საქართველოს დროშისა და კვარას გამო – ქართველები “რომას” ფანებს დაუპირისპირდნენ

“რომა” (0-1) “ნაპოლის” მატჩის დროს ქართველი ფანები საქართველოს დროშითა და კვარას მაისურებით “რომას” ფან სექტორთან ახლოს მოხვდნენ.

ოსიმენის გოლის დროს ქართველებმა ემოციები გამოხატეს, დროშები ააფრიალეს, რამაც “რომას” ფანების გაღიზიანება გამოიწვია და შემდგომში დაპირისპირება.

რამდენიმე მათგანმა დროშის წართმევაც სცადა, თუმცა დაცვის სამსახურის ჩართვის შემდეგ, სიტუაცია განიმუხტა.

“ნაპოლი” სერია A-სა და ჩემპიონთა ლიგის ჯფუფს ერთპიროვნულად ლიდერობს.

“იუვენტუსი” “ვალენსიას” წინააღმდეგ – მამარდაშვილი/გოჩოლეიშვილი

ტურინის “იუვენტუსი” “ვალენსიას” ქართველი მეკარის, გიორგი მამარდაშვილის გარდა, “საბურთალოს” მარჯვენა მცველით, გიორგი გოჩოლეიშვილით ინტერესდება.

გოჩოლეიშვილს მოლაპარაკებები “ვალენსიასთან” აქვს, თუმცა, როგორც TuttoJuve წერს, “იუვენტუსი” მზად არის მასში 1 მილიონი ევრო გადაიხადოს.

“ვალენსიასა” და “საბურთალოს” ერთმანეთთან თანამშრომლობის ხელშეკრულება აქვთ გაფორმებული და ესპანური გუნდი გიორგის გადაბირებაში დაწინაურებულია.

თავის მხრივ, “იუვე” ქართველი მოთამაშეების დამატებას სერიოზულად ფიქრობს და ცალსახაა, კვარამ და მამარდამ ამაში უდიდესი როლი ითამაშას.

რონალდო “ნაპოლიში” წავა? კრიშტიანო მზად არის ხელფასი შეიმციროს

ბრიტანული The Sun-ის ინფორმაციით, კრიშტიანო რონალდო, შესაძლოა, იანვარში “ნაპოლიში” გადავიდეს.

როგორც გამოცემის წყარო იტყობინება, პორტუგალიელის წარმომადგენლებმა ფეხბურთელი “ჩელსის”, “ნიუკასლსა” და “არსენალს” შესთავაზეს, თუმცა კლუბები ფიქრობენ, რომ რონალდოს გავლენა შემადგენლობაზე ცუდად იმოქმედებს.

“ნაპოლი” რონალდოს დამატებას ჯერ კიდევ ზაფხულში ფიქრობდა, თუმცა მაშინ ეს ფეხბურთელის მაღალი ხელფასის გამო არ მოხერხდა. ახლა რონი მზად არის ხელფასი საგრძნობლად შეიმციროს.

“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელი მასთან მუშაობას გაგრძელებას აღარ აპირებს და კრიშტიანოს ახალი გუნდის ძებნა მოუწევს.

იტალიელი ჟურნალისტი: “რომასთან” ყველაზე ცუდად კვარაცხელიამ ითამაშა”

იტალიური Giornalista Mediaset-ის ჟურნალისტმა სანდრო საბატინიმ “რომასთან” ხვიჩა კვარაცხელიას თამაში შეაფასა.

“ნაპოლი” სანახაობრივ ფეხბურთს თამაშობდა მაშინ, როცა მისი ერთი ლიდერი, ხვიჩა კვარაცხელია ამას აკეთებდა. ამჯერად, კვარა მოედანზე ყველაზე ცუდი იყო. არ იყო ისეთი დამანგრეველი, როგორც ადრე და არც ისეთი გადამწყვეტი” – განაცხადა საბატინიმ.

აღსანიშნავია, რომ მოურინიომ ქართველს 3 მცველი მიუჩინა და მასზე განსაკუთრებული მეურვეობა დაწესდა. გარდა ამისა, გოლის გატანის შემდეგ კვარამ ანგარიშისა და ბურთის შენარჩუნებაში მთავარი წვლილი შეიტანა.

ბადრი კვარაცხელია: “როცა 60 ათასი ადამიანი ხვიჩა კვარაცხელიას სახელს სკანდირებს, მაგ გრძნობას ვერ გადმოვცემ”

ხვიჩა კვარცხელიას მამამ, ბადრი კვარაცხელიამ შვილზე გადაცემაში “სპორტი იმედზე” ისაუბრა.

