ასანიძის რეაქცია, როცა ტალახაძემ გადამწყვეტი წონა დააფიქსირა (ვიდეო)

17 დეკემბერს, საქართველოს ძალოსანთა ნაკრების წევრი ლაშა ტალახაძე მსოფლიო ჩემპიონი კარიერაში მეექვსედ გახდა.

ლაშამ კოლუმბიაში მიმდინარე მსოფლიო პირველობაზე აკვრაში გადამწყვეტ გამოსვლაზე 251 კილო დააფიქსირა, რითაც ორჭიდში მსოფლიო ჩემპიონობა გაინაღდა.

კამერებმა ამ ეპიზოდში ნაკრების მთავარი მწვრთნელის, გიორგი ასანიძის რეაქცია დააფიქსირეს.

იხილეთ ვიდეო

ბათუმის “დინამოსა” და ჯუღელის პირველი ტრანსფერი?

ბათუმის “დინამო” ახალი სეზონისთვის გაძლიერებას მამუკა ჯუღელთან ერთად გეგმავს.

ჯუღელი ბევრი გამორჩეული ქართველი ფეხბურთელის აგენტია და მათ შორის, ცოტნე კაპანაძის.

21 წლის კაპანაძე საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებისა და “თელავის” შეუცვლელი წევრია. პირადად მისი დიდი წვლილია, რომ “თელავმა” ეროვნულ ლიგაში ადგილი შეინარჩუნა. ხოლო, ჯუღელი ცოტნეს ჯერ კიდევ 2019 წელს, “რუსთავში” ყოფნისას აკვირდებოდა.

“დინამოში” დღეს მხოლოდ ერთი მარჯვენა მცველი, გრიგოლ ჩაბრაძეა, რომელიც ბოლო პერიოდში მარცხენა მცველად თამაშობდა. მის ადგილს მარჯვენა მხარეს ლადო მამუჩაშვილი იკავებდა.

ბათუმელთა პრეზიდენტის, არჩილ ბერიძის თქმით, გუნდს 10-15 ფეხბურთელი დატოვებს და ამდენივეს დაიმატებს.

ვანდა ნარა და მაურო იკარდი ისევ დაშორდნენ

ვანდა ნარა და მაურო იკარდი ისევ დაშორდნენ.

წყვილი საფრანგეთში ყოფნისას დაშორდა, ვანდამ შვილებს ხელი მოკიდა და არგენტინაში წაიყვანა. იკარდიმ მასთან შერიგება სცადა, ვანდა თურქეთში ჩამოიყვანა და ნარა კვლავ მისი აგენტი გახდა.

შემდეგ წყვილი მალდივებზე წავიდა, თუმცა ყველაფერი ისე არ გამოვიდა, როგორც სურდათ და კვლავ დაშორების გადაწყვეტილება მიიღეს.

“მე ისეთი ადამიანი მჭირდება, რომელიც საბოლოოდ ბედნიერს გამხდის” – განაცხადა ვანდამ.

როცა მაურო მომავალ ცოლს შეხვდა, ისე ჯერ კიდევ მის თანაგუნდელზე და მეგობარზე, მაქსი ლოპესზე იყო დაქორწინებული.

 

Tranquilo! მესის არაფერი ემუქრება

ძალიან ბევრი სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მესის ბარძაყის ტრავმა აწუხებს და ვარჯიში გამოტოვა, არაფერი საერთო არ აქვს სიმართლესთან.

არგენტინის ნაკრების ვარჯიშში მონაწილეობა მხოლოდ იმ ფეხბურთელებმა მიიღეს, რომლებიც სკამიდან შემოვიდნენ ან სკამზე დარჩნენ. ძირითადში მყოფებმა 1 დღით დაისვენეს.

შესაბამისად, ლეოს ტრავმის შესახებ ცნობა სიმართლე არ არის. “ლა პულგამ” ჩვეულებრივად დაისვენა და რაც არ უნდა მოხდეს, მსოფლიოს ფინალის გამოტოვებას არ აპირებს.

მესი და დი მარია ნაკრებში ბოლო თამაშს ჩაატარებენ.

