ავსტრიელმა და უკრაინელმა ფანებმა ვლადიმერ პუტინს ერთად უმღერეს (ვიდეო)

21 ივნისს, ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში, ქალაქ ბუქარესტში ერთმანეთს უკრაინისა და ავსტრიის ნაკრებები დაუპირისპირდებიან.

მატჩამდე ერთი დღით ადრე, ქალაქის ქუჩებში მყოფმა უკრაინელმა და ავსტრიელმა ფანებმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ერთად უმღერეს.

რიად მაჰრეზი მეგობარ გოგონასთან ერთად საბერძნეთში ისვენებს (ფოტო)

“მანჩესტერ სიტის” ფეხბურთელი რიად მაჰრეზი მეგობარ გოგონა ტეილორ უარდთან ერთად საბერძნეთის კუნძულ მიკონოსზე ისვენებს.

გიორგი კოხრეიძე “გრენობლში” ითამაშებს

“საბურთალოს” 22 წლის კაპიტანი გიორგი კოხრეიძე კარიერას საფრანგეთის ლიგა 2-ის “გრენობლში” გააგრძელებს.

“გრენობლსა” და “საბურთალოს” შორის შეთანხმება მოხდა და კოხრეიძე ფრანგებთან 3-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს.

გიორგის “საბურთალოსთან” ერთად საქართველოში ყველა ტურნირი მოგებული აქვს და სეზონის წინ გუნდის კაპიტანიც გახდა.

ბოლო პერიოდში ფეხბურთელმა 2 მძიმე ტრავმა მიიღო, რის გამოც დიდი დრო გაუცდა, თუმცა რეაბილიტაციის პერიოდი თითქმის დაასრულა და  ვარჯიშს უახლოეს დღეებში დაიწყებს. ფრანგული კლუბი მის შესაძლებლობებს ენდობა და მიუხედავად ამისა, მისი დიდი იმედი აქვს.

“გრენობლი” ლიგა 2-ის წევრია და გასულ სეზონში ლიგა 1-ში გადასვლელ პლეი-ოფში “ტულუზთან” დამარცხდა.

2 წლის წინ “გრენობლში” ჯაბა ჯიღაურიც თამაშობდა.

სექსის შეზღუდვა, ეკო-მეგობრული საწოლები – სად იცხოვრებენ ქართველი სპორტსმენები ტოკიოში? (ფოტო)

ტოკიოს ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე ერთ თვეზე ცოტა მეტი დარჩა. 23 ივლისს დაიწყება ღონისძიება, რომელსაც სპორტის გულშემატკივრები უკვე ხუთი წელია ელოდებიან.

ოლიმპიურ და პარაოლიმპიურ სოფლებში სპორტსმენებს ეკო-მეგობრული საწოლები დახვდებათ, რომლებიც მუყაოს გადამუშავების შედეგადაა შექმნილი. ოთახებში სხვადასხვა ფერის სკამები იქნება, ხოლო დელეგაციის წევრებს საკვებ ობიექტებში დისტანციის დაცვა მოუწევთ.

გამოცემა “სანის” ცნობით, 2016 წლის რიოს ოლიმპიურ თამაშებზე სპორტსმენებს შორის ინტიმური ურთიერთობის პროცენტული მაჩვენებელი წინა ოლიმპიადებთან შედარებით 129 პროცენტით გაიზარდა. აქედან გამომდინარე, წელს, ტოკიოში, დიდი ალბათობით, სპორტსმენებს მისცემენ მითითებას, რომ სექსისაგან თავი შეიკავონ. მიუხედავად ამისა, ოლიმპიურ სოფელში 160 000 პრეზერვატივი მაინც იქნება.

სპორტსმენებს 23 ივლისიდან 8 აგვისტოს ჩათვლით ქუჩაში სეირნობა შეეძლებათ, მაგრამ მათ უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად უნდა დაიცვან.

რა თქმა უნდა, კვლავაც აქტიურად იქნება დოპინგ-კონტროლი.

ყატარი მსოფლიოს ჩემპიონატზე მხოლოდ აცრილ გულშემატკივრებს დაუშვებს

ყატარის პრემიერმინისტრმა ხალიდ ბინ ხალიფა ბინ აბდულ აზიზ ალ ტანიმ განაცხადა, რომ მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის მატჩებზე მხოლოდ აცრილი გულშემატკივრები დაიშვებიან.

