პაიემ სერიოზული ტრავმა მიიღო
ფრანგი ნახევარმცველი უახლოეს მომავალში თავისი გუნდის დახმარებას ვერ შეძლებს.
მოგეხსენებათ, დიმიტრი პაიე “ევერტონის” წინააღმდეგ გამართულ ინგლისის პრემიერ ლიგის გასული ტურის შეხვედრაში დაშავდა. წინასწარი ვარაუდით, ის მოედანზე გასვლას მომდევნო სამი თვის განმავლობაში ვერ შეძლებს.
ამ ფაქტს “ვესტ ჰემის” მფლობელი ჯეიმს სალივანი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა:
“გაოცებული ვარ იმით, რომ აღნიშნულ ეპიზოდში მატჩის მთავარმა არბიტრმა ჯეიმს მაკარტი მოედნიდან არ გააძევა”, – წერს სალივანი.