გეგუჩაძე რჩება! “დინამო” 15 ფეხბურთელის დამატებას აპირებს

გავრცელებული ინფორმაციით, ბათუმის “დინამოს” მომდევნო სეზონის განმავლობაში კვლავ გია გეგუჩაძე გაწვრთნის.

გეგუჩაძის წასვლას ფანები მოითხოვდნენ ბოლო პერიოდში გუნდის მიერ საკმაოდ ცუდი შედეგების დაფიქსირების გამო, თუმცა ხელმძღვანელობა მის გაშვებას არ აპირებს.

გარდა ამისა, არჩილ ბერიძე 15 ახალი ფეხბურთელით გაძლიერებას აპირებს.

“დინამო” აუცილებლად დაიმატებს მარცხენა მცველს. აზაროვის წასვლის შემდეგ ამ პოზიციაზე თამაში მარჯვენა მცველ გრიგოლ ჩაბრაძეს უწევდა.

სამუელ ეტო’ომ ფოტოგრაფს წიხლი ჩაარტყა (ვიდეო)

ლეგენდარულმა კამერუნელმა ფეხბურთელმა, სამუელ ეტო’ომ დოჰაში ფანს წიხლი ჩაარტყა.

ეტო’ო ფანებთან ერთად ფოტოებს იღებდა, რა დროსაც კამერით ერთ-ერთი გულშემატკივარი მიუახლოვდა, რომელმაც სამუელს რაღაცა უთხრა.

ეტო’ოს მისი ნათქვამი არ მოეწონა და ერთ-ერთ მომენტში საკმაოდ ძლიერად ფეხით შეეხო.

უცნობია რა უთხრეს, შესაძლოა, კამერუნი – მაროკოს არ შემდგარ ფინალზე. “ბარსას” ლეგენდამ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში კამერუნი მაროკოს დაამარცხებდა.

სანტუშმა, შესაძლოა, რონალდოს კაპიტნის სამკლავური წაართვას

პორტუგალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ფერნანდუ სანტუში კრიშტიანო რონალდოს საქციელით უკმაყოფილოა, რაც რონალდოს, შესაძლოა, კაპიტნის სამკლავურის დაკარგვად დაუჯდეს.

რონალდო ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში ერთ-ერთ სამხრეთ კორეელ ფეხბურთელს დაუპირისპირდა, რომელიც მას მალე გასვლისკენ მოუწოდებდა.

“ვნახე თუ არა ფოტოები? დიახ და არ მომეწონა” – განაცხადა სანტოშმა პრესკონფერენციაზე.

“ნამდვილად არ მომეწონა, მაგრამ ამ მომენტიდან ყველაფერი დასრულებული არის. ეს ყველაფერი დახურულ კარს მიღმა უნდა გადაწყდეს და ფეხბურთელები დღევანდელ თამაშზე უნდა იყვნენ კონცეტრირებულნი.”

“მხოლოდ მე გადავწყვეტ, ვინ იქნება კაპიტანი და ვინ გაიყვას გუნდს სტადიონზე” – თქვა მწვრთნელმა.

ბოლო დროს რონალდოს პრობლემები ბევრ ადამიანთან აქვს. ზოგიერთი გამოცემა იმასაც წერს, რომ სანტუშმა, შესაძლოა, რონი სათადარიგო სკამზე დატოვოს, თუმცა ეს ნაკლებად წარმოსადგენია.

ბრაზილიელი ადრიანო ცოლს 24 დღეში დაშორდა

40 წლის ბრაზილიელი ადრიანო, რომელმაც კარიერის საუკეთესო წლები “ინტერში” გაატარა, ცოლს 24 დღეში დაშორდა.

მიზეზი კი ნამდვილად საფეხბურთო გამოდგა. ადრიანო რიო დე ჟანეიროს ერთ-ერთ უბანში გადავიდა, სადაც მეგობრებთან ერთად ბრაზილია-შვეიცარიას მატჩი უნდა ენახა. ცოლს ზუსტი ადგილსამყოფელი არ უთხრა, რამაც დიდი კამათი გამოიწვია და საბოლოოდ, წყვილის დაშორებამდეც მიდგა საქმე.

მესკიტამ პირდაპირ დაშორების გადაწყვეტილება მიიღო და ყველა დაგეგმილი ღონისძიება გააუქმდა.

