27 ივნისს, ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში ბელგიის ნაკრებმა პორტუგალია 1:0 დაამარცხა.
პირველი ტაიმის 37-ე წუთზე, პორტუგალიელთა ნახევარმცველმა, ჟოაო პალინიამ რომელუ ლუკაკუს შეჩერება მაისურის დაჭერით სცადა. მიუხედავად ამისა, ბელგიელი არ წაქცეულა და დრიბლინგი გააგრძელა. საბოლოოდ, ლუკაკუმ ბურთი დაკარგა, თუმცა არბიტრმა თამაშის წესების დარღვევა არ დააფიქსირა.
@RomeluLukaku9 Is really unstoppable, @joaopalhinha6 isn't he? This is how pure power looks like desguised as a footballer#EURO2020 #Belgium #BELPOR #Portugal #Lukaku #palhinha pic.twitter.com/PQvt2eSvkZ
— Real Madrid Analyzard (@analyzard) June 27, 2021
ამ ეპიზოდს გამოეხმაურა ვეტერანი ფეხბურთელი და ამჟამად BBC-ის საფეხბურთო მიმომხილველი გარი ლინეკერი, რომელიც აცხადებს, რომ მსაჯებმა რაღაც ახალი უნდა მოიფიქრონ.
“ლუკაკუ უკნიდან მაისურზე მოქაჩეს და არ წაიქცა, არც ჯარიმა დაინიშნა – სწორედ ეს არის მიზეზი, რის გამოც ფეხბურთელები სიმულიანტობენ. მსაჯებმა თამაშის წესების დარღვევის დაფიქსირებისას რაღაც უნდა შეცვალონ”, – წერს ლინეკერი Twitter-ში.
Lukaku being pulled back and refusing to fall down and then not getting a freekick is exactly why players dive. Referees need to reward honesty if it’s to change.
— Gary Lineker 💙 (@GaryLineker) June 27, 2021