ჩაკვემ დაადასტურა: “პრეზიდენტთან შეხვედრა მქონდა”

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევმა გიორგი ჩაკვეტაძემ გიბრალტართან 4-0 მოგების შემდეგ კომენტარი გააკეთა.

“არ ველოდი, რომ ამდენი წუთის თამაშის საშუალება მომეცემოდა. რაც მთავარია, უპირატესობა გვქონდა, ვდომინირებდით და დიდი ანგარიშით შევძელით გამარჯვება. კარგი დასაწყისი გამოვიდა და იმედია, ასე გავაგრძელებთ”

“დიახ, თბილისის “დინამოს” პრეზიდენტთან შეხვედრა მქონდა, მოლაპარაკები მიდის, თუმცა ზუსტად ვერაფერს ვიტყვი. ზუსტად რამის თქმა არ შემიძლია”

პრაქტიკულად გადაწყვეტილია, რომ ჩაკვე “ჰამბურგში” დარჩება. ფიფიას ფეხბურთელი 2 დღის წინ შეხვდა.

სანიოლი ლობჟანიძეზე: ‘ის, პირველ რიგში, გუნდზე ფიქრობს და არა საკუთარ თავზე’

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა გიბრალტართან გამარჯვების (4:0) შემდეგ საბა ლობჟანიძე შეაქო.

როგორც იცით, ლობჟანიძემ გიბრალტართან შეხვედრაში ორი საგოლე გადაცემა მიითვალა და გარდა ამისა, ის მთელი თამაშის განმავლობაში დაუღალავად შრომობდა.

“საბა ძალიან მიყვარს, რადგან ის არის მოთამაშე, რომელიც პირველ რიგში ფიქრობს გუნდზე და არა საკუთარ თავზე. იგი პირველი წუთიდან ბოლო წუთის ჩათვლით დარბის. მისი თამაშით მოხარული ვარ. რაც მე ლობჟანიძეს ვიცნობ, ის მუმდივად მებრძოლია და ფანტასტიკური მენტალიტეტი აქვს”, – განაცხადა სანიოლმა.

სანიოლი: ‘ჩვენი თამაშით 100 პროცენტით კმაყოფილი არ ვარ’

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა გიბრალტართან გამარჯვების (4:0) შემდეგ პრესკონფერენცია გამართა.

თამაშის შეფასება: “შესაძლოა, გიბრალტარი ჯგუფში ყველაზე სუსტი გუნდია, მაგრამ ჩვენ მათ ასე არ ვუყურებდით. პირველი 25 და ბოლო 25 წუთი კარგად ჩავატარეთ, მაგრამ შუალედში ნაჩვენები ჩვენი თამაშით 100 პროცენტით კმაყოფილი არ ვარ. თუმცა ეს კარგი დასაწყისია. მომდევნო მატჩში ცვლილებები გვექნება. ჯერ ჩრდილოეთ მაკედონიაზე არ ვფიქრობ, რადგან იქამდე ერთი შეხვედრა გვაქვს ჩასატარებელი. მომდევნო 48 საათი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან გუნდმა აღდგენა და შემდეგ თამაში უნდა მოასწროს.

ფეხბურთელებმა იცოდნენ, რომ რთული თამაში იქნებოდა, რადგან ხალხი გამარჯვებას ელოდა, ჩვენ კი სახლში ვთამაშობდით. ზოგადად, გუნდში მენტალური ნაწილი კარგ მდგომარეობაშია. წინ 48 საათი გვაქვს, უნდა დაველოდოთ ძალების აღდგენას, რის შემდეგაც ბულგარეთთან შემადგენლობის შესახებ გადაწყვეტილებებს მივიღებთ.

ვფიქრობ, მატჩის შუა ნაწილში ფეხბურთი ბოლომდე არ დავაფასეთ, ამიტომ კმაყოფილი ვიყავი. ბევრი გადაცემა და ჩაწოდება არაზუსტად გავაკეთეთ. ამით მოხარული არ ვიყავი, მაგრამ ჩემი საქმეა, რომ ეს ყველაფერი გამოვასწოროთ.

უკვე ექვსი თვეა სამი ცენტრალური მცველით ვთამაშობთ. ვფიქრობ, ამ კუთხით სტაბილურობა ვიპოვოთ. ბოლო 6 მატჩში ხუთჯერ გავიმარჯვეთ, მხოლოდ 1 გოლი გავუშვით და ხუთჯერ კარი მშრალად შევინახეთ. 99 პროცენტით, ბულგარეთთანაც სამი ცენტრალური მცველით ვითამაშებთ.”

მიქაუტაძეზე: “დღეს ყველამ დავინახეთ, რომ ეს ის მიქაუტაძე არ იყო, რომელიც წინა მატჩებში გვყავდა. კმაყოფილი ვარ მისი მუშაობით. მან ბევრი იშრომა და ნაკრებში ისევ გამოვიძახეთ.”