“ყატარში გასამართი მსოფლიოს ჩემპიონატის დადგომისას სახელმწიფოთა უმეტესობას მოქალაქეები აცრილები ეყოლება. არსებობს შესაძლებლობა, რომ ყველა ხელისუფალი ვაქცინაციით უზრუნველყოფას მაინც ვერ მოახერხებს. აქედან გამომდინარე, ყატარი სტადიონებზე იმ გულშემატკივრებს არ დაუშვებს, რომელთაც ვირუსის საწინააღმდეგო სრული ვაქცინაცია გავლილი არ ექნებათ.

ახლა მოლაპარაკებას ვაწარმოებთ კომპანიასთან ერთი მილიონი დოზის მოწოდებაზე მათთვის, ვინც ყატარში მსოფლიოს ჩემპიონატზე ჩამოვა. ჩვენი მთავარი მიზანი მოქალაქეთა და რეზიდენტთა ჯანმრთელობის დაცვაა”, – ციტირებს ყატარის პრემიერმინისტრის სიტყვებს “ნიუსობსერვერი”.

ფიფასა და 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საორგანიზაციო კომიტეტს აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

ყატარის მუნდიალი 2022 წლის 21 ნოემბერს გაიხსნება.

გორან პანდევი ხვალ სანაკრებო კარიერას დაასრულებს

ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების კაპიტანმა გორან პანდევმა განაცხადა, რომ ხვალ საერთაშორისო დონეზე უკანასკნელ მატჩს ჩაატარებს. 37 წლის თავდამსხმელი სანაკრებო კარიერას ევრო-2020-ის ჯგუფურ ეტაპზე გასამართი ბოლო შეხვედრით დაასრულებს.

“ეს ჩემი კარიერის პიკია. მოხარული ვარ, რომ კარიერას ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების საუკეთესო თაობასთან ერთად თამაშით ვასრულებ. ხვალინდელი მატჩი ჩემს სანაკრებო კარიერაში უკანასკნელი იქნება”, – ციტირებს პანდევის სიტყვებს AP.

ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრები 21 ივნისს ნიდერლანდების ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება. ბალკანელებს ტურნირის პლეი-ოფში გასვლის შანსი დაკარგული აქვთ.

გორან პანდევი ჩრდილოეთ მაკედონიის ეროვნულ გუნდში 2001 წლიდან გამოდის. ჩრდილომაკედონიელთა ყველაზე დიდი მიღწევა ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის ფინალურ ტურნირზე გასვლაა.

შჩესნი ესპანეთთან მატჩის წინ სიგარეტს ეწეოდა (ფოტო)

პოლონეთის ეროვნული ნაკრების მეკარე, ვოიცეხ შჩესნი ესპანეთთან მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე, სასტუმროს დატოვებისას სიგარეტთან ერთად დააფიქსირეს.

31 წლის პოლონელი სიგარეტის მოწევისას ინგლისში არაერთხელ დაუფიქსირებიათ. ცნობილია, რომ “არსენალში” ყოფნისას ის არსენ ვენგერმა დააჯარიმა.

ტიერი ანრიმ ვარჯიზე ლუკაკუ და დე ბრუინი გაოგნებული დატოვა (ვიდეო)

სოციალურ ქსელ Twitter-ში ბელგიის ეროვნული ნაკრების ოფიციალურმა გვერდმა ვარჯიშზე გადაღებული ვიდეო გამოაქვეყნა.

ბელგიელი ფეხბურთელები საჯარიმო დარტყმების შესრულებაზე ვარჯიშობდნენ. ბოლოს, ბურთთან მათი მთავარი მწვრთნელის ასისტენტი ტიერი ანრი მივიდა, რომელმაც დარტყმა მარცხენა ფეხით ზუსტად შეასრულა.

როგორც იცით, ბუნებრივად, ტიერი ანრი მემარჯვენა. მისმა გოლმა ლუკაკუ და დე ბრუინი გააოცა. ვიდეოს დასასრულს ამ ორი ფეხბურთელის საუბარი ისმის.

