კარლო ანჩელოტი: “კვარაცხელია სიუპრიზია? მე მას 4 წლის წინ ვაკვირდებოდი”

მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.

“ნაპოლიმ” რამდენიმე ძალიან კარგი ფეხბურთელი დაიმატა, ახალი სისხლი. რთულია პროგნოზირება რისი გაკეთება შეუძლიათ, მაგრამ ახალწვეულების დამატებამ გუნდი არაპროგნოზირებადი, მაგრამ უფრო ძლიერი გახადა”

“კვარაცხელია სიუპრიზია? ეს მათთვის, ვინც არ იცოდა. მე მას ჯერ კიდევ მაშინ ვაკვირდებოდი, როცა “ნაპოლიში” ვიყავი. ის განსაკუთრებულია მოთამაშეა” – განაცხადა ანჩელოტიმ.

პაპა კარლო ნეაპოლში 2018-19 წლებში იყო.

1 კვირის წინ რამდენიმე ვებ-გვერდმა კვარა “რეალს” დაუკავშირა. ხვიჩას საოცნებო გუნდი სწორედ “რეალია”.

“დინამოში” სენეგალელი, ბრაზილიელი და კოლუმბიელი ლეგიონერები იქნებიან? ჯუღელი, ძაკარდო და ბერიძე ერთიანდებიან

საფეხბურთო აგენტები მამუკა ჯუღელი და კრისტიან ძაკარდო ბათუმის “დინამოსთან” იწყებენ თანამშრომლობას. მათი მეშვეობით, გუნდი ლეგიონერებს დაიმატებს და ასევე, აგენტები აკადემიის საკითხებში აქტიურად იქნებიან ჩართულნი. ამ საკითხებზე მოკლე კომენტარები მამუკა ჯუღელმა გადაცემა “დილის ტალღაში” გააკეთა.

“მე ვფიქრობ, ხუთ წელიწადში “დინამოში” 5-6 ბათუმელი ფეხბურთელი ითამაშებს”

“იმას, რაც არჩილ ბერიძე და აჭარის მთავრობის თავჯდომარე ერთად აკეთებენ, უბრალოდ ძალიან დასაფასებელია” 

“მინდა მადლობა გადავუხადო ბათუმელ ფანებს მათი ასეთი მხარდაჭერისთის და ვთხოვდი, რომ ასე გააგრძელონ”

“ის, რაც “დინამომ” რამდენიმე წელიწადში შეძლო, ძალიან ბევრ დიდ კლუბს არ გაუკეთებია”

“სენეგალელებზე, ბრაზილიელებზე და კოლუმბიელებზე არის საუბარი. ეს აუცილებლად მოხდება. ჩვენ შესაძლებლობებში რაც არის, ყველაფერს გავაკეთებთ”

სწორედ ჯუღელისა და ბერიძის მეგობრობის გამო, ხვიჩა კვარაცხელია რუსეთიდან ბათუმის “დინამო” წამოვიდა, ხოლო, შემდეგ “ნაპოლიში” ძაკარდოს მეშვეობით.

 

ბასილაშვილის მამა: “იძალადეს ბავშვზე, აიძულეს ხუთი წლის ბავშვი და ეს უნდა იყოს სახალხო დამცველი?”

ნიკოლოზ ბასილაშვილის მამა, ნოდარ ბასილაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციის “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” ერთ-ერთ ხელმძღვანელზე, ანა აბაშიძეზე სოციალურ ქსელში წერს. ანა აბაშიძე სახალხო დამცველობის ერთ-ერთ კანდიდატად დაასახელეს. აბაშიძე ნეკა დოროყაშვილის ინტერესებს იცავს.

“ბავშვზე მოძალადე ადამიანი როგორ შეიძლება იყოს სახალხო დამცველის კანდიდატად წარდგენილი? ბავშვის საუკეთესო ინტერესები არის ის, რომ ბავშვმა არ უნდა ნახოს და არ უნდა ჰქონდეს კონტაქტი მშობელ მამასთან? ეს არის ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე? უფლებადამცველი ანა აბაშიძე, ეს არის ქალბატონი, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული ბავშვის მიმართ, ყველაფერი გააკეთა ისე, რომ ნიკა ბასილაშვილს აუკრძალეს შვილის ნახვა უკვე მეოთხე წელია. იძალადეს ბავშვზე, აიძულეს ხუთი წლის ბავშვი ელაპარაკა მოგონილ და ტყუილ ამბებზე და ეს ყველაფერი ჩაიწერეს ვიდეოზე. ნუთუ ეს დანაშაული არ არის? და ამ ქალბატონს ჰქვია უფლებადამცველი” – წერს ბასილაშვილი.

სასამართლო უკვე რამდენიმე წელია აქტიურად მიმდინარეობს ბასილაშვილსა და დოროყაშვილს შორის.

