მანჩინი: “გამარჯვება დავიმსახურეთ”

იტალიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რობერტო მანჩინიმ ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში ავსტრიასთან გამარჯვების (2:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა.

“გამარჯვება დავიმსახურეთ. პირველ ტაიმშივე შეგვეძლო ორი გოლის გატანა და გვქონდა იმის საშუალებაც, რომ საქმე დამატებით ტაიმებში არ გადაგვეყვანა. შეცვლაზე შემოსული ფეხბურთელები თამაშში სწორი მენტალობით ჩაერთვნენ და თამაშში მნიშვნელოვანი სიახლე შემოიტანეს. ვიცოდი, რომ გამარჯვება რთული იქნებოდა, მაგრამ ჩვენ ეს დავიმსახურეთ. კარგი ტესტი იყო, ხასიათი გამოვავლინეთ”, – განაცხადა მანჩინიმ RAI Sport-თან ინტერვიუში.

“არსენალი” მარეზისა და სტერლინგის ტრანსფერებს უმიზნებს

ლონდონის “არსენალის” ხელმძღვანელებს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე გუნდის მნიშნელოვნად გაძლიერება აქვთ გადაწყვეტილი. Eurosport-ის ცნობით, “მეთოფეები” “მანჩესტერ სიტის” შემტევებს უმიზნებენ.

რამდენადაც ჩვენთვის ცნობილი ხდება, მიკელ არტეტას ძალიან სურს თავის გუნდში რიად მარეზისა და რაჰიმ სტერლინგის ხილვა. ლონდონელებმა მანჩესტერელებს უკვე მიმართეს წინადადებით.

როგორც იცით, “ქალაქელები” “ასტონ ვილას” ვარსკვლავ ჯეკ გრილიშის ტრანსფერში აპირებენ 100 მილიონი ფუნტის დახარჯვას და ფინანსური ფეარ-პლეის დასაცავად ფეხბურთელების გაყიდვა მოუწევთ.

გარეტ ბეილის უცნაური საქციელი ინტერვიუს დროს (ვიდეო)

26 ივნისს, ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალურ ეტაპზე დანიის ნაკრებმა უელსი 4:0 დაამარცხა.

მატჩის დასრულების შემდეგ გარეტ ბეილს ინტერვიუ ჩამოართვეს. უელსელთა კაპიტანმა ერთ შეკითხვას უპასუხა. ამის შემდეგ ჟურნალისტმა მას ჰკითხა, იყო თუ არა ეს ბოლო მატჩი მის სანაკრებო კარიერაში. ბეილმა ჟურნალისტს არ უპასუხა და ინტერვიუ აღარ გააგრძელა.

უელსი – დანიის მატჩში უნიკალური ფაქტი დაფიქსირდა

26 ივნისს, ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის მერვედფინალურ ეტაპზე ერთმანეთს დანიისა და უელსის ეროვნული ნაკრებები დაუპირისპირდნენ.

ამ მატჩში უნიკალური ფაქტი დაფიქსირდა. ევროპის ჩემპიონატის ისტორიაში პირველად მოხდა ისე, რომ ერთ მატჩში ერთმანეთის წინააღმდეგ ერთი კლუბის მეკარეებმა ითამაშეს. უელსელთა კარს დენი უარდი იცავდა, ხოლო დანიელთა კარის დარაჯი კასპერ შმეიხელი იყო. ორივე მათგანი “ლესტერის” ღირსებას იცავს.

შეგახსენებთ, რომ დანიამ უელსი 4:0 დაამარცხა და მეოთხედფინალში გავიდა.

ჯაბა კანკავამ “სლოვანში” სადებიუტო გოლი გაიტანა (ვიდეო)

“ადმირა” 0:4 “სლოვანი”

ჯაბა კანკავას გოლი “ადმირას” კარში

იხილეთ ვიდეო

ერლინგ ჰოლანი მასზე გამოქვეყნებულ ინფორმაციას უარყოფს

დღეს ბერძნულ გამოცემა “სპორტთაიმში” გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, დორტმუნდის “ბორუსიას” თავდამსხმელმა ერლინგ ჰოლანმა კუნძულ მიკონოსზე რესტორანში ვახშმობისას 500 ათასი ევრო დახარჯა, კიდევ 30 ათასი კი პერსონალს დაუტოვა. აღნიშნულ ინფორმაციას თავად ნორვეგიელი ფეხბურთელი სოციალური ქსელის მეშვეობით გამოეხმაურა და ეს ამბავი უარყო.

“ვფიქრობ, მათ მთავარი კერძების შესახებ დაავიწყდათ. ფეიქ ნიუსია”, – დაწერა საკუთარ მიკრობლოგზე ჰოლანმა და წარწერას ჯამბაზის სმაილიც დაამატა.

20 წლის ერლინგ ჰოლანმა “ბორუსიას” შემადგენლობაში გასულ სეზონში ყველა ტურნირზე ერთად 41 მატჩი ჩაატარა და ამდენივე გოლი გაიტანა.