დე ბრუინი: “ამაზე ნახევარი საათი ვვარჯიშობდი და ცოტა გოლი გავიტანეთ. ის მოვიდა, მარცხენა ფეხით დაარტყა და მოგვკლა! და, ჩვენ ხვალ თამაში გვაქვს!”

ლუკაკუ: “ამ კაცმა კარიერა 10 წლის წინ დაასრულა.”

შეგახსენებთ, რომ ბელგიის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში ხვალ, 21 ივნისს ფინეთს დაუპირისპირდება.

პოულსენი: “თუ რუსეთის დამარცხება არ შეგიძლია, მომდევნო ეტაპზე ყოფნას არ იმსახურებ”

დანიის ნაკრების თავდამსხმელმა იუსუფ პოულსენმა რუსეთთან მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.

როგორც იცით, B ჯგუფში სიტუაცია საკმაოდ დაძაბულია. პირველ ადგილს ბელგია 6 ქულით იკავებს, 3-3 ქულა აქვთ რუსეთსა და ფინეთს, ხოლო დანია, 0 ქულით, ბოლო პოზიციაზეა.

“დარწმუნებული ვარ, რომ თუ ისე ვითამაშებთ, როგორც ბელგიის წინააღმდეგ, ორშაბათს გამარჯვებას მოვიპოვებთ. თუ ისეთი გუნდის დამარცხება არ შეგიძლია, როგორიც რუსეთის ნაკრებია, მაშინ მომდევნო ეტაპზე გასვლასაც არ იმსახურებ. ჩვენ შეგვიძლია საკუთარი ოცნებები ავიხდინოთ. მინდორზე უნდა გავიდეთ და საქმე გავაკეთოთ. თუ დამაგვირგვინებელ ფაზაში უკეთესად ვიმოქმედებთ, რუსეთთან შეხვედრაში უფრო მეტ გოლს გავიტანთ, ვიდრე წინა ორ მატჩში ერთად”, – უთხრა პოულსენმა tv2.dk-ს.

შეგახსენებთ, რომ რუსეთი-ბელგიის დაპირისპირება 21 ივნისს, 23:00 საათზე დაიწყება.

ქეცბაია ქვილითაია-ოქრიზე ნაწყენი არ არის

“ანორთოსისის” მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია გიორგი ქვილითაიაზე და თორნიკე ოქრიაშვილზე კომენტარს აკეთებს. ქართველებმა გუნდი დატოვეს და “აპოელში” გადავიდნენ.

“მადლობას ვუხდი ამ ფეხბურთელებს. სამწუხაროა, მაგრამ მათი პირობების დაკმაყოფილება ვერ შევძელით და ლოგიკურია მათი წასვლა. ჩვენ იმის ნახევრის შეთავაზებაც არ შეგვეძლო, რასაც “აპოელი” დაჰპირდა, – განაცხადა ქეცბაიამ.

როგორც მინიმუმ, “ანორთოსისში” მომდევნო სეზონში 2 ქართველი ფეხბურთელი იქნება – მურთაზ დაუშვილი და გიორგი ლორია. დაუშვილსაც ჰქონდა “აპოელთან” კონტაქტი, მაგრამ მისი ტრანსფერი არ გამოვიდა.

თათია გაბუნიას იტალიიდან იწვევენ – პირველი საერთაშორისო ტრანსფერი

“ლანჩხუთისა” და საქართველოს ნაკრების მეკარეს, თათია გაბუნიას იტალიის საფეხბურთო კლუბი იწვევს.

გაბუნიას იტალიაში საკმაოდ კარგ პირობებს სთავაზობენ, თუმცა თათიას “ლანჩხუთთან” მოქმედი კონტრაქტი აკავშირებს, რაც ტრანსფერის განხორციელებას ართულებს.

ქართული ფეხბურთის ისტორიაში მსგავსი ტრანსფერი ჯერ არ ყოფილა და მთავარია, იტალიელებმა ლანჩხუთელებთან შეძლონ მოლაპარაკება.

გაბუნია ნაკრების პირველი მეკარეა ბოლო 2 წელიწადია და ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე “ლანჩხუთის” რიგებში ერთ-ერთი საუკეთესო იყო.

ქართველ ფეხბურთელებს იტალიაში რამდენიმე წლის წინაც უთამაშიათ, მაგრამ საერთაშორისო ტრანსფერი პირველი შემთხვევა იქნება.