ფორმულა: “საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს მოკვლით ემუქრებიან”

ტელეკომპანია “ფორმულას” ეთერში სკანდალური აუდიო-ჩანაწერი გავიდა. 8 საათიანი “შაბათის ფორმულას” ანონსში სავარაუდოდ, ნოდარ ნიშნიანიძე (ვაკო ყაზაიშვილის ცოლის ძმა) და ლადო დვალიშვილი არიან.

გადაცემის წამყვანი დავით ქაშიაშვილი ამბობს, რომ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს მოკვლით ემუქრებიან და ეს ყველაფერი ვაკო ყაზაიშვილის უთამაშებლობის გამო ხდება.

ნიშნიანიძე წარსულში მრავალჯერ არის დაკავებული.

“ტორინოს” მწვრთნელი: “პირველ რიგში, ხვიჩას შეჩერებაზე უნდა ვიფიქროთ”

“ტორინოს” მთავარმა მწვრთნელმა ივან იურიჩმა ხვალ “ნაპოლისთან” მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა და საუბარი კვარაცხელიათი დაიწყო.

პირველ რიგში, თუ წარმატების მიღწევა გვსურს, ხვიჩა კვარაცხელია უნდა შევაჩეროთ. ჩემ ბიჭებს ამ დავალებას ვაძლევ. გუნდური დაცვა, თუმცა განსაკუთრებულად, კვარაზე.”

“ნაპოლი ბოლო პერიოდში ძალიან გაიზარდა და კიდევ უფრო შემტევი გახდა, როგორც ეს “მილანთან” და “ფიორენტინასთან” აჩვენეს” – განაცხადა იურიჩმა.

მოსალოდნელია, რომ კვარა ხვალ ძირითადში იქნება.

ესპანელი მენეჯერი: “კვარა და მამარდა ქართველობის გამო დაიწუნეს”

ესპანელი მენეჯერი ანტონიო ლოპესი გიორგი მამარდაშვილის “ვალენსიაში” გადასვლაზე საუბრობს. მან მამარდას “ღამურებში” წასვლაში დიდი როლი ითამაშა.

როცა გიორგის “გრანადასთან” მატჩი ვნახე, ის მაშინვე “ატლეტიკოს”, “ბარსელონას”, “ჟირონას”, “ვილიარეალს” და სხვებს შევთავაზე, მაგრამ ყველამ მითხრა, რომ ის ქართველი იყო და უარი განაცხადეს”

“შემდეგ “ვალენსიასთან” მივედი და ვეუსაბრე რამდენიმე პროფესიონალს აკადემიიდან, რომლებმაც დაადასტურეს, რომ ის ტოპმეკარე გახდებოდა და ტრანსფერზე მუშაობა დავიწყეთ. თავიდან 350 ათასი ევრო ღირდა, შემდეგ 850 ათას ევრომდე გაიზარდა მისი ღირებულება, თუმცა მაინც იაფი იყო.”

“დეკემბერში თბილისში ვიყავი. “ვალენსიის” აკადემიის წარმომადგენელს ვუთხარი, რომ “რუბინში” თამაშობდა საინტერესო ფეხბურთელი. მას დიდი გავლენა პირველ გუნდზე არ აქვს და არ დაუჯერეს. შემდეგ ომი დაიწყო და კიდევ ერთხელ შევთავაზე “ვალენსიას” კვარას ჯერ სრულიად უფასოდ დამატება. არ ვიცი ბორდალასს ვისი დამატება სურდა, მაგრამ უარი მითხრეს. ახლა ქართველი სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელია” – განაცხადა ლოპესმა.

დღეს ხვიჩა 35 მილიონ ევროდ არის შეფასებული. მამარდაშვილი – 20 მილიონად.

“ნაპოლი” ხვიჩას ხელფასს გაუორმაგებს! რამდენი ექნება ქართველს?

იტალიური პრესის ინფორმაციით, “ნაპოლი” ხვიჩა კვარაცხელიას ხელფასს გაუორმაგებს და 1-1.5 მილიონი ევროდან, კვარას 3 მილიონი ევრო გაუხდება.

“ნაპოლის” ხელმძღვანელობას სურს კვარათი განსაკუთრებული პროექტი წამოიწყოს და არ სურს, სხვა გუნდმა ქართველი ხელში მარტივად ჩაიგდოს. ამიტომ, ჰონორარი საგრძობლად გაიზრდება.

რამდენიმე დღის წინ გერმანულმა Transfermatk-მა ქართველი 35 მილიონ ევროდ შეაფასა. მისი 1.5 მილიონიანი ანაზღაურება კი იტალიის გამორჩეულ კლუბებში ერთ-ერთი ყველაზე დაბალია.

საინტერესოა, რომ “დინამოს” გენერალური დირექტორის, ასლან ბალაძის განცხადებით, ბათუმში ყოფნის დროს კვარაცხელიას ხელფასს პირადად მამუკა ჯუღელი უხდიდა.

“ხვიჩა კვარაცხელიას ფასი 100 მილიონი ევრო გახდება”

“ლოკომოტივის” ყოფილი მთავარი მწვრთნელი იური სიომინი, რომელიც კვარას რუსეთში 1 წელი წვრთნიდა, ქართველზე კომენტარს აკეთებს.

