სოციალურ ქსელში გარკვეულ საიტებზე და არხებზე აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ ხვიჩა კვარაცხელიას მოპარული მანქანის დაბრუნების საკითხში იტალიური მაფია ჩაერთო და სწორედ მათი მეშვეობით მოხერხდა მანქანის დაბრუნება.
იწერება, რომ ადრე მარეკ ჰამშიკსა და დიეგო მარადონას სწორედ მაფიოზები დაეხმარნენ სხვადასხვა საკითხის მოგვარებაში და რადგან კვარა ბოლო 2 თვეში “ნაპოლისთვის” იმდენად მნიშვნელოვანი მოთამაშე გახდა, “კვარადონაც” კი უწოდეს, მაფიოზები მასაც ხელს შეუწყობდნენ.
რეალურად, ხვიჩას მანქანა პოლიციამ GPS-ის საშუალებით ძალიან მალე იპოვა.
ამიტომ, მნიშვნელოვანია არ ვენდოთ არასწორ ინფორმაციებს…