ელისაშვილი: “ვიღაც არაფრისმაქნისები ხვიჩა კვარაცხელიას ლანძღავენ რუსეთს რატომ არ აგინაო”

პარლამენტარი ალექსანდრე ელისაშვილი ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ ბულინგს გამოეხმაურა.

“ვიღაც არაფრისმაქნისები ხვიჩა კვარაცხელიას ლანძღავენ რუსეთს რატომ არ აგინაო. ისეთები ანთხევენ ბოღმას მართლა არაფრისმაქნისები რომ არიან და მარტო სხვის ლანძღვაში რომ გახდნენ დიდოსტატები. კვარაცხელია ომის დაწყებისთანავე რუსეთიდან წამოვიდა და ბათუმში ითამაშა დიდებულად, ეს იყო მისი პატრიოტული განაცხადი. თავი დაანებეთ ამ ბიჭს, მასზე დიდ ქართულ საქმეს არავინ არ აკეთებს და მით უფრო ვიღაც ქეციანი უსაქმურები თითი თითზე რომ არ დაუდიათ საქართველოსთვის. მიდი ხვიჩა, მაგ ტუტუცებს არ უგდო ყური! ეგეთები სულ იქნებიან, მთავარია შენ გვასახელო კიდევ უფრო მეტად! გაუმარჯოს ხვიჩა კვარაცხელიას!” – დაწერა ელისაშვილმა.

გიგა მაქარაშვილმა და ვახო სანაიამ კვარაცხელია კიდევ ერთხელ გააკრიტიკეს დარუსეთის მიმართ ლმობიერი დამოკიდებულებაში დაადანაშაულეს.

რამდენს ათასს ევროს იღებს სოლომონ კვირკველია ბაქოს “ნეფთჩიში”?

რამდენიმე კვირის წინ “გაგრადან” სოლომონ კვირკველია ბაქოს “ნეფთჩის” შეუერთდა.

გავრცელებული ინფორმაციით, კვირკველია ანაზღაურების სახით (პრემიისა და ბონუსების გარეშე) 15 ათას ევროს მიიღებს.

ამ დროს, ბათუმის “დინამოსა” და თბილისის “დინამოს” – ორივეს ცენტრალური მცველის პრობლემები აქვთ და ევროტურნირების წინ, კვირკველიას დამატება ორივე გუნდს საგრძნობლად გააძლიერებდა.

თან, 15 ათასი ევრო არამგონია ამ მომენტში “დინამოებისთვის” ასტრონომიულ თანხას წარმოადგენდეს.

ასეთი პენალტი არასდროს გინახავთ! მატჩის ჩაწყობა საოცარი დარტყმით (ვიდეო)

ნიგერიის ჩემპიონატში პენალტი საოცრად შეასრულეს. დასაბუთებული ეჭვია, რომ მატჩი გარიგებული იყო.

ხვიჩა კვარაცხელია: “ფანები კვარადონას მეძახიან? 77 ნომერი ორჯერ მეტ იღბალს მომიტანს”

ხვიჩა კვარაცხელია “ნაპოლიმ” ოფიციალურად წარადგინა და ხვიჩამ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

“ფანები კვარადონას მეძახიან? მომწონს ეს, მაგრამ უდიდესი პასუხისმგებლობაა. მე ვფიქრობ, ნეაპოლისთვის მარადონა ყველაფერს ნიშნავს. მათ მითხრეს, რომ ნეაპოლი ლამაზი ქალაქია, მაგრამ ახლა განსხვავებულად ვხედავ. ასეთი ლამაზი ქალაქი არასდროს მინახავს”

“ბედნიერი ვარ, რომ “ნაპოლიში” ჩამოვედი. შეთავაზებას მაშინვე დავთანხმდი. მე აქ ვარ, რომ ვაჩვენო რა შემიძლია. სპალეტი ფანტასტიკური პერსონაა, მისგან ბევრს ვისწავლი. ძალიან დიდ გუნდში ვარ და ეს ყველაფერი ბედნიერს მხდის. ინსინიეს შემცვლელად არ მოვსულვარ. ინსინიე დიდებული ფეხბურთელია, მაგრამ აქ მოვედი, რათა ხვიჩა კვარაცხელიამ ითამაშოს”