ლობჟანიძეზე: “რაც შეეხება ლობჟანიძეს, ის ძალიან მიყვარს, რადგან ის არის მოთამაშე, რომელიც პირველ რიგში ფიქრობს გუნდზე და არა საკუთარ თავზე. იგი პირველი წუთიდან ბოლო წუთის ჩათვლით დარბის. მისი თამაშით მოხარული ვარ. რაც მე ლობჟანიძეს ვიცნობ, ის მუმდივად მებრძოლია და ფანტასტიკური მენტალიტეტი აქვს.”

წიტაიშვილზე: “ახლა ის სამედიცინო შტაბს ჰყავს გადაბარებული და შემოწმება უტარდება. რამდენიმე საათში მისი მდგომარეობის შესახებ პასუხი გვეცოდინება.”

ჩაკვეტაძეზე: “ის ძალიან სერიოზულად ვარჯიშობდა და თამაში დაიმსახურა. ყველამ ვიცით, რომ ის დიდი ნიჭის მფლობელია. თუ ის ბოლომდე დაიხარჯება, ჩემგან სათამაშო დრო მიიღებს. მან დღეს ბევრი კარგი რამ გააკეთა, თუმცა ცუდი მომენტებიც ჰქონდა. მის თამაშს პოზიტიურად შევაფასებ. მისი თავდაჯერებულობისათვის თამაში საჭიროა. მან შეცვლა მთხოვა, რაც იმას ნიშნავს, რომ დაღლა ან ტკივილი იგრძნო.”

საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს 5 ივნისს, სტუმრად, ბულგარეთთან გამართავს.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა გიბრალტარის წინააღმდეგ

დღეს, უეფას ერთა ლიგის C დივიზიონის პირველ ტურში საქართველოს ნაკრები “დინამო არენაზე” გიბრალტარს დაუპირისპირდება.

უკვე ცნობილია, როგორი შემადგენლობებით გავლენ გუნდები მოედანზე.

საქართველო: ლორია; კაკაბაძე, კაშია, ხოჭოლავა; წიტაიშვილი, ლობჟანიძე, აბურჯანია, მექვაბიშვილი; კვარაცხელია, ჩაკვეტაძე, მიქაუტაძე.

სათადარიგოები: მამარდაშვილი, კუპატაძე, კვერკველია, ყაზაიშვილი, დავითაშვილი, კიტეიშვილი, კობახიძე, გიორბელიძე, კვეკვესკირი, ზივზივაძე, ალთუნაშვილი, დვალი.

გატუზოს “ვალენსიაში” “ბარსელონას” დაწუნებული ფეხბურთელი მიჰყავს

ესპანური მედიის ინფორმაციით, “ვალენსია” სულ მალე ახალ მთავარ მწვრთნელად ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელის, ჯენარო გატუზოს დანიშვნას გამოაცხადებს.

გატუზო ხოსე ბორდალასს შეცვლის, რომლის გუნდიდან წასვლაზე ბოლო ერთი თვეა აქტიურად საუბრობენ.

ჯენაროს “ვალენსიაში” “ბარსელონას” 22 წლის ნახევარმცველის, რიკი პუგის მიყვანა სურს და დიდი ალბათობით, რიკი” და “ბარსაც” წინააღმდეგი არ იქნება.

საინტერესოა, რომ იტალიელი უკვე მეორე ქართველ მეკარის, გიორგი მამარდაშვილის მწვრთნელი იქნება. მანამდე, 2014 წელს ბერძნულ “ოფიში” გიორგი ლორია ჰყავდა.

ზელენსკი: “ვიბრძოლეთ და გავიმარჯვეთ, რადგან უკრაინელები ვართ!”

1 ივნისს, მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფლეი-ოფის ნახევარფინალში უკრაინის ნაკრებმა სტუმრად შოტლანდია 1:3 დაამარცხა.

ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მცირე განცხადება გამოაქვეყნა და საფეხბურთო ნაკრებს მადლობა გადაუხადა.

“არის მომენტები, როცა ბევრი სიტყვა საჭირო არ არის. ეს სიამაყის გრძნობაა! უბრალოდ, მადლობა, ბიჭებო! სიხარულის ორი საათი. გამოვედით, ვიბრძოლეთ, გავიმარჯვეთ, რადგან უკრაინელები ვართ!

გაიხარეს ჩვენმა ჯარისკაცებმა, მთელმა ქვეყანამ. ჩვენ ყველანი ომში ვართ, ყველას საკუთარი ფრონტის ხაზი გვაქვს. ჩვენ ვიბრძვით, ერთად ვდგავართ, ვიმარჯვებთ!” – აცხადებს ზელენსკი.