სნეიდერმა ევრო-2020-ის ფავორიტი ნაკრები დაასახელა

ნიდერლანდების ნაკრებისა და მილანის “ინტერის” ყოფილმა ნახევარმცველმა უესლი სნეიდერმა ევროპის ჩემპიონატის მთავარი ფავორიტი დაასახელა.

“ტურნირის ფავორიტად იტალიის ნაკრებს მივიჩნევ. იტალიელები დამაჯერებლად თამაშობენ და მათ დიდ პროგრესს მიაღწიეს”, – სნეიდერის სიტყვებს ნიდერლანდური გამოცემა NOS აქვეყნებს.

შეგახსენებთ, რომ იტალიის ნაკრები ევრო-2020-ის მერვედფინალურ ეტაპზე ავსტრიის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება.

“ევერტონს” ბენიტესი უთავკაცებს

“სქაი სპორტსის” ცნობით, ლივერპულის “ევერტონსა” და რაფაელ ბენიტესს შორის მოლაპარაკება დასკვნით ფაზაშია. შესაძლოა, მხარეებს შორის შრომითი ხელშეკრულება მომავალ კვირაში გაფორმდეს.

ესპანელი სპეციალისტი ბოლოს ჩინურ “დალიან ინფანს” ედგა სათავეში. როგორც მოგეხსენებათ, ბენიტესს ინგლისის პრემიერლიგაში მუშაობის გამოცდილება აქვს: ის 2004-დან 2010 წლამდე მეორე მერსისაიდულ გუნდს “ლივერპულს” თავკაცობდა, ერთი სეზონი კი ლონდონის “ჩელსისაც” წვრთნიდა.

შეგახსენებთ, რომ “ევერტონს” მანამდე კარლო ანჩელოტი თავკაცობდა, რომელმაც მადრიდის “რეალს” მიაშურა. იტალიელი სპეციალისტის ხელმძღვანელობით გუნდმა პრემიერლიგაში მეათე პოზიცია დაიკავა.

“აგუერო მესის ყოველდღე ეუბნება, რომ გუნდში დარჩეს”

“ბარსელონას” პრეზიდენტმა ხოან ლაპორტამ მესის შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ კლუბი მის თანხმობას ელის.

კატალონიური კლუბის ხელმძღვანელები კვლავაც ელოდებიან არგენტინელასაგან პასუხს – დარჩება თუ არა ის გუნდში. მესი ახლა კოპა ამერიკაზე იმყოფება, არგენტინის ნაკრებში კი მასთან ერთად “ბარსელონას” ახალწვეული სერხიო აგუეროცაა.

“ვისურვებდი, მესიმ ახალ კონტრაქტზე თანხმობა რაც შეიძლება მალე განაცხადოს. ის ყველა შემთხვევაში დაგვეხმარება. აგუერო გვეხმარება. სერხიო მესის ყოველდღე ეუბნება, რომ გუნდში დარჩეს”, – ციტირებს ლაპორტას სიტყვებს Goal.Com.

ერლინგ ჰოლანდმა ბერძნულ რესტორანში 6 საათში 500000 ევრო დახარჯა

დორტმუნდის “ბორუსიას” თავდამსხმელი, ერლინგ ჰოლანდი საბერზნეთის კუნძულ მიკონოსზე ისვენებდა და როგორც ჩანს, მას გართობისას დიდი თანხის დახარჯვაც არ ენანებოდა.

ბერძნული გამოცემა Sportime-ის ცნობით, 20 წლის ფეხბურთელმა ერთ-ერთ რესტორანსი 6 საათში 500 000 ევრო დახარჯა, პერსონალს კი საჩუქრად 30 000 ევრო დაუტოვა.

შეგახსენებთ, რომ ჰოლანდმა, გასულ სეზონში, “ბორუსიას” რიგებში ჩატარებულ 41 მატჩში 41 გოლი გაიტანა და 12 საგოლე გადაცემა გააკეთა.

ტრანსგენდერ ქალს ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე გამოსვლის უფლება არ მისცეს

სისი ტელფერი ტრანსგენდერი ქალია, რომელმაც 400-მეტრიან გარბენში 2019 წელს ამერიკის სტუნდენტური ჩემპიონატი მოიგო. როგორც ცნობილია, მას ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე მონაწილეობა სურდა, თუმცა ამერიკის შეერთებული შტატების ოლიმპიურ სინჯებზე გამოსვლის უფლება არ მისცეს და შესაბამისად, ის ვერც ტოკიოში იასპარეზებს.

წესების მიხედვით, ქალთა კატეგორიაში მონაწილე სპორტსმენის ტესტოსტერონის დონე ბოლო 12 თვის განმავლობაში ერთ ლიტრთან შესაბამისობაში ხუთ ნანომოლზე ნაკლები უნდა იყოს. როგორც გაირკვა, ტელფერის ტესტოსტერონი დონე დაშვებულზე მეტია.

სისი ტელფერი იამაიკაში დაიბადა და კანადაში გაიზარდა. ის თავდაპირველად მამაკაცებში გამოდიოდა, რამდენიმე წლის წინ კი ქალებში გადაინაცვლა.