საქართველოს ნაკრებისა და “რუბინის” ყოფილმა მცველმა ლაშა სალუქვაძემ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა.
“ხვიჩამ “ნაპოლიში” სეზონი საოცრად დაიწყო. კვარაცხელიას თითქმის ყველა მატჩში გააქვს და ვფიქრობ, შეუძლია ჩემპიონთა ლიგაზე და სერია A-ში საუკეთესო ბომბარდირობისთვის იბრძოლოს”
“არ ვიცი, შეძლებს თუ არა ხვიჩა მთლიანი სეზონის ამ დონეზე ჩატარებას, შესაძლოა, ჩავარდნაც ჰქონდეს, მაგრამ მან სულ ახლა დაიწყო იტალიაში თამაში. ღმერთმა ქნას, კვარა არ გაჩერდეს და მუდმივად პროგრესირებდეს”
“შეუძლია ხვიჩას მომდევნო სეზონში “რეალში” გადასვლა? ანჩელოტიმ თქვა, რომ კვარაცხელიას აკვირდებოდა, როცა “ნაპოლიში” იყო, ამიტომ, ყველაფერი შესაძლებელია”
“არაა გამორიცხული, მას შეთავაზება “ლივერპულმა” ან “რეალმა” გაუკეთოს, თუმცა ვფიქრობ, მისთვის ჯერ ადრე არის სადმე გადასვლა. “ნაპოლი” ძალიან კარგი გუნდია, 1-2 წელი კიდევ უნდა იყოს ნეაპოლში” – განაცხადა სალუქვაძემ.
ქართველი ბოლო დროს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფეხბურთელია.