დათო ტურაშვილი: “ხვიჩას 90 წუთში შეუძლია მთელი მსოფლიო საქართველოზე ალაპარაკოს”

მწერალი დათო ტურაშვილი “საფეხბურთო ტაიმაუტში” იყო მიწვეული, სადაც ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა.

“ხვიჩა კვარაცხელია არის უნიკალური მოვლენა ახალ საქართველოში, სადაც ამდენი იმედგაცრუების, ტკივილისა და სევდის მერე ჩნდება მსოფლიო ფეხბურთში, მსოფლიო ვარსკვლავი. ხვიჩა მეგრულად ისედაც ნიშნავს კაშკაშა ვარსკვლავს. რაც ამ ადამიანში ასე მომწონს, მისი დამოკიდებულებაა ფეხბურთისადმი, როგორც დიდი დღესასწაულისადმი, რათა ფეხბურთისგან შექმნას საუკეთესო, ყველაზე ბედნიერი, ყველაზე დიადი, რაც შეიძლება მის სამშობლოს გაუხარდეს”

“გულწრფელად ვიტყვი, სულ სხვა ჩემპიონატის მაყურებელი ვიყავი და ახლა სულ სერია ა-ს ვუყურებ. ყველა ჩემი კონკურენტი მგონია. “ნაპოლის” ყველა თამაში ზეპირად ვიცი, როდის რა აქვს. ნიჭი ბევრს აქვს, მთავარია, ნიჭის რეალიზაცია თუ შევძელით, ისე როგორც ხვიჩამ, ჩვენ ვიქნებით ყველაზე მაგარი ქვეყანა”

“დღე არ გავა, იტალიიდან თხოვნით არ მომწერონ, რომ საქართველოს ლიტერატურაზე და ისტორიაზე ლექცია წავიკითხო. ეს ძალა აქვს ფეხბურთს. არ მოსწონთ ხოლმე, როცა ფეხბურთს ლიტერატურაზე წინ ვაყენებ. გუშინ მივიღე პარიზიდან, რომ ჩემი წიგნი 22-ე ენაზე ითარგმნა. კიდევ რამდენ ენაზე უნდა ითარგმნოს, რომ საქართველოს შესახებ ყველამ გაიგოს. ხვიჩას ამის გაკეთება 22 წუთში შეუძლია. 90 წუთში შეუძლია მთელი მსოფლიო საქართველოზე ალაპარაკოს. ყველაფერი საინტერესო ხვიჩას გამო ხდება”

“დედას უდიდესი დამსახურება აქვს მის აღზრდაში, თუ როგორი თამდაბალი ბიჭია და როგორი ზუსტი და სწორი პასუხები აქვს ყველაფერზე” – განაცხადა დათო ტურაშვილმა “საფეხბურთო ტაიმაუტში”

ეს ბიჭი ნაკრებში ყოფნას იმსახურებს ! – მიქელთაძის გოლი 94-ე წუთზე (ვიდეო)

ავსტრალიაში საფეხბურთო სეზონი დაიწყო და “ნიუკასლ ჯეტსმა” 10 კაცით “პერტ გლორი” დაამარცხა. 94-ე წუთზე გამარჯვების გოლი ბექა მიქელთაძემ შეაგდო. დარცმელია მატჩის ბოლოს გამოცვალეს.

“ბარსელონას” კვლავ ფინანსური კრიზისი აქვს?

კატალონიის “ბარსელონა”, შესაძლოა, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში ჩარჩეს და ამით დიდი ფინანსური სარგებელი ვერ მიიღოს.

გუნდმა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს 100 მილიონზე მეტი დახარჯა და ლაპორტა ფიქრობდა, რომ “ბარსა” მინიმუმ 1/4 ფინალში გავიდოდა. ბიუჯეტი სწორედ ამ კუთხით იყო დაგეგმილი, თუმცა დიდი შანსია, გუნდმა მხოლოდ ევროპა ლიგაზე გასვლა შეძლოს.

საბოლოო ჯამში, მიუღებელი შესამოსავალი 20 მილიონ ევრომდე იქნება. ეს “ბარსელონას” კიდევ ერთ დიდ ფინანსურ ზარალს აყენებს.

“ნაპოლიმ” გეგმა A გააქტიურა – კვარას ახალი კონტრაქტი ექნება!

იტალიური მედიის ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც ხვიჩა კვარაცხელიამ ასეთი საუცხოო თამაში აჩვენა და გუნდის ლიდერად იქცა, ხელმძღვანელობას არ სურს სხვა კლუბებმა მისი გადაბირება მაღალი ხელფასის შეთავაზებით შეძლონ. შესაბამისად, “ნაპოლიმ” გეგმა A გააქტიურა და ქართველს ახალ გაუმჯობესებულ კონტრაქტს შესთავაზებენ.

