ბერიძე: “მაყურებელი ნახავს იმას, რაც არასდროს გაკეთებულა საქართველოში”

ბათუმის “დინამოს” პრეზიდენტმა არჩილ ბერიძემ  “სლოვანთან” მატჩამდე “რუსთავი 2”-თან კომენტარი გააკეთა.

“სტადიონის სამზადისში იქნება სიუპრიზი, პერფორმანსი, რომელიც არასდროს გაკეთებულა ქართულ რეალობაში და ამას მაყურებელი დასაწყისში აუცილებლად ნახავს”

“პოზიტიურად ვარ განწყობილი, საკუთარ თავებს უნდა გადავახტეთ. მე მჯერა ჩემი ბიჭების, რომ ყველაფერს გააკეთებენ მატჩის მოსაგებად” – განაცხადა ბერიძემ.

დღეს “დინამომ” ახალი სპონსორის შესახებაც გამოაცხადა. საუბარია კომპანია CoinW-ზე, რომელიც მსოფლიო დონის ინტეგრირებული სავაჭრო პლატფორმაა და 12 სავაჭრო სერვისცენტრი აქვს 8 ქვეყანაში.

სოსო ტყემალაძე: “იტალიელთა პრეზიდენტი არასპორტულად მოიქცა”

რაგბის კავშირის პრეზიდენტმა სოსო ტყემალაძემ ვახო ხუზმიაშვილის “თავისუფალ სივცრცეში” საინტერესო ისტორია მოჰყვა.

“ჩვენ თამაშამდე ერთ-ერთ ვახშამზე ვთქვით, რომ თუ მოიგებს მეთქი იტალია მოგიწევთ ქართულად სიმღერა, მაგრამ თუ ჩვენ მოვიგებთ ჩვენ იტალიურად ვიმღერებდით. იტალიის პრეზიდენტმა საკმაოდ გამაფრთხილებელი ტონით მითხრა: “თქვენ უნდა ისწავლოთ წაგებულზეც და ფართის შემდეგაც აღნიშვნაო და უნდა იცოდეთო.” იტალიამ გვაჩუქა ის რაც ვიჩუქეთ და გვასწავლეს ბევრი მატჩზე. შემდეგ წააგეს და ვერ წამოვალო ფართზეო. ეს არ არის სპორტული საქციელი მეთქი, ხასიათიო მოიმიზეზა, რა სუსტები აღმოვჩნდით რომ ვერ გადავლახეთო. მე არ ვიმღერე იტალიურად და ვიმღერე ქართულად “, – სოსო ტყემალაძე.

საქართველოს ნაკრებმა იტალია 28-19 დაამარცხა.

ხვიჩას ვერ აჩერებენ – კვარაშოუ “ნაპოლიში” (ვიდეო)

ხვიჩა კვარაცხელია “ნაპოლის” ვარჯიშებზე საოცრად კარგად გამოიყურება და მისმა ამ მომენტმა იტალიურ პრესაში კიდევ ერთხელ ფურორი მოახდინა.

ანტონიო კონტემ “ტოტენჰემის” ფეხბურთელებს განსაცდელი მოუწყო (ვიდეო)

სამხრეთ კორეაში შეკრებისას ანტონიო კონტემ “ტოტენჰემის” ფეხბურთელს განსაცდელი მოუწყო და 100 მეტრიანი მოედნის 42-ჯერ გადარბენა დაავალა.

სონი, კეინი და სხვა ვარსკვლავები უბრალოდ ვეღარ უძლებდნენ ასეთ დატვირთვას. თან ტემპერატურა 30 გრადუსს აღწევდა.

ასეთი რამ ნანახი არ გექნებათ – საუკუნის აცილება? (ვიდეო)

კანადის პრემიერ ლიგაში უილიამ აკიომ მეტოქე გუნდი აუცილებელი გოლიდან ბოლო წამს ძალიან მაგრად იხსნა.

კვარაცხელიას და მამარდაშვილს თითქმის ერთნაირი ხელფასი ექნებათ

საქართველოს წლების შემდეგ ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატში 2 წარმომადგენელი ეყოლება. ხვიჩა კვარაცხელია “ნაპოლიში”, გიორგი მამარდაშვილი კი “ვალენსიაში”.

ხვიჩამ “ნაპოლისთან” 5-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, “ვალენსიამ” გიორგი “დინამოდან” 900 ათას ევროდ გამოისყიდა და მასთანაც 5-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა.

კვარა წელიწადში 1.5 მილიონ ევროს მიიღებს და მას შემდეგ, რაც მამარდასთან ახალ ხელშეკრულებას გააფორმებენ და მისი გამოსასყიდი თანხა 100 მილიონამდე ავა, მეკარეც დაახლოებით 1.3-1.7 მილიონ ევრომდე გამოიმუშავებს.

 

შოთა არველაძემ მთავარი ფეხბურთელი დაკარგა

შოთა არველაძეს “ჰალ სიტის” მთავარი ვარსკვლავი, 21 წლის კინ ლუიზ-პოტერი ტოვებს.

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, “ჰალ სიტიმ” და “ბრენტფორდმა” მოთამაშის დამატებასთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს და სამედიცინო შემოწმება ამ კვირაშივე ჩატარდება.

