პოლ პოგბამ პრესკონფერენციაზე სპონსორი ჰეინეკენის ბოთლი ქვემოთ დადო (ვიდეო)

15 ივნისს, ევროპის ჩემპიონატზე საფრანგეთის ნაკრებმა გერმანია 1:0 დაამარცხა.

მატჩის დასრულების შემდეგ, პრესკონფერენციაზე საინტერესო რამ მოხდა. პოგბამ ოფიციალური სპონსორის, ჰეინეკენის ბოთლი მაგიდიდან აიღო და ქვემოთ დადო.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ რონალდუმ პრესკონფერენციაზე კოკა-კოლის ბოთლები გვერდზე გადაწია, რის გამოც ამ კომპანიამ რამდენიმე მილიონის ოდენობის ზარალი ნახა.

იხილეთ ვიდეო

კილიან მბაპეს საოცარი სისწრაფე გერმანიასთან მატჩში (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო

Mbappe great run #mbappe #france #euro2020 pic.twitter.com/fMKm3uX899

— Live Goals 🔴 (@GoalsLive7) June 15, 2021

უნგრელმა ფეხბურთელებმა პორტუგალიასთან მარცხის შემდეგ ჰიმნი ფანებთან ერთად შეასრულეს (ვიდეო)

15 ივნისს, ევროპის ჩემპიონატზე უნგრეთის ნაკრები პორტუგალიასთან ანგარიშით 0:3 დამარცხდა.

ეს შეხვედრა უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში ჩატარდა. მატჩის დასრულების შემდეგ, ტრიბუნაზე მყოფმა უნგრელებმა და ნაკრების ფეხბურთელებმა ჰიმნი ერთად შეასრულეს.

იხილეთ ვიდეო

რა გაუკეთა რუდიგერმა პოგბას – უცნაური მომენტი საფრანგეთი – გერმანიის მატჩიდან (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო

pic.twitter.com/1BNQR3XObb

— euros out of context (@footballscomin) June 15, 2021

საფრანგეთი – გერმანიის მატჩის დაწყებამდე მოედანზე უცნოპი პიროვნება დაეშვა (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო

Can't believe I just caught this on video. Parachuted into the stadium, got caught in the spider cam and nearly crashed into the crowd. Hope he's ok! #GERFRA #EURO2020 pic.twitter.com/PJ49WYdFM9

— Max Merrill (@MaxMerrill_) June 15, 2021

უეფა “იუვენტუსს” ჩემპიონთა ლიგაზე დაუშვებს

ANSA-ს ცნობით, ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ ტურინის “იუვენტუსს” აცნობა, რომ მომდევნო სეზონში კლუბს ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის უფლება არ ჩამოერთმევა.

მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, მადრიდის “რეალს”, “ბარსელონასა” და “იუვენტუსს” ევროპულ სუპერლიგაში მონაწილეობისთვის ჩემპიონთა ლიგიდან მოკვეთდნენ.

შეგახსენებთ, რომ სუპერლიგაში 12 წამყვანი ევროპული კლუბი იყო გაერთიანებული: “მანჩესტერ იუნაიტედი”, “მანჩესტერ სიტი”, “ლივერპული”, “ჩელსი”, “არსენალი”, “ტოტენჰემი”, “რეალი”, “ბარსელონა”, “ატლეტიკო”, “იუვენტუსი”, “ინტერი”, “მილანი”. მოგვიანებით კლუბთა უმეტესობამ ტურნირზე უარი თქვა, რის გამოც პროექტი შეჩერდა.

ხვიჩა კვარაცხელია Golden Boy-ს ნომინანტთა შორის მოხვდა

იტალიურმა გამოცემა “ტუტოსპორტმა” ტრადიციული ჯილდოს – Golden Boy (“ოქროს ბიჭუნა”) 2021 წლის ნომინანტები დაასახელა. ასკაციან სიაში მოხვდა საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ყაზანის “რუბინის” ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ჯილდო “ტუტოსპორტმა” 2003 წელს დააწესა და ის ევროპის საუკეთესო 21 წლამდე ასაკის მოთამაშეს გადაეცემა. Golden Boy-ს ჯილდო მოგებული აქვთ: რაფაელ ვან დერ ვაარტი (2003 წელი), უეინ რუნი (2004 წელი), ლიონელ მესი (2005 წელი), სესკ ფაბრეგასი (2006 წელი), სერხიო აგუერო (2007 წელი), ანდერსონი (2008 წელი), ალეშანდრე პატო (2009 წელი), მარიო ბალოტელი (2010 წელი), მარიო გიოტცე (2011 წელი), ისკო (2012 წელი), პოლ პოგბა (2013 წელი), რაჰიმ სტერლინგი (2014 წელი), ანტონი მარსიალი (2015 წელი), რენატუ სანშეში (2016 წელი), კილიან მბაპე (2017 წელი), მატიას დე ლიხიტი (2019 წელი), ჟუან ფელიქსი (2019 წელი), ერლინგ ჰოლანი (2020 წელი).

