წიტაიშვილი დაბრუნდა – 29 ფეხბურთელი ჩრდ.მაკედონიასთან რევანშისთვის ემზადება

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ბულგარეთთან გამარჯვების შემდეგ კვლავ ქალაქ რაზგრადში იმყოფება. ვილი სანიოლის გუნდმა 6 ივნისს ს.კ.” ლუდოგორეცის” საწვრთნელ ბაზაზე აღდგენითი ვარჯიში გამართა. საწვრთნელ პროცესში 29 ფეხბურთელი მონაწილეობდა. საქართველოს ეროვნული ნაკრები 7 ივნისს, ჩრდილოეთ მაკედონიაში გაემგზავრება, სადაც უეფას ერთა ლიგის მესამე ტურის მატჩისთვის მოემზადება.

8 ივნისს ჩრდილოეთ მაკედონიისა და საქართველოს ნაკრებთა მატჩის მასპინძელ სტადიონზე ვილი სანიოლის პრესკონფერენცია შედგება. მოგვიანებით ჩვენი გუნდი სკოპიეში თამაშამდე ბოლო ვარჯიშს გამართავს.

ჩრდილოეთ მაკედონიისა და საქართველოს საფეხბურთო დაპირისპირება თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. შეხვედრის რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

საქართველოს ნაკრების სია ერთა ლიგის მატჩებისთვის

მეკარე: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), ლაზარე კუპატაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო)

დაცვა: გურამ კაშია (სლოვანი, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, კრაკოვი, პოლონეთი), გურამ გიორბელიძე (დინამო, დრეზდენი, გერმანია), გრიგოლ ჩაბრაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), დავით ხოჭოლავა (კოპენჰაგენი, დანია). ლუკა ლოჩოშვილი (ვოლფსბერგი, ავსტრია), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი), სოლომონ კვერკველია (გაგრა, საქართველო), მამუკა კობახიძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), ირაკლი აზაროვი (დინამო, ბათუმი, საქართველო)

ნახევარდაცვა/თავდასხმა: საბა ლობჟანიძე (ჰატაისპორი, ანტაკია, თურქეთი), ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, გრაცი, ავსტრია), ხვიჩა კვარაცხელია (დინამო, ბათუმი, საქართველო), ზურიკო დავითაშვილი (დინამო,ბათუმი, საქართველო), ვაკო გვილია (რაკუვი, ჩესტოხოვა, პოლონეთი), ვლადიმერ მამუჩაშვილი (დინამო, ბათუმი, საქართველო), სანდრო ალთუნაშვილი (დინამო, ბათუმი, საქართველო) ანზორ მექვაბიშვილი (დინამო, თბილისი, საქართველო), გიორგი ჩაკვეტაძე (ჰამბურგი, გერმანია), გიორგი აბურჯანია (ჟილ ვისენტე, ბარსელო, პორტუგალია), გიორგი წიტაიშვილი (ვისლა, კრაკოვი, პოლონეთი), ვაკო ყაზაიშვილი (ულსან ჰიუნდაი, სამხრეთ კორეა), ბუდუ ზივზივაძე (უიპეშტი, ბუდაპეშტი, უნგრეთი), ბექა მიქელთაძე (ნიუკასლ ჯეტსი, ავსტრალია), გიორგი მიქაუტაძე (სერენი, ბელგია)

“ახლა ყველაზე კარგი დროა პრემიერ მინისტრს ქუთაისში…” – შოთა არველაძე განცხადებს ავრცელებს

“ჰალ სიტის” მთავარი მწვრთნელი და ეროვნული ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი შოთა არველაძე სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.

“ამდენი კარგი თამაშის, გოლების და სიხარულის შემდეგ, ყველაზე კარგი დროა პრემიერ-მინისტრს, ქუთაისში, ახალი სტადიონის აშენების პირობა ჩამოვართვათ”

პოსტი “ტორპედოს” ფანებმა, “ჯუნგლებმაც” გააზიარეს და განაცხადეს, რომ ქუთაისს ახალი სტადიონი ნამდვილად სჭირდება.

აღსანიშნავია, რომ დღეს რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე ძალიან კარგად მოვლილი ბალახის საფარია. ხოლო, ბაზას გუნდის დღევანდელი ხელმძღვანელობა აშენებს.

