ქართველი სპორტსმენები, რომლებმაც ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ლიცენზიები უკვე მოიპოვეს

23 ივლისს ტოკიოს ოლიმპიური თამაშები დაიწყება. საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ცნობით, 15 ივნისის მონაცემებით, ტოკიოსთვის ლიცენზია, ოფიციალურად, 19 ქართველ სპორტსმენს აქვს მოპოვებული.


სია ასე გამოიყურება:

1. ნინო სალუქვაძე (ტყვიის სროლა)
2. ავთანდილ კენჭაძე (თავისუფალი ჭიდაობა, 74 კგ)
3. ელიზბარ ოდიკაძე (თავისუფალი ჭიდაობა, 97 კგ)
4. გენო პეტრიაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა, 125 კგ)
5. რამაზ ზოიძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, 67 კგ)
6. ლაშა გობაძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, 87 კგ)
7. გიორგი მელია (ბერძნულ რომაული-ჭიდაობა, 97კგ)
8. იაკობ ქაჯაია (ბერძნულ -რომაული ჭიდაობა, 130კგ)
9. გიორგი მუჯარიძე (მძლეოსნობა, ბირთვის კვრა)
10. ლაშა ღუღელაური (მძლეოსნობა, სამხტომი)
11. სახილ ალახვერდოვი (კრივი, 52 კგ)
12. სანდრო ბაზაძე (ფარიკაობა, ხმალი)
13. ესკერხან მადიევი (კრივი, 69 კგ)
14. გიორგი ხარაბაძე (კრივი, 75 კგ)
15. ლაშა ტალახაძე (ძალოსნობა, +109 კგ)
16. ანტონ პლესნოი (ძალოსნობა, 96 კგ)
17. შოთა მიშველიძე (ძალოსნობა, 61 კგ)
18. გოგა ჩხეიძე (ძალოსნობა, 67 კგ)
19. გოგიტა არქანია (კარატე, კუმიტე +75 კგ)


უახლოეს ხანებში, ოლიმპიურ ლიცენზიანტთა რიგებს კიდევ რამდენიმე სახეობის წარმომადგენლები შეუერთდებიან. საერთო ჯამში, საქართველო ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე, დაახლოებით, 30-მდე სპორტსმენით წარსდგება.

ლაპორტა: “მესისგან უარს არ მივიღებ”

“ბარსელონას” პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ, პრესასთან საუბრისას კიდევ ერთხელ გააკეთა კომენტარი ლეო მესის გარშემო შექმნილ ვითარებაზე. როგორც იცით, არგენტინელ სუპერვარსკვლავს “ბლაუგრანასთან” კონტრაქტი ჯერაც არ გაუხანგრძლივებია.

“ყველაფერი კარგად მიდის, მე მშვიდად ვარ. ვფიქრობ, რომ მესი “კამპ ნოუზე” ასპარეზობას გააგრძელებს. მისგან უარს არ მივიღებ. ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის დასრულდება მოლაპარაკებები.

მესის გუნდში შენარჩუნება მარტივი არ არის. თუმცა, თუ კონკრეტული გარემოებები ისეთ სახეს მიიღებს, როგორიც მესის სურს, ის დარჩება. ფინანსური თვალსაზრისით ლეო ჩვენ ხელშეწყობას ცდილობს, თუმცა ფინანსური ფეარ-პლეი გვიშლის ხელს.

ლეოს საკითხთან დაკავშირებით პოზიტიურად ვარ განწყობილი, თუმცა არ ვიცი, თუ როგორ დასრულდება ყველაფერი,” – აცხადებს ლაპორტა.

“ხეპრე ფეხბურთელის ჟესტი” – თემურ ჭყონია რონალდუს საქციელს გამოეხმაურა

“კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას” დამფუძნებელი, თემურ ჭყონია კრიშტიანო რონალდუს საქციელს გამოეხმაურა და პორტუგალიელ ფეხბურთელს “ხეპრე” უწოდა.

როგორც იცით, კრიშტიანომ უნგრეთთან მატჩისწინა პრესკონფერენციაზე კოკა-კოლაზე უარი თქვა, ბოთლები გვერდზე გადადო და საზოგადოებას წყლის დალევისაკენ მოუწოდა.