“მე თავდამსხმელი ვარ, ძირითადად მარცხნიდან ვიწყებ. უკვე დავიწყე იტალიურის სწავლა და ეს მოედანზეც დამეხმარება. გარკვეული დრო დამჭირდება იტალიურ ფეხბურთთან შესაწყობად, მაგრამ მაქვს მწვრთნელისა და გუნდის რწმენა”

“არ ვიცი რამდენ გოლს გავიტან, თუმცა ყველაფერს გავაკეთებ. 77 ნომერი? 7 ნომერი ჩემი ფავორიტია. დაკავებული იყო, ამიტომ გავაორმაგე, რაც მე ორჯერ მეტ იღბალს მომიტანს, ვიმედოვნებ”

კვარაცხელიამ “ნაპოლის” შემადგენლობაში სადებიუტო ამხანაგურ მატჩში 2 გოლი და საგოლე პასი განახორციელა.

მერაბ მეტრეველი: “დინამოსთვის” სასაყვედურო არაფერი მაქვს”

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი ბათუმის “დინამო” – “სლოვანის” მატჩს გამოეხმაურა.

“გუშინდელ თამაშზე:

გია გეგუჩაძემ თამაშის შემდეგ თქვა: „რესურსი და ძალები არ გვეყო, ჩვენი ძლიერი მხარე, ბურთის ფლობა დავკარგეთ და ამან დაღი დაასვა ბათუმის “დინამოს” თამაშს. ბოლოს შეხვედრა უფრო ჩვენს ნახევარზე მიმდინარეობდა, კონტრშეტევებზე ვთამაშობდით.“

ეს ნათქვამი ყველამ ისე გაიგო, რომ ესაა წაგების მთაავრი მიზეზი. თუმცა ამ აზრს არ ვეთანხმხები. რა თქმა უნდა, ეს ერთ-ერთი მიზეზია და ჩვენ ისევ რომ მოგვეხერხებინა უპირატესობის შენარჩუნება, მეტოქეს შეიძლება ის ორი მომენტიც არ შექმნოდა, მაგრამ უამრავი შემთხვევა გვახსენდება, როცა გატანილი გოლის მერე გუნდს მეტოქის ზეწოლისთვის ვერ გაუძლია და უპირატესობა დაუთმია, რადგან მეტოქეს ამ დროს, შენგან გასნხვავებით, სხვა არჩევანი არ აქვს და უკანსკნელი ძალებით გიტევს, მაგრამ ბევრი შემთხვევა გახსენდებათ, ასეთ დროს 10 წუთში ორი გოლი გასულიყოს? (მე არ ვამბობ, რომ არასდროს მომხდარა. ის კი არა, ორ წუთშიც გასულა ორი გოლი, მაგალითად 1999 წლის ჩემპიონთა თასის ფინალიც კმარა, მაგრამ ასეთი შემთხვევები გამონაკლისა). გატანილი გოლის მერე დაცვაში გადასული გუნდები ზოგჯერ მთელი თამაში ძლებენ და გოლს არ უშვებენ და ჩვენ 10 წუთში ორი გავუშვით – ერთი რეკოშეტით და მეორე მეკარის ბავშური შეცდომით, როგორ შეცდომასაც ლაზარე კუპატაძე ალბათ ბავშვობაშიც არ უშვებდა. შესაბამისად წაგების ერთ-ერთ მიზეზად მე უიღბლობას დავასახელებდი. უბრალოდ ფორტუნამ ზურგი გვაქცია.

თუმცა იყო სხვა მიზეზებიც. დავიწყოთ მსაჯით. მსაჯზე გადაბრალება ცუდ ტონად ითვლება და ეს სწორიცაა, მაგრამ გუშინ ორი ასპროცენტიანი პენალტი არ დაგვიდეს. მე არ ვამბობ, რომ მსაჯი შეგნებულად გვმტრობდა. შეიძლება ეს შეცდომა იყო, მაგრამ VAR-ი რომ ყოფილიყო, ხომ ორივე პენალტი იქნებოდა? ესეც ორი დაკარგული ასპროცენტიანი მომენტი.