“ნიჭის მიხედვით არშავინი დონეა. ფეხბურთის მსგავსი ოსტატები თითზეა ჩამოსათვლელი. შეიძლება, 100 მილიონი ევროც გახდეს. მთავარია, მისი პროგრესი მუდამ უწყვეტი იყოს. საჭიროა, ლიდერობა ისწავლოს და შეძლოს, ყოველთვის სტაბილური იყოს. ხალხი მისგან ყოველთვის რაღაც განსაკუთრებულს მოელის და ამ მოლოდინის გამართლება აუცილებელია”, – განაცხადა სიომინმა.

სიომინი ეწინააღმდეგებოდა კვარას “ლოკოდან” გაშვებას, მაგრამ ვერაფერს გახდა.

როგორც მესი – მთელი ბრაზილია ნეიმარის დასაცავად მივარდა (ვიდეო)

ბრაზილიის ნაკრებმა ტუნისი 5-1 გაანადგურა. ერთ-ერთ მომენტში ნეიმარის წინააღმდეგ ტუნისელმა ფეხბურთელმა იუხეშა და მას მალევე მთელი ბრაზილიის ნაკრები დაუპირისპირდა.

მსგავსი რამ მოხდა არგენტინის ნაკრებშიც, როცა გუნდი ლეო მესის ჰონდურასელი მოთამაშისგან იცავდა.

დავით წიკლაური: “სოსო გიორგაძემ გამოიწია ჩემკენ და საკადრისი პასუხი მიიღო”

კრივის ფედერაციის ხელმძღვანელი დავით წიკლაური თეა წულუკიანის ბრალდებას პასუხობს. წულუკიანმა წიკლაური მასზე დარტყმის მცდელობაში დაადანაშაულა

“ის, რაც გვაკადრა და პირადად მაკადრა მე, იმაზე გავეცი საკადრისი პასუხი, რაც ვერ მოითმინა და 4 თვის შემდეგ დაიწყო ამაზე საუბარი. სოსოს გიორგაძემ (მინისტრის ყოფილი მოადგილე) გამოიწია ჩემკენ, მანაც მიიღო საკადრისი პასუხი. ხელი არ დამირტყამს არავისთვის. თქვენ როგორ ფიქრობთ, ხელი დამერტყა იქ ვინმესთვის ან მეძალადა, ახლა მე გარეთ ვიქნებოდი?” – განუცხადა წიკლაურმა “ტვ პირველს”.

“როცა მოხდა გაუგებრობა ჩვენ შორის. შევთავაზე, რომ გადავდგებოდი და არჩევნები თავიდან ჩატარებულიყო ყოველგვარი ჩარევის გარეშე, ფედერაციისა და სამინისტროს წარმომადგენლების ჩართულობით, რაზეც მივიღე, რომ “გადადგეს და მერე მე მივხედავ ყველაფერს”-ო. არც დაკავებას გამოვრიცხავ”.

კრივის ფედერაციას რამდენიმე თვეა დაფინანსებაც შეჩერებული აქვს.

ვილი სანიოლი – კაცი, რომელიც საქართველოს შემდეგ გრანდებს ჩაიბარებს!

ვილი სანიოლმა მწვრთნელობა 2021 წელს საქართველოს ნაკრების ჩაბარებით 4 წლიანი პაუზის შემდეგ განაახლა.

მას გარკვეული ოჯახური მიზეზები ჰქონდა პაუზისთვის. მანამდე კი “ბორდოს” მთავარი მწვრთნელი იყო და “ბაიერნში” ასისტენტი.

დღეს ვილისთან ერთად საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის ჯგუფი მოიგო დაუმარცხებლად მოიგო და უკვე, 11 მატჩიანი წაუგებელი სერიაც გვაქვს.

რა თქმა უნდა, ყველა საქართველოს ნაკრების წარმატებაზე ვფიქრობთ, მაგრამ პირადად სანიოლისთვისაც ეს უდიდესი წარმატებაა. შეძლო რამდენიმე წლიანი იძულებითი შესვენების შემდეგ გუნდის ღირსეულად გაძღოლა და დამტკიცება, რომ საინტერესო და ნიჭიერი მწვრთნელია.

მას შემდეგ, რაც ვილი ნაკრებს დატოვებს და იმედია, ამას იმით შეძლებს, რაც ნაკრების ვერცერთმა სხვა თავკაცმა შეძლო, მას ძალიან ბევრი შემოთავაზება ექნება. საქართველოს ნაკრები ფრანგს ფეხბურთში დაბრუნებაში დაეხმარა და შემდეგ დიდი გუნდების ჩაბარებაშიც ხელს შეუწყობს.

თუ საქართველო ევროპის ჩემპიონატზე გავიდა და იქ წარმატებით შეძლო გამოსვლა, ვილის ძალიან მაგარი კლუბების შემოთავაზებებიდან, უბრალოდ, ასარჩევად ექნება საქმე.