მილანის “ინტერისა” და ბელგიის ნაკრების შემტევმა რომელუ ლუკაკუმ საკუთარ თავზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ის ახლა მსოფლიოს საუკეთესო თავდამსხმელების სიაშია.
“როცა ხალხი ლევანდოვსკისა და ბენზემაზე საუბრობს, მათ ყოველთვის მსოფლიო კლასის თავდამსხმელებს უწოდებენ. მე უბრალოდ კარგ თავდამსხმელად მომიხსენიებენ. ეს ჩემთვის დამატებითი მოტივაციაა, მინდა, რომ უფრო მეტი ვიშრომო და პროგრესი მქონდეს.
ვფიქრობ, ახლა საუკეთესოთა რიგებში ვარ. მომწონს პროვოკაციები და ვიცი, როგორ უნდა ვიმოქმედო მსგავს სიტუაციაში. კონკურენცია მჭირდება. თუ ვინმე მეტყვის, რომ ჩემზე უკეთესი თავდამსხმელი არსებობს, მაშინ კიდევ უფრო მეტს ვივარჯიშებს. საკუთარ თავს მაიკლ ჯორდანს არ ვადარებ, მაგრამ ჩვენს ხასიათებს შორის მსგავსებას ვამჩნევ. როცა “უკანასკნელი ცეკვა” ვნახე, გავიფიქრე: “მარტო არ ვყოფილვარ”, – ციტირებს ლუკაკუს სიტყვებს Sky Sport Italia.