დანიშვნიდან 22 დღის შემდეგ – გატუზომ “ფიორენტინა” დატოვა

“ფიორენტინას” ოფიციალური ვებ-გვერდი ადასტურებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც ჯენარო გატუზომ გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა. კლუბის ოფიციალურ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ეს გადაწყვეტილება ორმხრივი შეთანხმების შედეგად იქნა მიღებული.

იტალიურ პრესაში გავრცელებული ცნობების თანახმად ჯენარო გატუზოს კლუბის პრეზიდენტ როკო კომისოსა და სპორტულ დირექტორ ჯანკარლო ანტონონისთან ჰქონდა გაუგებრობა.

იტალიელი სპეციალისტი გუნდში იმ პირობით მოვიდა, რომ ხელმძღვანელობა “ფიორენტინას” გაძლიერებაზე იზრუნებდა. თუმცა კლუბმა ზოგიერთ ფეხბურთელთან შეთანხმებას ვერ მიაღწია.

კერძოდ, საქმე ნიკოლას გონსალესისა და სერჟიუ ოლივეირას საკითხს ექნება. აღსანიშნავია, რომ ამ ფეხბურთელები აგენტი, ისევე როგორც თავად გატუზოს წარმომადგენელი, ჟორჟე მენდეში გახლავთ.

გატუზოს “ფიორენტინა” 25 მაისს ჩააბარეს.

ჩისკოს “უოტფორდმა” “ტოტენჰემის” ყოფილი მცველი დაიმატა

“უოტფორდის” ოფიციალური ვებ-გვერდი ადასტურებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც დენი როუზმა კლუბთან ორწლიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.

30 წლის ინგლისელი ფეხბურთელი, რომელსაც “ტოტენჰემში” თამაშით აქვს სახელი განთქმული, “უოტფორდში” 2008/09 წლების სეზონის მეორე ნახევარშიც თამაშობდა იჯარის წესით.

გასული სეზონი დენი როუზმა “ტოტენჰემის” სარეზერვო შემადგენლობაში გაატარა.

ჯიქია ჩერჩესოვს: “ნახეთ, გუშინ რონალდუმ ამ ბოთლებს რა უქნა?” (ვიდეო)

ფინეთთან მატჩამდე ერთი დღით ადრე, რუსეთის ნაკრების პრესკონფერენციის დაწყებისას გუნდის მთავარმა მწვრთნელმა სტანისლავ ჩერჩესოვმა კოკა-კოლის ბოთლი გახსნა და სასმელი დალია.

ჩერჩესოვის გვერდზე ნაკრების ვიცე-კაპიტანი გიორგი ჯიქია იჯდა, რომელმაც მწვრთნელს რონალდუს საქციელზე უთხრა: “ნახეთ, რა გააკეთა კრიშტიანომ გუშინ? ის უბრალოდ იჯდა, კოკა-კოლის ბოთლები გადადო და წყალი აჩვენა, მხოლოდ წყალს ვსვამო.”

ჩერჩესოვმა ჯიქიას სიტყვების შემდეგ კოკა-კოლა ისევ მიირთვა.

იხილეთ ვიდეო

“ადრე თუ გვიან, დავბრუნდები!” – სერხიო რამოსი “რეალს” დაემშვიდობა (ვიდეო)

სერხიო რამოსი მადრიდის “რეალს” დაემშვიდობა. დღეს “სამეფო კლუბის” ბაზაზე, “ვალდედებასზე” პრესკონფერენცია გაიმართა.

სერხიო რამოსმა სიტყვით გამოსვლის დროს მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც ამ წლების განმავლობაში მასთან ერთად იყო. 35 წლის მცველმა ცრემლები ვერ შეიკავა.

“ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე რთული მომენტი დადგა. არასოდეს ვყოფილვარ მზად იმისათვის, რომ “რეალს” დავმშვიდობებოდი. აქ ჩემი ოჯახიდან როგორც ბავშვი, ისე მოვედი. მადლობა მათ, რომ ყოველთვის ჩემს გვერდით იყვნენ. ასევე, მადლობას ვუხდი კლუბს, პრეზიდენტს, მწვრთნელებს, კლუბში დასაქმებულ ადამიანებს. მადლობა ფანებს, რომლებიც მუდამ მქომაგობდნენ. მინდა, დავემშვიდობო “ბერნაბეუს”, თუმცა თქვენ მუდამ ჩემს გულში დარჩებით.