2015 წელს ადრიანოს ტრანსფერი ფრანგულ “ლე ავრში” ჩაიაშალა. ფეხბურთელმა დარდი კი 18 მეძავთან განიქარვა, რომელთაც ჯამში 18 ათასი ევრო გადაუხადა.

 

 

“ნაპოლი” დროს უქმად არ კარგავს! ხვიჩას შესახებ სუპერ ინფორმაცია

მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობისას “ნაპოლი” დროს უქმად არ კარგავს და ჩემპიონატის განახლებისთვის ემზადება.

გარდა ამისა, “ნაპოლის” სპორტული დირექტორი კრისტიან ჯიუნტოლი თავის სტიქიაშია და ხვიჩა კვარაცხელიასთან ახალი კონტრაქტი უკვე შეათანხმა.

იტალიური მედიის ცნობით, “ნაპოლის” არ სურს კვარა გუნდიდან მარტივად გაუშვას და ქართველს 1.5 მილიონი ევროდან 3 მილიონ ევრომდე უზრდის ხელფასს. ადრე ვრცელდოდა ინფორმაცია, რომ თანხა 2.5 მილიონ ევროზე ავიდოდა, თუმცა ესაც იზრდება.

რაც მთავარია, ხვიჩამ უკვე ტრავმა მოიშუშა და ვარჯიშს სრულად შეუდგა.

რაჰიმ სტერლინგის ოჯახის “საშინელი დაყაჩაღება”

ინგლისის ნაკრების შემტევი რაჰიმ სტერლინგი გუშინ სენეგალის წინააღმდეგ მოედანზე არ გამოსულა.

მატჩამდე ცოტა ხნით ადრე ცნობილი გახდა, რომ სტერლინგი კატარიდან ინგლისში დაბრუნდა, რადგან მის ოჯახს შეიარაღებული თავდამსხმელები დაესხნენ თავს გაძარცვის მიზნით.

ინგლისური პრესა სტერლინგის ოჯახში შესვლას “საშინელ ყაჩაღობად” ასათაურებს. მოთამაშეს მოუწია ოჯახის წევრების ჯანმრთელობისა და ფსიქოლოგიური მდგომარეობის შემოწმება და შაბათს პირდაპირ ინგლისში გაფრინდა.

ჯერჯერობით, უცნობია, შეძლებს თუ არა რაჰიმი მსოფლიოზე კვლავ თამაშს. ამას, ვერც საუტგეითი ამბობს.

შოთა არველაძე: “როგორ მივედით იქამდე, რომ ჩვენივე სისხლს და ხორცს თანადგომას ვერ ვუცხადებთ”

შოთა არველაძემ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა.

“თუ ასე უერთმანეთოდ, შეურიგებლად და უმისამართოდ ვაპირებთ ცხოვრების გაგრძელებას, თუ იქამდე მივალთ, რომ დაღუპული ხალხის მშობლებს თანადგომას არ ვაგრძნობინებთ და ღირსეული შვილის აღზრდისთვის მადლობას ვერ ვიტყვით, ფასი არ ექნება ჩვენი შვილებისთვის ნათქვამ არც ერთ სიტყვას, შეგონებას და რჩევას. როგორ მივედით იქამდე, რომ ჩვენივე სისხლს და ხორცს თანადგომას ვერ ვუცხადებთ და ხმამაღლა ვერ ვამბობთ, რომ ტრაგედია დაგვემართა. ძალიან უცხოა ეს მდგომარეობა და მიჭირს გაგება, მაშინ როცა ბიჭები იღუპებიან, ჩვენ როგორ ვერ ვარქმევთ ტრაგედიას თავის სახელს და როგორ გვიჭირს ამაზე ლაპარაკი.
დიდება გმირებს!”.

უკრაინაში გუშინ 5 ქართველი მეომარი დაიღუპა.

კატარელები ხსნიან, თუ რატომ გადაუღეს ფოტოები მის ხორვატიას

ყოფილი მის ხორვატია, რომელიც ლუკა მოდრიჩის პირადი ფანია, კატარის სტადიონებზე გამოჩნდა და მისი გარეგნობიდან გამომდინარე, მალევე დიდი პოპულარობა მოიპოვა.

ფოტოებში კარგად ჩანს, რომ მას ადგილობრივი კატარელი ფანებიც უღებდნენ ფოტოებს, თუმცა ამას ოფიციალური წარმომადგენლები თავისებურად ხსნიან.

