“თორნიკე კვარაცხელია? ის ხვიჩაზე უკეთესია!”

ხვიჩა კვარაცხელიას პირველი აგენტი, თემურ უგრეხელიძე ხვიჩა და თორნიკე კვარაცხელიებზე  საუბრობს.

“დამიჯერეთ, ასეთი ტალანტი 50 წელიწადში ერთხელ იბადება”

“მისი ძმა, თორნიკე კვარაცხელია ძალიან მაგარია. მხოლოდ 13 წლისაა, პოზიციით მცველია, თუმცა ვფიქრობ, ის ხვიჩაზე უფრო ნიჭიერია”

“უნდა დაიმატოს “ნაპოლიმ”? რატომაც არა. ასეთი ტალანტის გაშვება როგორ შეიძლება?” – განაცხადა უგრეხელიძემ “La Republicas”-თან.

თორნიკე კვარაცხელია “ვიკინგებში” თამაშობს.

 

დანა უაითმა ცოლს ხელი გაარტყა (ვიდეო)

UFC-ის ბოსმა დანა უაითმა კლუბში ყოფნის დროს ცოლის მიერ სახეში გარტყმას იგივეთი, თუმცა უფრო ძლიერად უპასუხა.

ვიდეო სოციალურ ქსელში აქტიურად ვრცელდება და დანამ ბოდიშიც მოიხადა.

“ინტერის” გალია კვარაცხელიაზე – 3 ფეხბურთელი პირადად ქართველს აიყვანს

ხვალ იტალიის სერია A განახლდება და “ინტერი” “ნაპოლის” მიიღებს.

იტალიური პრესის ინფორმაციით, “ინტერის” მთავარი მწვრთნელი სიმონე ინძაგი ხვიჩა კვარაცხელიას წინააღმდეგ სპეციალური წინაღობების აგებას აპირებს და მის გალიაში მოქცევას გეგმავს.

შკრინიარი, დუმფრისი და ბარელა დიდწილად სწორედ ქართველის შეჩერებაზე იქნებიან გადართულნი.

გარდა ამისა, ინძაგი განსაკუთრებულ ყურადღებას ვიქტორ ოსიმენსაც უთმობს. სწორედ კვარა და ოსიმენი ითვლებიან “ნაპოლიდან” ყველაზე საშიშ მოთამაშეებად.

იტალიის პოლიცია: “ერიდეთ “კვარა ბომბს”

ნეაპოლის პოლიცია მოსახლეობას აფრთხილებს, რომ ერიდონ პიროტექნიკას და განსაკუთრებით ე.წ. “კვარა ბომბს”.

“კვარა ბომბი” ასაფეთქებელი საშუალებაა, რომელიც 500 გრამს იწონის და “მარადონა ბომბზე” უფრო საშიშია. სწორედ მარადონას დროიდან მოყოლებული ნეაპოლელები პიროტექნიკას ფეხბურთელების სახელებს არქმევენ. მანამდე იყო “იგუაინი ბომბი” და “კავანი ბომბი”.

კარაბინერები ამ ინფორმაციას მთელი რეგიონის მასშტაბით ავრცელებენ.

“ეს ნონსენსია” – იტალიელები ხვიჩას პრეზერვატივზე დახატვას ეხმაურებიან

ერთ-ერთმა ქართულმა კომპანიამ ხვიჩა კვარაცხელიას ფოტო პრეზერვატივზე დაახატა. ეს ფოტო იტალიურ მედიაში გავრცელდა და იტალიელების ორმაგი რეაქცია გამოიწვია.

“ეს ნონსენსია.”ნაპოლიმ” უნდა უჩივლოს!”

“ამაზე მთელი ღამე ვფიქრობდი, თუ რატომ დაახატეს პრეზერვატივს კვარას სახე. ბოლოს მივხვდი, რომ ის არის ის ფეხბურთელი, რომელიც მიზანში ყოველთვის არტყამს”

“ძალიან დიდი სირცხვილია, რა *ირობაა. რაა ეს?”

“ეს ნორმალურია, იმის შემდეგ, რაც მან სერია A-ს გუნდებს დამართა”

“მას იმდენი მტერი ჰყავს, როგორც ჩანს, ძალიან არ უხარიათ მისი წარმატება”

“თაღლითობას ჰგავს”

“ნაპოლის” ეკუთვნის ფეხბურთელის სარეკლამო უფლებები და ამიტომ, მოემზადოს ის, ვინც ეს გააკეთა”

თავის მხრივ, ქართველები პოსტის ქვეშ აღნიშნავენ, რომ ეს კვარას მიმართ დაგეგმილი პროვოკაციაა.

გავრცელებული ინფორმაციით, ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ხვიჩამ პატრიარქს აღსაყრებიდან 45 წლის იუბილე მიულოცა და ამის შესახებ ვიდეო ჩაწერა.

არგენტინელებს სურთ, მესი ქვეყნის პრეზიდენტი გახდეს

არგენტინა რამდენიმე დღის განმავლობაში მსოფლიო ჩემპიონატის მოგებას აღნიშნავდა. გამარჯვების მთავარი შემოქმედი, რა თქმა უნდა, ლეო მესი იყო.

ერთ-ერთმა არგენტინულმა კვლევითმა კომპანიამ 2500 ადამიანი გამოკითხა, რომლის 43%-მა პირდაპირ თქვა, რომ მესის არგენტინის პრეზიდენტად ხილვას მხარს დაუჭერდნენ. 37% ფიქრობს, რომ ეს პოსტი ლეოსთვის არ არის. 20%-მა კითხვას პასუხი არ გასცა.

გარდა ამისა, არგენტინელებმა ყოველ ჯერზე, ცნობილ პოლიტიკოსთან შედარებისას, ლეგენდას მისცეს უპირატესობა.