უკრაინის ნაკრები ფლეი-ოფის ფინალში უელსს 5 ივნისს, კარდიფში დაუპირისპირდება. გამარჯვების შემთხვევაში, ოლეკსანდრ პეტრაკოვის გუნდი მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატზე ითამაშებს.

“გრიგალავა უყვიროდა და აგინებდა ჟურნალისტს” – ფეხბურთელს 2 მატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცეს

“ხიმკის” 32 წლის ცენტრალური მცველი გია გრიგალავა რუსეთის პრემიერ ლიგის დასარჩენ 2 მატჩიან დაპირისპირებაში მთავარ ეპიცენტრში აღმოჩნდა.

გრიგალავა რუსეთის ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა 2-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა. პირველი შეხვედრის 72-ე წუთზე “ხიმკის” მეკარემ ბურთის მიმწოდებელს, რომელიც დროის გაყვანას ცდილობდა, ხელი კრა.  გრიგალავა მომენტთან ახლოს იყო და შეამჩნია, როგორ იღებდა “სკა-ხაბაროვსკის” პრესსამსახურის წარმომადგენელი ტელეფონით ვიდეოს.

სადისციპლინო ოქმში აღნიშნულია, რომ გიამ ჟურნალისტს შეურაცხყოფა მიაყენა, უყვირა და უცენზურო სიტყვებით მიმართა.

თავის მხრივ, არასპორტული საქციელის გამო “ხიმკის” მეკარე 50 ათასი რუბლით დააჯარიმეს.

“ხიმკი” “სკაზე” ძლიერი აღმოჩნდა და პრემიერ ლიგაში დარჩა.

ვილი სანიოლი: “ეს ფეხბურთელი შეკრებაზე სრულიად განსხვავებული ადამიანი ჩამოვიდა”

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა პრესკონფერენციაზე ახალგაზრდა თავდამსხმელი ჟორჟ მიქაუტაძე გამოარჩია.

“ეს იყო სრულიად განსხვავებული ადამიანი, რომელიც 6 თვის წინ ვნახე. მიქაუტაძეს ბოლო მატჩი აპრილის ბოლოს – მაისის დასაწყისში ჰქონდა და მე-4 თამაშს ნამდვილად არ დაველოდები მის გამოსაყენებლად. ჟორჟს ეტყობა მონდომება და ამას ვაფასებ. შეიცვალა დადებითობისკენ და სწორედ ამას ველოდით”

რას ამბობდა ვილი მიქაუტაძეზე:” გიორგი მიქაუტაძე მარტში ჩვენთან ერთად არ იმყოფებოდა. არ ვიყავი კმაყოფილი მისი მიდგომით. ის ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია, რომელსაც შეუძლია დაეხმაროს ნაკრებს. დაველაპარაკე და ავუხსენი, რის გამოც ვიყავი მისი თამაშით უკმაყოფილო. გიორგი ჩაკვეტაძის მსგავსად, მიქაუტაძე ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია, რომელიც დაგვეხმარება, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გააცნობიერებს რას ველოდები მისგან და ყველა დავალებას შეასრულებს. ფეხბურთელმა ბევრი უნდა ირბინოს, ბევრი იშრომოს და მხოლოდ შემდეგაა ტექნიკური მხარე მნიშვნელოვანი”.

თავის მხრივ, სანიოლმა აღნიშნა, რომ შანსს გიორგი ჩაკვეტაძეც მიიღებს.

ესპანური მედია: შაკირამ პიკე ღალატი გამოიჭირა და დაშორებას აპირებს

ესპანური მედიის ინფორმაციით, ცნობილმა მომღერალმა შაკირამ “ბარსელონას” ცენტრალური მცველი ხერარდ პიკე ღალატში გამოიჭირა და მასთან გაშორებას აპირებს.

“პიკე ბარსელონაში მარტო ცხოვრობს და წვეულებებს რიკი პუგისთან ერთად ატარებს” – წერს Elperiodico

პიკემ და შაკირამ ერთმანეთი 2010 წელს, მსოფლიო ჩემპიონატის ვიდეორგოლის გადაღებისას გაიცნეს და 2 შვილი ჰყავთ.

აღსანიშნავია, რომ წყვილი ოფიციალურად დაქორწინებული არ არის და ეს შაკირას სურვილი იყო.