გავაგრძელოთ დაკარგული მომენტების ჩამოთვლა: ფლამარიონმა პირველი ტაიმის ბოლოს ისეთი „ღორობა“ ჩაიდინა, ეზოში რომ არ იზამს არავინ. იმ მომენტში ზურიკო დავითვიშვილისთვის რომ მიეცა პასი, კიდევ ერთი ასპროცენტიანი მომენტი გვექნებოდა. იმედია, უბრალოდ ვერ დაინახა, თუმცა არც ესაა შეღავათი. ასეთ დროს თავს რომ არ აწევ, ეს შენზე კარგად არ მეტყველებს. მამუჩაშვილმა კი რამდენიმე მეტრიდან ისეთი ბურთი ააცილა, რომელზეც იტყვიან, აცილება უფრო რთული იყო, ვიდრე გატანაო. ეს კიდევ ორი გაშვებული ასპორცენტიანი მომენტი. არაფერს ვამბობ ჯიღაურის მომენტზე. ნუ იქ ერთი შეხებით ურტყამდა და შეიძლება უფრო მივუტევოთ შეცდომა.

მესმის, რომ თამაშში ყველა ასპროცენტიან მოემენტს გოლად ვერ აქცევ, ზოგჯერ მსაჯიც შეცდება, მაგრამ ამ ხუთი მომეტიდან ერთიც რომ გოლით დასრულებულიყო, ხომ ხვდებით, რომ სულ სხვა ვითარება იქნებოდა? და ორი რომ დასრულებულიყო?

იმათიც მესმის, ვინც იტყვის, რა აზრი აქვს იმაზე ლაპარაკს, რაც არ მოხდაო, მაგრამ მატჩის შესაფასებლად და გუნდის თამაშის შესაფასებლად ეს აუცილებელია. შესაბამისად წაგების მიზეზიც ბევრი გამოგვივა და არა ერთი: 1) ის რაც გეგუჩაძემ თქვა, 2) უიღბლობა, 3) მსაჯის შეგნებული, თუ შეუგნებელი სიბრმავე, 4) რამდენიმე ფეხბურთელის (და არა მხოლოდ ლაზარე კუპატაძის) ცუდი თამაში გადამწყვეტ მომენტში.

დასკვნის სახით ვიტყვი, რომ „სლოვანი“ რა თქმა უნდა კარგი გუნდია, ზოგადად შეიძლება ჩვენზე უკეთესიც, მაგრამ გუშინ მას ფორტუნაც და მსაჯიც ეხმარებოდა. ვაისის სიტყვებიც ნუ დაგვავიწყდება, „დინამო“ უკეთესი გუნდი იყოო და ეს არა იყო უბრალოდ კომპლიმენტისთვის ნათქვამი. ამიტომ ბათუმის „დინამოსთვის“ სასაყვედურო არაფერი მაქვს. მშვენიერი გუნიდია და თუ ასე გააგრძელებენ, წარმატებაც მოვა. იმისთვის რომ ფორტუნამ ერთხელაც შენც გაგიღიმოს, ბევრჯერ უნდა უნდა სცადო. თუ ბათუმი მინიმუმ დონეს შეინარჩუნებს, ეს დღეც დადგება და იმ ხალხს, ვინც ნაკრების, ან კლუბების ყოველი წაგების მერე ქართული ფეხბურთის გულშემატკივრებს დასცინის, ხმას ჩააკმენდინებს.

p.s. რაც ვნახე, ჩემი აზრით, რეხვიაშვილი საქარველოში ერთ-ერთი საუკეთესო მცველია და და გაუგებარია გეგუჩაძე მას ძირითადში რატომ არ ათამაშებს (ახლა კობახიძის წითელი ბარათის გამო მოხვდა ძირითადში), ან ნაკრებში რატომ არაა. ასევე ბოლო თამაშებიდიან გამომდინარე, მგონია, რომ ალთუნაშვილისნაირი საყრდენი, ართმევაც და შეტევის გამწვავებაც ერთნაირად კარგად რომ შეუძლია, ბევრი არ გვყავს და ნაკრებშიც მეტი შანსი უნდა მისცენ”, – დაწერა მეტრეველმა.