2 წლის წინ მოჰამედ სალაჰმა ეგვიპტის არჩევნებში 1 მილიონზე მეტი ხმა მიიღო.

კილიან მბაპე ემილიანო მარტინესს პასუხობს

საფრანგეთის ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში მარცხის შემდეგ მბაპემ არგენტინის ნაკრების მეკარის, ემილიანო მარტინესის საქციელებზე პირველი კომენტარი გააკეთა..

“მე მას თამაშის შემდეგ ვესაუბრე, მივულოცე. ეს მისთვის ცხოვრების მიზანი იყო. ჩემთვისაც, თუმცა წავაგე, მაგრამ ეს სპორტის ნაწილია. მისი აღნიშვნები ჩემთვის პრობლემა არაა, მე ამაზე დროს არ ვკარგავ””

თავში ხელები წაიშინა – გვარდიოლამ წყლის ბოთლს ფეხი ამოარტყა და მოწინააღმდეგეს გაარტყა (ვიდეო)

“მანჩესტერ სიტიმ” “ლიდსი” 3-1 დაამარცხა. ერთ-ერთ მომენტში გაბრაზებულმა პეპ გვარდიოლამ ფეხი წყლის ბურთს დაარტყა, რომელიც “ლიდსის” სათადარიგო სკამზე მყოფს მოხვდა. პეპი მაშინვე გავარდა და მოუბოდიშა.

თბილი შეხვედრა კვარასთან – ქართველების მოყვარული იური სიომინი (ვიდეო)

მოსკოვის “ლოკომოტივის” ყოფილი მთავარი მწვრთნელი იური სიომინი ხვიჩა კვარაცხელიას ნეაპოლში ესტუმრა და მასთან თბილი შეხვედრა ჰქონდა.

“ძალიან გაზრდილხარ. აქ შენს სანახავად ჩამოვედი. მისმინე, ძალიან გაიზარდე. რამდენი ხარ სიმაღლეში? 1.84? ფაქტია, “ლოკომოტივის” შემდეგ გაზრდილხარ”

“კარგად ვართ, გვახარებს შენი წარმატება. ძალიან ბევრი შენ გამო იქ ნერვიულობს. კარგი მოგონებები დატოვე რუსეთის ჩემპიონატში. ყოჩაღ ხვიჩა, მიხარია, რომ ყველაფერი კარგად მიდის და არ მოუკლო. იცი, ჯარიმებზე აღარ რეაგირებ, დგები და თამაშს აგრძელებ”

“მაგარი ძლიერი გუნდი ხართ, ძლიერი შემადგენლობით”

კვარა: “როცა აქ ჩამოვედი, არ მეგონა თუ ასე მარტივად იქნებოდა, ასე მარტივად შევძლებდი ადაპტაციას. მათ მე ძალიან, ძალიან კარგად მიმიღეს”

“ერთი მაისური ჩემი პატარა შვილიშვილისთვის არის, პირადად შენი მაისური მთხოვა”

ემილიანო მარტინესს “ასტონ ვილა” გუნდიდან აგდებს?

მსოფლიო ჩემპიონი, ემილიანო “დიბუ” მარტინესი, შესაძლოა, “ასტონ ვილადან” გაუშვან.

ინგლისური პრესის ინფორმაციით, უნაი ემერის მარტინესის საქციელები განსაკუთრებით არ მოეწონა და მასთან მუშაობა არ სურს. ემერი ფიქრობს, რომ არგენტინელს გუნდზე ნეგატიური გავლენა ექნება და “სევილიადან” ბონოს დამატებით დაინტერესდა.

მარტინესი ინგლისში სულ მალე დაბრუნდება და მწვრთნელთან საუბარი ექნება. საერთოდ, არამგონია, შეთავაზებების ნაკლებობას უჩიოდეს.

იტალიური მედია: “ნაპოლიმ” “ახალი კვარაცხელია” იპოვა!

იტალიური მედია უკვე აქტიურად წერს 19 წლის ქართველ შემტევზე, გიორგი კვერნაძეზე.

კვერნაძის იტალიაში წაყვანით ხვიჩა კვარაცხელიას იტალიელი წარმომადგენელი, კრისტიან ძაკარდო არის დაინტერესებული, რომელიც მისი თამაშით განსაკუთრებით მოიხიბლა.

“ნაპოლიმ” “ახალი კვარაცხელია” იპოვა” – ასე აღნიშნავს AreaNapoli. აღსანიშნავია, რომ კვერნაძე სწორედ კვარას პოზიციაზე თამაშობს და ძალიან სწრაფი, ტექნიკური ფეხბურთელია.

გიორგი ბოლოს “თელავში” “საბურთალოდან” იჯარის წესით თამაშობდა და კლუბის ეროვნულ ლიგაში დატოვებაში დიდი წვლილი შეიტანა.

Salt Bae-ს უხერხული შეხვედრა მბაპესთანაც (ვიდეო)

მას შემდეგ, რაც სოციალურ ქსელში აქტიურად გავრცელდა თურქი მზარეულის, ნუსრეთ გიოქჩეს იგივე Salt Bae-ს ვიდეოები არგენტინის ნაკრების მოგების შემდეგ, გულშემატკივრებმა კიდევ ერთი ძველი ვიდეო იპოვეს.

ამჯერად, საქმეში კილიან მბაპეც ერთვება, რომელიც Salt Bae-ს რესტორანშია და ამბობს, რომ კარგი და სასიამოვნო საღამო იყო”.

ფანების დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ მბაპე უხერხულად, არაკომფორტულად გრძნობს თავს და ზოგადად, ნუსრეთი ზედმეტად ამპარტავანი და არასასიამოვნო პიროვნებაა.