ვილი სანიოლი: “ჩემმა მოთამაშეებმა იციან რა გააკეთონ”

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა გიბრალტართან მატჩის წინ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

“რებრედინგი ფედერაციის გადაწყვეტილება იყო. მე ვიმედოვნებ, პოზიტიურ ატმოსფეროს შექმნის. თუ ვიტყვი, რომ მას ექნება გავლენას მოედანზე, არა. ფანებს, მოთამაშეებს, სტაფს ესმით, რომ იდენტობა არის მნიშვნელოვანი, თუ როგორ ვხედავთ ჩვენ თვითონ ჩვენ თავს”

“ანდორა, ლიხშტეშტაინი, ლუქსემბურგი – ბოლო 10-15 წელიწადში საკმაოდ გაძლიერდნენ. ეს კარგია, მეტოქეებს მეტად დავაფასებთ. 4 მატჩი 10 დღეში ბევრია. ყველას ექნება შესაძლებლობა რომ გუნდს დაეხმაროს. ”

“6 დღეა უკვე ვვარჯიშობთ. დასაწყისში იყო დიდი განსხვავება, ზოგს უკვე 3-4 კვირაა თამაში უწევს, ზოგს მეტი. თუმცა ჩვენ ვმუშაობთ და შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან კარგი უკუკავშირია ფეხბურთელების მხრიდან. ჩემი მოთამაშეების მდგომარეობით კმაყოფილი ვარ. შეიძლება ზოგი მოთამაში იყოს სასტარტოში გიბრალტართან, ზოგმა შემდეგ კი ტრიბუნაზე გადაინაცვლოს. მთავარია, რომ 11 მოთამაშე რომელიც მოედანზე გავა. მაქსიმალურად იყოს მზად

“მე მაქვს ერთი კარგი გეგმა, რომ მოვიგო 4-ვე მატჩი”

“როცა იწყებ მატჩს, არასდროს იცი დაასრულებ თუ არა. ”

“ჩაკვეს და კიტეს გასულ თვეებში ბევრი არ უთამაშიათ. მათ შორის ერთი დიდი განსხვავებაა – კიტეს ტრავმა ჰქონდა, ჩაკვეს მწვრთნელის ნდობა არ ჰქონდა, მაგრამ რადგან აქ არიან, ეს ნიშნავს, რომ ორივე მათგანს ვენდობი. ხანდახან 10 წუთში უფრო შეგიძლია დაეხმაროს გუნდს, ვიდრე 90 წუთში. მათ ექნებათ დრო”

“ეს იყო სრულიად განსხვავებული ადამიანი, რომელიც 6 თვის წინ ვნახე. მიქაუტაძეს ბოლო მატჩი აპრილის ბოლოს – მაისის დასაწყისში ჰქონდა და მე-4 თამაშს ნამდვილად არ დაველოდები მის გამოსაყენებლად”

“მიქელთაძეს მიეცემა შანსი. მას სჭირდება მოედანზე დაამტკიცოს რა შეუძლია და ვნახავთ ბექას საქმეში”

“ჩემმა მოთამაშეებმა იციან რა გააკეთონ და ამისთვის საკმარისი გამოცდილება აქვთ”

ოფიციალურად: პოლ პოგბამ “მანჩესტერ იუნაიტედი” დატოვა

“მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველმა პოლ პოგბამ კლუბი დატოვა. 29 წლის ფრანგ ფეხბურთელს “წითელ ეშმაკებთან” კონტრაქტი ოფიციალურად ივნისის ბოლოს ეწურება.

“კლუბი ულოცავს პოლს წარმატებულ კარიერას და მადლობას უხდის “მანჩესტერ იუნაიტედის” განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის. მას ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებთ მოგზაურობის შემდეგ ეტაპზე”, – ნათქვამია კლუბის განცხადებაში.

პოლ პოგბამ მანჩესტერელთა რიგებში 233 მატჩი ჩაატარა, 39 გოლი გაიტანა და 51 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. მან გუნდთან ერთად 2016-2017 წლების სეზონში ინგლისის ლიგის თასი და ევროპის ლიგა მოიგო.

პოლ პოგბათი ტურინის “იუვენტუსი” და “პარი სენ-ჟერმენი” არიან დაინტერესებულნი.

“ლივერპულმა” მანეს შემცვლელი იპოვა

ბრიტანული “დეილი მეილის” ცნობით, “ლივერპული” სადიო მანეს შემცვლელის ძიებაშია. ნიგერიელი ფეხბურთელის დამატებით მიუნხენის “ბაიერნი” და “პარი სენ-ჟერმენი” არიან დაინტერესებულნი. ორივე კლუბი მის სანაცვლოდ 30 მილიონ ევროს იხდის.

წყაროს თანახმად, მერსისაიდელები სადიო მანეს შემცვლელად “უოტფორდის” ფორვარდ ჟუან პედროს კანდიდატურას მოიაზრებენ. 20 წლის ბრაზილიელს “ონავრებთან” კონტრაქტი 2025 წლამდე აქვს გაფორმებული.

ჟუან პედრომ გასულ სეზონში ყველა საკლუბო ტურნირზე ერთად 29 მატჩი ჩაატარა, ოთხი გოლი გაიტანა და ერთი შედეგიანი გადაცემა მიითვალა.