ხვიჩას ხელფასი ახლა 1.5 მილიონი ევროა. თავიდან იყო საუბარი მისი 2.5 მილიონ ევრომდე გაზრდამდე, თუმცა ახლა ეს თანხა 3 მილიონამდე ავა და პლუს ბონუსები დაემატება ანუ გაორმაგება.

ნეაპოლელებმა ცოტა ხნის წინ მეკარე მერეტს 500 ათასი ევროთი მოუმატეს ანაზღაურება.

Areanapoli კვარას ახლანდელ სატრანსფერო ღირებულებას 50 მილიონ ევროდ აფასებს.

 

 

კახა კალაძე: “ხვიჩას შეუძლია მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი გახდეს”

“მილანისა” და საქართველოს ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა კახა კალაძემ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა.

“ხვიჩას უდიდეს წარმატებებს ვუსურვებ. უძლიერესად ატარებს “ნაპოლის” შემადგენლობაში ყველა შეხვედრას და საუკეთესო ფეხბურთს აჩვენებს. “ნაპოლის” ასეთ თამაშში მისი როლი ძალიან დიდია. დარწმუნებული ვარ, ყველანაირი შესაძლებლობა აქვს იმისთვის, რომ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი გახდეს. ახლა ყველაფერი მასზეა დამოკიდებული” – განაცხადა კალაძემ.

კვარას “ნაპოლი” 50 ქულით სერია A-ს ლიდერია და თავისი შანსები ჩემპიონთა ლიგაზეც აქვს.

ბილეთი 50 თეთრად – ბათუმის “დინამო” სტადიონზე გულშემატკივრის დაბრუნებას ცდილობს

მას შემდეგ, რაც ბათუმის “დინამომ” “სლოვანთან” წააგო, გუნდის საქმეები უკან და უკან მიდის. განიავდა 9 ქულიანი უპირატესობა თბილისის “დინამოსთან”, გამოვარდნენ თასიდან და ეტყობათ, რომ გარკვეული ფსიქოლოგიური პრობლემები აქვთ.

ამის ფონზე შემცირდა “აჭარა არენაზე” გულშემატკივართა რაოდენობაც და საპასუხოდ, არჩილ ბერიძემ გუშინ განცხადება გაავრცელა.

“გამარჯობა

“მსურს რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით განმარტება გავაკეთო და ჩემი შეხედულება გავუზიარო დინამო ბათუმის ერთგულ გულშემატკივარს.
პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ ძალიან კარგად მესმის იმ ადამიანების ვინც, ბოლო პერიოდში ჩვენი გუნდის მიერ ნაჩვენები თამაშით უკმაყოფილო და იმედგაცრუებულია. გთხოვთ ნუ დაგავიწყდებათ, რომ მეც იგივენაირად და რიგ შემთხვევებში უფრო მძაფრადაც განვიცდი თითოეულ წარუმატებლობას.

აქვე სიამაყით მინდა ავღნიშნო ერთი გარემოება. ჩემი და ჩემი პარტნიორების კლუბის სათავეში მოსვლის შემდეგ დინამო “ბათუმის” განვითარების ვექტორი საფუძვლიანად შეიცვალა და შესაბამისად იცვლება მოთხოვნებიც. ახლა დინამო “ბათუმისგან” მხოლოდ გამარჯვებებს და ტიტულებს ელიან. პირადად ჩემთვის სწორედ ეს არის მთავარი მონაპოვარი და მომავალი პროგრესის საწინდარი.
არაერთხელ მითქვამს და ყოველთვის და ყველგან ხაზგასმით ავღნიშნავ თუ რაოდენ დიდი წვლილი აქვს ჩვენს ზრდასა და განვითარებაში გულშემატკივარს, ამ ერთობის გარეშე რაიმე ტიპის წარმატებაზე ფიქრიც კი შეუძლებელი იქნებოდა.

ყოველივე ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, დინამო ბათუმის დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილებით, მომდევნო ოთხ საშინაო შეხვედრაზე დასასწრები ბილეთები, სიმბოლურ ფასად, 50 თეთრად გაიყიდება. ეს გადაწყვეტილება იმითაც არის განპირობებული, რომ ფული არასოდეს ყოფილა ჩვენთვის გადამწყვეტი მნიშვნელობის, მთავარი ჩვენი ერთიანობაა.
ვიმედოვნებთ, რომ ეს ჟესტი დადებით ეფექტს მოახდენს გულშემატკივარზე რაც დარჩენილ მატჩებში სავსე ტრიბუნებს, საოცარ ქომაგობას და დინამო ბათუმის გამარჯვებებს მოგვიტანს” – ბერიძე.