“ვითომ რაღაც გააკეთა. მე ვფიქრობ, რომ ხეპრე ფეხბურთელის ჟესტი იყო. ჯერ ერთი, უწესობაა მაშინ, როცა მთელი ჩემპიონატის სპონსორია “კოკა-კოლა”. მეორეც, არაერთი ცნობილი ადამიანი, მათ შორის ელვის პრესლი უკეთებდა რეკლამას “კოკა-კოლას” და ვინ არის რონალდუ ელვის პრესლისთან? ნული. მისი დიდი გულშემატკივარი არასდროს ვყოფილვარ და ახლა დამთავრებულია მისი საქმე ჩემს თვალში. ვითომ მაგარია. მაგასაც ვნახავთ, ჩემპიონატი რომ დამთავრდება, როგორი მაგარია”, – განაცხადა ჭყონიამ “ბიზნეს ფორმულასთან” საუბარში.

შეგახსენებთ, რომ რონალდუს საქციელის შემდეგ კოკა-კოლას აქციების ფასი 1.6 პროცენტით, ხოლო სამშაბათს მისი ღირებულება დაახლოებით 4 მილიარდი დოლარით შემცირდა.

ბერნარდუ სილვას ორ ესპანურ გრანდს შორის უწევს არჩევანის გაკეთება

“მანჩესტერ სიტისა” და პორტუგალიის საფეხბურთო ნაკრების ნახევარმცველი, ბერნარდუ სილვა, ახალი გამოწვევების წინაშე დგას. Mundo Deportivo-ს ცნობით, მას ესპანური კლუბები ეპატიჟებიან.

რამდენადაც ჩვენთვის ცნობილი ხდება, ბერნარდუ სილვას უკვე დაუკავშირდნენ მადრიდის “ატლეტიკოდან”, თუმცა თავად ფეხბურთელს “ბარსელონას” ვარიანტი უფრო ხიბლავს.

ბერნარდუს ძალიან მოსწონს ბარსელონა, როგორც ქალაქი და თვლის, რომ იქ უფრო მეტად შეძლებს საკუთარი შესაძლებლობების დამტკიცებას.

მიმდინარე სეზონში 26 წლის სილამ პრემიერ ლიგის 26 მატჩში მიიღო მონაწილეობა, გაიტანა ორი გოლი და გააკეთა ექვსი საგოლე გადაცემა. მან უკვე განუცხადა გვარდიოლას, რომ “სიტის” დატოვებას გეგმავს.

ქართველმა კომენტატორებმა რუსეთის ჰიმნის დროს შემადგენლობები გამოაცხადეს (ვიდეო)

ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში რუსეთის ნაკრები სანკტ-პეტერბურგში ფინეთის წინააღმდეგ თამაშობს.

თამაშის დაწყების წინ, საზოგადოებრივი მაუწყებლის კომენტატორებმა, ყველასათვის ცნობილი მიზეზების გამო, რუსეთის ჰიმნის დროს გუნდების შემადგენლობები გამოაცხადეს.

იხილეთ ვიდეო

მარკო არნაუტოვიჩი დისკვალიფიცირებულია

უეფას მიერ გამოყოფილმა სპეციალურმა დისციპლინარულმა კომიტეტმა მარკო არნაუტოვიჩის საქმე განიხილა და ავსტრიელი ფეხბურთელის ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასჯა გადაწყვიტა.

არნაუტოვიჩი წარმოშობით სერბი გახლავთ. მატჩის შემდეგ მას აბრალებდნენ, რომ ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებში მოთამაშე წარმოშობით ალბანელ ფეხბურთელებს ეგზონ ბეიტულაისა და ეჯან ალიოსკის შეურაცხყოფა მიაყენა. მან ასევე ტაბუდადებული ჟესტი გამოიყენა.

როგორც ჩვენთვის ცნობილი ხდება, არნაუტოვიჩმა ალბანური ფესვების მქონე ფეხბურთელებს ასეთი სიტყვებით მიმართა: “თქვენი ალბანელი დედები *******”.

ასე რომ, ავსტრიას ნიდერლანდებთან მატჩში მარკო არნაუტოვიჩი დააკლდება.

ზურაბ კახაბრიშვილმა ლაშა ბექაურის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე კომენტარი გააკეთა

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრმა, ლაშა ბექაურმა მსოფლიო ჩემპიონატზე გუნდურ შეჯიბრში მონაწილეობისას ტრავმა მიიღო.

საქართველოს ოლიმპიური ნაკრების მთავარი ექიმის, ზურაბ კახაბრიშვილის თქმით, ბექაურს გუშინ ორი კვლევა ჩაუტარდა და ექიმები ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ ახალგაზრდა სპორტსმენი მალე გამოჯანმრთელდეს.