გვარდიოლამ ყველა დროის საუკეთესო ესპანელი სპორტსმენი დაასახელა

“მანჩესტერ სიტის” მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ ყველა დროის საუკეთესო ესპანელი სპორტსმენი დაასახელად. მისი აზრით, ეს წოდება ჩოგბურთელ რაფაელ ნადალს ეკუთვნის, რომელმაც 5 ივნისს საფრანგეთის ღია პირველობა მე-14-ედ, “დიდი სლემის” ტურნირები კი ჯამში 22-ედ მოიგო.

“ეს ყველაფერი შეუძლებლად გვეჩვენება, მით უფრო ნადალის ფიზიკური პრობლემების ფონზე. რაფას კარიერისა და წარმატების აღსაწერად შესაფერისი სიტყვები არ არსებობს. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ თუ მისი სხეული გაუმკლავდება ფეხებთან დაკავშირებულ პრობლემებს, ის გააგრძელებს გამარჯვებებს.

ეჭვგარეშეა, რომ ნადალი ყველა დროის საუკეთესო ესპანელი სპორტსმენია. სპორტის ინდივიდუალური და გუნდური სახეობების ერთმანეთთან შედარება რთულია. ესპანეთს ძალიან კარგი სპორტსმენები ჰყავდა, მაგრამ სტაბილურობით ნადალს ვერავინ შეედრება”, – გვარდიოლას სიტყვებს “მარკა” აქვეყნებს.

ფინალური შეხვედრის შემდეგ რაფა ნადალმა განაცხადა, რომ ტურნირზე ტკივილგამაყუჩებლებით თამაშობდა.

კანადის ნაკრების ფეხბურთელები ფედერაციიდან თანხას ითხოვენ

კანადის საფეხბურთო ნაკრებმა პროტესტი გამოაცხადა, რამაც პანამასთან ამხანაგური მატჩის გაუქმება გამოიწვია.

ფეხბურთელებს ფეხბურთის ფედერაციასთან კონფლიქტი აქვს. ისინი მსოფლიო ჩემპიონატზე მიღებული თანხის 40%-ის გადანაწილებას ითხოვენ, როცა ფედერაცია 30%-ზე არის თანახმა.

გარდა ამისა, პრობლემა არის ფულის ქალ ფეხბურთელებზე გაყოფის შესახებაც. მოთამაშეები ალფონსო დევისის ხელმძღვანელობით, ითხოვენ, რომ ქალ ფეხბურთელებს თანაბარი რაოდენობის თანხა შეხვდეთ.

კანადის ნაკრები 36 წელიწადში პირველად გავიდა მსოფლიო ჩემპიონატზე.

ქეცბა ულტიმატუმს არ დათანხმდა და “ანორთოსისიდან” უშვებენ

როგორც რამდენიმე დღის წინ ვწერდით, “ანორთოსისის” ხელმძღვანელობამ ქეცბაიას ულტიმატუმი წაუყენა და თუ სამწვრთნელო შტაბიდან მისი ასისტენტები არ წავიდოდნენ, თემურსაც წასვლა მოუწევდა.

კვიპროსული პრესა ინფორმაციას ავრცელებს, რომ სპორტულ დირექტორს და ქეცბას შორის შეთანხმება ვერ შედგა და მოლაპარაკებები პრაქტიკულად უშედეგოდ დასრულდა. თემურმა უკან არ დაიხია და უდიდესი ალბათობით, ამ თვეში მისი წასვლის შესახებ გამოაცხადებენ.

ქართველს “ანორთოსისთან” 2023 წლის ზაფხულამდე აქვს კონტრაქტი გაფორმებული და კომპენსაციის სახით 1 წლის ხელფასი უნდა მიიღოს, რაც 270 ათასი ევროა.

“ანორთოსისში” ერთადერთი ქართველი, გიორგი ლორია დარჩება.

ინგლისელები მიქაუტაძესა და ლობჟანიძეს ელიან – რას იზამს შოთა?

“იმედია, ჩვენ მართლაც გვაქვს ინტერესი მიქაუტაძის მიმართ” – წერს “ჰალის” ერთ-ერთი ფანი ჟორჟის შესახებ და მის ძალიან მაგარ სტატისტიკას ავრცელებს.