“ტუტოსპორტის” Golden Boy-ს გამარჯვებული ევროპის წამყვანი გამოცემების 40 ჟურნალისტის გამოკითხვის შედეგად გამოვლინდება, თუმცა ამავდროულად მიმდინარეობს ვებგამოკითხვაც, რომელშიც ხმის მიცემა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. ვებგამოკითხვის შედეგმა შესაძლოა, გარკვეულწილად ზეგავლენა მოახდინოს ჟურნალისტების არჩევანზე.

ნომინანტების სანახავად და ხმის მისაცემად გადადით ბმულზე.

გურამ კაშიამ “ლოკომოტივი” დატოვა და ევროპაში მიდის

33 წლის ცენტრალურმა მცველმა გურამ კაშიამ თბილისის “ლოკომოტივი” დატოვა.

კაშიას 3 შემოთავაზება აქვს – თემურ ქეცბაიას “ანორთოსისი”, ფრანგული “სოშო” და ვლადიმერ ვაისის ბრატისლავას “სლოვანი”.

“მცირე დეტალები დარჩა მოსაგვარებელი და ყველაფერი მალე ოფიციალურად დასახელდება. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ამ ასაკშიც ასარჩევად მაქვს საქმე”, – განაცხადა კაშომ.

გურამს კარიერის განმავლობაში “დინამო თბილისში”, “ვიტესში”, ამერიკულ “სან-ხოსეში” და “ლოკომოტივში” უთამაშია.

კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ქართული გუნდების მეტოქეები ცნობილია

დღეს შვეიცარიის ქალაქ ნიონში უეფას კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა. გაირკვა, ვის დაუპირისპირდებიან ქართული გუნდები უეფას ახალ საკლუბო ტურნირზე.

ბათუმის “დინამო” – “ტრე პენე” (სან მარინო)

“გაგრა” – “ზუდესკა” (მონტენეგრო)

“ჟილინა” (სლოვაკეთი) – “დილა”

პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები 8 და 15 ივლისს ჩატარდება.

კახა ცხადაძე: “ნეფთჩი” აზერბაიჯანის ბრენდია”

თბილისის “დინამოს” მეტოქე ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ბაქოს “ნეფთჩი” იქნება. “დინამოს” მთავარმა მწვრთნელმა, კახა ცხადაძემ “ნეფთჩიზე” პირველი კომენტარი გააკეთა.

“ბაქოს “ნეფთჩი” აზერბაიჯანის ჩემპიონია და თავის ქვეყანაში ისეთივე საფეხბურთო ბრენდია, როგორც “დინამო” საქართველოში. სერიოზული მეტოქეა და რათქმაუნდა ვაფასებთ მას. ამ ეტაპზე შანსებზე საუბარი მიუღებელია, ჩვენი ამოცანაა კარგად მოვემზადოთ ამ მატჩებისთვის. ჩვენი გეგმები გვაქვს, მაქსიმალურად უნდა დავიხარჯოთ და შედეგიც მაქსიმალური ვაჩვენოთ”, – განაცხადა ცხადაძემ “დინამოს” ოფიციალურ გვერდთან.

მატჩები 6/7 ივლისს გაიმართება.

ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის “დინამოს” მეტოქე ცნობილია!

დღეს შვეიცარიის ქალაქ ნიონში უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა. გაირკვა, ვინ იქნება თბილისის “დინამოს” მეტოქე.

პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე “დინამო” ბაქოს “ნეფთჩის” დაუპირისპირდება

შეგახსებთ, რომ წილსიყრის დაწყებამდე თბილისურ კლუბს ოთხი სავარაუდო მეტოქე ჰყავდა: ბელარუსული “შახტიორი”, ბაქოს “ნეფთჩი”, ჰაიფას “მაკაბი” და ალბანური “ტეუტა”.

გუნდებს შორის პირველი შეხვედრა 6/7 ივლისს, ხოლო განმეორებითი 13/14 ივლისს ჩატარდება.

პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე მარცხის შემთხვევაში, “დინამო” კონფერენს ლიგაზე გადაინაცვლებს.

ბერნარდუ სილვა: “სრულად ვაანალიზებთ, რომ ჩვენ მიმართ მოლოდინები ძალიან მაღალია”

15 ივნისს ევროპის ჩემპიონატის 2020 წლის გათმაშებაში ტურნირის მოქმედი გამარჯვებული, პორტუგალიის საფეხბურთო ნაკრები, ჩაერთვება. ფერნანდუ სანტუშის გუნდის მეტოქე უნგრეთის საფეხბურთო ნაკრები იქნება.

“ევროპის ჩემპიონატი ბრწყინვალე შესაძლებლობა და ბრწყინვალე ტურნირია. თითოეული ჩვენგანი სრულად იაზრებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ამ ტურნირის მოგება თითოეული პორტუგალიელისთვის.

ჩვენ ამ ტურნირზე ევრო-2016-ის და უეფას ერთა ლიგის მოგების შემდეგ მაჟორულ ნოტაზე გამოვდივართ. ასე რომ, ჩვენ მიმართ მოლოდინები ძალიან მაღალია.

უნგრეთის, საფრანგეთისა და გერმანიის ნაკრებებთან გასამართ მატჩებს თანაბრად მომზადებულები უნდა შევხდვდეთ. ვიცით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია პირველი მატჩის მოგება და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ,” – აცხადებს ბერნანდუ სილვა.