“ჰალ სიტიში” თურქი მფლობელის, აჯუნ ილიჯალის მისვლის შემდეგ ლუიზის გაყიდვაზე უარი რამდენჯერმე თქვეს, მაგრამ, როგორც ჩანს, ფეხბურთელმა მაინც წასვლა გადაწყვიტა.

“ჰალი” ტრანსფერიდან მინიმუმ 15 მილიონ ფუნტს მიიღებს.

“ახალი კახა კალაძე” – “ლოკომოტივის” 17 წლის მცველი დიდი მომავლით

ცნობილი საფეხბურთო სკაუტი იაცეკ კულიგი თბილისის “ლოკომოტივის” 17 წლის მცველზე, გიორგი პირტახიაზე წერს და მას “ახალ კახა კალაძეს” უწოდებს.

ამ მომენტში, პირტახია არ იბნევა პრესინგის დროს და გამჭოლ, ზუსტ გადაცემას აკეთებს

გიორგი საიმედოდ აჩერებს თავდამსხმელს სწორ დროს გაკეთებული ვარდნით

ადგილი, სადაც თავს საუკეთესოდ გრძნობს

ფეხბურთელის საუკეთესო მომენტები 2019/20 წლების სეზონში. რამდენჯერმე მოხვდა “ლოკომოტივის” განაცხადში, თუმცა ჯერ ეროვნულ ლიგის მატჩში მონაწილეობა არ მიუღია.

დანი ალვესი: “ბებერი ვარ? არ გეთანხმებით”

ბრაზილიელმა მცველმა დანიელ ალვესმა საკუთარ ასაკზე კომენტარი გააკეთა.

“ვიცი, რომ ყველა ჩემს ასაკზე საუბრობს. ამბობენ, რომ ბებერი ვარ და ახლა ისე აღარავის ვჭირდები, როგორც ოცი წლის წინ, როცა ყველა ჩემს დამატებას ცდილობდა. ამ აზრს არ ვეთანხმები. დღე მე ის გამოცდილება მაქვს, რომელიც არ მქონდა ოცი წლის წინ. დიდი მატჩების მიმდინარეობისას ოცი წლის ბიჭები ბევრს ნერვიულობენ, რისგანაც ახლა თავისუფალი ვარ.

ასაკს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს. არის ბევრი რამ, რასაც აკეთებ ოცი წლის ასაკში, მაგრამ აღარ აღეთებ ასაკში მყოფი. სიმწიფე მოდის ცხოვრებასთან ერთად. გამოცდილი ვარ, ვინაიდან თითქმის მთელი ცხოვრება სპორტში გავატარე”, – ციტირებს დანი ალვესის სიტყვებს “გარდიანი”.

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელ ფეხბურთელს მაისის თვეში 39 წელი შეუსრულდა. დანი ალვესს 30 ივნისს “ბარსელონასთან” ერთწლიანი კონტრაქტი ამოეწურა და ახლა უგუნდოდაა.

“ქართველებისთვის ექვსი ერის კარი კვლავ დახურულია”

საქართველოს ნაკრებმა ისტორიაში პირველად ტიერ ერთის ნაკრებს მოუგო. ბორჯღალოსნებმა იტალია 28-19 დაამარცხეს და ექვს ერში მონაწილეობაზე დიდი განაცხადი გააკეთეს, მიუხედავად ამისა, მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი ფიქრობს, რომ ჯერ კარებს არ გაგვიღებენ.

“მე არ ვფიქრობ, რომ დღევანდელი შედეგის შემდეგ ისინი ჩვენთვის კარის გაღებას აპირებენ. ამ გამარჯვებით ყველას ვაჩვენეთ, რომ დიდ გუნდებთან თამაში შეგვიძლია და მეტი ყურადღება უნდა დაგვითმონ. “რაგბის მამები” ამაზე უნდა დაფიქრდნენ” – მაისაშვილი.

საქართველოს ნაკრებმა იტალიას მსოფლიო რეიტინგშიც გადაასწრო და მე-12 ადგილზე აღმოჩნდა.

ჩვენი ბიჭები 16 ივლისს პორტუგალიას ქუთაისში დაუპირისპირდებიან.

ნიკა ნინუას ახალი გუნდის ძებნა მოუწევს

თბილისის “დინამოდან” 900 ათასი ევროს სანაცვლოდ ბერძნულ “პაოკში” გადასულ ნიკა ნინუას კვლავ ახალი გუნდის ძებნა მოუწევს.

ნინუა “ლამიაში” განათხოვრების შემდეგ “პაოკში” დაბრუნდა, მაგრამ ბერძნული პრესის ინფორმაციით, ხელმძღვანელობამ ახალი კლუბის მოძებნისკენ მოუწოდა.

ნიკამ “ლამიაში” მხოლოდ 2 მატჩში მიიღო მონაწილეობა, არ გაამართლა ქეცბაიას “ანორთოსისშიც” და “დინამოს” შემდეგ მისი კარიერა ძალიან ცუდად წავიდა.

23 წლის ფეხბურთელი “დინამოს” კაპიტანი და ლიდერი იყო. ნინუა ჯარიმებს შესანიშნავად ასრულებს.