“როცა ნაპოლის სტადიონზე ხარ და 60 ათასი ადამიანი ხვიჩა კვარაცხელიას სახელს სკანდირებს, მაგ გრძნობას ვერ გადმოვცემ. ზოგი ამბობდა, რომ ხვიჩას ნახევარი წელი დასჭირდებოდა ძირითადში მოსახვედრად, მე კი დარწმუნებული ვიყავი, რომ ის თავიდანვე ასე მაგრად დაიწყებდა.”

“სპალეტიმ უკეთ იცის როგორ ფორმაშია ხვიჩა და რა შეუძლია მას. გუნდიდან გამომდინარე ცვლის, რომ მეორე თამაშისთვის ჰყავდეს”

“გუნდში არავითარი ცალკე ჯგუფები არ არსებობს, სრული ერთიანობაა. პირდაპირ იგრძნობ ამ თბილ დამოკიდებულებას. ლუჩანო სპალეტის შესანიშნავი ურთიერთობა აქვს ფეხბურთელებთან”

“ჩვენთან კონტრაქტზე სალაპარაკოდ არავინ მოსულა. თითქმის ყოველ სამ დღეში ერთხელ თამაში აქვს. დილას 10-ზე მიდის, 2-სკენ ბრუნდება, ისვენებს და მთლიანად გადართულია ფეხბურთზე. სხვა არაფერზე ფიქრობს. პრაქტიკულად დროც არ გვქონია ქალაქის დასათვალიერებლად. ან თუ გავედით, საოცრება ხდება. ვცდილობთ, სახლში ვიყოთ”

“რომში იმდენად არ იგრძნობა ფეხბურთი. მთელი ნეაპოლი კი სულ მატჩს ელის და საოცარი მზადებაა ქალაქში”

“ხვიჩაზე, ზოგადად, ეს აჟიოტაჟი არ მოქმედებს”

ბადრი კვარაცხელია ყოფილი ფეხბურთელია და ქართულ და აზერბაიჯანულ გუნდებში ასპარეზობდა.

საუკეთესოდ ოსიმენი დასახელდა! რა შეფასება მიიღო კვარამ?

“ნაპოლი” კვლავ დაუმარცხებელია და ამჯერად, რომში “რომა” ოსიმენის გოლით 0-1 დაამარცხეს.

Whoscored-მა საუკეთესოდ სწორედ ოსიმენი დაასახელა – 7.5 ქულით, ჟესუსს 7.2. კვარას, კიმს, ზელინსკისა და პოლიტანოს 7 ქულა დაუწერეს.

Sofascore-ს მიხედვით, ყველაზე გამორჩეული “ნაპოლის” ცენტრალური მცველი ხუან ჟესუსი იყო – 7.4 ქულით. ოსიმენმა 7.3 მიიღო, ქართველმა კი 6.7.

ზოგადად, ხვიჩას დღეს თამაში არ წაუვიდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც გოლი გავიდა, დაცვას ყველაზე მეტად სწორედ კვარა ეხმარებოდა, ყველაზე მეტჯერ მასზე დაჯარიმდნენ და ყველაზე მეტჯერ მან შეუნარჩუნა გუნდს ბურთი. სპალეტი მას პირად დავალებებს აძლევდა.

ლუჩანო სპალეტი: “კვარას რაც არ უნდა უთხრა, ყველაფრის სწავლას ახერხებს”

“ნაპოლის” მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ “რომასთან” მატჩის წინ კვარაცხელიაზე ისაუბრა.

“ყოველ ჯერზე, როცა მასზე რაღაცის თქმას ვცდილობ, თქვენ ამბობთ, რომ ხვიჩაზე გაბრაზებული ვარ (იცინის). ეს ქაოსი მასზე გავლენას არ ახდენს, რადგან ის განსაკუთრებული ბიჭია მენტალურად, მორალითა და ქცევებით. რაც არ უნდა უთხრა, ყველაფრის სწავლას ახერხებს და ყოველთვის მზადაა, აითვისოს. როცა ვკითხე, იყო თუ არა მზად პენალტის დარტყმის წინ… რატომაც არაო, მშრალი, წყნარი პასუხი ჰქონდა”

“ნაპოლი” ხვალ “რომას” რომში 22:45 წუთზე დაუპირისპირდება.

ლაურენტისი კვარაცხელიას 100 მილიონ ევროდ აფასებს

Gazzeta, Calciomerato და სხვა ავტორიტეტული გამოცემები აქტიურად წერენ, რომ ხვიჩა კვარაცხელიათი “მანჩესტერ სიტი”, “პსჟ”, “რეალი” და სხვა გრანდები არიან დაინტერესებული.

“ნაპოლიმ” კვარა 10 მილიონად იყიდა და ახლა ყველასთვის საინტერესოა, რამდენზე დათანხმდება პრეზიდენდი აურელიო დე ლაურენტისი, რომელიც იტალიაში ერთ-ერთ ყველაზე გიჟ და ქარიზმატულ ფიგურად არის მიჩნეული.

