სანამ სანიოლი კომენტარს გააკეთებს – რატომ არ არის ჩაკვეტაძე განაცხადში?

საქართველოს ეროვნული ნაკრები ბულგარეთს სტუმრად 0-2 ამარცხებს. გოლები დავითაშვილმა და აზაროვმა გაიტანეს.

განაცხადში ვერ მოხვდა გიორგი ჩაკვეტაძე, რომელსაც გიბრალტარის წინააღმდეგ ძირითადში იყო.

გიბრალტართან მატჩის წინ ვილი სანიოლმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ 10 დღეში 4 მატჩია, 29 ფეხბურთელია გამოძახებული და ზოგიერთი მოთამაშე ერთ თამაშში ძირითადში იქნება, მეორეში კი, შესაძლოა, ტრიბუნაზეც.

სწორედ ეს მიზეზი უნდა იყოს ჩაკვეტაძის განაცხადში არყოფნის.

ირაკლი აზაროვის გოლი ბულგარეთის კარში (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო

დავითაშვილის გოლი ბულგარეთის კარში (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო

ბულგარეთი – საქართველო (სასტარტო შემადგენლობები)

დღეს, უეფას ერთა ლიგის ეგიდით, საქართველოს ნაკრები სტუმრად ბულგარეთს დაუპირისპირდება. უკვე ცნობილია, როგორი შემადგენლობებით გავლენ გუნდები მოედანზე.

ბულგარეთი: მიხაილოვი, ტურიტსოვი, ჰრისტოვი, ნედიალკოვი, იორდანოვი, ნედელევი, ჩოჩევი, მილანოვი, დესპოდოვი, მინჩევი, ილიევი.

საქართველო: ლორია; კაკაბაძე, კაშია, კვერკველია, ხოჭოლავა, აზაროვი, აბურჯანია, კვეკვესკირი, კვარაცხელია, დავითაშვილი, ზივზივაძე.

სათადარიგოები: მამარდაშვილი, კუპატაძე, ყაზაიშვილი, კიტეიშვილი, ლობჟანიძე, კობახიძე, გიორბელიძე, ალთუნაშვილი, მამუჩაშვილი, გვილია, მიქაუტაძე, დვალი.

სადიო მანემ ბავშვობის საყვარელი კლუბი დაასახელა

ჟურნალისტებმა “ლივერპულის” ფორვარდ სადიო მანეს მიუნხენის “ბაიერნს”, მადრიდის “რეალსა” და “ბარსელონას” შორის საყვარელი კლუბის დასახელება სთხოვეს.

“რთული არჩევანის წინაშე დამაყენეთ. შესანიშნავი გუნდები დაასახელეთ. ჩემი ნებისმიერი პასუხის შემთხვევაში, “ლივერპულის” ფანები უკმაყოფილონი დარჩებიან. უხერხულ მდგომარეობაში ჩამაყენეთ, ამიტომ ასე გიპასუხებთ: ჩემი ბავშვობის საყვარელი კლუბი არის “მარსელი”, – ციტირებს მანეს სიტყვებს “ფუთმერკატო”.

შეგახსენებთ, რომ ნიგერიელი ფეხბურთელის დამატებით მიუნხენის “ბაიერნი” და “პარი სენ-ჟერმენი” არიან დაინტერესებულნი. ორივე კლუბი მის სანაცვლოდ 30 მილიონ ევროს იხდის.

სადიო მანე “ლივერპულში” 2016 წლიდან თამაშობს. მან აწ უკვე გასულ სეზონში 51 მატჩი ჩაატარა და 23 გოლი გაიტანა. სენეგალელ ფორვარდს “ენფილდროუდელებთან” კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულში ეწურება. სპეციალიზებული ინტერნეტპორტალი “ტრანსფერმარკტი” მანეს სატრანსფერო ღირებულებას 80 მილიონ ევროდ აფასებს.

“რეალს” ზაფხულში 350 მილიონი ევროს დახარჯვის საშუალება ექნება

მადრიდის “რეალს” ახალი სეზონის დაწყების 350 მილიონი ევროს დახარჯვის საშუალება ექნება.

“რეალმა” 100 მილიონზე მეტი ჩემპიონთა ლიგიდან გამოიმუშავა, გარდა ამისა, მარსელოს, ისკოსა და ბეილის წასვლის გამო, სახელფასო ბიუჯეტში გადასახდელი თანხაც 75 მილიონით შემცირდა.

მოსალოდნელია, “რეალს” ხესუს ვალეხო, მარკოს ასენსიო და ლუკა იოვიჩი დაემშვიდობებიან.