“ამ ხალხმა მას ფოტო იმიტომ გადაუღო, რომ არ მოსწონდათ და არა იმიტომ, რომ მოსწონდათ” – ასე “ლოგიკურად” ახსნეს ოფიციალურმა პირებმა ივანა კნოლის მიმართ ინტერესი.

არადა, მათი სახეების მიხედვით, სულ სხვა რამეს იფიქრებდი…

მომენტი, რომელზეც ყველა ლაპარაკობს – უნდა ჩათვლილიყო იაპონიის გოლი? (ვიდეო)

იაპონიამ ესპანეთი 2-1 დაამარცხა და გერმანია ჯგუფში ჩარჩა.

გუშინდელიდან მოყოლებული ყველა იაპონელთა ამ გოლზე ლაპარაკობს, რომელიც 51-ე წუთზე აო ტანაკამ კაორუ მიტომას პასით გაიტანა, თუმცა დატოვა პასამდე ბურთმა მოედნის ფარგლები?

VAR-ის გადამოწმებისას მსაჯმა გუნდებს მოედნის ცენტრისკენ მიუთითა. როგორც აღმოჩნდა, ბურთი მილიმეტრებით კვლავ ეხებოდა ხაზს და ეს ზედა კამერით ყველაზე კარგად გამოჩნდა.

ლუკაკუმ ხორვატიის წინააღმდეგ ყველაფერი გააფუჭა (ვიდეო)

ბელგიის ნაკრები ჯგუფში ჩარჩა, ხორვატიასთან 0-0 ითამაშა და ეს დიდწილად რომელუ ლუკაკუს ბრალია.

ლუკაკუმ ყველაფერი ააცილა და მინიმუმ, 4 ძალიან მაგარი შანსი გაანიავა.

პედი პიმბლეტი საკუთარ ქვეყანას მსოფლიოზე არ გულშემატკივრობს

UFC-ის ცნობილი მებრძოლი პედი პიმბლეტი, რომელიც ილია თოფურიასთან დაძაბულ ურთიერთობაშია, აცხადებს, რომ საკუთარ ქვეყანას, ინგლისის ნაკრებს მსოფლიოზე არ გულშემატკივრობს. პედი “ლივერპულის” ფანია.

“სქაუზერები საერთაშორისო ფეხბურთში არ არიან. ჩვენ ვერ ვხედავთ მიზეზს, რომ ერთად ვიმღეროთ. ჩვენ ყოველთვის დამნაშავეები ვართ და 97 დაღუპულზე მღერიან”

“ეს შეურაცხყმყოფელია. რატომ უნდა დავუჭირთ მხარი ინგლისს? ვნახე ინგლისის ფანების სიმღერა, რომლებიც “ჩვენ გვძულს სქაუზერები” მღეროდნენ”

“სამაგიეროდ, სულ სხვა სიტუაციაა კრიკეტზე, რაგბიზე და სხვა სპორტებზე, სადაც მე მინდა ინგლისმა მოიგოს და კარგად გამოვიდეს” – განაცხადა პიმბლეტმა.

პედი “ლივერპულის” ერთ-ერთი ყველაზე ცნობილ გულშემატკივრად ითვლება. 27 წლის მებრძოლი ხშირად გასულა UFC-ის რინგზე “ლივერპულის” ფერებში.

შესნიმ მესის პენალტი აუღო, თუმცა 100 ევრო წააგო

არგენტინის ნაკრებმა პოლონეთთან 2-0 მოიგო. პირველი გოლის გატანის საშუალება მესის პენალტიდან ჰქონდა, თუმცა ვოიჩეხ შესნიმ ძალიან მაგარი ბურთი აუღო.

სამაგიეროდ, შესნიმ ლეოსთან 100 ევროიანი სანაძლეო წააგო. Var-ის გადამოწმების მომენტში პოლონელმა მესის უთხრა, რომ მსაჯი პენალტს არ დანიშნავდა, მაგრამ ამაში შეცდა.

თამაშის შემდეგ ვოიჩეხმა განაცხადა: “არ ვიცი, ამის გამო დისკვალიფიკაციით დავისჯები თუ არა, მაგრამ ეს უკვე აღარ მადარდებს. თან, არამგონია მესი 100 ევროზე ნერვიულობდეს”

1/8 ფინალში პოლონეთი საფრანგეთს დაუპირისპირდება, არგენტინა ავსტრალიას.