16 ოქტომბერს “დინამო” სახლში გორის “დილას” მიიღებს.

“ბუდუ, სახლში გელოდებით, დაბრუნდი” – “ფეჰერვარის” მიერ დაწუნებულ ზივზივაძეს სხვაგან ეპატიჟებიან

“ფეჰერვარმა” საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი ბუდუ ზივზივაძე მეორე გუნდში გადაიყვანა. ზივზივაძემ “უიპეშტთან” წაგებული მატჩის შემდეგ მეტოქე გუნდის ფეხბურთელს მაისური გაუცვალა და მოედნიდან გასვლამდე გადაიცვა. ამის გამო “ფეჰერვარის” ფანებმა მისი გაგდება მოითხოვეს და კონტრაქტის გაწყვეტაც. ბუდუმ სოციალურ ქსელში კლუბის ულტრასებს ბოდიში მოუხადა და განაცხადა, რომ ეს ყველაფერი ინსტიქტურად მოხდა და გამიზნული არ ყოფილა.

მის ბოდიშს “უიპეშტის” გულშემატკივრები გამოეხმაურნენ და მას დაბრუნება სთხოვეს. თან, უნგრელები კომენტარებს ქართულ ენაზე წერენ.

“პატივისცემა შენ უიპეშტიდან”

“პატივისცემა შენ უიპეშტიდან”

“ბუდუ, არაფერი გაქვს ასახსნელი”

“შენ კარგი ადამიანი და კარგი სპორტსმენი ხარ, პატივისცემა”

“შენ გულწრფელი და გამორჩეული ტალანტი ხარ, ეს არ არის დაფასებული აქ. ჩვენ შენთან ვართ და ველოდებით შენ დაბრუნებას. მაგრამ თუ არ დაბრუნდი, “ფეჰერვარში” მაინც არ დარჩე, ისინი შენ გაბრკოლებენ. უკეთეს იმსახურებ”

ზივზივაძეს “უიპეშტში” საოცარი პერიოდი ჰქონდა და გიორგი ბერიძესთან ერთად კლუბი უმაღლეს ლიგაში დატოვა. მოსალოდნელია, რომ ზამთარში ქართველი “ფეჰერვარს” დატოვებს.

ზედიზედ მეორედ კვარა საუკეთესოა! რა შეფასება დაუწერეს ვარსკვლავს?

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მორიგ მატჩში ხვიჩა კვარაცხელიამ “აიაქსის” წინააღმდეგ გოლი და ასისტი მიითვალა. უკვე ზედიზედ მეორედ კვარა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასხელეს.

Sofascore-მა კვარაცხელია 7.6 ქულად შეაფასა, Whoscored-მა კი 8 ქულით და მასთან ყველაზე ახლოს 7.5 ქულით ლოზანო იყო.

პრაქტიკულად შემთხვევა არ ყოფილა, ქართველისთვის 7-ზე ნაკლები დაეწერათ.

 

კვარამ “ნაპოლიში” პირველი პენალტი უზადოდ შეასრულა! ბრავო ოსიმენს (ვიდეო)

“ნაპოლი” “აიაქსს” 3-1 ამარცხებს. უკვე გოლი და ასისტი კვარას ანგარიშზე.

ყველაზე არარსებული პენალტი! წითელი ტომორის და გაოგნებული “მილანი” (ვიდეო)

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მორიგ მატჩში “მილანი” “ჩელსის” მასპინძლობს და ანგარიში “ჩელსიდან” ჟორჟინიომ გახსნა, მაგრამ მსაჯმა არარსებული პენალტი დადო, თან ტომორის წითელი უჩვენა.

გია გრიგალავა: “ჩვენი ტალანტები ევროპაში პირველივე რეისით მიდიან”

ტულის “არსენალის” ცენტრალურმა მცველმა გია გრიგალავამ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა.

“ხვიჩა კვარაცხელია ახლა საუკეთესო ქართველი ფეხბურთელია. მე მის ყოველ თამაშს ველოდები “ნაპოლიში” და ის ამ დონეზე უკვე დიდი ხანია იმყოფება. მაშინ, როცა “რუბინში” იყო, ახლა იტალიაში. იქ კიდევ უფრო სხვანაირად უყურებენ.”

“თუ რომელიმე ტალანტი ჩვენ ქვეყანაში გაიბრწყინებს, მაშინვე პირველივე რეისით ევროპაში მიდის. საქართველოს ჩემპიონატი ფინანსურად ევროპულს ვერ შეედრება” – ამბობს გრიგალავა.

33 წლის გრიგალავას ნაკრებში 34 მატჩი აქვს ჩატარებული.