პაიემ “ლიონის” პრეზიდენტს დასცინა: “სასწრაფოდ, ტემპერატურა გაუზომეთ!”

თარიღი: მარტი 14, 2020

“მარსელის” ვარსკვლავი დიმიტრი პაიე “ლიონის” პრეზიდენტის იდეას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც საფრანგეთის ჩემპიონატი აღარ უნდა გაგრძელდეს და შედეგებიც უნდა ანულირდეს.

ჟან-მიშელ ოლასის აზრით, 2019-20 წლების სეზონი “თეთრ სეზონად” უნდა გამოცხადდეს. ამ შემთხვევაში საფრანგეთს არც ჩემპიონი ეყოლება და არც დაბალ დივიზიონში დაქვეითებული კლუბები.

“ნუთუ მართლა სერიოზულად ამბობს ამას?” – კითხულობს პაიე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში.

“ის არანორმალურია! სასწრაფოდ, ტემპერატურა გაუზომეთ! როგორია ამჟამინდელი სატურნირო მდგომარეობა? 28 ტურის შემდეგ? გასაგებია, კარგი მცდელობა იყო!” – დაამატა პაიემ.



მსგავსი სიახლეები