არგენტინიდან მესი მაინც საუკეთესოდ დაასახელეს, თუმცა შესნი! – რა შეფასება მიიღო ლეომ?

არგენტინის ნაკრებმა პოლონეთი 0-2 დაამარცხა და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა.

მესიმ პენალტი გააფუჭა, თუმცა Whoscored-ან მაინც ყველაზე მაღალი, 8.2 შეფასება მიიღო. მის გარდა 8.2 ქულა მიიღო მაკალისტერმა.

ზუსტად 8.2-8.2 ქულა მიიღეს მესიმ და მაკალისტერმა Sofascored-ან.

პოლონეთის მხრიდან 8.6 და შეხვედრის საუკეთესო მოთამაშის სტატუსი მეკარე ვოიჩეხ შესნიმ დაიმსახურა.

პოლონეთში ფანმა ოპერაციის დროს მსოფლიო ჩემპიონატის მატჩს უყურა

პოლონეთში პაციენტმა “უმაღლესი კლასის” მომსახურება მიიღო და ოპერაციის დროს მსოფლიო ჩემპიონატის მატჩს უყურა.

ფეხბურთის ფანს ოპერაცია პარასკევს გაუკეთეს და მანამდე ექიმებს სთხოვა, მისთვის უელსი-ირანის შეხვედრის ყურების საშუალება მიეცათ, ოღონდ, ოპერაციის მიმდინარეობისას.

ჰოსპიტალმა პაციენტის თხოვნა შეასრულა და საოპერაციო ოთახში ეკრანი დაამონტაჟეს.  ოპერაცია 3 საათის განმავლობაში ტარდებოდა, ამიტომ, თამაშის სანახავად საკმარისი დრო ჰქონდა.

მას სპინალური ანესთეზია გაუკეთეს, რა დროსაც, ადამიანს შეუძლია გონებაზე იყოს.

ძაკარდო: “კიდევ ერთი ქართველი ტალანტი აფეთქებისთვის მზადაა”

ხვიჩა კვარაცხელიას “ნაპოლიში” გადაყვანაში მთავარი მონაწილე პირი, საფეხბურთო აგენტი კრისტიან ძაკარდო კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერისთვის ემზადება.

Tuttomercato-სთან ინტერვიუში ძაკარდო გვარს არ ასახელებს.

“კიდევ ერთი ქართველი ტალანტი, შემტევი ფეხბურთელი, 2003 წლიანი, მზად არის აფეთქებისთვის. ის ძალიან საინტერესოა. მის სახელს მოგვიანებით ვიტყვი. ყველა გაიგებს მალე”

დიდი შანსია, ძაკარდო “საბურთალოს” ფეხბურთელზე, გიორგი კვერნაძეზე საუბრობდეს, რომელიც ახლა განათხოვრებით “თელავში” თამაშობს.

აგუერო და ფაბრეგასი მესის იცავენ – “აზრზე არ ხარ რა ხდება გასახდელში”

ლეგენდარული მექსიკელი მებრძოლი კანელო ალვერესი ლეო მესის მექსიკის ნაკრების მაისურისა და დროშის შეურაცხყოფის გამო დაემუქრა.

კანელოს მესის ყოფილი თანაგუნდელებო, ფაბრეგასი და აგუერო გამოეხმაურნენ.

“არც ადამიანს იცნობ, არც ის გესმის რა ხდება გასახდელში მატჩის შემდეგ. ყველა მაისური იატაკზე მიდის და ირეცხება. მითუმეტეს, ასეთი მნიშვნელოვანი გამარჯვების მერე” – ფაბრეგასი

“მრ კანელო, არ ვცდილობ გამართლებას, მაგრამ დარწმუნებული ვარ, არ იცი არაფერი ფეხბურთზე ან რა ხდება გასახდელში. მაისურები ყოველთვის იატაკზე ყრია ოფლით გაჟღენთვის გამო. შენ კარგად ხედავ, რომ ის მოძრაობას აკეთებს, რათა ბუცი გაიხადოს და შემთხვევით არტყამს” – აგუერო

კატარელი ფანების პასუხი გერმანელებს – მესუთ იოზილი

გერმანიის ნაკრების ფეხბურთელებმა იაპონიასთან პირველი თამაშის წინ გუნდური ფოტოს გადაღებისას პირზე ხელები აიფარეს და ასე გამოხატეს პროტესტი Fifa-ს მიმართ, რომელმაც ნაკრებებს საშუალება არ მისცა One Love სამკლავური გაეკეთებინათ.

გუშინ კატარელმა ფანებმა გერმანიას მესუთ იოზილის პოსტერებით უპასუხეს. იოზილი ამბობდა, რომ მის მიმართ დისკრიმინაცია ხდებოდა:

“როცა ვიგებ, გერმანელი ვარ, როცა ვაგებ, თურქი”

“ღმერთს სთხოვოს, რომ ვერ ვიპოვო” – კანელო მესის ემუქრება

ლეგენდარული მექსიკელი მოკრივე კანელო ალვარესი ლეო მესის მექსიკის შეურაცხყოფაში ადანაშაულებს და ლეოს ემუქრება.