“21 წლის – 53 გოლი 32 მატჩში ბელგიაში – ნაკრებში 9 მატჩი 2 გოლი. მისი მეცი ლიგა 1-დან გავარდა”

“ძალიან კარგი იქნება მისი დამატება, როცა სრულიად უცნობი თავდამსხმელი 20 გოლს იტანს”

“სწორედ მიქაუტაძისა და ლობჟანიძის სტილი მოთამაშეები გვჭირდება. სწრაფი, მოქნილები და გოლებზე დაგეშილები”

“შოთამ იცის რასაც აკეთებს. ვფიქრობ, ეს ბიჭები თუ გადმოვლენ, გაამართლებენ და ჩემპიონშიპში გადამსვლელი გუნდი გავხდებით”

“მიქუატაძემ მცველი ჰოთდოგზე და გაზეთზეგაუშვა და შემდეგ ყაზაიშვილს უპასა”

“ლობჟანიძე საქართველოს ნაკრების წინა მატჩში საუკეთესო იყო. ორივე ერთად ძალიან მაგრად მოქმედებს და ერთმანეთთან შეწყობილები არიან”

შეგახსენებთ, რომ “ჰალ სიტიმ” საბას დამატების სანაცვლოდ ოფიციალური შეთავაზება უკვე გააკეთა, თუმცა პასუხი ცნობილი არ არის. გარდა ამისა, გიბრალტართან თამაშის შემდეგ განაცხადა, რომ “ფენერბაჰჩეს” დაინტერესების შესახებ არაფერი იცის.

არველაძე “ჰალ სიტის” მფლობელ აჯუნ ილიჯალთან ერთად სერიოზულად მუშაობს ახალი სეზონისთვის “ვეფხვები” გააძლიეროს.

გიორგი ჭინჭარაული ტალახაძეზე: “შევეცადეთ ეს ინფორმაცია არ გაგვევრცელებინა”

საქართველოს ძალოსანთა ნაკრების მთავარმა ექიმმა გიორგი ჭინჭარაულმა ლაშა ტალახაძის ევროპის ჩემპიონატის მეექვსედ მოგების შემდეგ სოციალურ ქსელში ლაშას ტრავმის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.

“მოკლედ!
20 აპრილს, ბაკურიანში, ვარჯიშის დროს მიიღო ტრავმა, დაიზიანა ბარძაყის კუნთი, იყო უზარმაზარი ჰემატომა, სამი კვირის განმავლობაში ვერ მოძრაობდა, ვერ აკეთებდა ვარჯიშებს…

შევეცადეთ არ გაგვევრცელებინა ინფორმაცია და წინასწარ არ გვენერვიულებინა გულშემატკივარი. თითქმის ნულიდან დავიწყეთ და 25 დღეში მივიდა ამ შედეგზე, რომ არა ეს ტრავმა, მჯერა რომ 500 იქნებოდა ამ შეჯიბრზე!

4-5 ნორმალური ვარჯიშის გავლა მოასწრო მხოლოდ და გუშინ იმიტომ არ გავდა საკუთარ თავს. იცით რატომაა გმირი ?!

შეეძლო ტრავმის წუთიდან ეთქვა უარი გამოსვლაზე, უბრალოდ დაესვენა, ოჯახთან ერთად დრო გაეტარებინა, მან კი შეკრებაც არ დატოვა, მკურნალობა დავიწყეთ, ნემსები, ნელნელა რეზინებით ვარჯიშები, ფიზიოთერაპია, მასაჟი….

ფაქტიურად შეუძლებელი შეძლო…

ქირურგ – ტრავმატოლოგის შეფასებით, ასეთი ტრავმის მორჩენას ჭირდება 4-6 კვირა, ტრავმიდან ექვსი კვირა ორიოდე დღის წინ გავიდა, წესით ვარჯიში უნდა დაგვეწყო ახლა, ჩვენ კი გუშინ ევროპის ჩემპიონატი მოვიგეთ !
მადლობა ლაშა!