“ნაპოლის” მთავარი ფან-გვერდი Areanapoli თავის წყაროზე დაყრდნობით ლაურენტისის გეგმებზე წერს. როგორც ჩანს, ჯერ კვარას გაყიდვა ნამდვილად არ იგეგმება, სურთ მასთან ახალი კონტრაქტი გაფორმდეს გაუმჯობესებული ანაზღაურებით და გამოსასყიდი თანხა ჩაიწეროს.

ხოლო, პრეზიდენტი მას უკვე 100 მილიონ ევროდ აფასებს. ლაურენტისისთვის ქართველი 100 მილიონი ღირს.

ასეთ თანხის გადახდას კი მხოლოდ “სიტი”, “პსჟ”, “რეალი”, “ბარსელონა” და რამდენიმე გრანდი შეძლებს.

“ქინქლაძე მისი კუმირია! ეს ყველაფერს ამბობს” – პეპის სისტემა კვარას ჩაკეტავს?

ბოლო დროს ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ ინტერესი უამრავმა გრანდმა გამოიჩინა, მაგრამ ყველაზე მეტი “მანჩესტერ სიტის” შესახებ დაიწერა.

“მანჩესტერის” ფანები კვარას შესახებ სიახლეებს განსაკუთრებული ყურადღებით აკვირდებიან და მას ქინქლაძეს ადარებენ.

“ყველაზე ნიჭიერმა ქართველმა ფეხბურთელმა გიორგი ქინქლაძემ “სიტიში” ითამაშა და ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი გახდა. ახლა ხვიჩა კვარაცხელიას (კვარადონას) ჯერია. მიეცით მას 7 ნომერი!”

“ის ძალიან მაგარი ფეხბურთელია. ჩვენ “ნაპოლისთან” ცუდი ურთიერთობა გვაქვს და თან პეპის სისტემა მას ცოტათი ჩაკეტავს, როგორც ეს გრილიშს” – არიან სკეპტიკოსებიც.

“მას შეუძლია ახალი ქინქი იყოს!”

“კვარას 3 თვის წინ 10 მილიონად ვიყიდიდით. ასეთი ტალანტები არ უნდა გამოვტოვოთ!”

ალფონსო დევისი კვარაცხელიას ირჩევს

მიუნხენის “ბაიერნის” მარცხენა მცველი ალფონსო დევისი twitch-ზე ხშირად ლაივშია და ფანებს სხვადასხვა თემაზე ესაუბრება.

დევისი ფოტოებს ათვალიერებდა და ჩემპიონთა ლიგის კითხვა შეხვდა – “ვინ გაიბრწყინებს დღეს?” და ალფონსომ კვარაცხელა მონიშნა. თან, ძალიან გაუხარდა, რომ მისი არჩევანს ყველაზე მეტი ეთანხმებოდა.

“რეალი”, “პსჟ” და “სიტი” კვარას თამაშებზე სკაუტებს აგზავნიან

მადრიდის “რეალი”, “პსჟ” და “მანჩესტერ სიტი” ხვიჩა კვარაცხელიას მატჩებზე სკაუტებს აგზავნიან – ინფორმაციას პოპულარული გამოცემა 90min ავრცელებს.

გრანდების წარმომადგენლები “ნაპოლის” მომდევნო შეხვედრას “რომასთან” დაესწრებიან. ასევე, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დარჩენილ თამაშებს.

ყველაზე მეტად “მანჩესტერ სიტის” ფანები აქტიურობენ, რომლებიც ხვიჩას გიორგი ქინქლაძეს ადარებენ.

თვითონ კვარას ოცნება “რეალია”.

ქართველის მიმართ ინტერესს “ლივერპული” და “ტოტენჰემიც” იჩენენ.

შოთა არველაძე ახალ გუნდს ჩაიბარებს?

“ჰალ სიტიდან” გათავისუფლების შემდგომ დიდი დრო არ გასულა, თუმცა შოთა არველაძემ, შესაძლოა, სულ მალე ახალი გუნდი ჩაიბაროს.

საუბარია კვიპროსულ “ომონიაზე”, რომელსაც კარგი დრო არ უდგას და 7 მატჩში მხოლოდ 3 ჯერ იმარჯვა, ოთხჯერ კი წააგო.

კლუბს “სელტიკის” ყოფილი მწვრთნელი რეინ ლენონი წვრთნიდა, რომელიც 18 ოქტომბერს გაუშვეს და შესაძლებელია, ახლა საქმეში “რეინჯერსის” ყოფილი ფეხბურთელი ჩაერთოს.

არველაძემ ინგლისში 11 თვე გაატარა და როგორც თვითონ თქვა, საუკეთესო გამოცდილება მიიღო.