საფრანგეთის ნაკრებში “აქლემის ვირუსი” გავრცელდა

საფრანგეთის ნაკრებში “აქლემის ვირუსი” გავრცელდა და მე-3 ფეხბურთელი, კინგსლი კომანი ტემპერატურით მომატებით იზოლაციაში იმყოფება.

მანამდე, რაბიოსა და უპამეკანოს დაუფიქსირდათ სიცხე და შეუძლოდ იგრძნეს თავი.

“დოჰაში ტემპერატურა ცოტათი დაეცა, თუმცა კონდიციონერები 24 საათით მუშაობენ. რამდენიმე შემთხვევა გვაქვს გრიპის”

“რაბიო, კომანი და უპამეკანო განცალკევებულები არიან. ყველა საჭირო ზომას მივიღებთ” – განაცხადა დეშამმა.

ე.წ. “აქლემის ვირუსი” ადამიანიდან ადამიანსაც გადაეცემა, თუ მჭიდრო კონტაქტია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მოწოდებაა, ნაკლები შეხება ჰქონდეთ აქლემებთან, მოუხარშავ ხორცთან და არაპასტერიზებულ რძესთან.

“სად არის მესი?” – ფანი, რომელმაც მესის დასცინა, ახლა ლეოს გულშემატკივრობს

საუდის არაბელი ფანი, რომელმაც მესის საუდის არაბეთთან 2-1 მარცხის შემდეგ დასცინა, ახლა ლეოს გულშემატკივრობს.

“სად არის მესი?” – ასე განაცხადა ნოემბერში.

დეკემბერში კი უკვე არგენტინის ნაკრების ატრიბუტიკაში მოგვევლინა. როგორც აღმოჩნდა, თავის მეგობარს დაპირდა, თუ არგენტინა ფინალში გავიდოდა, მათ მხარს დაუჭერდა.

სად არის მესი? (ნოემბერი)

ვამოს არგენტინა! (დეკემბერი)

პირს მორგანის აზრით, მესი ისტორიაში მე-4 ფეხბურთელია

ცნობილი ბრიტანელი ჟურნალისტი პირს მორგანი, რომელიც კრიშტიანო რონალდოსთან მეგობრობით არის ცნობილი, მსოფლიოში 4 საუკეთესო ფეხბურთელს ასახელებს.

“პირველი რონალდოა, მე-2 მარადონა, მე-3 მესი, რეალურად მე-4, ბრაზილიელი რონალდოს შემდეგ” – დაწერა მორგანმა “ტვიტერზე”.

“ერთი მსოფლიო მესის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად ვერ გახდის. მას ეს ჯერ არც მოუგია”.

ლუის ენრიკე: “მხოლოდ ერთ ფეხბურთელს შევცვლიდი და სხვას გამოვიძახებდი”

ესპანეთის ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი ლუის ენრიკე მსოფლიო ჩემპიონატზე ნაკრების გამოსვლას აფასებს.

“გულწრფელი ვიქნები და გეტყვით, ერთ ცვლილებას გავაკეთებდი. ახლა ამას საჯაროდ არ ვიტყვი, მაგრამ ერთ ფეხბურთელს სახლში დავტოვებდი და მის ნაცვლად სხვას გამოვიძახებდი”

“ეს იმიტომ არა, რომ ცუდად მოიქცა, უბრალო, ისე არ უთამაშია, როგორც ველოდი”

“პაბლო სარაბია 5 წუთზე მეტს იმსახურებდა. მე მას ახლა სასტარტოშიც კი დავაყენებდი” – განაცხადა ენრიკემ.

ესპანეთი მაროკოსთან 1/8 ფინალში პენალტების სერიაში გამოვარდა.

დეშამი ბენზემას ფინალში დააყენებს?

ესპანური Marca ძალიან საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს. საფრანგეთის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდა, ბენზემა მადრიდის “რეალთან” ერთად უკვე სრულყოფილად ვარჯიშობს და “რეალისგან” ნებართვა მიიღო კატარში გაფრინდეს.