მადლობები :

ზურა კახაბრიშვილს
ასევე დიდი მადლობა მედიკლაბის სამედიცინო ელიტას, ლევან ნაჭყებიას, ქალბატონ ნინო დუმბაძეს, თამაზ თამაზაშვილს…
დიდი მადლობა ტატიშვილის სპორტულ კლინიკას და პირადად გიორგი ლომიძეს…
გიორგი ასანიძეს და ავთანდილ გახოკიძეს მადლობა დაგეგმილი და მედიცინასთან შეთავსებული ვარჯიშებისათვის !

ჩვენ ერთად ვქმნით ისტორიას!

დიდი მადლობა თქვენ, ქართველო გულშემატკივარო, გვაპატიეთ, რომ განერვიულეთ გუშინ.
წინ 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატია, რომელიც დეკემბერში ჩატარდება.
იქამდე კი ლაშა სრულ ფორმაში უნდა იყოს” – დაწერა ჭინჭარაულმა.

ტალახაძემ ორჭიდში 462 კილო დააფიქსირა.

სანიოლი ფეხბურთელებზე: “მათ უყვართ ქვეყანა და ფასეულობები”

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ბულგარეთის ნაკრებთან სტუმრად, დამაჯერებელი გამარჯვების (2:5) მოპოვების შემდეგ ვრცელი კომენტარი გააკეთა.

„გუშინ ვისაუბრეთ სწრაფი ფეხურთის თამაშის შესახებ, თუმცა მატჩის წინ ეს მხოლოდ თეორიული საუბარია. ფეხბურთელებმა 100 პროცენტით გაამართლეს ჩემი იმედები და ამაყი ვარ. თავს პრივილეგირებულ ადამიანად ვთვლი, რადგან ასეთი მოთამაშეები მყავს. მათ უყვართ საკუთარი ქვეყანა და ფასეულობები. ძალიან კარგი დინამიკა გვაქვს, თუმცა მოთამაშეებმა იციან, რომ ფრთხილად უნდა ვიყოთ, რათა ეს დინამიკა არ დავკარგოთ. ანალოგიური პროფესიონალიზმით უნდა მივუდგეთ ჩვენს საქმეს სკოპიეში.

შემადგენლობაში გარკვეული ცვლილებები გვქონდა, რაც ბუნებრივია. 10 დღეში 4 თამაში გვაქვს და მნიშვნელოვანია, რომ დინამიკის შესანარჩუნებლად სიახლეები შევიტანოთ გუნდში. დღევანდელი გადაწყვეტილება, რომ ლობჟანიძის ნაცვლად კაკაბაძეს ეთამაშა ფლანგზე, ტაქტიკური ხასიათის იყო. ის უფრო დაცვითი ფეხბურთელია და ვიფიქრე, რომ დღევანდელი მატჩისთვის ეს უკეთესი არჩევანი იქნებოდა. გარდა ამისა, საბამ 90 წუთი ითამაშა გიბრალტართან, საკმაოდ ბევრი სპრინტი ჰქონდა და მისი დასვენება აუცილებელი იყო. რა თქმა უნდა, ის დაგვეხმარება შემდეგ თამაშებში. 29 ფეხბურთელი გვყავს და ჩვენ ვაგებთ და ვიგებთ ერთად. მოთამაშეები ძალიან კარგად შეეწყვნენ ერთმანეთს, ისინი ბედნიერები არიან ერთად ყოფნით, ბრძოლით და ეს გაცილებით იოლს ხდის ჩემს მუშაობას.

ჩემი მიზანი ყოველთვის იყო სწრაფი ფეხბურთის თამაში ისე რომ დაცვაში სტაბილურობა არ დაგვეკარგა. უკანასკნელი თვეების განმავლობაში ამას მივაღწიეთ. თავდაჯერებულები ვართ, დაცვაში კარგად ვთამაშობთ, გვყავს მოთამაშეები, რომლებიც სწრაფად თამაშობენ კონტრშეტევაზე და ამისთვის მათ სივრცე სჭირდებათ. სწორედ ამიტომ, ჩვენ საკუთარ ნახევარზე ვიცავთ თავს და შემტევი ფეხბურთელები ამას სიამოვნებით აკეთებენ, რათა შეიქმნან სივრცე შეტევისთვის.