“ვნახე, რომ მესი იატაკს მექსიკის ნაკრების მაისურითა და დროშით წმენდდა. ღმერთს სთხოვოს, რომ არ ვიპოვო”

გუშინ გავრცელდა ვიდეო, სადაც არგენტინელი მექსიკის ნაკრებთან გამარჯვებას გასახდელში აღნიშნავს და მექსიკის ნაკრების მაისურს ფეხს ჰკრავს.

ეს მომენტი ბევრს გამორჩა – მესის კუმირი, პაბლო აიმარი გოლის შემდეგ ატირდა (ვიდეო)

გუშინ არგენტინის ნაკრებმა მექსიკა 2-0 დაამარცხა. პირველი გოლი მესიმ საოცარი დარტყმით გაიტანა და არგენტინა დააწინაურა. ლეოს გოლზე საოცარი ემოცია მის კუმირს, არგენტინის ნაკრების მწვრთნელის ასისტენტს, პაბლო აიმარს ჰქონდა. აიმარი ტიროდა და თან ამ დროს, სკალონი რაღაცას უხსნიდა.

ასეთი რამ ნანახი არ გექნებათ – მაროკოს მეკარე ჰიმნის შესრულების შემდეგ შეცვალეს

დღეს მაროკომ ჯგუფური ეტაპის მე-2 მატჩში ბელგიის ნაკრები 2-0 დაამარცხა.

მაროკოს ჰიმნი მეკარე ბონომ გუნდთან ერთად შეასრულა, თუმცა გუნდური ფოტო უკვე მეორე მეკარემ, მუნირმა გადაიღო და სწორედ ის იდგა კარში.

როგორც აღმოჩნდა, ჰიმნის შესრულების შემდეგ ბონოს თავბრუხვევა ჰქონდა, თვალები ტკიოდა და მწვრთნელს შეცვლა სთხოვა. კუნთის დაზიანება, როგორც ეს გავრცელდა, სწორი არ არის.

 

“რეალი” “ნაპოლის” ვარსკვლავში 70 მილიონს იხდის

ესპანური პრესის ინფორმაციით, მადრიდის “რეალი” ახალ ნახევარმცველს ეძებს, რომელიც ტონი კროოსისა და ლუკა მოდრიჩის შეცვლას შეეცდება.

საუბარია, “ნაპოლის” 28 წლის ნახევარმცველ სტანისლავ ლობოტკაზე. ლობოტკა დღეს “ნაპოლის” ერთ-ერთ მთავარ მამოძრავებელ ძალად ითვლება და “რეალიც” მზად არის მის სანაცვლოდ 70 მილიონი ევრო გადაიხადოს.

მოდრიჩი უკვე 37 წლისაა, ხოლო, კროოსმა, შესაძლოა, მომდევნო სეზონში კარიერა დაასრულოს.

სლოვაკი 2017/20 წლები “სელტაში” გამოდიოდა, იყო “აიაქსშიც”, თუმცა ნეაპოლში საუკეთესო თამაშს აჩვენებს.

“ნაპოლი” მის მარტივად დათმობას, რა თქმა უნდა, არ აპირებს.

ისტორიული დღე – გურამ თუშიშვილმა ტედი რინერი დაამარცხა!

დღეს, გორში მიმდინარე ძიუდოს ევროპის საკლუბო ჩემპიონატის მეოთხედფინალში, თბილისის “მებრძოლი” ფრანგულ “პარი სენ-ჟერმენს” დაუპირისპირდა.

+90კგ წონით კატეგორიაში, ერთმანეთს გურამ თუშიშვილი და ტედი რინერი შეხვდნენ. აღსანიშნავია, რომ ქართველმა ძიუდოისტმა ფრანგს ვაზარი აუღო და ის კარიერაში პირველად დაამარცხა.

იხილეთ ვიდეო

საუდის არაბეთის მთავარი მწვრთნელის ემოციური სიტყვები (ვიდეო)

საუდის არაბეთის მთავარი მწვრთნელის, ერვე რენარის ემოციური სიტყვები არგენტინასთან პირველი ტაიმის 1-0 წაგების შემდეგ.

ბავშვი რონალდოს ვარცხნილობის გამო სკოლიდან გამოაგდეს

ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელის, რონალდოს უცნაური ვარცხნილობის გამო 12 წლის ინგლისელ ბავშვს სკოლაში პრობლემები შეექმნა.

ალფი რანსომმა დედას სთხოვა რონალდოს ვარცხნილობის გაკეთების ნება დაერთო. სკოლაში მისი ახალი სტილი მეგობრებს ძალიან მოეწონათ, მაგრამ ხელმძღვანელობამ ალფი დაიბარა და წესების დარღვევის გამო, სახლში გაუშვეს. მიუთითეს, რომ სკოლაში მომდევნო დღეს “ჩვეულებრივი” დაბრუნებულიყო.

Sirius West Academy-ს განცხადებით, ბავშვების ვარცხნილობა და ჩაცმულობა უნდა იყოს აკადემიური, არ უნდა იყოს ექსტრემალური და არაბუნებრივი.