“დინამომ” კონფერენს ლიგაზე გადაინაცვლა.

ხვიჩას ვერ აჩერებენ! კვარას ულამაზესი გოლი (ვიდეო)

ხვიჩამ ამხანაგურ მატჩში დუბლი შეასრულა.

ხვიჩა კვარაცხელიას პირველი გოლი “ნაპოლიში” (ვიდეო)

ხვიჩა კვარაცხელიამ “ნაპოლის” ამხანაგურ მატჩში საგოლე პასის შემდეგ თავისი პირველი გოლიც შეაგდო.

იოზილი “ისთანბულ ბაშაქშეჰირში” გადავიდა

გერმანელი ნახევარმცველი მესუთ იოზილი “ისთანბულ ბაშაქშეჰირის” ღირსებას დაიცავს.

მხარეებმა ორწლიანი კონტრაქტი, სქემით “1+1” გააფორმეს.

“ისთანბულ ბაშაქშეჰირმა” თურქეთის სუპერლიგის გათამაშება მეოთხე პოზიციაზე დაასრულა.

შეგახსენებთ, რომ 33 წლის ფეხბურთელი გასულ სეზონში “ფენერბაჰჩეს” რიგებში თამაშობდა. მან შარშან ყველა საკლუბო ტურნირზე ერთად 26 მატჩი ჩაატარა, ცხრა გოლი გაიტანა და ორი შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

ვახო სანაია: “მთავარი შეცდომა კუთხურიდან გაშვებული გოლი არ იყო”

ჟურნალისტი ვახო სანაია გუშინდელ ბათუმის “დინამოს” წაგებას ეხმაურება.

“მე კაი ხანია, ქართულ ფეხბურთს აღარ ვუყურებ, მაგრამ რაღაცას გეტყვით. დღეს სუფრასთან ვიჯექი და თან ვუყურებდი თამაშს.

ბათუმის წაგებას კონკრეტული მიზეზი აქვს და შემთხვევითობა არაფერ შუაშია. ბუნებაში ყველა გოლი შემთხვევითობა იქნებოდა, კანონზომიერებას თუ არ გავითვალისწინებთ. მთავარი შეცდომა კუთხურიდან გაშვებული გოლი არ იყო. შეცდომა სხვაგან იმალება – გატანილი გოლის შემდეგ გუნდმა ბურთი ვერ შეინარჩუნა. ესაა წაგების მიზეზი და არა კუთხურიდან გაშვებული გოლი. ეგ შედეგია. მეკარე რომ სადღაც არასწორ ადგილზე იდგა და მცველი ძელთან არ ეყენა, მთავარი შეცდომის გაგრძელება და ერთი კონკრეტული დეტალია.
თავის დამშვიდება და ,,აუ, შემთხვევით წავაგეთ” ძახილი, უარესია. საქართველოში ფეხბურთი რომ განვითარდება, მერე ბეჯითად, ბოლომდე, ყურადღებით თამაშს ვისწავლით, მაგას ერქმევა ფეხბურთი. როცა ფეხბურთისთვის ქვეყანაში არაფერი კეთდება, ასე უკანა კარიდან სადმე მოხვედრის იმედად არ უნდა ვიყოთ.

P.S.
შემთხვევითობა კი არა, ქართული ფეხბურთის ტრადიციაა ბოლო წუთებზე წაგება და ამას მიზეზები აქვს” – დაწერა სანაიამ.

“დინამო” “სლოვანს” დამატებით დროში ამარცხებდა, თუმცა ბოლო 8 წუთში 2 გოლი მიიღო და კონფერენს ლიგაზე გადაინაცვლა.

გიორგი ზურაბიშვილი: “UEFA არის სამარცხვინო ორგანიზაცია!”

კომენტატორი გიორგი ზურაბიშვილი ბათუმის “დინამოს” “სლოვანთან” 1-2 წაგებას გამოეხმაურა.

