ესპანეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ პოლონეთთან მატჩის (1:1) შემდეგ ფერან ტორესის მიერ მატჩის წინ ნათქვამზე კომენტარი გააკეთა.
ესპანელმა ნახევარმცველმა პოლონეთთან შეხვედრამდე ლევანდოვსკიზე ასეთი რამ თქვა: “არ ვნერვიულობ. ჩვენი ცენტრალური მცველელები ლევანდოვსკის შეჭამენ.”
ლუის ენრიკეს კომენტარის გაკეთება მისი გუნდის მოთამაშის ამ სიტყვებზე სთხოვეს.
“ფერან ტორესი ძალიან ახალგაზდაა და მას ჯერ კიდევ ბევრი აქვს სასწავლი, მაგალითად, არ უნდა ეთქვა, რომ ჩვენი მცველები ლევანდოვსკის შეჭამდნენ”, – თქვა ენრიკემ 21 წლის ფეხბურთელზე.
შეგახსენებთ, რომ გუშინდელ შეხვედრაში ესპანელთა კარში გოლი სწორედ ლევანდოვსკიმ გაიტანა.