“ლაშა ბექაურს გუშინ ორი კვლევა ჩაუტარდა – მაგნიტორეზონანსული და კომპიუტერული ტომოგრაფია. რადიოლოგებმა და ექიმთა კონსიულიუმმა გადაწყვიტა, რომ სრულყოფილი სურათისათვის საჭირო იყო ყველანაირი კვლევა. ჩართულია რამდენიმე ექიმი. დაზიანება არის კუნთზე, სახსარსა და მყესზე. ყველაფერი კეთდება, რომ ანთებითი პროცესი დროულად ჩაქრეს. მთელი კომპლექსია გაწერილი იმისათვის, რომ მოკლე ვადაში მოხდეს მისი სრული რეაბილიტაცია.

მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც შეწუხდა და განიცდის ამ ბიჭის მდგომარეობას. იმედი მაქვს ყველაფერი იქნება კარგად და ლაშა ბექაური ასახელებს საქართველოს”, – განაცხადა კახაბრიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ბექაური ევროპის მოქმედი ჩემპიონია. მან ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე უნდა იასპარეზოს.

იხილეთ ვიდეო

“მცემეთ, რაც გინდა მიქენით!” – კადრები ლაშა შავდათუაშვილის ჩემპიონობის შემდეგ (ვიდეო)

8 ივნისს, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრი ლაშა შავდათუაშვილი (-73კგ) მსოფლიო ჩემპიონი გახდა. ლაშა ქართული სპორტის ისტორიაში შევიდა, ის პირველი ქართველი ძიუდოისტია, რომელმაც სამი უდიდესი შეჯიბრი – მსოფლიო ჩემპიონატი, ოლიმპიური თამაშები და ევროპის ჩემპიონატი მოიგო.

მისმა თანაგუნდელმა გელა ზაალიშვილმა სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, რომელიც შავდათუაშვილის ფინალური შეხვედრის შემდეგა გადაღებული.

“ამაზე მაგარი არაფერია მართლა. მიხარიხართ ბიჭებო და ამაყი ვარ თქვენთან ერთად ბრძოლის ველზე ყოფნით. წინ დიდი გამარჯვებები გველის”, – წერს ზაალიშვილი.

View this post on Instagram

A post shared by Zaalishvili (@zaalishviligela1)

ევრო 2020-ის მონაწილე ყველა გუნდმა კრისტიან ერიქსენი გაამხნევა (ვიდეო)

ევროპის 2020 წლის ჩემპიონატზე მონაწილე ყველა ნაკრებმა კრისტიან ერიქსენი გაამხნევა და მას გამოჯანმრთელება უსურვა.

როგორც იცით, დანიელ ნახევარმცველს ფინეთთან გამართულ შეხვედრაში გულის შეტევა დაემართა. საბედნიეროდ, ის გადარჩა და ახლა საავადმყოფოში მკურნალობას აგრძელებს.

იხილეთ ვიდეო

გურამ კაშია: “ლოკომოტივი” ჩემს კარიერაში განსაკუთრებულ ადგილს დაიკავებს”

გურამ კაშია თბილისის “ლოკომოტივს” დაემშვიდობა. 33 წლის ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ ეს კლუბი მის კარიერაში განსაკუთრებულ ადგილს დაიკავებს.

“დღეს ოფიციალურად დავემშვიდობე თბილისის “ლოკომოტივს”. კლუბი, სადაც ბოლო რამდენიმე თვე გავატარე, ჩემს კარიერაში ნამდვილად განსაკუთრებულ ადგილს დაიკავებს. შეიძლება ვინმესთვის ბევრი არ არის 17 მატჩი და ამ თამაშებში გატანილი ოთხი გოლი… მაგრამ, ფეხბურთის თამაში ხომ იმიტომ დავიწყე, რომ დასამახსოვრებელი სპორტული და არასპორტული ეპიზოდები შემეგროვებინა. ასე იყო ლოკომოტივთან ერთად გატარებული ეს თვეებიც.

დავაგროვე ბევრი საინტერესო მოგონება და ამისთვის მადლობა მინდა გადავუხადო კლუბის თითოეულ მოთამაშეს, სამწვრთნელო შტაბს, ექიმებს, ყველას, ვინც ქმნის თბილისის “ლოკომოტივს”. რაც მთავარია, მადლობა გულშემატკივარს, ვისაც უყვარს ქართული ფეხბურთი და სტადიონზე თუ ტელეეკრანთან “ლოკომოტივს” ქომაგობს.

მადლობა საინტერესო თავგადასავლისთვის”, – წერს კაშია.

საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანი კარიერას სავარაუდოდ ბრატისლავას “სლოვანში” გააგრძელებს. ამ გუნდის მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისია.

View this post on Instagram

A post shared by Guram Kashia 🇬🇪 (@37gk)

ფოტო: თბილისის “ლოკომოტივი”

ჰაიტის ნაკრების მეკარის სასწაული ავტოგოლი კანადასთან მატჩში (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო