საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ხვიჩა კვარაცხელიას ფრანგული გუნდებითვის შეთავაზებაზე და მისი ფრენკ რიბერისთან შედარებაზე ისაუბრა.
“მე მთხოვეს, მისთვის ლათინური მეტსახელი მომეძებნა. ასევე, მითხრეს, რომ თუ კვარაცხელიას ერთ-ერთი გუნდის პრეზიდენტს შესთავაზებდნენ, სამსახურიდან გაუშვებდნენ”
“დიახ, არის განსხვავებები რიბერისა და კვარას შორის, მაგრამ როცა ფრენკი 21 წლის იყო და ბურთი ჰქონდა, ყოველთვის წინ მიიწევდა, აწვდიდა და არტყამდა. ასე აკეთებს დღეს კვარაცხელიაც. მასას იგივე სურს. იტალიაში 3-4 თვის შემდეგ განვითარებას აგრძელებს და უფრო მეტად პროდუქტიული ხდება. ხვიჩას აქამდე ბევრი გოლი არ გაჰქონდა, მაგრამ 12 მატჩში უკვე 6 გოლი და 4 ასისტი აქვს”
“ზოგადად, ჩვენ ყველას გარკვეული ნაკლი გვაქვს და შეცდომებიც ექნება, მაგრამ ამას უნდა შევეგუოთ. მას უყვარს დარტყმა, კარგი იქნება კომბინირებულ ფეხბურთში თუ მოუმატებს, თუმცა არ უნდა გახდეს ზედმეტად ჩაკეტილი და შეზღუდული. ის არაპროგნოზირებადი უნდა იყოს. ახლა მასზეა დამოკიდებული, სწორი ბალანსი იპოვოს” – განაცხადა სანიოლმა.
ზოგიერთი ადამიანი ფიქრობს, რომ “ნაპოლის” მთავარი მწვრთნელი ლუჩანო სპალეტი კვარას მეტად ზღუდავს.