ის პერიოდი, რაც აქ გავატარე, აღარ განმეორდება. ახლა მინდა, რომ კვლავაც მაღალ დონეზე თამაში გავაგრძელო და ტიტულების მოგება გავაგრძელო. ძალიან დიდი მადლობა. ადრე თუ გვიან, მე აქ დავბრუნდები”, – განაცხადა რამოსმა.

ჯიქიას უცნაური საქციელი – რა გააკეთა რუსეთის ნაკრების მცველმა ფინეთთან მატჩში? (ვიდეო)

16 ივნისს, ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის მატჩში რუსეთმა სანკტ-პეტერბურგში ფინეთი 1:0 დაამარცხა.

მატჩის ერთ-ერთ ეპიზოდში კამერებმა უცნაური კადრი დააფიქსირეს. რუსების ვიცე-კაპიტანმა გიორგი ჯიქიამ, იმის მაგივრად, რომ გეითურეიდის სპორტული სასმელი დაელია, ის ხელზე დაისხა.

გავრცელებულ ვიდეოს გამოეხმაურა მოსკოვის “სპარტაკის” ოფიციალურ გვერდი, რომელმაც დაწერა, რომ ამერიკული კომპანიის აქციების ფასი 4 მილიარდი დოლარით დაეცა.

სლოვაკ ფეხბურთელს პოლონური ესმოდა და თანაგუნდელებს მეტოქის მითითებებს უთარგმნიდა

სლოვაკეთის ნაკრების ნახევარმცველი, ლუკაშ ჰარასლინი საკუთარ გუნდს პოლონეთთან მატჩში გამარჯვებაში არა მხოლოდ თამაშით, არამედ რამდენიმე ენის ცოდნითაც დაეხმარა.

როგორც იცით, სლოვაკეთმა პოლონეთი 2:1 დაამარცხა. 25 წლის ფეხბურთელმა სლოვაკურ გაზეთთან ინტერვიუში თქვა, რომ მას პოლონური ენა ესმოდა, შესაბამისად, თანაგუნდელებს ეუბნებოდა, რაზე საუბრობდნენ მეტოქე გუნდის ფეხბურთელები.

“ასეთი სიტუაცია იყო – კამილ გლიკი კრიხოვიაკს ეუბნებოდა, საით უნდა ჩაერბინა. ეს გავიგე და მაშინვე ჩემს თანაგუნდელ ტომაშ ჰუბოჩანს ვანიშნე. გლიკი მიხვდა, რომ მათი ენა მესმოდა და შემდეგ ფრანგულად საუბარი დაიწყეს. მე ფრანგულიც მესმოდა, რადგან იტალიურს ჰგავს. გლიკს ვუთხარი: “კამილ, მე თქვენი მაინც მესმის”, – უთხრა ჰარასლინმა SME-ს.

ჰარასლინმა ხუთი წელი პოლონეთში, გდანსკის “ლეხიაში” გაატარა, საიდანაც იტალიურ “სასუოლოში” გადავიდა.

აფელაი: “მესის მატჩების წინ პირღებინება ჰქონდა ხოლმე”

“ბარსელონას” ყოფილმა ფეხბურთელმა, იბრაჰიმ აფელაიმ კატალონიურ კლუბში გატარებული პერიოდი გაიხსენა. ნიდერლანდელი შემტევი ამბობს, რომ მესის თამაშების დაწყების წინ გული ერეოდა.

“მატჩების წინ, ყველა ძალიან სერიოზული იყო. როცა გასახდელში შეხვიდოდი, იფიქრებდი, რომ ვინმეს ოჯახის წევრი გარდაეცვალა ან რაღაც საშინელება მოხდა. ყველა ჩუმად იყო. მესისაც ჰქონდა პრობლემები ზეწოლის გამო. მოედანზე გასვლის წინ, ის ტუალეტში შედიოდა და პირღებინება ჰქონდა ხოლმე. ზოგჯერ მსგავს სიტუაციას მინდორზევე ნახავდით.

