საქართველოს ნაკრები 17 ნოემბერს მაროკოს დაუპირისპირდება

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები წლის ბოლო მატჩს 17 ნოემბერს გამართავს. ვილი სანიოლის გუნდი საერთაშორისო ამხანაგურ შეხვედრაში მაროკოს დაუპირისპირდება. ამხანაგური თამაში საქართველოსა და მაროკოს შორის არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში შედგება.

საქართველოს ეროვნული ნაკრების მომდევნო მეტოქე 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილეა. მაროკო ფიფას რეიტინგში აფრიკის ზონის ქვვეყნებს შორის მეორე პოზიციას იკავებს, სრულ კლასიფიკაციაში კი, 22-ე ადგილზე იმყოფება.

საქართველოს ეროვნული ნაკრები 14 ნოემბერს თბილისში შეიკრიბება, მომდევნო დღეს კი, ჩვენი გუნდი არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში გაემგზავრება.

საქართველოსა და მაროკოს საფეხბურთო ნაკრებთა ამხანაგური შეხვედრა 17 ნოემბერს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

“ნაპოლი” სპალეტისა და კვარას ახალ კონტრაქტს შესთავაზებს

იტალიური მედიის ინფორმაციით, “ნაპოლი” წარმატების 2 მთავარ შემოქმედს, ლუჩანო სპალეტისა და ხვიჩა კვარაცხელიას ახალ კონტრაქტებს უმზადებს.

სპალეტის კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება, მაგრამ ხელმძღვანელობა გაუმჯობესებული პირობებით, ახალს შესთავაზებს.

იგივე ეხება კვარას, თუმცა ხვიჩა შემთხვევაში 2027 წელი არ შეიცვლება და უბრალოდ, გაიზრდება ხელფასი. ახლა ქართველი 1.5-1.7 მილიონ ევროს გამოიმუშავებს და თანხა 3 მილიონზე ავა.

მანამდე “აძურიმ” ხელშეკრულება მეკარე მერეტს გაუხანგრძლივა.

“ლივერპულმა” მოიგო, თუმცა ყველა ამ მომენტზე საუბრობს – რა გაუკეთა ხვიჩამ? (ვიდეო)

ხვიჩა კვარაცხელიასა და “ლივერპულის” მარჯვენა მცველის, ტრენტ ალექსანდერ-არნოლდის ურთიერთობა კვლავ გრძელდება. ხვიჩამ მთელი თამაში ტრენტი გააწამა და განსაკუთრებით, ეს ეპიზოდი იყო გამოსარჩევი.

შემტევებში საუკეთესო – რა შეფასება დაუწერეს კვარას?

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში “ნაპოლი” “ლივერპულს” ესტუმრა და 0-2 დამარცხდა. გოლები სალაჰისა და ნუნიესის ანგარიშებზეა.

კვარაცხელიამ მოედანი სალაჰის პირველ გოლამდე დატოვა. Sofascore-ს შეფასებით, ხვიჩამ 6.9 ქულა მიიღო, რითაც “ნაპოლის” შემტევებს შორის ყველას აჯობა და “ლივერპულიდან” მხოლოდ ეგვიპტელს (7.7) ჩამორჩა.

Whoscored-ის მიხედვით, კვარამ 6.6 ქულა დაიმსახურა და ამით, კვლავ მხოლოდ სალაჰზე ნაკლები დადო.

მომდევნო შეხვედრას ქართველი იტალიის ჩემპიონატში “ატალანტას” წინაღმდეგ ჩაატარებს.

უკრაინა ირანის მსოფლიო ჩემპიონატიდან მოხსნას ითხოვს

უკრაინის ფეხბურთის ფედერაცია მსოფლიო ჩემპიონატიდან ირანის ნაკრების მოხსნას ითხოვს.

ამის მიზეზად, ირანში შექმნილი ადამიანთა უფლებრივი მდგომარეობა და ირანის მიერ რუსეთისთვის საბრძოლო დრონების მიწოდებაა დასახელებული, რომლებსაც რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ იყენებს.

თვითონ უკრაინა ირანის ნაცვლად მსოფლიოზე გამოსვლას არ ითხოვს.

იტალიელების ღირსეული საქციელი – ქართველებისთვის მოპარული მაისურის გამო ყველა შეწუხდა

ხვიჩა კვარაცხელიამ “სასუოლოსთან” მატჩის შემდეგ ქართველ გულშემატკივრებს, რომლებიც ნეაპოლში ბორჯომიდან, წმ.ილია მართლის ეკლესიის მღვდელთან, მამა იონესთან ერთად ჩავიდნენ, ტრიბუნაზე მაისური გადაუგდო.

როგორც აღმოჩნდა, მაისური ნეაპოლელმა ფანმა მოიპარა, რამაც ადგილობრივთა ძალიან დიდი უარყოფითი რეაქცია გამოიწვია.

გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეს ფანი იპოვეს და ქართველებს მაისური დაუბრუნეს. მეორე ვერსიით, Francesco Terrone Foundation-ს წარმომადგენლები პირადად შეხვდნენ მამა იოანეს და ხვიჩას ხელმოწერილი მაისური გადასცეს.

