკლისი დაუშვეს, სანამ “სალერნიტანა” სერია A-ს საგზურს მოიპოვებდა.
ლოტიტომ ახალი მფლობელი ვერ მონახა, რის შემდეგაც კლუბი საკუთარ შვილსა და სიძეს გადაუფორმა და ორი წლის ვადით მართვის სადავეების დათმობაც სცადა, თუმცა იტალიის ფეხბურთის ფედერაციაში ეს ძალისხმევა არ დააფასეს და კლუბს კიდევ ერთხელ ეთქვა უარი სერია A-ში რეგისტრაციაზე.
“სალერნიტანას” პრობლემის მოსაგვარებლად ვადა 3 ივლისამდე აქვს.
სალერნოს “სალერნიტანამ” სერია A-ში უკანასკნელად 1999 წელს ითამაშა. მაშინ გუნდმა სატურნირო ცხრილში მე-15 ადგილი დაიკავა, რაც არის კიდეც მისი საუკეთესო შედეგი.