საქართველოს პირველი ჩოგანი, რიო დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების მონაწილე ნიკოლოზ ბასილაშვილი ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე იასპარეზებს. საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა შესაბამისი ოფიციალური დოკუმენტი უკვე მიიღო.
დღევანდელი მონაცემებით, საქართველოს ოფიციალურად დადასტურებული 22 ლიცენზიანტი ჰყავს.
მიმდინარე რეიტინგის და სპორტული შედეგების მიხედვით, ქართველ ოლიმპიურ ლიცენზიანტთა რიგებს შემოუერთდებიან ძიუდოს, ტანვარჯიშის და კიდევ რამდენიმე სპორტის სახეობის წარმომადგენლები.
*საქართველოს ოლიმპიური კომიტეტი