კილიან მბაპემ “ბლანკოსში” გადასვლაზე უარი თქვა, რამაც “სამეფო კლუბს” პოტენციურად წელიწადში 150 მილიონი ევრო დაუზოგა.

“ჩელსის” ცენტრალური მცველი ანტონიო რუდიგერი გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა, თუმცა მისთვის 10 მილიონზე მეტი იქნება განკუთვნილი და ეს ხარჯებში უნდა ჩაიწეროს.

საერთო ჯამში, პრეზიდენტი პერესი საქმეს ძალიან კარგად უძღვება.

სანიოლი 3 ცვლილებით – ვინ დაიწყებს ბულგარეთთან?

საქართველოს ეროვნული ნაკრები ხვალ 22:45 წუთზე ბულგარეთს ესტუმრება და მორიგი 3 ქულის აღებას შეეცდება.

ჩვენი ვარაუდით, მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი რამდენიმე ცვლილებას განახორციელებს.

ვილი ენდო და თბილისის “დინამოს” ახალგაზრდა ნახევარმცველი ანრი მექვაბიშვილი გიბრალტართან ძირითადში იყო, თუმცა, ვფიქრობთ, ბულგარეთის წინააღმდეგ ამჯერად გამოცდილ ნიკა კვეკვესკირს ვიხილავთ.

მართალია, გიორგი ჩაკვეტაძეს მატჩში რამდენიმე ძალიან კარგი დრიბლინგი ჰქონდა, თუმცა გიო ჯერ ფორმაში არ არის და ვაკო ყაზაიშვილი სათამაშო პრაქტიკისა და ფორმის კუთხით, გაცილებით უკეთეს მდგომარეობაშია. შესაძლოა, სანიოლმა ვაკო სწორედ ჩაკვეთი შეცვალოს მე-2 ნახევარში.

როგორც იცით, წიტაიშვილმა ტრავმა მიიღო და ხვალ ვერ ითამაშებს. მის ნაცვლად ძირითადში გურამ გიორბელიძე უნდა იყოს. შესაბამისად, განაცხადში ირაკლი აზაროვი უნდა დაბრუნდეს.

გარდა ამისა, ალბათ, ბექა მიქელთაძეც მიიღებს თავის შანსს და ტრიბუნიდან მინიმუმ სათადარიგო სკამზე აღმოჩნდება.

ქეცბაიას ულტიმატუმით ვერ შეაშინებ – რას თხოვენ თემურს “ანორთოსისში”?

“ანორთოსისმა” კვიპროსის დასრულებულ ჩემპიონატში მე-5 ადგილი დაიკავა და ევროტურნირებს მიღმა დარჩა.

შესაბამისად, გუნდის ხელმძღვანელობა განახლებას და გარკვეული პირების გაშვებას ფიქრობს. მათ კვლავაც სურთ, რომ მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია იყოს, თუმცა თემურისგან მოითხოვენ, სამწვრთნელო შტაბი თითქმის სრულად გამოიცვალოს, რასაც ქართველი ეწინააღმდეგება.

მართალია, ქეცბა მისი სურვილით “ანორთოსისის” მთავარ სკაუტს დაემშვიდობა, მაგრამ შტაბის წევრების შეცვლა, რომელთა დიდი ნაწილი მისი მოყვანილია, გეგმებში არ შედის.

“ანორთოსისი” თემურს პრაქტიკულად ულტიმატუმს უყენებს და თუ არ დათანხმდება, მასსაც წასვლა მოუწევს. მოლაპარაკებები კვლავ გრძელდება.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქეცბაიას შეთავაზება აზერბაიჯანული “ნეფთჩიდანაც” ჰქონდა.

დღეს “ანორთოსისი” თავკაცს წლიურად 270 ათას ევროს უხდის.

დიახ! მამარდაშვილი ახალგაზრდებს შორის ყველაზე ძვირად ღირებული მეკარეა

გერმანულმა Transfermarkt-მა ლა ლიგის ფეხბურთელების სატრანსფერო ფასები განაახლა და “ვალენსიასა” და საქართველოს ნაკრების მეკარე, გიორგი მამარდაშვილის ღირებულება ზუსტად ორჯერ გაიზარდა.

გიორგი 2022 წლის 21 მარტს 5 მილიონად იყო შეფასებული და 3 ივნისს 10 მილიონად შეფასდა.