ფაქტია, კვარას მაისურის მოპარვა ბოლო რამდენიმე დღეა ნეაპოლის ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა იყო და იტალიელები ყველანაირად შეეცადნენ ქართველებისთვის გული არ დაეწყვიტათ.

რონალდოზე, იბრაზე და სხვა სუპერვარსკვლავებზე წინ – კვარა ყველა დროის საუკეთესო შედეგს დებს

ხვიჩა კვარაცხელიას “ნაპოლი” სერია A-ს ლიდერია 32 ქულით და ამაში უდიდესი წვლილი სწორედ ქართველს აქვს შეტანილი. ბოლო მატჩში “სასუოლოს” წინააღმდეგ 1 გოლი და 2 ასისტი დადო.

Italian Football TV-მ ძალიან საინტერესო სტატისტიკა შემოგვთავაზა, რომლის მიხედვითაც, კვარაცხელიამ 1128 წუთში 8 გოლი და 8 ასისტი შეასრულა. ამ შედეგისთვის იგუაინს 1723, რონალდოს 2474, ჯეკოს 2792 წუთი და სხვა ვარსკვლავებს გაცილებით მეტი დრო დასჭირდათ.

იტალიელი ჟურნალისტები აღნიშნავენ, რომ სერია A-ში პირველად თამაშისას პლატინსა და ზიდანსაც კი პრობლემები შეექმნათ, მაგრამ კვარა პირველი შეხვედრიდან ადაპტირდა და საოცრად შეეწყო იტალიას.

კიარიელო: “ხვიჩა “ნაპოლიმდე” სერია C-ში თამაშობდა”

იტალიელმა ჟურნალისტმა უმბერტო კიარიელომ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა.

“აურელიო დე ლაურენტისს გეგმები გაუმართლდა. დაბალი ხელფასები, “არსენალის” 80 მილიონ ევროზე უარის თქმა ვიქტორ ოსიმენზე და ფსონი ხვიჩა კვარაცხელიაზე, რომელიც მაქამდე სერია C-ში თამაშობდა, ბათუმში. საქართველოს ჩემპიონატი სერია C-ს დონეა. როცა მიშელ პლატინი იტალიაში მოვიდა, რამდენიმე თვე საუბრობდნენ მის არასწორ ტრანსფერზე. ზინედინ ზიდანსაც კი პრობლემები ჰქონდა პირველი 6 თვე, მაგრამ არა კვარას” – განაცხადა კიარიელომ.

“ნაპოლიმ” კვარაცხელია 10 მილიონ ევროდ შეიძინა.

 

იტალიელებმა ქართველებს კვარას წართმეული მაისური დაუბრუნეს

“სასუოლოსთან” მატჩის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიამ მაისური ქართველ გულშემატკივრებს გადაუგდო, თუმცა ნეაპოლელმა ფანმა ყველას დაასწრო, მოიპარა და სტადიონი დატოვა.

ამას სოციალურ ქსელში უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა. იტალიელებმა პეტიციები შექმნეს, რომ მისთვის “ნაპოლის” მატჩებზე დასწრება აეკრძალათ და სამარცხვინოს უწოდებდნენ მის საქციელს.

ქართველი გულშემატკივრები უფრო ლმობიერები ჩანდნენ და აღნიშნავდნენ, თუ როგორ უყვართ და რაზე არიან წამსვლელი ფანები კვარას მაისურის გამო.

როგორც Areanapoli წერს, იტალიელებმა იპოვეს ეს ფანი და ქართველებს მაისური დაუბრუნეს.

“ბორჯომიდან, საუკეთესო მინერალური წყლის ქალაქიდან ჩამოვედი”

იტალიელი ჟურნალისტი “ნაპოლი” – “სასუოლოს” მატჩის წინ ქართველ გულშემატკივრებს გაესაუბრა, რომლებიც ბორჯომიდან კვარას თამაშზე იყვნენ ჩასულნი.

ერთ-ერთმა მათგანმა – “ბორჯომიდან”, საუკეთესო მინერალური წყლის ქალაქიდან” ჩამოვედიო.

რომან დოლიძის გამანადგურებელი ნოკაუტი პირველივე რაუნდში (ვიდეო)

UFC-ის ქართველმა მებრძოლმა რომან დოლიძემ ფილ ჰოუსს ძალიან მარტივად, პირველივე რაუნდში ნოკაუტით მოუგო.

d

ხვიჩა კვარაცხელია შეუჩერებელია! ოსიმენის შემდეგ საუკეთესო შეფასება

ხვიჩა კვარაცხელიამ “სასუოლოს” წინააღმდეგ ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა და 1 გოლი და 2 ასისტი დადო.

Sofascore-მა კვარას ოსიმენის შემდეგ ყველაზე მაღალი – 9 ქულა დაუწერა. ოსიმენმა 9.2 მიიღო ჰეთრიკის გამო.

Whoscored-დან 9.7 ქულა დაიმსახურა ვიქტორმა, ხვიჩამ კი 8.6.

კვარა-ოსიმენის დუეტი დღეს ერთ-ერთი ყველაზე საშიშია მსოფლიოში.