მისი მსგავსი ფეხბურთელი სამყაროში ვერავინ იქნება. მან ყველაფერს მიაღწია, მაგრამ მისთვისაც, ადამიანისთვის, რომელსაც არაფერი აქვს დასამტკიცებელი, დიდი პასუხისმგებლობა რთულია. მგონი, ეს რაღაცაზე მეტყველებს”, – უთხრა აფელაიმ Voetbal Primeur-ს.

შეგახსენებთ, რომ აფელაი “ბარსელონაში” 2015 წელს პსვ-დან გადავიდა, თუმცა კატალონიურ გუნდში თავის დამკვიდრება ვერ მოახერხა. 2015 წელს ის “სტოკ სიტის” შეუერთდა, 2019 წელს კი პსვ-ში დაბრუნდა. იანვარში მან, 35 წლის ასაკში კარიერა დაასრულა.

მანუელ ლოკატელიმ კოკა-კოლის ბოთლები გვერდზე გაწია და წინ წყალი დაიდგა (ვიდეო)

16 ივნისს, ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში იტალიის ნაკრებმა შვეიცარია 3:0 დაამარცხა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, პრესკონფერენციაზე მატჩის საუკეთესო მოთამაშე მანუელ ლოკატელი მივიდა. იტალიელმა ნახევარმცველმა ჟურნალისტებთან საუბრის დაწყების წინ კოკა-კოლის ბოთლები გვერდზე გაწია და წინ წყალი დაიდგა.

იხილეთ ვიდეო

სტადიონის თანამშრომლებმა კრიშტიანო რონალდუ ვერ იცნეს (ვიდეო)

15 ივნისს, ევროპის ჩემპიონატზე პორტუგალიის ნაკრებმა უნგრეთი ბუდაპეშტში, “პუშკაშ არენაზე” 3:0 დაამარცხა. ამ შეხვედრაში დუბლი გაიფორმა პორტუგალიელთა ლიდერმა კრიშტიანო რონალდუმ.

16 ივნისს მედიაში გავრცელდა კადრები, სადაც აღბეჭდილია, თუ როგორ ამოწმებენ კრიშტიანო რონალდუს უნგრეთთან მატჩის წინ სტადიონზე შესვლისას. “მარკას” ინფორმაციით, სტადიონის რამდენიმე თანამშრომელმა რონალდუ ვერ იცნო.

იხილეთ ვიდეო

ტიციანო კრუდელის ემოციები იტალიის ნაკრების გოლებზე შვეიცარიის კარში (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო

ოფიციალურად: სერხიო რამოსი მადრიდის “რეალს” ტოვებს

მადრიდის “რეალის” კაპიტანი სერხიო რამოსი გუნდიდან მიდის. ამ ინფორმაციას “სამეფო კლუბის” ოფიციალური ვებ-გვერდი ადასტურებს.

35 წლის მცველი ხვალ, 17 ივნისს, თბილისი დროით 14:30 საათზე პრესკონფერენციას გამართავს, სადაც ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხებს. მასთან ერთად იქნება “რეალის” პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი.

რამოსს “რეალთან” კონტრაქტი 30 ივნისს ეწურება. მხარეებმა ახალ ხელშეკრულებაზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. კლუბი გუნდის კაპიტანსა და ლიდერს ერთწლიან კონტრაქტსა და 10 პროცენტით შემცირებულ ხელფასს სთავაზობდა, თავად კაპიტანს კი მინიმუმ ორწლიანი ხელშეკრულების გაფორმება სურდა.

სერხიო რამოსი მადრიდის “რეალში” 2005 წელს “სევილიადან” გადავიდა.

ლიონელ მესიმ ნონა გაფრინდაშვილს საჩუქარი გამოუგზავნა (ფოტო)

კატალონიის “ბარსელონასა” და არგენტინის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, ლიონელ მესიმ ნონა გაფრინდაშვილს დაბადების დღე მიულოცა. არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა ლეგენდარულ ქართველ მოჭადრაკეს 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით საკუთარი მაისური გამოუგზავნა.

“ეს ჩემთვის ძალიან მოულოდნელი საჩუქარია. აქ ჩემი სახელიც მიწერილია და მილოცავს დაბადების დღეს ლეო მესი. ამას ჩემი პრიზების მუზეუმში თავისი ადგილი ექნება”, – განაცხადა გაფრინდაშვილმა.

იხილეთ ვიდეო