10 მილიონით მამარდა ხვიჩა კვარაცხელიას შემდეგ ყველაზე ძვირად ღირებული ქართველია, ხოლო, 21-წლამდე მეკარეებს შორის კი საერთოდ პირველ პოზიციაზეა.

“ლოკომოტივში” ბოლო პერიოდში ყოფნისას მამარდაშვილი 800 ათასი ევრო ღირდა და 1, 250%-იანი ზრდა დააფიქსირა.

 

ქართულ ფეხბურთში სპონსორებად ბანკები შემოდიან

წყალტუბოს “სამგურალი” ახალი სპონსორის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

წყალტუბოს ,,სამგურალის” გენერალური სპონსორი ,,ხალიკ ბანკი საქართველო” გახდა. მხარეებს შორის სასპონსორო ხელშეკრულებას ხელი 2 ივნისს წყალტუბოს სტადიონზე მოეწერა.

ხელშეკრულებას ხელი ,,სამგურალის” აღმასრულებელმა დირექტორმა თედო ფესტვენიძემ და ,,ხალიკ ბანკი საქართველოს” გენერალური დირექტორის მოადგილე შოთა ჭყოიძემ მოაწერეს.

,,სამგურალის” აღმასრულებელმა დირექტორმა ,,ხალიკ ბანკი საქართველოს” წარმომადგენელს სიმბოლურად კლუბის ბრენდირებული მაისური და სამახსოვრო დაფა გადასცა.

,,მოხარულები ვართ, რომ ვიწყებთ ქართული სპორტის მხარდაჭერას და იმედი გვაქვს, რომ ჩვენი და საფეხბურთო კლუბ “სამგურალის” მეგობრობა იქნება გრძელვადიანი. ამ ნაბიჯით გვსურს ხელი შევუწყოთ, როგორც სპორტს, ასევე, ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას
და წვლილი შევიტანოთ საქართველოს, როგორც ქვეყნის და საფეხბურთო კლუბ „სამგურალის“ სახელის საერთაშორისო ასპარეზებზე წარმოჩინებას”- აღნიშნა ,,ხალიკ ბანკი საქართველოს” გენერალური დირექტორის მიადგილე შოთა ჭყოიძემ.

,,სამგურალისა” და ,,ხალიკ ბანკი საქართველოს” პარტნიორობის მნიშვნელობაზე კომენტარი გააკეთა კლუბის აღმასრულებელმა დირექტორმა თედო ფესტვენიძემ:

,, ჩვენი გუნდი წლიდან-წლამდე ვითარდება და ამბიციურ გუნდად ყალიბდება. ვცდილობთ, წარმატებული ვიყოთ, როგორც მინდორზე, ასევე მის მიღმა. დღეს ჩვენი კლუბისთვის მნიშვნელოვანი დღეა – ,,სამგურალსა” და ,,ხალიკ ბანკ საქართველოს” შორის, რომელიც საბანკო სექტორში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კომპანიაა, სასპონსორო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი.
დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს ახალ პარტნიორს, რომელიც დღეიდან ,,სამგურალის” ფინანსური მხარდამჭერი იქნება.

ვფიქრობ, დღევანდელი დღე დასტურია იმისა, რომ სწორი მიმართულებით მივდივართ.
თანამედროვე ფეხბურთში კერძო სექტორის ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, ჩვენი თანამშრომლობა წარმატებული იქნება როგორც ,,სამგურალისთვის” ასევე ჩვენი პარტნიორი კომპანიისთვის”.

2 კვირის წინ “საქართველოს ბანკი” ფეხბურთის ფედერაციის სპონსორი გახდა.

ჟორჟ მიქაუტაძე: “საბას ვაკოცე, მაგარი პასი მომცა”

საქართველოს ნაკრებმა გიბრალტარის ნაკრები 4-0 დაამარცხა და თავისი გოლი საბა ლობჟანიძის პასით ჟორჟ მიქაუტაძემაც გაიტანა.

“მაგარია. სულ ყველაფერი კარგად წავიდა, 4-0 მოვიგეთ და ეგრე უნდა გავაგრძელოთ. ბურთი არ შედიოდა და ძლივს შევიდა. საბას პასის მერე ვაკოცე, მართლა მაგარი პასი მომცა” – განაცხადა მიქაუტაძემ.

“გიოს უფრო სჭირდებოდა ეს გოლი და ყველაფერი მაგრად წავიდა” – თქვა საბამ.

ჟურნალისტებთან საუბრისას ლობჟანამ აღნიშნა, რომ “ფენერბაჰჩეს” ინტერესის შესახებ არაფერი სმენია.