დიდიე დეშამს ბენზემას ნაცვლად სხვა ფეხბურთელი არ გამოუძახებია და ჟირუს მცირე ტრავმის ფონზე, შესაძლოა, კარიმი მოულოდნელად ფინალში ვიხილოთ.

“ამ თემაზე ნამდვილად არ მსურს საუბარი. თქვენ გიტოვებთ განსახილველად” – განაცხადა დეშამმა.

აღსანიშნავია, როცა ფრანგმა ტრავმა მიიღო, ინფორმაცია იყო, რომ დაბრუნებას სწორედ ფინალისთვის შეძლებდა.

“დინამო” იმრანის გაშვებას არ აპირებს!

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ თბილისის “დინამოს” გამორჩეული ლეგიონერი იმრან ულად-ომარი კარიერას უზბეკურ “სურხონში” გააგრძელებდა.

ამის საპასუხოდ იმრანის აგენტს, ლევან სეთურიძეს დავუკავშირდით.

“იმრანს “დინამოსთან” კიდევ ერთი წელი კონტრაქტი აკავშირებს, ამიტომ, ფეხბურთელი “დინამოშია” და “დინამოში” იქნება” – განაცხადა სეთურიძემ.

საინტერესოა, რომ 2022 წლის დასაწყისში თბილისელთა საუკეთესო ფეხბურთელი ზორან მარუშიჩი სწორედ უზბეკურ “ნავბაჰორში” გადავიდა და როგორც ჩანს, “დინამო” ახლა მსგავსი რამის გამეორებას არ აპირებს.

იბრა: “კვარამ ჩემზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა”

“მილანის” ლეგენდარული შვედი ფეხბურთელი, 41 წლის ზლატან იბრაჰიმოვიჩი ზედიზედ მეორე სკუდეტოს მოპოვებაზე და ხვიჩა კვარაცხელიაზე საუბრობს.

“ამ მომენტში, ჩვენ მეორე ვართ, მაგრამ ამ მომენტში. “ნაპოლი” ძლიერია, ხვიჩა კვარაცხელია კი ის ფეხბურთელია, რომელმაც ჩემზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახინა. ასევე, “იუვე” და “ინტერიც” გზაში არიან. ჩემი გრძელი გამოცდილებიდან გამომდინარე სკუდეტოების მოგების, ვიცი, რომ სეზონის მეორე ნახევარი ყოველთვის გადამწყვეტია” – განაცხადა იბრამ.

“ნაპოლი” “მილანს” 8 ქულით უსწრებს. შვედს Seria ა “მილანთან”, “იუვენტუსთან” და “ინტერთან” ერთად მოუგია.

“რას მიყურებ სულელო, გადი აქედან” – რომელმა ფეხბურთელმა სთხოვა მესის მაისური?

არგენტინა – ნიდერლანდების დასრულების შემდეგ ლეო მესი ძალიან გაბრაზებული ჩანდა და ეს მოედანზე ვან გაალთან მისი მიმართვისას, შემდეგ კი ინტერვიუს მიცემისას გამოჩნდა.

ჟურნალისტი ედული იმ მომენტს იხსენებს, როცა ლეოსგან ინტერვიუს იღებდა. როგორც აღმოჩნდა, მესის მაისური ვეგჰორსტმა სთხოვა, თუმცა არგენტინელს ამაზე ძალიან უარყოფითი რეაქცია ჰქონდა.

“რას მიყურებ სულელო? გაიარე, მიდი, გაიარე”.

როგორც ედული ამბობს, ვეგჰორსტი ვერც მიხვდა რაში იყო საქმე და უბრალოდ, გაჩერდა.

თვითონ მესიმ მატჩის შემდეგ აღნიშნა, რომ ვერგჰოსტმა მისი მოედანზე პროვოცირება სცადა. გარდა ამისა, პენალტების დროს ნიდერლანდების ნაკრების ფეხბურთელების ქცევით იყო აღშფოთებული.

როცა ჟურნალისტმა მის საოცარ პასზე ჰკითხა, მესიმ ვან გაალზე უპასუხა.