ჩვენი გულშემატკივრების ხმა მთელი თამაშის განმავლობაში უფრო მეტად ისმოდა. ზოგმა თვითმფინავით, ზოგმა ავტობუსით, ზოგმაც პირადი ავტომობილით იმგზავრა. ამაყები ვართ ასეთი გულშემატკივრებით და ბედნიერიები ვართ, რომ მათი გახარება შევძელით. ვეცდებით, რომ ოთხ დღეშიც ლამაზი საღამო ვაჩუქოთ მათ”, – განაცხადა ფრანგმა სპეციალისტმა.

საქართველოს ნაკრები მომდევნო შეხვედრას 9 ივნისს, სტუმრად, ჩრდილოეთ მაკედონიის წინააღმდეგ გამართავს.

ფოტო | ტექსტი: nakrebi.ge

ხვიჩა კვარაცხელია: “12-ში გელოდებათ მოედანზე, კიდევ ერთი გამარჯვება უნდა მოვიპოვოთ””

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა გიბრალტარი 2-5 გაანადგურა და ჯგუფში პირველ ადგილს იკავებს.

მატჩის შემდეგ მოკლე კომენტარი ხვიჩა კვარაცხელიამ გააკეთა, რომელმაც გოლი და საგოლე პასი მიითვალა.

“გილოცავთ გამარჯვებას, ზედიზედ მეორე თამაში მოვიგეთ, მივდივართ წინ. 12-ში გელოდებათ მოედანზე, კიდევ ერთი გამარჯვება უნდა მოვიპოვოთ თქვენთან ერთად”

ნაკრები 9 ივნისს ჩრდ.მაკედონიას ესტუმრება და შეხვედრა 22:45 წუთზე დაიწყება. 12-ში ბულგარეთს მივიღებთ, 20:00 საათზე.

“ბულგარეთმა საქართველოდან ელჩი გაიწვია” – გიორგი მერებაშვილი

საქართველოს ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა გიორგი მერებაშვილმა ბულგარეთთან 2-5 გამარჯვების შემდეგ სახალისო კომენტარი დაწერა.

“ბულგარეთმა საქართველოდან ელჩი გაიწვია”.

აღსანიშნავია, რომ ბულგარეთის ელჩი არა, მაგრამ ბულგარეთის მთავარი მწვრთნელი პოსტიდან გადადგა.

იასენ პეტროვი: “ნაკრებში დარჩენის მორალური უფლება აღარ მაქვს”

იასენ პეტროვმა ბულგარეთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა. 53 წლის სპეციალისტმა ამის შესახებ განცხადება საქართველოსთან განცდილი მარცხის (2:5) შემდეგ გააკეთა.

“მადლობა იმ გულშემატკივრებს, რომლებიც დღევანდელ მატჩზე მოვიდნენ. ნაკრებში დარჩენის მორალური უფლება აღარ მაქვს. იმედი მაქვს, ჩემი შემცვლელი წარმატებული იქნება.

მე უფლება აღარ მაქვს, აღარ… აუხსნელი შეცდომები დაცვაში. ვერ ვხსნი… ეს ერთ-ერთი ყველაზე ცუდი დღეა ბულგარული ფეხბურთის ისტორიაში. გულშემატკივრებს ბოდიშს ვუხდი”, – განაცხადა პეტროვმა.

პეტროვი ბულგარეთის ნაკრებს 2021 წლიდან წვრთნიდა. მისმა გუნდმა ბოლო ხუთი მატჩიდან 3 წააგო, ორჯერ კი ფრე ითამაშა.

საქართველომ ბულგარეთი გაანადგურა – ვინ გახდა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი?

საქართველოს ნაკრებმა ბულგარეთის ნაკრები სტუმრად 2-5 გაანადგურდა და ჯგუფს 6 ქულით ლიდერობს.

გოლები კვარაცხელიამ, ზივზივაძემ, ყაზაიშვილმა და დავითაშვილმა გაიტანეს. ერთიც ავტოგოლი იყო.

Sofascore-მა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ხვიჩა კვარაცხელია დაასახელა და მას 8.5 ქულა დაუწერა.

შემდეგ ბუდუ ზივზივაძემ 7.2, ზურიკო დავითაშვილმა კი 7.1 ქულა დაიმსახურა.

ყველაზე ცოტა 6.3 ოთარ კაკაბაძემ მიიღო.

შეცვლაზე შემოსულებიდან მიქაუტაძემ – 7.0.