“მსაჯზე არაფერს ვიტყვი, რადგან მაინც უნდა მოგვეგო ეს თამაში. უბრალოდ უეფა არის სამარცხვინო ორგანიზაცია. VAR რისთვის მოიგონეს? საკვალიკაციო ეტაპზე არ გვინდა და მერე გვინდა რა ლოგიკაა? ჩიმჩაირა გუნდები გუნდები არ არიან და არ ეკუთვნით თამაშის სამართლიანი განსჯა?! სამარცხვინო, დისკრიმინაციული მიდგომა!!!”

“ზუსტად მაგ სიბრმავეს უნდა აზღვევდეს VAR, იგივე ვიდეო რეფერი, ძალიან კარგი გამოგონება. უბრალოდ, რატომღაც უეფამ გადაწყვიტა, რომ შედარებით სუსტ გუნდებს თამაშის სამართლიანად განსჯა არ ეკუთვნით. მერე გამოვლენ და არა დისკრიმინაციასო, თანასწორობაო, და ეგეთ კამპანიებს ააგორებენ… დისკრიმინაცია არის, აბა რა არის? იგივე სტადიონზე რაგბიზე თუ იყო ცოტა ხნის წინ ვიდეო რეფერი, ესე იგი ტექნიკური შესაძლებლობა არსებობს და ფეხბურთზე რატომ არ უნდა იყოს?! მითუმეტეს, უკვე წესიც ასეთია ოფიციალურად და ყველა შეთანხმდა რომ საჭიროა VAR. გაუგებარია… ორი აშკარა პენალტი არ დაგვიდეს, მშვიდად მოგებული თამაში იყო ძირითად დროში” – წერს ზურაბიშვილი.

“დინამომ” კონფერენს ლიგაზე გადაინაცვლა და პოლონეთის ჩემპიონ “ლეხს” დაუპირისპირდება.

ტატო ბაციკაძე: “სხვანაირად გამორიცხულია მოხდეს”

კომენტატორმა ტატო ბაციკაძემ ბათუმის “დინამოს” “სლოვანთან” 1-2 წაგების შემდგომ სოციალურ ქსელში პოსტი დაწერა.

“ძალიან საწყენია. მეტი რა უნდა თქვა არ ვიცი. ბათუმის დინამოს ძალიან არ გაუმართლა. ჯერ რომ “სლოვანი” შეხვდა, მერე თამაშშიც მეტოქეზე უკეთესი იყო და ორი სულელური გოლის გამო წააგო. ახლა კიდევ კონფერენს ლიგაზე საკმაოდ ძლიერ “ლეხს” უნდა შეხვდეს, რომელიც პოლონეთის ჩემპიონია…

არაუშავს, სპორტია და უარესებიც ხდება… მთავარია, რომ გუნდი ძალიან კარგია და კლუბშიც ძალიან სწორად მუშაობენ.

ბათუმის ”დინამო” განვითარების სწორ გზაზეა, რომელსაც არ უნდა გადაუხვიოს. არ გამოვა წელს? არაუშავს. მთავარია პროცესი… და ეგ პროცესი საბოლოოდ მიიყვანს გუნდს წარმატებამდე – სხვანაირად გამორიცხულია მოხდეს.

უმაგრესი ქალაქი, ლამაზი სტადიონი, ძალიან მაგარი გულშემატკივარი და სწორად მომუშავე ხელმძღვანელობა – შანსი არაა “დინამო” რომელიმე ევროტურნირის ჯგუფში ვერ მოხვდეს. წელს ვერ, მომავალ წელს. ვერც მომავალ წელს? არაუშავს, შემდეგ წელს მოხვდება. “ზალცბურგი” ზედიზედ 10 წელი აგებდა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე და ბოლოს მაინც გავიდა ჯგუფში. მთავარი არის პროცესი და საქმე, რომელსაც სწორად აკეთებ. ბათუმში სწორად მუშაობენ და ეგრევე უნდა გააგრძელონ” – დაწერა ბაციკაძემ.

“დინამოს” კონფერენს ლიგაზე პოლონეთის ჩემპიონი “ლეხი” შეხვდება.