როგორც ჩანს, ბათუმის “დინამო” ახალი სეზონისთვის სრულ განახლებას აპირებს და გუნდი უკვე საკმაოდ ბევრმა ფეხბურთელმა დატოვა, მათ შორის: მიშა ალავიძემ, ოლექსადრ აზაცკიმ, ნავალოვსკიმ (კარიერა დაასრულა), ბენჟამინ ტეიდმა, ჯიღაურმა, მილან რადინმა და გიორგი ფანცულაიამ.
“დინამომ უკვე დაადასტურა სერბი მცველის, სტეფან ჰაიდინის, ეგვიპტელი შემტევის, ალექსანდერ იაკობსენის, ბელარუსი მეკარის, ანტონ ჩიჩკანის,18 წლის ნახევარმცველის, მუხრან ბაგრატიონისა და თორნიკე კაპანაძის ტრანსფერები. სინჯებზეა 29 წლის მეკარე ოლექსანდრ ტკაჩენკო. ტკაჩენკო ბოლოს უკრაინულ “ვორსკლაში” ირიცხებოდა.
გარდა ამისა, ბათუმში კიდევ 1 წლით დარჩება მათე ვაწაძე. ვრცელდება ინფორმაცია, “სიონიდან” ივა გელაშვილის დამატებაზე.
“დინამოს” უცხოური კლუბებიდან შეთავაზებები გრიგოლ ჩაბრაძეზე, სანდრო ალთუნაშვილზე, ლადო მამუჩაშვილზე და ჯოვინო ფლამარიონზე აქვს.